კვლევა და განვითარება
ტესტირების ლაბორატორიის გამოყენება – ინოვაციების სტიმულირება
ABICOR BINZEL-ი წარმოდგენს საშემდუღებლო სანთურების ხარისხისა და ინოვაციის ერთ-ერთ ლიდერს და მრავალი წლის მანძილზე გადამწყვეტი წვლილი შეაქვს შედუღების სფეროს ფორმირებაში. ABICOR BINZEL-ი უწყვეტად ავითარებს პროდუქტებს, უმსუბუქებს შემდუღებლებს დაძაბულობას, იკვლევს ახალ პროცესებს და ხელს უწყობს ავტომატურ შედუღებას ეფექტურობის განვითარების - შეერთების ტექნოლოგიის გადაწყვეტების გაძლიერების მიზნით. ამ მიზნით, ARClab ტესტირების ლაბორატორიის დეველოპერები ყოველდღიურად მუშაობენ პროდუქტის გადაწყვეტების ოპტიმიზირებასა და ახალი პროდუქტების საფუძვლიან ტესტირებაზე.
მანუალური შედუღებისა და ავტომატური რობოტული შედუღების განვითარება
მომავალში შედუღება კვლავაც განხორციელდება როგორც ხელით, ასევე ავტომატურად. ამისათვის ABICOR BINZEL-ი ახდენს თავისი პროდუქტების ტესტირებასა და განვითარებას, რათა კიდევ უფრო უკეთ მოარგოს ისინი სპეციფიკურ მოთხოვნებს. გარდა ამისა, ABICOR BINZEL-ი ავითარებს მომხმარებელზე მორგებულ გადაწყვეტებს ინდივიდუალური სპეციფიკაციებისთვის, მოთხოვნისამებრ. ABICOR BINZEL-ი იკვლევს ყველა პროდუქტის ხანგრძლივ მედეგობას და შემდგომი ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს ARClab-ში - ამ სფეროში მსოფლიოში ერთადერთ ლაბორატორიაში.
ARClab ტესტირების ლაბორატორია
ARClab-ის სახით, ABICOR BINZEL-ის დეველოპერებს აქვთ ყველაზე თანამედროვე ტესტირების ლაბორატორია, რომლებშიც შესაძლებელია სხვადასხვა მასალების, პროდუქტებისა და პროცესების ტესტირება. მისი აღჭურვილობა მოიცავს მათივე შემუშავებულ ორმაგ სატესტო სტენდს ხანგრძლივი დატვირთვის ტესტირებისთვის და ჟანგბადის ანალიზის სატესტო სტენდს, რომელიც პროდუქტის განვითარების მანძილზე ჟანგბადის კონცენტრაციის ოპტიმიზირების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ARClab-ს გააჩნია რამდენიმე თანამედროვე და სრულად ქსელური ინდუსტრიული რობოტები რობოტული შედუღების სფეროში ტესტირებების განხორციელებისთვის. მაღალი საექსპლუატაციო თვისებების სიმულაციის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება სანთურებზე და გაგრილების წრედებზე რეალური ტემპერატურის გამოთვლისთვის და განვითარების ციკლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული.