მანუალური
უსაფრთხო შეერთება – ეფექტური მუშაობა
მანუალური შედუღება ან ხელით შედუღება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სტრესული საქმიანობაა ლითონის კონსტრუქციაში. მასალების უსაფრთხოდ შეერთებისთვის შემდუღებლებს ხანგრძლივი დროის მანძილზე უწევთ მუშაობა ე.წ. დაძაბულ პოზიციებში. აღნიშნულის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებლად საჭიროა საშემდუღებლო სანთურა, რომელიც ამსუბუქებს შემდუღებლის შრომას და ოპტიმალურად ეხმარება მუშაობაში.
ყველა პარამეტრი მუდმივი კონტროლის ქვეშ
ყველა პარამეტრი სპეციფიკურად უნდა იყოს შესაბამებული ერთმანეთთან, რათა მიღწეულ იქნას საჭირო ხარისხი ეკონომიკური ასპექტების ფარგლებში მანუალური შედუღების განმავლობაში. საშემდუღებლო პროცესები და სანთურები უნდა შეესაბამებოდეს მასალებს და საშემდუღებლო სამუშაოს, მავთულის მიწოდება და დენის ძალა კოორდინირებული უნდა იყოს მასალის სისქესთან და საჭირო შედეგთან. შემდუღებელმა ეს პარამეტრები უნდა დააყენოს სამუშაოს დაწყებამდე. უშუალოდ შედუღების პროცესში მნიშვნელოვანია შედუღების პოზიციისა და სამუშაო სიჩქარის შერჩევა იმგვარად, რომ სიმტკიცესთან, კოროზიულ მედეგობასთან და ვიზუალთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა იყოს დაკმაყოფილებული.
ოპტიმალური მართვა და მცირე წონა
შემდუღებლებისთვის განსაკუთრებით დამძაბველია ხელით შედუღება. მათ ხშირად უწევთ ერთ პოზიციაში დიდი ხნის მანძილზე მუშაობა. ეს მნიშვნელოვნად ძაბავს მათ ზურგს, კუნთებსა და სახსრებს. ოპტიმალური საშემდუღებლო სანთურა ხელს უწყობს დაძაბვის შემცირებას და თავიდან აგაცილებთ არასწორ პოზებს. აღნიშნული მიზეზით, ABICOR BINZEL-ი მუშაობს შემცირებული წონის სადენის ნაკრებებზე, კერძოდ, სანთურის ერგონომიულ სახელურებზე და მარტივად შეცვლად სანთურის ყელებზე, რომლებიც სპეციფიკურად შემუშავებულია შესაბამისი გამოყენებისთვის. ABICOR BINZEL-ი უწყვეტად ახდენს ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის ინტერფეისის - HMI, ადამიანის-მექანიზმის ინტერფეისების - ოპტიმიზირებას იმგვარად, რომ ის ოპტიმალურად ეხმარება შემდუბლებს და უზრუნველყოფს ხელში მარტივად დასაჭერ მოწყობილობებს. შედუღების თემასა და ჯანმრთელობაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ABICOR BINZEL-ის სახელმძღვანელოში - ფიტნესის სახელმძღვანელო შემდუღებლებისთვის.