ABICOR BINZEL
| გადაწყვეტები
მთავარი ფოკუსი
მანუალური
უსაფრთხო შეერთება – ეფექტური მუშაობა
მანუალური შედუღება ან ხელით შედუღება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სტრესული საქმიანობაა ლითონის კონსტრუქციაში. მასალების უსაფრთხოდ შეერთებისთვის შემდუღებლებს ხანგრძლივი დროის მანძილზე უწევთ მუშაობა ე.წ. დაძაბულ პოზიციებში. აღნიშნულის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებლად საჭიროა საშემდუღებლო სანთურა, რომელიც ამსუბუქებს შემდუღებლის შრომას და ოპტიმალურად ეხმარება მუშაობაში.მთავარი ფოკუსის ჩვენება
ავტომატიზირებული
თანაბარი შედუღება – ეკონომიური მუშაობა
განმეორებადი საშემდუღებლო დავალებებით ავტომატური შედუღება უზრუნველყოფს სწრაფ პროცესებს, შედუღების მუდმივად მაღალ ხარისხს და სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, ამორტიზაციის მცირე პერიოდებს. ბოლო წლების ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, ავტომატური შედუღება გთავაზობთ ცხად უპირატესობებს SME-ს (მცირე და საშუალო საწარმოების) მანუალურ შედუღებასთან შედარებით. ავტომატური შედუღების განხორციელება ასევე შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით.მთავარი ფოკუსის ჩვენება
თხელი ფურცლის შედუღება
უზრუნველყოფს მდგრადობას – თავიდან აგარიდებთ თერმულ დეფორმაციას
3 მმ-მდე სისქის თხელი ფირფიტების შედუღება წარმოადგენს შეერთების ერთ-ერთ ურთულეს ამოცანას. მიზანია სტაბილური დაკავშირების შექმნა თხელი მასალის მიუხედავად. ლითონის ფირფიტის დეფორმაციისა და შრომატევადი დამუშავების პრევენციისთვის, სამუშაო ზედაპირზე უნდა წარმოიქმნას შეძლებისდაგვარად მცირე ოდენობის სითბო. ეს მოითხოვს დიდ გამოცდილებას, უნარიანობასა და საშემდუღებლო აღჭურვილობას, რომელიც ყველა სიტუაციაში ზუსტად იმუშავებს.მთავარი ფოკუსის ჩვენე
სქელი ფირფიტის შედუღება
უფრო ეფექტური შედუღება – გაუმჯობესებული ხარისხი
ფოლადის სქელი ფირფიტების შეერთება, როგორიცაა ისეთი ფირფიტები, რომლებიც გამოიყენება გემებისა და მანქანების მშენებლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და რთული საშემდუღებლო ამოცანა და ხშირად დიდი ცდომილებები და ღრეჩოები საჭიროებს კომპენსირებას. ყველა ნაწილი საჭიროებს ყურადღებით მომზადებას, მუდმივად სტაბილური დაკავშირებების უზრუნველსაყოფად. ასევე, საჭირო შედეგი ხშირად მიიღება მხოლოდ შედუღების რამდენიმე პროცესის შემდეგ.მთავარი ფოკუსის ჩვენება
დიდი ნაწილების შედუღება
ფართო შედუღებები – დიდი დისტანციები
ფართო შედუღებები - დიდი დისტანციები. ოპტიმიზირებული საშემდუღებლო აღჭურვილობის გამოყენება მნიშვნელოვანია დიდი ნაწილების შედუღებისას, რადგან ნაწილებზე ფართო შედუღებები, რომელთაც ჩვეულებრივ მძიმე დატვირთვა აქვთ, აუცილებლად მუდამ მდგრადი და უსაფრთხოდ მიერთებული უნდა იყოს. ასევე, დიდი დისტანციები ხშირად საჭიროებს ენერგიის წყაროსა და საშემდუღებლო წერტილს შორის დაკავშირებას. მავთულის და გაზის მიწოდებები უნდა მუშაობდეს საიმედოდ და ყველა პარამეტრი და სხვადასხვა საშემდუღებლო პროგრამა უნდა იყოს გამოყენებადი, თუ შესაძლებელია დისტანციური მართვით.მთავარი ფოკუსის ჩვენებ
ჯანმრთელობა
დაძაბულობის შემცირება – დაძაბვის პრევენცია.შედუღებამ
დაძაბულობის შემცირება - დაძაბვის პრევენცია.შედუღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე, სწორედ ამიტომ არსებობს პრევენციის სავალდებულო რეგულაციათა სერიები, რომლებიც არეგულირებს აირებისა და ორთქლის გაფრქვევას, ჭარბ ნათებას და მაღალ ტემპერატურას. ეს მოიცავს გამწოვი სისტემების გამოყენებას, მოძრავ გამწოვ მოწყობილობებს, კვამლის გაწოვის სანთურებს და პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას. ABICOR BINZEL-ს, როგორც საშემდუღებლო აღჭურვილობის წამყვან პარტნიორს, სურს შემდუღებლებს დაეხმაროს შედუღებასთან ასოცირებული ფიზიკური სტრესის შემცირებაში.მთავარი ფოკუსის ჩვენება
კვლევა და განვითარება
ტესტირების ლაბორატორიის გამოყენება – ინოვაციების სტიმულირება
ABICOR BINZEL-ი წარმოდგენს საშემდუღებლო სანთურების ხარისხისა და ინოვაციის ერთ-ერთ ლიდერს და მრავალი წლის მანძილზე გადამწყვეტი წვლილი შეაქვს შედუღების სფეროს ფორმირებაში. ABICOR BINZEL-ი უწყვეტად ავითარებს პროდუქტებს, უმსუბუქებს შემდუღებლებს დაძაბულობას, იკვლევს ახალ პროცესებს და ხელს უწყობს ავტომატურ შედუღებას ეფექტურობის განვითარების - შეერთების ტექნოლოგიის გადაწყვეტების გაძლიერების მიზნით. ამ მიზნით, ARClab ტესტირების ლაბორატორიის დეველოპერები ყოველდღიურად მუშაობენ პროდუქტის გადაწყვეტების ოპტიმიზირებასა და ახალი პროდუქტების საფუძვლიან ტესტირებაზე.მთავარი ფოკუსის ჩვენება
პროცესის განვითარება
კომპეტენციის გამოყენება – პროცესების ოპტიმიზირება
ABICOR BINZEL-ი საშემდუღებლო ტექნოლოგიის წამყვანი სპეციალისტია 60 წელზე მეტია და თანამშრომლობს ბევრ სხვადასხვა კომპანიასთან, ინსტიტუტთან და კვლევით დაწესებულებასთან. ინოვაციისა და ტექნოლოგიის ცენტრში (ITC) ABICOR BINZEL-ის ექსპერტები თავიანთი ექსპერტული ცოდნით ხელმისაწვდომნი არიან ინდუსტრიის ყველა სპექტრის მწარმოებელი კომპანიებისთვის. ისინი ამ კომპანიებს აძლევენ რჩევებს და მხარს უჭერენ თავიანთი შედუღების ტექნოლოგიის პროცესების განვითარებასა და ოპტიმიზაციაში და ეხმარებიან მათ, რათა თავიანთი პროდუქცია გახადონ უფრო ეკონომიური, ეფექტური და უკეთესი.მთავარი ფოკუსის ჩვენებ