ABICOR BINZEL
| გადაწყვეტები
ინდუსტრიები
საავტომობილო და სატრანსპორტო
სრულყოფილი ვიზუალი – მაღალი უსაფრთხოება და გამძლეობა
შედუღების შეერთებები უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილების წარმოებისა და ტრანსპორტირების უმაღლეს მოთხოვნებს. გამოყენების სფეროს მიხედვით, ყურადღება მახვილდება დაღლილობის ხანგრძლივობაზე, უსაფრთხოებასა და გარეგნულ მხარეზე. სქელი ფურცლები გამოიყენება შასის ჩარჩოსთვის, ხოლო თხელი ფურცლები და ალუმინი - კონსტრუქციის კორპუსის მსუბუქი ნაწილებისთვის, მაღალი სიმტკიცისა და არადეფორმირებადი ფურცლები გამოიყენება მგზავრთა განყოფილებებისთვის. ABICOR BINZEL-ი სატრანსპორტო საშუალებათა მწარმოებლებსა და მათ მიმწოდებლებს სთავაზობს შეერთების ტექნოლოგიათა გადაწყვეტების სრულ ასორტიმენტს მანუალური, ნაწილობრივ მექანიკური და ავტომატური შედუღების პროცესებისთვის.მეტის ჩვენება
ზოგადი წარმოება
Vუნივერსალური მასალები – ადაპტირებული საშემდუღებლო პროცესები
მილიდან საოფისე სავარძლებამდე და ATM-დან ატრაქციონამდე "ამერიკული მთები" - თითქმის არაფერი ფუნქციონირებს საშემდუღებლო ტექნოლოგიის გარეშე. შემდუღებლების, პროცესებისა და აღჭურვილობისადმი მოთხოვნები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც გამოყენების დიაპაზონი. შედუღების პროცესისთვის გადამწყვეტი ფაქტორია მასალა თავისი სპეციალური ტექნიკური მახასიათებლებით. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ შეერთების ტექნოლოგიის ოპტიმალურ გადაწყვეტებს თითქმის ყველა მასალისთვის და საშემდუღებლო ამოცანისთვის - მანუალური, ნაწილობრივ მექანიკური ან ავტომატური.მეტის ჩვენება
გემთსაშენი ქარხნები და საზღვაო კონსტრუქციები
სიმტკიცის მოთხოვნები – შედუღების სხვადასხვა ამოცანები
გემთმშენებლობისა და საზღვაო კონსტრუქციების ინდუსტრიაში, უმაღლესი მოთხოვნები წაყენებულია შემდუღებლებსა და აღჭურვილობაზე. გათვალისწინებული უნდა იყოს ქარისა და ამინდის ზემოქმედება, ასევე, ძირითადი ფურცლების ტექნიკური თვისებები, დიდი ნაწილების დეფორმაციის ნაკლებობა და შედუღების დაფარვადი ნაკერები ხელახალი დამუშავების საჭიროების გარეშე. შემდუღებლები ხშირად მუშაობენ მჭიდრო ადგილებში, დაძაბულ პოზიციებზე, პოზიციების ხშირი ცვლით და უწევთ შორი მანძილის დაფარვა. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ მოსახერხებელ გადაწყვეტებს მანუალური და ნაწილობრივ მექანიკური შედუღებისთვის, ასევე რობოტული შედუღებისთვის.მეტის ჩვენება
სტრუქტურული
მდგრადი დაკავშირებები – ნაწილობრივ მექანიკური გადაწყვეტები
სამშენებლო ინჟინერიაში შედუღება ხშირად ნიშნავს სადა ან მოთუთიებული სტრუქტურული ფოლადისა და ალუმინის შეერთებას. შედუღება ხორციელდება, მაგალითად, საწარმოო დარბაზში, სამშენებლო მოედანზე, ლიფტის შახტაში ან ხიდზე. შედუღების პროცესი შერჩეულია მასალისა და გამოყენების მიხედვით. მანუალური შედუღებისას, მნიშვნელოვანია მსუბუქი და ერგონომიულად ოპტიმალური სანთურის ტექნოლოგიის შერჩევა. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ ოპტიმალურ გადაწყვეტებს მანუალური, ნაწილობრივ მექანიკური და ავტომატური შედუღებისთვის, ასევე, კონკრეტული მოთხოვნებისთვის, როგორიცაა, კომპონენტების ნაწილ-ნაწილ აწყობა.მეტის ჩვენება
მძიმე ტექნიკის წარმოება
მოთხოვნადი საშემდუღებლო ამოცანები – სპეციალური აღჭურვილობა
მაღალი წარმადობის და მოსახერხებელი საშემდუღებლო აღჭურვილობაა საჭირო მძიმე ტექნიკის ინჟინერიისთვის, რომელიც ოპტიმალურად უჭერს მხარს შემდუღებლებს მუშაობაში. ამ შემთხვევაში, სქელ-კედლიანი ნაწილები, რომელთა ნაწილიც რთულად მისაწვდომია ფორსირებულ პოზიციებში, აუცილებლად მანუალურად უნდა შედუღდეს. საშემდუღებლო ნაკერები აუცილებლად ძაბვისადმი მაღალ რეზისტენრული უნდა იყოს და ასრულებდეს სიმტკიცის მოთხოვნებს. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ მაღალი წარმადობის სტანდარტისა და სპეციალური სანთურების ფართო არჩევანს მანუალური და ნაწილობრივ მექანიკური შედუღებისთვის, ასევე, სპეციალურ გადაწყვეტებს ავტომატური შედუღებისთვის, მაგალითად, ნაკრებების სერიულ წარმოებაში.მეტის ჩვენება
ენერგია
ექსტრემალური დატვირთვები – სპეციალური საშემდუღებლო გადაწყვეტები
მილსადენები და ავზები, ქარის წისქვილები და ტურბინები, მზის კოლექტორები და ნაგავსაწვავი ქარხნები: ენერგიის ინდუსტრიას და აპარატების კონსტრუქციას მრავალი ასპექტი გააჩნია. მათი უმრავლესობა საჭიროებს მტკიცე, უსაფრთხო შედუღების ნაკერებს. გარდა ფოლადისა, სპეციალური მასალები ხშირად უნდა შედუღდეს, რაც უნდა შეესაბამებოდეს მდგრადობისა და უსაფრთხოების განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნებს. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ მაღალი წარმადობისა და ერგონომიული საშემდუღებლო აღჭურვილობის ფართო ასორტიმენტს მანუალური, ნაწილობრივ მექანიკური და ავტომატური შედუღების პროცესებისთვის.მეტის ჩვენება
განვითარებადი აპლიკაციები
მეგატრენდების დანერგვა – შეერთების ინოვაციური ტექნიკების გამოყენება
მრავალი ტექნოლოგიური განვითარება გავლენას ახდენს შეერთების ტექნოლოგიაზე. გენერაციული ან ადიტიური წარმოების პროცესები ლითონის კომპონენტებით მოითხოვს სპეციალური საშემდუღებლო აღჭურვილობის გამოყენებას. ელექტრო მანქანებისთვის მეხსიერების წარმოება საჭიროებს სპეციალურ ლაზერს და შეერთების სპეციალურ პროცედურებს მიკრო და მაკრო ზონებში. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ შესაფერის გადაწყვეტებს ნაწილობრივ მექანიკური და ავტომატური წარმოებისთვის შეერთების ინოვაციური ტექნიკებით, ჩვეულებრივი ფოლადებითა და სხვადასხვაგვარი სპეციალური მასალებით.მეტის ჩვენება