ავტომატიზირებული
თანაბარი შედუღება – ეკონომიური მუშაობა
განმეორებადი საშემდუღებლო დავალებებით ავტომატური შედუღება უზრუნველყოფს სწრაფ პროცესებს, შედუღების მუდმივად მაღალ ხარისხს და სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, ამორტიზაციის მცირე პერიოდებს. ბოლო წლების ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, ავტომატური შედუღება გთავაზობთ ცხად უპირატესობებს SME-ს (მცირე და საშუალო საწარმოების) მანუალურ შედუღებასთან შედარებით. ავტომატური შედუღების განხორციელება ასევე შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით.
უფრო სწრაფი სიჩქარე, უცვლელი ხარისხი
სამუშაო დეტალისა და მოთხოვნების მიხედვით, არსებობს ავტომატური შედუღების სხვადასხვა დონეები. პოზიციონირებისა და სანთურის დამჭერების მარტივი მექანიკური გადაწყვეტებიდან სამუშაო დეტალების რთული ფორმებისთვის სრულად ავტომატურ რობოტულ სისტემებამდე, რომლებშიც სანთურის ან/და სამუშაო დეტალის მიმმართველი, შემავსებლის მიწოდება და სამუშაო დეტალის დამუშავება ავტომატურია. საშემდუღებლო სამუშაოსთვის შესაფერისი ავტომატიზაციის ხარისხი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. თუმცა, განმეორებადი საშემდუღებლო დავალებებისთვის ავტომატური საშემდუღებლო აგრეგატის ინვესტიცია უმრავლეს შემთხვევაში ანაზღაურებს დანახარჯს სულ რაღაც მცირე პერიოდის შემდეგ, ვინაიდან სამუშაო დეტალების შედუღება ხდება უფრო სწრაფად და უცვლელი ხარისხით. ხელახალ დამუშავებას არ საჭიროება, ან მხოლოდ ნაწილობრივ საჭიროებს. ამასთანავე, ავტომატური შედუღება საპასუხო ქმედებაა კვალიფიციური მომუშავეების ნაკლებობასთან მიმართებით.
რობოტული საშემდუღებლო სანთურები, ტექნიკური მომსახურების აგრეგატები და ჭკვიანი სენსორული ტექნოლოგია
ავტომატური შედუღების სფეროში ABICOR BINZEL ROBOTIC SYSTEMS-ის პროდუქტების ასორტიმენტი მოიცავს MIG, MAG, TIG და პლაზმურ რობოტულ საშემდუღებლო სანთურებს, გამორთვად რობოტის სადგამებს, ტექნიკური მომსახურების აგრეგატებს, როგორიცაა სანთურის საწმენდი პუნქტები და ლინზები ლაზერული შედუღების სისტემებისთვის. გარდა ამისა, საშემდუღებლო სისტემის ეკონომიკურ ეფექტურობასა და შედუღების ხარისხს კიდევ უფრო ზრდის ჭკვიანი სენსორული ტექნოლოგია, როგორიცაა პატენტირებული ელექტრონული გაზის მაკონტროლებელი მოწყობილობა და ნაკერის კონტროლის სხვადასხვა ოპტიკური სენსორი. ABICOR BINZEL ROBOTIC SYSTEMS ასევე ხელს უწყობს ყველა სექტორის მწარმოებელ კომპანიებს თავიანთი ავტომატური შეერთების ტექნოლოგიის გადაწყვეტების დაგეგმვასა და განვითარებაში.