საშემდუღებლო კობოტი iBOTone®
კვალიფიციური პროფესიონალების ნაკლებობა, ხარისხის მოთხოვნები, დროის წნეხი საშემდუღებლო ტექნოლოგიაში - შედუღების პროცესის ავტომატიზაციის მიზეზები ინდივიდუალური და სხვადასხვაგვარია. თუ ისეთი გამოწვევების წინაშე დგახართ, რომ გარდაუვალია შედუღების ავტომატიზაციის დაწყება, მაშინ შემდეგი ნაბიჯები ყურადღებით უნდა გაითვალისწინოთ. ABICOR BINZEL-ის iBOTone® საშემდუღებლო რობოტით ირჩევთ ჭკვიანურ გზას: ამ საშემდუღებლო რობოტის პროგრამირება და მართვა ძალიან სწრაფად და მარტივად ხდება იმგვარად, რომ შესაძლებელია საშემდუღებლო სამუშაო განახორციელოთ მუდმივად მაღალი ხარისხით და მუშაობის შეფერხების გარეშე, მიუხედავად პარტიის ზომისა. ეს აარიდებს თქვენს წარმოებას დროის წნეხს და საშუალებას მოგცემთ უფრო ეფექტურად განაგოთ თქვენი კვალიფიციური დასაქმებულები. ამასთანავე, თქვენ ახლა შეგეძლებათ ისეთი შეკვეთები მიიღოთ, რის შესაძლებლობაც მანამდე არ გექნებოდათ.
მისი შეძენა და ტექნიკური უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად უფრო იაფია, ვიდრე ინდუსტრიული რობოტის შემთხვევაში, ძალიან მარტივი სამართავია და აქვს რამდენიმე სრულიად მომხმარებელზე მორგებული პარამეტრი, რითიც ძალიან მალე მადლიერი იქნებით აღნიშნული კობოტის საშემდუღებლო ტექნოლოგიით.
ყველაზე კარგი კი ისაა, რომ მისი მართვისთვის არ არის აუცილებელი პროგრამირების ცოდნა, ვინაიდან პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია იმგვარად, რომ აბსოლიტურად მორგებული იყოს მომხმარებელზე. ამდენად, არ არსებობს ხანგრძლივი, ძვირადღირებული ტრენინგ კურსების გავლის საჭიროება. ნაცვლად ამისა, თქვენს ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია iBOTone® კობოტის შესწავლა რამდენიმე წუთში.
გაამარტივეთ საკუთარი თავისთვის. საკმარისი გამოწვევაა კვალიფიციურ მომუშავეთა ნაკლებობა, ხარისხის გაზრდილი მოთხოვნები და მიწოდების თარიღების მკაცრი დაცვა. გამოიყენეთ iBOTone® საშემდუღებლო კობოტი თქვენს წარმოებაში და დაზოგეთ ფული!
ჭკვიანი: კობოტური შედუღება iBOTone®-ით
მცირე და დიდი სერიები, ცალკეული ნაწილები – კობოტური საშემდუღებლო რობოტი iBOTone® არის იდეალური პარტნიორი შედუღების ავტომატიზაციის დასაწყებად. რადგან ის ერთნაირად შესაფერისია როგორც ცალკეული ნაწილების შედუღებისთვის, ასევე მცირე და დიდი სერიების შედუღებისთვის, ის ერთდროულად ბევრ გამოწვევას აგვარებს.
საშემდუღებლო რობოტი iBOTone® ღირებული ინსტრუმენტია, რომელიც შემდუღებელს არიდებს მონოტონურ ან ფიზიკურად დამღლელ საშემდუღებლო სამუშაოს. ეს უფრო მეტ დროს გაძლევთ სხვა დამღლელი საშემდუღებლო სამუშაოებისთვის, რაც თქვენი შედუღების სპეციალისტებისგან მეტ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. შესაძლებელია iBOTone® საშემდუღებლო კობოტის ინტუიციური პროგრამირება. ეს მინიმუმამდე ამცირებს პროგრამირების დროს. რაც უფრო მნიშვნელოვანია: თქვენ არ გჭირდებათ ახალი, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები. ნებისმიერს, ვისაც შეუძლია შედუღება, ასევე შეუძლია ისწავლოს iBOTone®-ის მართვა. სწორედ ასე ზოგავს iBOTone® თქვენს ფულს.
ჭკვიანი, მოქნილი და მძლავრი iBOTone® საშემდუღებლო რობოტი გაუმკლავდება თითქმის ნებისმიერ საშემდუღებლო ამოცანას. მისი მექანიკურად მდგრადი და ზუსტი დიზაინი მიუთითებს ტრადიციულ ინდუსტრიულ რობოტზე. მაგრამ შესყიდვის, პროგრამირების, კონვერსიისა და ტექნიკური უზრუნველყოფის გაცილებით დაბალი ხარჯებით.
ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფა
მარტივად გასაგები ვიზარდები გაგიძღვებათ პროგრამირებისას და გაგიმარტივებთ დაინსტალირებასა და პროგრამირებას. ძალიან მარტივი გასაგებია, ამიტომ ნებისმიერი შეძლებს რკალის ანთებას და პირველი კომპონენტის შედუღებას მხოლოდ რამდენიმე წუთში. არ არის საჭირო პროგრამირების ცოდნა.
სამუშაო და სასწავლო სანავიგაციო წერტილები წარმოუდგენლად სწრაფი და მარტივია. თუ გსურთ სანავიგაციო წერტილების გარეშე სწავლა, ეს კიდევ უფრო სწრაფი და იოლია. თუ გჭირდებათ ქანქარას ფუნქცია, მარტივად შეიყვანეთ ამპლიტუდა და სიხშირე შედუღების შესაბამისი ნაკერისთვის.
ყველა ღილაკის ფუნქცია აბსოლიტურად მომხმარებელზე მორგებულია და ღილაკებს აქვს კარგი დაწოლის წერტილი. ეს ახალი კომპონენტების კიდევ უფრო სწრაფად შესწავლის საშუალებას იძლევა. ამდენად, iBOTone® საშემდუღებლო კობოტი ასევე იდეალურია მცირე ზომის სერიებისთვის. თქვენ მისი გამოყენება შეგიძლიათ ცალკეული ნაწილების ეკონომიურად შედუღებისთვის.
უპირატესობები
რატომ არის iBOTone® საშემდუღებლო კობოტი საწყის დონეზე ასეთი შესაფერისი გადაწყვეტა შედუღების ავტომატიზაციისთვის?
- შესყიდვის ფასი უფრო დაბალია ინდუსტრიულ რობოტთან შედარებით
- რამდენიმე წუთში ახდენს პროგრამირებასა და კომპონენტების შედუღებას
- უნაკლოდ მარტივი მართვა
- ეფექტური მუშაობა თუნდაც ძალიან მცირე სერიებზე
- გადამზადების მოთხოვნა თითქმის ნულია
საშემდუღებლო კობოტი წარმოებაში ნიშნავს ნაწილობრივ ავტომატიზაციას. ოპერატორი კვლავაც აკონტროლებს შედუღების პროცესს. ჩვეულებრივ რობოტულ შედუღებასთან შედარებით, კობოტური შედუღება "კოლეგასთან" ერთად მუშაობას ჰგავს, რომელთან ერთადაც დელეგირებთ საშემდუღებლო სამუშაოს, რაც მუდმივად განმეორებადი ან ცალმხრივია.
შემდეგი თვისებებით ხასიათდება iBOTone®:
- მარტივი სწავლა/პროგრამირება
მართეთ კობოტი მარტივი მოხმარებით. iBOTone® ძალიან მარტივი სამართავია. ცალკეული სანავიგაციო წერტილების შენახვა შეგიძლიათ პირდაპირ სანთურის სადგამზე. - გასაგები ოპერირება
შეგიძლიათ მართოთ iBOTone® და შექმნათ რკალი სულ რამდენიმე წუთში. არ მოითხოვს ექსტენსიურ და ძვირადღირებულ ტრენინგებს. - მაღალი სტაბილურობა და მოქნილობა
შეადუღეთ თქვენი კომპონენტები მუდმივად მაღალი ხარისხით iBOTone® კობოტის გამოყენებით. პირველიდან ბოლო სამუშაო დეტალამდე. ABICOR BINZEL-ის რობოტულ საშემდუღებლო სანთურასთან დაკავშირებით, iBOTone®-ს განმეორებადობა და მარშრუტის სიზუსტე უზრუნველყოფს შედუღების მუდმივად სრულყოფილ, კვლავწარმოებად ნაკერებს. - ასევე მკაცრი ინდუსტრიული გარემოსთვის
წნევით ჩამოსხმული ალუმინის კომპონენტები და შესაბამისი ნაკერები (დაცვის კლასი IP66) აგრეთვე საშუალებას გაძლევთ ძალიან მკაცრ პირობებში გამოიყენოთ iBOTone®. - CE-დამტკიცებული კომპაქტური ბოქსი უსაფრთხო შედუღებისთვის
მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია iBOTone® მოწოდებული იყოს ABICELL საშემდუღებლო ბოქსით. დამატებითი აღჭურვილობა შესაძლებელია მორგებული იყოს თქვენი მოთხოვნების მიხედვით. დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ. - მომსახურების "ნოუ-ჰაუ" და პროცესის ცოდნა ერთი წყაროდან
თქვენს iBOTone®-სთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის/პრობლემის/სპეციალური თხოვნის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ პროფესიონალურ დახმარებას და მომსახურებას ABICOR BINZEL-ისგან. გადახვევების გარეშე. - ყოვლისმომცველი პაკეტი
ჩვენი მომსახურების ტექნიკოსები და პროდუქტის ექსპერტები თქვენთვის ხელმისაწვდომია – კობოტის სისტემის დაინსტალირებიდან პროცესის გაუმჯობესებამდე და შესაძლო შემდგომი შეკითხვების შემთხვევაში. ABICOR BINZEL-ი უზრუნველყოფს ინსტალაციას, ინსტრუქციას და პროცესის ოპტიმიზაციას. მორგებულია თქვენს მოთხოვნებზე.
შესაბამისი საშემდუღებლო სანთურები & ენერგიის წყაროები კობოტური შედუღებისთვის
ABICOR BINZEL-ი ასევე გთავაზობთ შესაბამის სანთურებსა და ენერგიის წყაროებს iBOTone®-ს საშუალებით შედუღების საუკეთესო შედეგებისთვის.
სანთურები რობოტული შედუღებისთვის
- ABIROB® W 500, სითხით გაგრილებადი
- ABIROB® A 500, გაზით გაგრილებადი
- xFUME® ROBO, გაზით გაგრილებადი ან სითხით გაგრილებადი რობოტული კვამლის გამწოვი სანთურები
ეძებთ შედუღების სპეციალისტს? არ არის პრობლემა
კვალიფიციურ მომუშავეთა ნაკლებობა კვლავაც უმთავრესი პრობლემაა საშემდუღებლო წარმოებაში. შემდუღებლობა არ არის მიმზიდველი პროფესია. დაძაბული, ხშირად მონოტონური და ფიზიკურად დამღლელი სამუშაოა, მზარდი სერიული ოდენობისა და ხარისხის მოთხოვნების გამო. iBOTone® საშემდუღებლო კობოტი ასრულების განმეორებად დავალებებს და ათავისუფლებს შედუღების სპეციალისტებს. ეს მათ საშუალებას აძლევს მიუბრუნდნენ ისეთ დავალებებს, რაც მათ სრულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.
ავტომატიზაციის ეფექტური გადაწყვეტების მნიშვნელობა საშემდუღებლო წარმოებაში დღითიდღე იზრდება. iBOTone® წარმოადგენს გადაწყვეტას შედუღების ავტომატიზაციისთვის - ცალკეული კომპონენტებისთვის როგორც მცირე, ასევე დიდი მოცულობის შეკვეთისთვის. სხვა სამუშაო დეტალზე მისი პროგრამირება შესაძლებელია ძალიან სწრაფად და მარტივად, ამდენად, მისი ეკონომიური ეფექტურობა არ არის საეჭვო.
კორპუსი iBOTone®-სთვის
საშემდუღებლო სამუშაოს შესრულებისას წარმოიქმნება საზიანო კვამლი, შედუღების ნაპერწკლები, სიცხე და ულტრაიისფერი გამოსხივება. იგივე ეხება კობოტურ შედუღებასაც. ABICOR BINZEL-ი უზრუნველყოფს CE-შესაბამის საშემდუღებლო ბოქსებს კობოტური შედუღებისთვის, ABICELL. ეს საშემდუღებლო ბოქსი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ კორპუსი.
თქვენ შეგიძლიათ ABICELL საშემდუღებლო ბოქსი აღჭურვოთ iBOTone®-სთვის, აქსესუარების ჩათვლით, რათა მოარგოთ თქვენს აპლიკაციას. თქვენი მოთხოვნების განხილვისთვის დაგვიკავშირდით და ვიპოვოთ თქვენზე მორგებული სატანადო გადაწყვეტა.