მძიმე ტექნიკის წარმოება
მოთხოვნადი საშემდუღებლო ამოცანები - სპეციალური აღჭურვილობა
მაღალი წარმადობის და მოსახერხებელი საშემდუღებლო აღჭურვილობაა საჭირო მძიმე ტექნიკის ინჟინერიისთვის, რომელიც ოპტიმალურად უჭერს მხარს შემდუღებლებს მუშაობაში. ამ შემთხვევაში, სქელ-კედლიანი ნაწილები, რომელთა ნაწილიც რთულად მისაწვდომია ფორსირებულ პოზიციებში, აუცილებლად მანუალურად უნდა შედუღდეს. საშემდუღებლო ნაკერები აუცილებლად ძაბვისადმი მაღალ რეზისტენრული უნდა იყოს და ასრულებდეს სიმტკიცის მოთხოვნებს. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ მაღალი წარმადობის სტანდარტისა და სპეციალური სანთურების ფართო არჩევანს მანუალური და ნაწილობრივ მექანიკური შედუღებისთვის, ასევე, სპეციალურ გადაწყვეტებს ავტომატური შედუღებისთვის, მაგალითად, ნაკრებების სერიულ წარმოებაში.
სახელოსნოში, გარე და მიწისქვეშა სივრცეებში
მიუხედავად საგზაო მშენებლობის, სასოფლო-სამეურნეო თუ სამთო მრეწველობისა: მძიმე ტექნიკა ჩვეულებრივ დამზადებულია განსაკუთრებით მტკიცე და ცვეთა-მედეგი მასალებისგან და უმაღლეს მოთხოვნებს უყენებს ხელით შემდუღებლებსა და გამოყენებულ საშემდუღებლო ტექნოლოგიას. წარმოებასა და სარემონტო სამუშაოებში, შედუღება ხშირად ხორციელდება ცვალებად პოზიციებში, ფორსირებულ პოზიციებში და ზედაპირულად.
ზესტრუქტურები და აქსესუარები, როგორიცაა კაბინის ნაკრებები ან კონტეინერები, ნაკლებად მოთხოვნადია მასალის მხრივ. შედუღებისას ყურადღება მახვილდება უფრო მარტივ მართვადობასა და შედუღების ყველა წერტილის ოპტიმალურ წვდომაზე. მოძრავ ამწეებში ასევე მნიშვნელოვანია ოპტიმალური გადაწყვეტის პოვნა მსუბუქი კონსტრუქციისთვის. ეს მოიცავს, კერძოდ, შედუღების პროცესს, რომელიც ოპტიმალურად ადაპტირებულია მაღალი დენადობის ზღვარის მქონე სპეციალურ მასალებთან და უზრუნველყოფს, რომ მასალის ტექნიკური თვისებები არ შეიცვალოს შედუღებისას.
მტკიცე და მაღალი წარმადობის სანთურის გადაწყვეტები
სქელი ფურცლები და მოქნილი ნაკერები მოითხოვს უკიდურესად მაღალი წარმადობის საშემდუღებლო აღჭურვილობას. ეს უზრუნველყოფილია, მაგალითად, MB EVO PRO სერიის სითხით გაგრილებადი სანთურებით, რაც განსაკუთრებით შესაფერისია მაღლი დენის ძალისთვის. მანუალური შედუღებისას, MIG (რკალური შედუღება ინერტული გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) / MAG (რკალური შედუღება აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) სანთურის სერიები MB EVO PRO, ABIMIG® A T LW ან ABIMIG® W T ასევე ხშირად გამოიყენება. ეს სანთურები ძალიან ეფექტურია, ერგონომიული ფორმა აქვს, ძალიან მსუბუქი და მტკიცეა. მოთხოვნების მიხედვით, გამოიყენება სპეციალური სანთურები და შეცვლადი ყელები. ეს ასევე ვრცელდება სარემონტო შედუღებაზე - მიუხედავად იმისა თუ სად ხორციელდება - სახელოსნოში, გარე სივრცეში თუ მიწისქვეშა სამთო მრეწველობაში. ABICOR BINZEL-ი ასევე გთავაზობთ სანთურის სპეციალურ გადაწყვეტებს მსუბუქი კონსტრუქციისთვის.
ABICOR BINZEL-ი, გარდა მანუალური შედუღების სანთურებისა, უზრუნველყოფს შესაფერის გადაწყვეტებს ნაწილობრივ მექანიკური შედუღებისთვის მძიმე ტექნიკის ინჟინერიის ყველა სფეროში. ავტომატური შედუღების პროცესების ტრენდი უფროდაუფრო პოპულარული ხდება ნაკრებების ან კომპონენტების წარმოებაში, როგორიცაა, დიდი ოდენობით ექსკავატორის ციცხვები. ეს ზრდის ეფექტურობას, მაგრამ ასევე ზრდის მოთხოვნებს სანთურებისა და საშემდუღებლო აღჭურვილობისადმი. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ ერთობ შესაფერის, სანდო, სითხით გაგრილებად რობოტულ საშემდუღებლო სანთურას განსაკუთრებით სქელი ფურცლების შეერთებისთვის.
მითითებები:
BOMAG GmbH, ბოპარდი, გერმანია
MB EVO PRO-ს ტესტირება: უფრო მსუბუქი, მოსახერხებელი და კარგი
BOMAG-ი სპეციალიზებულია მიწის, ასფალტისა და ნარჩენების კომპაქტირების მოწყობილობებში. ბოპარდში მდინარე რაინის ნაპირთან დაფუძნებულ გლობალური ბაზრის ლიდერს დაახლოებით 2500 დასაქმებული ჰყავს მთელ მსოფლიოში. ABICOR BINZEL-ის საშემდუღებლო სანთურები აქ 30 წელზე მეტია გამოიყენება შედუღების ამოცანებისთვის ფოლადის კონსტრუქციის სამუშაოებში. რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე ტესტირების ოპერაციებისას, ახალმა გაზით და სითხით გაგრილებადმა MB EVO PRO საშემდუღებლო სანთურებმა დაიმსახურა შემდუღებლების ნდობა.
[ მითითების ჩვენება ] (English)
Kranbau Köthen GmbH, კიოტენი, გერმანია
ჩვენ გარიდებთ დატვირთვას
Kranbau Köthen GmbH ქმნის და აწარმოებს ინდივიდუალურ სპეციალურ, პროცესსა და ავტომატურ ამწეებს. კომპანია დაარსებულია 1934 წელს, ჰყავს დაახლოებით 250 დასაქმებული და მომხმარებლებს ამარაგეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ხანგრძლივი ინდუსტრიული მომხმარებელი, Kranbau Köthen-ი ასევე მხარს უჭერს ABICOR BINZEL-ს ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შემუშავებასა და ტესტირებაში.
[ მითითების ჩვენება ] (English)
Stahl Maschinenbau GmbH & Co. KG, პერკამი, გერმანია
ჰიდრავლიკური ავზების სანდო სერიების წარმოება
ბავარიაში, პერკამში დაფუძნებული კომპანია Stahl Maschinenbau სპეციალიზებულია სამშენებლო მანქანების, ამწეებისა და ინდუსტრიული ამწეების ჰიდრავლიკური და დიზელის ავზების განვითარებასა და წარმოებაში. კომპანია აკმაყოფილებს ხარისხისა და წარმოების უმაღლეს სტანდარტებს ABICOR BINZEL-ის რობოტის საშემდუღებლო ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით.
[ მითითების ჩვენება ] (English)