სპეციალური მასალა
სპეციალური ტექნიკური მახასიათებლები – სპეციალური აპლიკაციები
სპეციალურ მასალებს აქვთ სპეციალური ტექნიკური მახასიათებლები და შესაფერისია სპეციალური აპლიკაციებისთვის. არსებობს მაღალი გამძლეობის, ძლიერი, მსუბუქი ან მედეგი სპეციალური მასალები სხვადასხვა მოთხოვნებისთვის. ისინი შესაძლოა განსაკუთრებით მდგრადი იყოს ქიმიური, თერმული ან მექანიკური დატვირთვებისადმი. აღნიშნული მასალებისთვის შესაბამისი საშემდუღებლო პროცედურის შერჩევისას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მასალის ზუსტი თვისებები.
ტიტანი, ცირკონიუმი, ნიკელი, სპილენძი და სხვა
ქიმიური დამუშავების ინდუსტრიაში ტიტანს, ცირკონიუმს, ტანტალსა და ნიობიუმს სპეციალურ მასალებს უწოდებენ. ისინი უკიდურესად რეზისტენტულია მჟავისა და ტუტის მიმართ. აგრეთვე, ნიკელისა და ქრომნიკელიანი ბაზის შენადნობები კლასიფიცირდება, როგორც სპეციალური მასალები მათი მაღალი რეზისტენტულობის, კოროზია-მედეგობისა და მათი აგრესიულ გარემოში, როგორიცაა მჟავა, გამოყენებისთვის შესაფერისობის გამო.
სპეციალური მასალები გამოიყენება მრავალ სფეროში: ტიტანი შესაფერისია ზღვის წყლით-გაგრილებად თბოგადამცემებსა და სისტემებში გამოყენებისთვის, რომელთაც შეხება აქვთ მათეთრებელ ხსნარებთან, ქრომთან და აზოტის მჟავასთან. გარდა ამისა, ტიტანი ასევე გამოიყენება ავიაკოსმოსურ ინდუსტრიაში და სამედიცინო აღჭურვილობებში. სხვათა შორის, ცირკონიუმი გამოიყენება ისეთ აპარატებში, რომლითაც მზადდება ძმრისა და ჰიდროქლორული მჟავა ან შარდოვანა და ასევე, სამედიცინო და ბირთვულ აღჭურვილობაში. სპეციალური მასალები აგრეთვე გამოიყენება ავიაკოსმოსურ ინდუსტრიაში, ელექტროსადგურების მშენებლობაში, ნავთობქიმიურ ინდუსტრიაში და საავტომობილო ინდუსტრიაში მაღალი წარმადობის კომპონენტებისთვის. ნიკელის შენადნობები გამოიყენება, მაგალითად, დანადგარების მშენებლობასა და ქიმიურ ინდუსტრიაში.
კარგი მასალა საჭიროებს "ნოუ-ჰაუს"
მასალათა მეცნიერებისა და შედუღების პროცესების სფეროს სიღრმისეული ცოდნა არსებითად მნიშვნელოვანია, თუ სპეციალური მასალები სწორად უნდა შეერთდეს. მაგალითად, ნიკელი, ნიკელის ბაზის შენადნობები და ტიტანი და მისი შენადნობები ხშირად შედუღებულია MIG (რკალური შედუღება ინერტული გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) ან TIG (ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური) საშემდუღებლო პროცედურით უარყოფითი ელექტროდით DC (მუდმივი დენის) გამოყენებით. რამდენადაც საქმე ეხება ტიტანს, ასევე მნიშვნელოვანია ნაწილი დავიცვათ გაზის დამცავ გარემოში თუნდაც შედუღების წერტილის დისტანციაზე, რათა თავიდან ავიცილოთ ფერის ცვლილება და ჟანგბადით გამდიდრება. ცირკონიუმი და ცირკონიუმის შენადნობები ჩვეულებრივ მარტივად შესადუღებელია. იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მასალის ყველა ტექნიკური თვისების სრულად შენარჩუნება, საჭიროა ძალიან ზუსტი დაცვა გაზის დამცავი გარემოთი და აგრეთვე საჭიროა ინერტული გაზის დამცავი სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგი. სპილენძის დამუშავება შესაძლებელია TIG ან პლაზმური შედუღების პროცედურით და ხშირად გამოიყენება, მაგალითად, წყლის ავზებისთვის ქვაბების დამზადებისას.