iROB® – ენერგიის წყაროები რობოტული შედუღებისთვის
შედუღების სანდო პროცესები გარანტირებულია ABICOR BINZEL-ის ახალი iROB® სერიებით
თქვენ უკვე იცით საშემდუღებლო სანთურების მაღალი ხარისხის შესახებ, მათ შორის ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადის მქონე ცვეთადი ნაწილებისა და აქსესუარების შესახებ, როგორიცაა სანთურის საწმენდი პუნქტები, რომლითაც ABICOR BINZEL-ი მსოფლიოში ცნობილია ათწლეულების მანძილზე. ახალი iROB® ენერგიის წყაროს სერიები ახლა უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც თქვენ გჭირდეთ შედუღების არაჩვეულებრივი ნაკერისთვის. ავტომატიზაციის მოცემული გადაწყვეტით შეგიძლიათ თქვენს წარმოებაში შემდეგ დონეს მიაღწიოთ.
გსურთ უფრო ეკონომიურად შეადუღოთ? გსურთ შედუღების მაქსიმალური სიჩქარე და პროცესის სანდოობა თქვენი MIG (რკალური შედუღება ინერტული გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) / MAG (რკალური შედუღება აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) რობოტული საშემდუღებლო სისტემებისთვის? გჭირდებათ მარტივად დაკავშირება თქვენს საშემდუღებლო რობოტთან? მაშინ თქვენს წინაშეა სათანადო გადაწყვეტა ABICOR BINZEL-ის iROB® ენერგიის წყაროს სერიებით. სრულიად ახალი თაობის რობოტული ენერგიის წყაროს საშუალებით, შეგიძლიათ მიაღწიოთ მაქსიმალურ პროდუქტიულობას თქვენს წარმოებაში.
ახალი iROB® ენერგიის წყაროს სერიები წარმოადგენს ყველა საშემდუღებლო აპლიკაციაში დანერგილ ენერგიის წყაროს, რომლის მწარმოებლურობაც აღიარებულია ყველა ინდუსტრიაში - ზოგადი წარმოებიდან ავტომობილების წარმოების ჩათვლით და მათი მიმწოდებლების მიერ. iROB® უზრუნველყოფს პროცესის განსაკუთრებულ სანდოობას ყველა სტანდარტული და სპეციალური პროცესისთვის მოწინავე გადაწყვეტებით - ABICOR BINZEL-ის ჩვეული ხარისხით. თქვენთვის ხელმისაწვდომია მძლავრი პროცესი, მომსახურება და საკონსულტაციო ჯგუფი, თუ გაქვთ შეკითხვები.
სრული ინფორმაცია თვალის ერთი შევლებით
iROB® ენერგიის წყაროს მიმოხილვა
გამოიყენეთ მოდულარული რობოტის ენერგიის წყაროს სერიების iROB® ენერგიის სრული დიაპაზონი. როგორც გაზით, ასევე სითხით გაგრილებად შემთხვევებში. დენის ძალის დიაპაზონია 500 ამპერამდე. ეს საშუალებას გაძლევთ შეადუღოთ ყველა მასალა, შემავსებლის მასალა და მავთულის დიამეტრი თქვენთვის სასურველი დამცავი გაზით და მიიღოთ გარანტირებული კვლავწარმოებადი შედუღების შედეგები.
iROB® ენერგიის წყაროს სერიებით, თქვენ მოიცავთ პროცესის ტექნოლოგიის მთლიან დიაპაზონს. სტანდარტული მოკლე რკალებიდან მაღალი წარმადობის სპრეის რკალის ჩათვლით იმპულსური ტექნოლოგიით ან მის გარეშე, ელექტრონულად კონტროლირებადი სპეციალური პროცესები, როგორიცაა "mX Clean" ან "mX Kinetic" რევერსიული მავთულით. იდეალურია თხელი სენსიტიური ფურცლოვანი ლითონის აპლიკაციებისთვის, ალუმინის შედუღებისთვის, ასევე, მტკიცე, მძიმე ფოლადის კონსტრუქციებისთვის. ჩვენ გაწვდით ენერგიის წყაროებს ყველა პროცესებით სათანადოდ დამახასიათებელი მრუდით დაფაზე.
ეს თვისება გააჩნია აქ წარმოდგენილ ყველა iROB® რობოტის ენერგიის წყაროს:
- სანდოობა
- მრავალმხრივობა
- დაკავშირებადობა
- მდგრადობა
iROB® სერიები მოიცავს ყველა სამუშაო დიაპაზონს ყველა ჩვეულებრივი მასალისთვის, შემავსებელი მასალისთვის, მავთულის დიამეტრებისთვის და დამცავი აირებისთვის.
ABICOR BINZEL-ი 75 წელზე მეტია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის საშემდუღებლო სანთურებს. iROB® ენერგიის წყაროს სერიებით, ახლა შესაძლებელია ამ წარმატების ადაპტირება საშემდუღებლო რობოტების ენერგიის წყაროებზე.
iROB® ენერგიის წყაროს საექსპლუატაციო პარამეტრები
იყავით უსაფრთხო მხარეს თქვენი რობოტული საშემდუღებლო აპლიკაციის სათანადო პროცესით. რა სირთულის წინაშეც არ უნდა იდგეთ თქვენი რობოტული საშემდუღებლო პროცესისას, თქვენ iROB® ენერგიის წყაროს სერიებით უზრუნველყოფთ სათანადო რკალს. შედუღების საუკეთესო შედეგები გარანტირებულია!
გჭირდებათ თქვენი პროდუქტიულობის გაზრდა ან პრობლემას წარმოადგენს შემავალი სითბო?
თქვენ სრულყოფილად დაძლევთ ამ გამოწვევას mX კინეტიკური პროცესით - უმცირესი შემავალი სითბოს პროცესი ხელმისაწვდომია საშემდუღებლო ინდუსტრიაში.
გსურთ შეამციროთ ან აღმოფხვრათ შედუღების ნაპერწკლები?
mX გაწმენდის პროცესით რკალი უფრო სტაბილური ხდება ვიდრე აქამდე. განახორციელეთ ღრეჩოს შედუღებისთვის მომზადება ფუძის დახმარებისა და ხელახალი დამუშავების გარეშე.
მაღალი ხარისხის შედუღება TIG ნაკერის ნიმუშით შეუძლებელი ჩანს?
mX Move CD პროცესი აღნიშნულს შესაძლებელს ხდის - განსაკუთრებით, ალუმინის შედუღებისთვის.
თხელი ალუმინის ფირფიტის შედუღება კოშმარს ჰგავს?
როცა თქვენ იყენებთ mX Pulse AC შედუღებას ალუმინი აღარ იქნება ოცნება.
საჭირო პენეტრაციის სიღრმე კრიტიკულია თქვენთვის?
თქვენს მიზნებს მიაღწევთ პენეტრაციის კონტროლის ფუნქციით.
ჩამოღვრა, გადაწვა ან მსგავსი იწვევს სამუშაოს შეფერხებებს?
ახალი iROB® რობოტის ენერგიის წყაროებით, ეს პრობლემები აღარ იარსებებს.
ენერგიის დიაპაზონი მოიცავს პროცესების სრულ დიაპაზონს 500 ამპერამდე. ყველა მასალა, მათ შორის, ნახშირბადოვანი ფოლადი, უჟანგავი ფოლადი და ალუმინი, მცირედ და უხვად ლეგირებული შენადნობები ან მოთუთიებული შენადნობები, შესაძლებელია შედუღდეს iROB® ენერგიის წყაროს სერიებით 0.8 - 1.6 მმ დიამეტრის მქონე მავთულით.
იხილეთ იმ პროცესების მიმოხილვა, რომელთა შესრულებაც შეგიძლიათ ABICOR BINZEL-ის iROB® ენერგიის წყაროს სერიებით:
რეკომენდებული გამოყენება შედუღების დენი [ამპერი] 60 % დატვირთვის კოეფიციენტზე 100 % დატვირთვის კოეფიციენტზე |
პროცესი | მახასიათებლები |
301 |
401 400 A 370 A |
401 AC/DC 360 A 350 A |
501 500 A 410 A |
501 PRO 500 A 410 A |
||||||||
|
mX Move DC |
|
✔ |
✔ |
✔ |
✔ |
|||||||||
|
mX Clean |
|
✔ |
✔ |
✔ |
||||||||||
|
mX Kinetic / |
|
✔ |
||||||||||||
|
mX Pulse AC /
|
|
✔ |
||||||||||||
|
mX Standard |
|
✔ |
✔ | ✔ | ✔ |
✔ |
||||||||
|
mX Pulse |
|
✔ |
✔ |
✔ |
✔ |
✔ |
გამოყენების სფეროები
თხელი ფურცლების ან სქელი ფირფიტების, სტრუქტურული ფოლადის, ალუმინის, მოთუთიებული ან საფარიანი ზედაპირების შედუღებისას - iROB® ენერგიის წყაროს სერიებით თქვენ გაუმკლავდებით, როგორც მარტივ MIG / MAG საშემდუღებლო დავალებებს, ასევე რთულ გამოწვევებს.
მძლავრი პროცესი-, მომსახურება- და საკონსულტაციო კონცეფცია
გაქვთ სპეციალური აპლიკაცია? გსურთ თქვენი პროცესების ოპტიმიზაცია? გესაჭიროებათ ტექნიკური მხარდაჭერა სპეციფიკური გამოწვევებისთვის? ABICOR BINZEL-ის ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი დაგეხმარებათ რობოტული შედუღების ნებისმიერი გამოწვევისას. ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ თქვენთვის!
უპირატესობები
შედუღებადობა
iROB® ენერგიის წყაროს სერიები უზრუნველყოფს ტალღის ფორმის სრულ დიაპაზონს. აღნიშნულით შეძლებთ თქვენს ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეთ. თუ თქვენ გაწუხებთ დაბალი პროდუქტიულობა, დიდი ოდენობით შედუღების ნაპერწკალი ან თუ აწყდებით სირთულეებს ღრეჩოს დაკავშირებისას, მოწინავე პროცესების ფართო დიაპაზონითა და სინერგიული ხაზებით აღნიშნული აღარ წარმოადგენს პრობლემას.
სანდოობა
iROB® ენერგიის წყაროს სერიები ეფუძნება სისტემას, რომელიც ათწლეულების მანძილზე გამოცდილი და შესწავლილია და რომლის სანდოობა და სიმტკიცე მრავალგზის დადასტურებულია ყველა ინდუსტრიაში - ზოგადი წარმოებიდან Tier 1 და Tier 2-ის ჩათვლით. მისი ტექნოლოგია ეყრდნობა საშემდუღებლო რკალს, რომელიც თქვენი წარმოების გაგრძელებას უზრუნველყოფს.
სანდოობა ABICOR BINZEL-ისთვის ყველაზე პრიორიტეტულია. თითოეული მექანიზმი აღჭურვილია უახლესი ინვერტორული ტექნოლოგიით და ჩვენი დაწესებულებიდან გატანამდე ის გადის მკაცრ შემოწმებას ხარისხზე. ამდენად, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მიიღებთ უაღრესად სანდო საშემდუღებლო მექანიზმს თქვენი რობოტული სისტემისთვის.
ინდუსტრიული გარემოს პირობები მკაცრია და ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ABICOR BINZEL-ის ექსპერტთა მომსახურების ჯგუფის პროფესიონალურ მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, რომ თქვენ წარმოება განაგრძოთ უსაფრთხოდ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 3-წლიან გარანტიას.
მრავალმხრივობა
iROB® ენერგიის წყაროს სერიები მაქსიმალურ მოქნილობას გთავაზობთ თქვენი რობოტული საშემდუღებლო სისტემისთვის. მიუხედავად გაზით გაგრილების ან სითხით გაგრილებისა - შეგიძლიათ ენერგიის წყარო ააწყოთ თქვენი საჭიროებების მიხედვით.
საშემდუღებლო რობოტის აპლიკაციები და რობოტთან კომუნიკაცია ძალიან კომპლექსურია. გაამარტივეთ საკუთარი თავისთვის! iROB®-ის საშემდუღებლო მექანიზმის სერიების თითოეული ენერგიის წყარო მარტივად და სწრაფად დაკავშირებადია უმეტესი ტიპის რობოტებთან მიერთებისა და გაშვების საშუალებით. ყველა ასახვა ტესტირებული და კვალიფიცირებულია რობოტის მწარმოებელთა მიერ. თქვენ ძალიან გაგიმარტივდებათ iROB® სერიებიდან რობოტული საშემდუღებლო მექანიზმის ინტეგრირება, დიდი პროგრამული ძალისხმევის გარეშე.
დამატებით თქვენ მიიღებთ: თქვენი რობოტისთვის ტესტირებულ შესადუღებლად მზა სრულ გადაწყვეტას, მათ შორის, ადაპტირებულ რობოტულ სანთურას საუკეთესო წარმადობის კლასით და ფორმით, შესაბამის აქსესუარებს, სადენის ნაკრებსა და მავთულის მიმწოდებლის სადგამს. ამდენად, ყველაფერი მზადაა შედუღების ოპტიმალური ოპერაციისთვის.
თქვენი ინტეგრატორი ისარგებლებს iROB® ენერგიის წყაროს სერიების მარტივად დაკავშირებითა და გაშვებით ყველა ჩვეულებრივი საშემდუღებლო რობოტისთვის.
- ABB
- ABICOR BINZEL iBOTone®
- FANUC
- Kawasaki
- KUKA
- უნივერსალური რობოტები UR10e
- YASKAWA
მუშაობთ რობოტის ისეთ მწარმოებელთან, რომელიც აქ არ არის ჩამოთვლილი? ჩვენ მოხარული ვიქნებით სხვა ახალი პარტნიორების დამატებით მიერთებისა და გაშვების მარტივ გადაწყვეტაში.
დაკავშირებადობა
მთლიანი iROB® სერიები უზრუნველყოფს წარმოების სრულად გაგებას, პროცესის გაუმჯობესებასა და მომხმარებლისადმი მეგობრულ ოპერირებას. აღჭურვილია საკუთარი WiFi-ის მქონე iROB® POWER App აპლიკაციით, ერთიანი და მოსახერხებელი პროგრამირებით, მონაცემთა შეგროვებითა და IoT პროგრამული უზრუნველყოფით. ნაკლებად კომპლექსურია, უფრო მარტივი გამოსაყენებელია.
iROB® POWER App აპლიკაცია
ABICOR BINZEL-ის iROB® POWER App აპლიკაციით შეგიძლიათ მოხერხებულად დააინსტალიროთ ენერგიის წყარო Android-ის პლანშეტის გამოყენებით. რა თქმა უნდა, მაშინაც კი, როცა თქვენი რობოტული სისტემა მუშაობის პროცესშია. მიმდინარე პროცესი არ შეფერხდება და თქვენ თავისუფლად მოახდენთ ენერგიის წყაროს ოპერირებას მისი საკუთარი დამოუკიდებელი WiFi ქსელის მეშვეობით. აღნიშნული კონტროლი შეგიძლიათ გამოიყენოთ 64 საშემდუღებლო მექანიზმზე.
შეგიძლიათ iROB® POWER App აპლიკაცია გამოიყენოთ მექანიზმში უკვე ინტეგრირებული 100 საშემდუღებლო დავალების ჯამში 400 დავალებამდე გასავრცობად.
თუ გსურთ ნაკლები კომპლექსურობა და უფრო მარტივი გამოყენება, iROB® POWER App აპლიკაცია უზრუნველყოფს თქვენი რობოტული ენერგიის წყაროს ოპერირებას.
ინტერფეისი & ასახვა
ეს 5 ინტერფეისი ხელმისაწვდომია საშემდუღებლო მექანიზმსა და რობოტს შორის კომუნიკაციისთვის:
- Profibus
- Profinet
- DeviceNet
- EtherNet/IP
- Modbus-TCP
მდგრადობა
ABICOR BINZEL-ის პროდუქტები არა მხოლოდ გამძლეა, არამედ მდგრადიცაა. ცხადია, ეს ასევე ეხება iROB® რობოტის ენერგიის წყაროებს, რომლებიც ძალიან გამძლეა.
ეკო-დიზაინი
iROB® სერიები შექმნილი და აღჭურვილია ეკო-დიზაინის მიხედვით და ამდენად, მიეკუთვნება ეკონომიურად და ეკოლოგიურად კეთილგონივრული საინვესტიციო საქონლის კატეგორიას.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
თქვენი რობოტული საშემდუღებლო სისტემის დამატებითი აღჭურვილობის ოფციებით, თქვენ იცავთ დასაქმებულების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. თქვენს რობოტულ სანთურაზე თანდართული გამწოვი ნაკრების დახმარებით, შეგიძლიათ შედუღების კვამლი გაიწოვოთ პირდაპირ კვამლის წარმოქმნის ადგილიდან.
ჭკვიანი სრულყოფილი გადაწყვეტები
ABICOR BINZEL-ის ხარისხი არ მთავრდება MIG / MAG ენერგიის წყაროთი. შედუღების საუკეთესო შედეგებისა და მდგრადი პროცესებისთვის, ჩვენგან იღებთ ყველაფერს, როგორც ერთ სრულ გადაწყვეტას.
კარგად ნაცნობი და სანდო გაზით გაგრილებადი და სითხით გაგრილებადი რობოტული სანთურის სრული პორტფოლიო ხელმისაწვდომია თქვენი რობოტული საშემდუღებლო აპლიკაციისთვის. სტანდარტული და სპეციალური სანთურები წარმადობის ყველა კლასის, აპლიკაციისა და მისაწვდომობისთვის, რაც გამოცდილი და შემოწმებულია ათწლეულების მანძილზე, სრულყოფილს ხდის სისტემას, რათა ის შეესაბამებოდეს თქვენს საშემდუღებლო ამოცანას.
სინქრონიზირებული და ერთი წყაროდან. იგივე ვრცელდება კობოტების სრულყოფილ სისტემებზე. ეს ინტეგრატორებისთვის კიდევ უფრო ამარტივებს განხორციელებას.
თითოეული iROB® რობოტის ენერგიის წყარო მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- რობოტის ენერგიის წყარო iROB®
ქმნის შედუღების საუკეთესო ნაკერებს ნებისმიერი სირთულისთვის და უზრუნველყოფს პროცესის არაჩვეულებრივ სტაბილურობას. -
რობოტის სანთურა სადენის ნაკრებისა და სანთურის სადგამის ჩათვლით
შეარჩიეთ გაზითა და სითხით გაგრილებადი რობოტული სანთურების ფართო ასორტიმენტიდან, მათ შორის, სპეციალური სანთურები ყოველგვარი გამოყენებისთვის, რაც შესაფერისია თქვენი საჭიროებებისთვის. - მავთულის მიწოდების სისტემა iFeed 742
სანდო მავთულის მიწოდება 4-გორგოლაჭიანი ამძრავით.
ABICOR BINZEL-ის სრული გადაწყვეტა თქვენი საშემდუღებლო რობოტისთვის წარმოადგენს მუდულარულ სისტემას და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს, რაც თქვენ შეგიძლიათ დამატებით აირჩიოთ:
- კვამლის გამწოვი ნაკრები
გამოცდილი, კომპაქტური და მაღალ-ეფექტური კვამლის გამწოვი გადაწყვეტა საშემდუღებლო რობოტზე ადგილზევე გაწოვისთვის, რაც აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს და იცავს თქვენს თანამშრომლებს სახიფათო კვამლისგან. - რობოტის კვამლის გამწოვი სანთურა xFUME® ROBO
- გაზის მართვის სისტემა EWR 2 / EWR 2 Net
აქტიურად უჭერს მხარს თქვენს რობოტულ სისტემას გაზის დაზოგვით და ამდენად, გაზის მოხმარებასა და გაზის ხარჯებს ამცირებს 60 %-ით. შეიძლება დაინერგოს არსებულ საშემდუღებლო სისტემაში ძალიან მცირე ძალისხმევით. - სანთურის საწმენდი პუნქტი TCS
სანთურის ოპტიმალური და დროის დამზოგავი წმენდა, რაც ზრდის სისტემის ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს მუდმივ აირდამცავ გარემოს და კარგი ხარისხის შედუღების ნაკერს. სწრაფად მონტაჟდება ყველა ჩვეულებრივი ტიპის რობოტზე. - მავთულის საჭრელი მოწყობილობა DAV
ზუსტად გადაჭრილი საშემდუღებლო მავთული ყოველთვის უზრუნველყოფს მავთულის თავისუფალ დაბოლოებას, აალების უკეთეს თვისებებს და აღმოფხვრის დნობის ხარვეზებს. - სანთურის შეცვლის პუნქტი TES
უზრუნველყოფს სანთურის მოხმარებადი მასალების სწრაფ, სათანადო ტექნიკურ მომსახურებას ან სანთურის ყელის შეცვლას. საშემდუღებლო ბოქსში პოზიციონირების არაჩვეულებრივი მოქნილობა. მოდულარული სისტემა ოთხამდე TES-ის (სანთურის შეცვლის პუნქტი) კომბინირებისთვის. - 3D შედუღების ნაკერის ინსპექცია JOSY
მაღალი სიჩქარის მქონე ყველაფერი-ერთში სისტემა უკონტაქტო ოპტიკური 3D ინსპექციისთვის ყველა ჩვეულებრივი შეერთების ტექნიკისთვის. გარდაქმენით დაგეგმილი უსაფრთხოება შემოწმებულ და დოკუმენტირებულ უსაფრთხოებად ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
იდეალურია ავტომატიზაციის დაწყებისთვის
ავტომატური საშემდუღებლო პროცესები თქვენთვის სიახლეა? მაშინ, iROB® სერიების ენერგიის წყაროებით, თქვენ ფლობთ სანდო პროცესისა და მარტივი გამოყენების საშემდუღებლო მექანიზმებს თქვენი წარმოებისთვის, რომლებიც მარტივად მაგრდება ყველა ჩვეულებრივ საშემდუღებლო რობოტზე. iROB® ენერგიის წყაროებს აქვთ მზა ასახვა ყველა ზოგადი ინდუსტრიული რობოტებისა და კობოტებისთვის.
მუშაობთ კობოტებით?
თქვენი შეკვეთების ოდენობები არ არის საკმარისად ბევრი ინდუსტრიული რობოტისთვის? გჭირდებათ ავტომატიზაცია და ეძებთ ეკონომიურ გადაწყვეტების რობოტიზაციის დასაწყებად? მაშინ კობოტებით შედუღებისთვის ჩვენ გირჩევთ შემდეგ სისტემურ გადაწყვეტას: ROBiPAK. "შედუღებისთვის-მზად" პრინციპით, თქვენ სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ დააინსტალიროთ გაზით ან სითხით გაგრილებადი სანთურის სისტემა თქვენს კობოტზე - ან ის დააინსტალირებინოთ ინტეგრატორს. გაიგეთ მეტი ROBiPAK-ის შესახებ აქ.
ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ შესაბამის გადაწყვეტებს შედუღების აპლიკაციებისთვის, მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
ტექნიკური მონაცემები
ტიპი | iROB® 501, 501 PRO | iROB® 401, 401 AC / DC | iROB® 301 |
ელექტრული ძაბვა: | 400 ვ ± 15% | ||
ენერგიის დიაპაზონი: | 30 ამპერი – 500 ამპერი | 30 ამპერი – 400 ამპერი | 30 ამპერი – 320 ამპერი |
დატვირთვის კოეფიციენტი 100 %: | 410 ამპერი | 370 ამპერი | 280 ამპერი |
დატვირთვის კოეფიციენტი 60 %: | 500 ამპერი | 380 ამპერი | 320 ამპერი |
ინტერფეისი: | Profibus, ProfiNet, DeviceNet, EtherNet, I/P, Modbus TCP |