გემთსაშენი ქარხნები და საზღვაო კონსტრუქციები
სიმტკიცის მოთხოვნები - შედუღების სხვადასხვა ამოცანები
გემთმშენებლობისა და საზღვაო კონსტრუქციების ინდუსტრიაში, უმაღლესი მოთხოვნები წაყენებულია შემდუღებლებსა და აღჭურვილობაზე. გათვალისწინებული უნდა იყოს ქარისა და ამინდის ზემოქმედება, ასევე, ძირითადი ფურცლების ტექნიკური თვისებები, დიდი ნაწილების დეფორმაციის ნაკლებობა და შედუღების დაფარვადი ნაკერები ხელახალი დამუშავების საჭიროების გარეშე. შემდუღებლები ხშირად მუშაობენ მჭიდრო ადგილებში, დაძაბულ პოზიციებზე, პოზიციების ხშირი ცვლით და უწევთ შორი მანძილის დაფარვა. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ მოსახერხებელ გადაწყვეტებს მანუალური და ნაწილობრივ მექანიკური შედუღებისთვის, ასევე რობოტული შედუღებისთვის.
დიდი სეგმენტები, მჭიდრო სივრცეები, შორი მანძილები
სამგზავრო, სატვირთო და საკონტეინერო გემების, ასევე, საბურღი დანადგარებისა და ქარის ელექტროსადგურების საძირკვლის სტრუქტურების მშენებლობაში, დიდი, სქელ-კედლიანი სეგმენტები შედუღებული უნდა იყოს დეფორმაციის გარეშე, რათა შემდეგ მათი ზუსტად აწყობა მოხერხდეს. ეს მოითხოვს დიდ სამუშაო მანძილებს და უმაღლეს სიზუსტეს, ასევე, საშემდუღებლო პროცედურას, რაც ოპტიმალურად შეეფერება საშემდუღებლო ამოცანას.
გრძელი ნაკერისა და მრავალშრიანი შედუღების შემთხვევაში, შესაძლებელია ნაწილობრივ მექანიკური შედუღების პროცედურები. დიდი რაოდენობის იდენტური ნაწილების შედუღებისას, რობოტული შედუღება მიმზიდველი ალტერნატივაა. ლითონის უგაზო მანუალური რკალური შედუღება ზოგადად გამოიყენება გარე სივრცეში, ხოლო MIG (რკალური შედუღება ინერტული გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) და MAG (რკალური შედუღება აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) შედუღება გამოიყენება საწარმოო დარბაზში. ძირითადი ფურცლების შედუღებისას, საშემდუღებლო გაზის არჩევანი და შემდუღებლის მანუალური უნარები განსაზღვრავს შედეგის ხარისხს. წყალსზემოთ მდებარე კომპონენტების, როგორიცაა საზღვაო სტრუქტურები, შედუღების ნაკერები, ზუსტად უნდა იყოს შესრულებული, რათა მათი შეღებვა მოხდეს ხელახალი დამუშავების გარეშე.
მოსახერხებელი გადაწყვეტები დიდი კომპონენტებისთვის
შედუღების სხვადასხვაგვარი ამოცანები მოითხოვს სანთურის მოსახერხებელ გადაწყვეტებს. პოზიციის ხშირი ცვლილება და დაძაბულ პოზიციაში შედუღება საჭიროებს მსუბუქ, მტკიცე და მოძრავ სანთურებს. ბრუნვადი და სწრაფად შეცვლადი სანთურის ყელები, სხვადასხვა სიგრძითა და მოხრის კუთხით, ამარტივებს რთულად მისაწვდომ ადგილებზე მუშაობას. ამასთანავე, სათადარიგო ყელი ყოველთვის ექსპლუატაციურია და არ გამოიყენება შრომატევადი მექანიზმი და ინსტრუმენტების სათავსო. ეს ზრდის პროდუქტიულობას. შორი მანძილების შეერთებისთვის, შესაფერისია მოსახერხებელი და მსუბუქი სადენის ნაკრებები პუშ-პულ სანთურებით, რომელთაც სახელურზე აქვთ მავთულის მიწოდების დამატებითი აგრეგატი. სარემონტო შედუღების შემთხვევაში, შერჩეული უნდა იყოს საშემდუღებლო ამოცანისთვის შესაფერისი სანთურა.
გემთმშენებლობაში გამოცდილ და შემოწმებულ გადაწყვეტას წარმოადგენს გაზით-გაგრილებადი, მოდულურად კონფიგურირებული სანთურის სერიები ABIMG® A T LW. MIG/MAG სანთურები აერთიანებს მაღალ ეფექტურობასა და წარმადობას არაჩვეულებრივ ერგონომიულობასთან და მოხერხებულობასთან. გარდა ამისა, ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ სპეციალურ გადაწყვეტებს მაგალითად, ალუმინის შედუღებას იახტების მშენებლობაში, არამაგნიტური მასალების შედუღებას, სითხის ავზების შედუღებას, კონტეინერების ან ამწეების მშენებლობაში. საზღვაო კონსტრუქციებისა და გემთმშენებლობის დეპარტამენტში, უფრო და უფრო გამოიყენება ნაწილობრივ მექანიკური და სრულად ავტომატური შედუღების პროცესები.
მითითებები:
CRIST Offshore Sp. zo.o., გდინია, პოლონეთი
საზღვაო კონსტრუქციებისა და პლატფორმების სპეციალისტი
გდინიაში CRIST-ის გემთსაშენ ქარხანას გააჩნია პოლონეთში ყველაზე გრძელი გემთსარემონტო და სპეციალიზებულია გიგანტური კონსტრუქციებისა და გემების მშენებლობაში საზღვაო კონსტრუქციათა სექტორში. 150-მდე ადამიანია დასაქმებული გემთსაშენი ქარხნის საზღვაო კონსტრუქციათა სექტორში. კომპანია მრავალი წელია ენდობა ABICOR BINZEL-ის მოსახერხებელ საშემდუღებლო სანთურებს.
[ მითითების ჩვენება ] (English)
Remontowa Shipbuilding SA, გდანსკი, პოლონეთი
გემების კონვერსია და გემთმშენებლობა უმაღლესი სტანდარტებით
გდანსკში გემთსაშენი ქარხანა Remontowa წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან გემთმშენებელს ევროპაში გემების კონვერსიისთვის. კომპანია დაარსებულია 1952 წელს და ყოველწლიურად ახორციელებს გემების 200-ზე მეტი სახის რემონტს და კონვერსიას. სარწმუნო ტესტირების შემდეგ, გემთმშენებელი ქარხანა ამჟამად იყენებს ABICOR BINZEL-ის ABIMIG® A T LW სანთურებს შედუღების ყველა სამუშაოსთვის.
[ მითითების ჩვენება ] (English)
Gdansk Shipyard SA, გდანსკი, პოლონეთი
გემთმშენებლები ხანგრძლივი ტრადიციით
ტრადიციის მიმდევარი Gdansk Shipyard თავის სიძლიერედ თვლის მოხერხებულობას და უნივერსალურობას. ის ორივე მათგანს მოითხოვს როგორც სამუშაო ძალისგან, ასევე ინსტრუმენტებისგან. გემთმშენებელი ენდობა ABICOR BINZEL-ის საშემდუღებლო სანთურებს, რათა თავის შემდუღებლებს საშუალება მისცეს თავიანთი სამუშაო ოპტიმალურად შეასრულონ.
[ მითითების ჩვენება ] (English)