სქელი ფირფიტის შედუღება
უფრო ეფექტური შედუღება – გაუმჯობესებული ხარისხი
ფოლადის სქელი ფირფიტების შეერთება, როგორიცაა ისეთი ფირფიტები, რომლებიც გამოიყენება გემებისა და მანქანების მშენებლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და რთული საშემდუღებლო ამოცანა და ხშირად დიდი ცდომილებები და ღრეჩოები საჭიროებს კომპენსირებას. ყველა ნაწილი საჭიროებს ყურადღებით მომზადებას, მუდმივად სტაბილური დაკავშირებების უზრუნველსაყოფად. ასევე, საჭირო შედეგი ხშირად მიიღება მხოლოდ შედუღების რამდენიმე პროცესის შემდეგ.
MAG (GMAW) შედუღება წარმოადგენს მრავალშრიან ტექნიკას
10-15 მმ სისქის ფოლადის ფირფიტების შეერთება ხდება MAG (რკალური შედუღება აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) რკალური შედუღების პროცესის გამოყენებით. ხშირად, გამოიყენება შრომატევადი მრავალშრიანი ტექნიკა. ეფექტური გზით შედუღებების ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა პროცედურებია კომბინირებული: პროდუქტიული MAG შედუღება დნობის მაღალი მაჩვენებლით გამოიყენება ძირისა და შემავსებელი შრეებისთვის და რიგ შემთხვევებში, მთლიანი შედუღებისთვის. სხვა სტანდარტული პროცედურები გამოიყენება სქელი ფირფიტების შესაერთებლად, მათ შორის, მანუალური რკალური შედუღება ლითონის დნობადი ელექტროდით და რკალური შედუღება ფლუსის ქვეშ, რომელიც ასევე შესაფერისია შემავსებლის დაფარვის შრეებისთვის.
პროცედურისა და მასალის ზუსტი კოორდინაცია
სქელი ფირფიტის შედუღების შრომატევადი პროცესის განმავლობაში ეფექტურობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, არსებითად მნიშვნელოვანია ისეთი საშემდუღებლო პროცესის შერჩევა, რომელიც ზუსტად შეეფერება მასალებს და გამოყენებულ სანთურებს. ახალი პროცედურები, მაგალითად, GMAW-ის (რკალური შედუღება დამცავაირიან გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) და ლაზერული შედუღების ჰიბრიდული ტექნიკები ან ოპტიმიზირებული MAG ტანდემური ტექნიკები, უფრო მეტად გამოიყენება.