ენერგია
ექსტრემალური დატვირთვები – სპეციალური საშემდუღებლო გადაწყვეტები
მილსადენები და ავზები, ქარის წისქვილები და ტურბინები, მზის კოლექტორები და ნაგავსაწვავი ქარხნები: ენერგიის ინდუსტრიას და აპარატების კონსტრუქციას მრავალი ასპექტი გააჩნია. მათი უმრავლესობა საჭიროებს მტკიცე, უსაფრთხო შედუღების ნაკერებს. გარდა ფოლადისა, სპეციალური მასალები ხშირად უნდა შედუღდეს, რაც უნდა შეესაბამებოდეს მდგრადობისა და უსაფრთხოების განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნებს. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ მაღალი წარმადობისა და ერგონომიული საშემდუღებლო აღჭურვილობის ფართო ასორტიმენტს მანუალური, ნაწილობრივ მექანიკური და ავტომატური შედუღების პროცესებისთვის.
დიდი კომპონენტები, გრძელი ნაკერები, უმაღლესი სიზუსტე
ენერგიის ინდუსტრიის სხვადასხვა ნაწილები და კომპონენტები შედუღებულია აპარატების კონსტრუირების სფეროში. ეს მოიცავს, მაგალითად, მიწისქვეშა და მიწისზედა მილსადენებს ელექტრო სადგურებისთვის, ასევე, გაზისა და სითბოს მომარაგებისთვის. ეს აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებით უსაფრთხო და მჭიდრო ხანგრძლივი დროის მანძილზე და ზოგიერთი უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთანავე, სქელ და ასევე ვიწრო კედლიანი ალუმინის ავზები გაზებისა და სითხეებისთვის ხშირადაა მოთხოვნადი.
ტურბინის ბორბლები და რობოტის დანები წარმოებულია ან შეკეთებულია კომპლექსურ საშემდუღებლო პროცესში. შედეგი უნდა იყოს უაღრესად მტკიცე და გამძლე, ხოლო ნაწილები შემოწმებული უნდა იყოს ულტრაბგერითი ინსპექციით. საშემდუღებლო სამუშაოს მოთხოვნები შესაბამისად მაღალია. მაღალ მოთხოვნებს ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ქარის წისქვილის კოშკების ნაკერები იმგვარად, რომ მათი შეღებვა შესაძლებელი იყოს შედუღების შემდეგ დამატებითი დამუშავების გარეშე. ნაგავსაწვავის წვის კამერები და საქუცმაცებელი ქარხნები შემდუღებლებს და აღჭურვილობას ასევე უწესებს მაღალ მოთხოვნებს, თუ მასალები გამოყენებულია შრეებში დაფარვის პროცედურისას. მეორე მხრივ, მზის თერმული ზედაპირის კოლექტორები მოითხოვს განსაკუთრებით სენსიტიურ დაკავშირებებს, მაგალითად, მილის ან მინის.
სანთურების წარმოებისთვის, დაფარვისა და შეკეთებისთვის
შედუღების თითოეული ამოცანა მოითხოვს შესაბამის სანთურას. ამდენად, მილსადენები ხშირად შედუღებულია მანუალური ლითონის რკალური შედუღების პროცედურით, რელსების ან ტრაქტორული სისტემების საშუალებით, რაც ნაწილობრივ მექანიკურია შორი დისტანციების შემთხვევაში. სქელ კედლიანი ავზები წინასწარ უნდა გათბეს, რათა მიღწეულ იქნას შედუღების ოპტიმალური შედეგები. შესაბამისად, MIG (რკალური შედუღება ინერტული გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) / MAG (რკალური შედუღება აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) სანთურები დაგრძელებადი სანთურის ყელებით, რომლებიც ამცირებს თბოდატვირთვას შემდუღებლებისთვის, განსაკუთრებით შესაფერისია. ARBICOR BINZEL-ის მსუბუქი და მოსახერხებელი სანთურები ამარტივებს დიდ ნაწილებზე მუშაობას პოზიციის ხშირი ცვლითა და ფორსირებული პოზიციებით. სხვადასხვა სიგრძისა და მოხრის კუთხის მქონე, მოძრავი და სწრაფად ცვლადი სანთურის ყელებით მარტივად შესაძლებელია მიწვდეთ ისეთ ზონებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულად მისადგომია. ეს ასევე ეხება ტურბინებს, რობოტის დანებსა და ქარის ტურბინის კომპონენტებს, რომლებიც ხელით, ნაწილობრივ მექანიკურად ან ავტომატურადაა შედუღებული.
მოთხოვნად სარემონტო მეთოდებსაც კი სჭირდება მასალისა და პროცესის შესაბამისი სანთურის გადაწყვეტები. ეს ასევე ვრცელდება მზის თერმული სისტემების კოლექტორებზე, რომლებიც ჩვეულებრივ წარმოებულია პლაზმური შედუღების პროცედურით მასალის მცირე სისქის გამო. ნაგავსაწვავ ქარხნებში დადუღებით შედუღება - დაფარვა - ნიკელის ბაზის მასალების ან სატელიტების ხორციელდება ნაწილობრივ მექანიკური გზით. არასაკმარისად პროფესიონალური შრომისა და პერსონალის მაღალი ხარჯების თვალსაზრისით, ეს ასევე ეხმიანება ზოგად ტრენდს, მზარდად ჩანაცვლდეს ნაწილობრივ მექანიკური და სრულად მექანიკური შედუღების პროცესებით.