პროცესის განვითარება
კომპეტენციის გამოყენება – პროცესების ოპტიმიზირება
ABICOR BINZEL-ი საშემდუღებლო ტექნოლოგიის წამყვანი სპეციალისტია 60 წელზე მეტია და თანამშრომლობს ბევრ სხვადასხვა კომპანიასთან, ინსტიტუტთან და კვლევით დაწესებულებასთან. ინოვაციისა და ტექნოლოგიის ცენტრში (ITC) ABICOR BINZEL-ის ექსპერტები თავიანთი ექსპერტული ცოდნით ხელმისაწვდომნი არიან ინდუსტრიის ყველა სპექტრის მწარმოებელი კომპანიებისთვის. ისინი ამ კომპანიებს აძლევენ რჩევებს და მხარს უჭერენ თავიანთი შედუღების ტექნოლოგიის პროცესების განვითარებასა და ოპტიმიზაციაში და ეხმარებიან მათ, რათა თავიანთი პროდუქცია გახადონ უფრო ეკონომიური, ეფექტური და უკეთესი.
ინდივიდუალური და კომპეტენტური
ABICOR BINZEL-ი გლობალურად მუშაობს პროცესების განვითარებასა და ოპტიმიზაციაზე. აღნიშნულის განხორციელებისას, ის უპირველეს ყოვლისა აანალიზებს დადგენილ საშემდუღებლო ამოცანას, ტექნიკურ სპეციფიკაციებს და გამოყენებულ მასალებს, ასევე, ეკონომიკურ პარამეტრებსა და პროცესის სხვა პარამეტრებს. ამასთანავე, შემდუღებლებისა და რობოტის პროგრამისტების ექსპერტულობის დონე ინტენსიურად განიხილება. ამის შემდეგ, პროცესის ოპტიმიზაციის ცალკეული შესაძლებლობები ერთობლივადაა შემუშავებული მოცემული დეტალური ანალიზის საფუძველზე. მაგალითად, ეს შესაძლოა იყოს შედუღების შედეგის გაუმჯობესება, შეერთების პროცესის დაჩქარება ან შედუღების ან შეერთების სხვა პროცესის შერჩევა.
ინოვაციისა და ტექნოლოგიის ცენტრში (ITC)
ინოვაციისა და ტექნოლოგიის უნიკალურ ცენტრში შესაძლებელია სხვადასხვა საშემდუღებლო დავალების სიმულაცია და ახალი გადაწყვეტების შემუშავება. აღნიშნულის წყალობით, ABICOR BINZEL-ი კონკურენტებისგან ნათლად გამოირჩევა და შეერთების სფეროს მომხმარებლებს უზრუნველყოფს დამატებითი ღირებულებით. მიზანია საფუძვლიანი და სხვადასხვაგვარი პროცესისა და სპეციალისტთა ცოდნის გამოყენება შეერთების ტექნოლოგიის სპეციალისტებისთვის და მათი დახმარება, რათა გახდნენ კიდევ უფრო უკეთესები. ABICOR BINZEL-ი მუშაობს სხვადასხვა სექტორში თავის სათაო ოფისში, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ბუსეკში, გისენთან ახლოს ან ადგილზე ინდუსტრიულ მომხმარებლებთან. ABICOR BINZEL-ის ექსპერტებს მრავალი წლის გამოცდილება გააჩნიათ, მათ ეს სფერო თავიდან-ბოლომდე შეისწავლეს და მიიღეს ექსპერტული ცოდნა სხვადასხვა კომპანიებში.