ხილვადია თუ რას გრძნობს შემდუღებელი - სპორტის მეცნიერები იკვლევენ ფიზიკურ დაძაბულობას
ნაპერწკლების გაფრქვევა, ნათელი მოციმციმე რკალი მიუთითებს უკიდურესად მაღალ ტემპერატურებზე, რომლის გაძლება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური დამცავი ტანსაცმლით. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი მუშაობს უდიდესი კონცენტრაციით, თავისი საშემდუღებლო სანთურის გამოყენებით, რათა დარწმუნდეს, რომ ლითონი შეერთებულია.
ფიზიკურად, რვასაათიანი დღე შემდუღებლისთვის ძალიან დამღლელია. თუ რამდენად დამღლელია ეს შესწავლილ იქნა კვლევით იუსტუს-ლიებიგის უნივერსიტეტის (JLU) სპორტული მედიცინის დეპარტამენტის მიერ. "ხილვადია თუ რას გრძნობს შემდუღებელი", განმარტავს დირექტორი, პროფ. ფრანკ. ქ. მურენი. მიზანი იყო შეესწავლათ კუნთების რა ნაწილში ხდებოდა ძირითადი დაძაბვა. სამეცნიერო კვლევის შედეგების საფუძველზე, შესაძლებელია კომპენსატორული ვარჯიშების პროგრამების შემუშავება და პოზებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა, რაც დაიცავს მომუშავეებს ცალმხრივი დაძაბვისა და სხეულის მუდმივი დაზიანების შედეგების პრევენციის მხრივ.
პროექტის გუნდი (მარცხნიდან მარჯვნივ): დრ. კარსტენ კრიუ̈გერ, იან ჰაზელბაუმ, კარმენ პიტერმენ, პროფ. ფრანკ ქ. მურენ
შეგროვილი მონაცემები ასევე გამოყენებულია ახალი ერგონომიული საშემდუღებლო სანთურების შემუშავებისთვის, რადგანაც კვლევის პროექტი მხარდაჭერილია ABICOR BINZEL-ის მიერ. ნოვატორული კომპანია ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე აფინანსებდა კვლევას, რომელიც სადოქტორო ნაშრომს წარმოადგენდა. მეცნიერებმა კუგელბერგიდან, გისენი, საფუძველი ჩაუყარეს თანამშრომლობას. მურენი აცნობიერებს, რომ "სპორტი და ოკუპაციური მედიცინა არც ისე შორსაა ერთმანეთისგან." ათლეტები და შემდუღებლები შრომობენ და ამით იღლებიან. ფიზიკური გადაღლით შრომის ინტენსივობა იკლებს და ამასთან ერთად მცირდება კონცენტრაციაც. სრულიად ნორმალური რვასაათიანი დღის მანძილზე, შემდუღებელი მწვავე ფიზიკურ დაძაბვას განიცდის. ხანგრძლივი დროის მანძილზე სპეციფიკურ პოზაში ყოფნა, მაღალი ტემპერატურა, საშემდუღებლო სანთურის წონა და საჭირო დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანებისა და საშემდუღებლო ნიღბის ჩათვლით, ასევე, მაღალი სიზუსტით მუშაობა მასალებთან - მტკიცე ფოლადთან ან სენსიტიურ ალუმინთან - იწვევს მომუშავეს დაძაბვას ლიმიტამდე.
დისერტაცია, როგორც გამოწვევა
ფიზიკური დაძაბულობის გასაგებად , "მე თავად მეჭირა საშემდუღებლო სანთურა", მოგვითხრობს კარმენ პიტერმენი. სპორტის მეცნიერმა და სპორტის თერაპევტმა ჰაიდელბერგიდან განაცხადა გისენში სპორტული მედიცინის დეპარტამენტისა და ABICOR BINZEL-ის მიერ გამოცხადებული სადოქტორო ნაშრომისთვის და მასთან გაფორმდა კონტრაქტი. სპორტული ინსტიტუტის სამეცნიერო ასისტენტთან, დრ. კარსტენ კრიუგერთან ერთად, ვინც ხელმძღვანელობდა სადოქტორო ნაშრომს, მას თავდაპირველად კარგად უნდა გაეგო თუ როგორ ხდება შედუღება. "არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ შემდუღებლებს უფრო და უფრო აწუხებთ ზურგისა და მხრების პრობლემები," აღწერს კრიუგერი. შესაბამისად გადაწყდა, რომ კვლევისას ყურადღება გამახვილდებოდა პროცესში ჩართული კუნთების ჯგუფებზე.
სპორტულ მედიცინაში გამოყენებული საკვლევი მეთოდები ადაპტირდა უჩვეულო ამოცანაზე შესაძლებელი გამხდარიყო შემდუღებლის ფიზიკური დაძაბვის გაზომვა და შესაბამისად გამოვლენა. "ჩვენ გამოვიყენეთ სხვადასხვა, კომპლემენტარული მეთოდი," განმარტავს სამეცნიერო ასისტენტი.
თითოეული ცდისპირისთვის 60 წუთიან მოსამზადებელ დროში, ელექტროდები EMG (ელექტრომიოგრაფია) გაზომვისთვის დამაგრდა რვა გამოსაკვლევ კუნთზე და უზრუნველყოფილ იქნა სისხლის წნევის საზომი. თავდაპირველად აღებულ იქნა სისხლის ლაქტატი და განისაზღვრა სისხლის წნევა და პულსის სიხშირე. შესაბამისი გაზომილი კუნთებისთვის დაახლოებით 10 წუთიანი დინამიური გამახურებელი ვარჯიშების შემდეგ, სადაც თითოეული ვარჯიში მოიცავდა 15 გამეორების 3 სერიას, მაქსიმალური სიძლიერის ტესტები ჩატარდა გამოსაკვლევ კუნთოვან სისტემაზე. ეს მოიცავდა კუნთის მაქსიმალურ სტატიკურ დაძაბვას 5 წუთის მანძილზე ისეთ ფიზიკურ პოზაში, რომელშიც ჩართულია შესაბამისი კუნთი. შედუღების რეალური პროცესი შემდეგ განხორციელდა MAG პროცესით (რკალური შედუღება აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) M21 შერეული გაზით. დააკვირდნენ პოზიციებს PF (მაღლა აწეული ხელით პოზა) მჯდომარე და PD (ჰორიზონტალური/ზედა მდგომარეობაში პოზიცია) მდგომარე. თითოეულ პოზაში შედუღება განხორციელდა 5 სერია 5 წუთის მანძილზე 30 წამიანი პაუზებით ეტაპებს შორის.
თითოეული ორი პოზიციის შემდეგ, იზომებოდა სისხლის ლაქტატი, სისხლის წნევა და პულსის სიხშირე და ეკითხებოდნენ საშემდუღებლო აქტივობის განმავლობაში სუბიექტური აღქმადი დაძაბვის შესახებ. სუბიექტური აღქმადი დაძაბვის შესაფასებლად გამოყენებული იყო ბორგის* სკალა. მოცემულ სკალაზე 6-დან 20-მდე, დაძაბვის შეფასება იზრდება ხაზოვნად შრომის ინტენსივობით და შესაძლებელია შემდეგ დაკავშირებული იყოს ფიზიოლოგიური გაზომვის პარამეტრებთან. თითქმის 1 საათიანი პირველი საშემდუღებლო აქტივობის შემდეგ, მაქსიმალური სიძლიერის ტესტი და ხელის ძალის გაზომვა კიდევ განხორციელდა კუნთებზე.
ინტენსიური მომზადება: ელექტროდებამდე - EMG – რეიტინგისთვის, გამახურებელი აქტივობებისა და მაქსიმალური ძალის გაზომვისთვის.
შეფასება ბორგის სკალის მეშვეობით
კუნთის აქტივობა გაზომილ იქნა 8-არხიანი EM-ის და კომპიუტერის დახმარებით მონაცემთა ჩაწერისა და ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. გარდა ამისა, ამავდროულად, მიმდინარეობდა საშემდუღებლო აქტივობის ვიდეო ჩაწერა. დომინანტურ ხელზე გაზომილ იქნა რვა კუნთი: მომხრელი კუნთი (ხელის მომხრელი კუნთი), გამშლელი კუნთი (ხელის გამშლელი კუნთი), ორთავა კუნთი (მხრის ზედა მომხრელი კუნთი), გვერდითა სამთავა კუნთი (მხრის ზედა გამშლელი კუნთი), დელტისებრი კუნთის შუა ნაწილი (მხრის ფართო კუნთი), ტრაპეციული კუნთის აღმავალი ნაწილი (კისრის კუნთი), ინფრასპინატუსი (მხრის კუნთი), ლუმბალური ნაწილის გამმართავი კუნთი (წელის გამშლელი კუნთი). ელექტროდები გამოყენებული იყო კუნთების პარალელურად და ფიქსირებული იყო მოსახერხებელი ლენტით, რათა ელექტროდები არ ჩამოცურებულიყო ჭარბი ოფლიანობის გამო.
დაძაბვის აღქმის შედეგები (გამოსახულება 1) გვიჩვენებს, რომ შემდუღებლები გაცილებით ნაკლებ დაძაბვას გრძნობენ, როცა ნაკლები წონის მქონე სანთურით მუშაობენ. აღნიშნულის მტკიცებულება ასევე წარმოდგენილია სისხლის წნევის ოდნავ დაბალი მაჩვენებლებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ კუნთების დაძაბვა 8 კუნთიდან 5 კუნთზე მნიშვნელოვნად დაბალია ორივე საშემდუღებლო პოზიციის დროს, როცა გამოყენებულია ABIMIG® GRIP A LW მცირე წონის სანთურა. გამოსახულება 2 გიჩვენებთ PD პოზიციის შედეგებს, ხოლო გამოსახულება 3 - PF პოზიციის შედეგებს. კერძოდ, მხრის და მკლავის კუნთები მნიშვნელოვნად ნაკლებ დაძაბვას განიცდიან. პრაქტიკული უწყვეტი მუშაობისას, ეს შედეგად იძლევა უფრო ნაკლებ ჩივილებს და შესაბამისად სამუშაოს მცირე შეფერხებებს დაზიანების გამო სამსახურის გაცდენით.
გამოსახულება 1:
დაძაბვის სუბიექტური შეგრძნების შედეგები ბორგის სკალის საშუალებით
გამოსახულება 2:
8 სხვადასხვა კუნთის აქტივობის შედეგები PF (მდგომარე) პოზიციაში შედუღებისას
გამოსახულება 3:
8 სხვადასხვა კუნთის აქტივობის შედეგები PD (მჯდომარე) პოზიციაში შედუღებისას
*ბორგის სკალა წარმოადგენს პროფ. დრ. გუნარ ბორგის (სტოკჰოლმი) მიერ გამოგონილ შეფასების მეთოდს სუბიექტურად აღქმული დაძაბვის შეფასებისთვის.
პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს კვლევის შედეგებს
დამატებითი გაზომვის კამპანია საავტომობილო მიმწოდებლის მიერ, როცა ABIMIG® GRIP A LW სანთურა გამოყენებაშია რამდენიმე თვის მანძილზე, ადასტურებს ზემოხსენებულ კვლევას. შემდუღებლებმა ძალიან პოზიტიურად გააკეთეს კომენტარი და არ სურთ ABIMIG® GRIP A LW სანთურის გარეშე მუშაობა. "მხრის ჩივილები პრაქტიკულად გამიქრა," მოკლედ დაადასტურა ერთ-ერთმა შემდუღებელმა.
"ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ახალ საშემდუღებლო სანთურებს, ამდენად, შემდუღებელს შეუძლია იმუშაოს მოთხოვნილი სიზუსტის დონეზე." იან ჰაზელბაუმმა, რომელიც მუშაობს ABICOR BINZEL-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილებაში, იცის რის შესახებაც საუბრობს. "ჩვენი განვითარებები ფოკუსირებულია პიროვნებაზე, შემდუღებელზე." პროფ. მურენი დამატებით აცხადებს: "ჩვენ დავასკვენით, რომ კომპანიები უფრო და უფრო ახდენენ თანამშრომელთა იდენტიფიცირებას, როგორც მთავარი, რომლებიც მათ სჭირდებათ, რომ დაიცვან." როგორც ოკუპაციური ჯანმრთელობის მართვა, ეს უფრო და უფრო ჰპოულობს თავის გზას კომპანიებში. თანამშრომლებისა და კვალიფიციური პერსონალის სამუშაო ცხოვრების გახანგრძლივება, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება ნებისმიერი დამსაქმებლის მიზანს უნდა წარმოადგენდეს.
სპორტის მეცნიერი და მედიკოსი მურენი აღწერს ბუზეკის "გლობალურ მოთამაშესთან" თანამშრომლობას, როგორც იღბალს პერსონალური კონტაქტების საშუალებით. “ABICOR BINZEL-ის მმართველი დირექტორი დრ. ემილ შუბერტი სპორტულ ინსტიტუტში იყო შრომის დიაგნოსტიკისთვის", გვიყვება ის. თუმცა, ზოგ შემთხვევაში საუბარი შეწყდა სუბიექტის ფიზიკური შრომის შესახებ, შუბერტი. "ჩვენ განვიხილეთ, რომ შრომა უკავშირდება არა მხოლოდ სპორტს, არამედ ასევე მუშაობას, რომ შრომა ასოცირებულია დაღლის დონესთან და რომ მისი ილუსტრირება შესაძლებელია."
თანამშრომლობის იდეამ მიიღო ფორმა. "ჩვენმა დეველოპერებმა განიხილეთ თუ როგორ შეიძლებოდა საშემდუღებლო სანთურების შემუშავება ისე, რომ მომხმარებელზე მორგებული ყოფილიყო. მომუშავეთა პრაქტიკული გამოცდილება ინკორპორირებულია ამაში," ჰაზელბაუმი განმარტავს კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც კომპანიამ დააფინანსა სადოქტორო ნაშრომი, რომელშიც გისენის სპორტულ მეცნიერებთან თანამშრომლობა აღწერილია, როგორც "ინტენსიური და აღმაფრთოვანებელი."
დასკვნა: შეჯამების სახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უმთავრესად მხრის და მკლავის კუნთები იძაბება PF და PD პოზიციებში შედუღების სამუშაოს შესრულებისას და დადასტურდა, რომ უფრო მსუბუქი საშემდუღებლო სანთურა უფრო ხელსაყრელია და ნაკლებად იწვევს დაძაბვას.
მიუხედავად მდგომარე ან მჯდომარე პოზიციისა - მსუბუქი საშემდუღებლო სანთურა ნიშნავს მხრისა და მკლავის კუნთების ნაკლებ დაძაბვას.
ABIMIG® GRIP A LW ნაკლები წონის საშემდუღებლო სანთურები გამოყენებაშია ინდუსტრიულ სკალაზე ერთ წელზე მეტია და ის ძალიან პოზიტიურად მიიღეს პროფესიონალმა შემდუღებლებმა. არაჩვეულებრივი ბალანსი და ოდნავ მოხრილი სახელური კომფორტულად ერგება ხელს და წონის შემცირება ნიშნავს, რომ შემდუღებელი ნაკლებ დაძაბულობას გრძნობს ყოველდღიური მუშაობისას. წონის შემცირება მეტწილად განაპირობა სადენებისთვის მსუბუქი ლითონის კომპონენტების გამოყენებამ შლანგის პაკეტში, სადაც ჩვეულებრივი სპილენძი შეიცვალა მსუბუქი ლითონის კომპონენტებით. მიუხედავად შემცირებული წონისა, საშემდუღებლო სანთურები სავსებით შესაფერისია ინდუსტრიული გამოყენებისთვის და შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და რეგულაციებს, კერძოდ, DIN/EN 60974-7-ს.
კისრის კუნთები
ტრაპეციული კუნთი
ინფრასპინატუსი
დელტისებრი კუნთის შუა ნაწილი
წელის გამმართავი კუნთი
მკლავის კუნთები
მოკლეთავიანი ორთავა კუნთი
გვერდითა სამთავა კუნთი
გამშლელი კუნთი
გამმართავი კუნთი
ზურგის კუნთები
წელის გამმართავი კუნთი