რობოტის მონტაჟი iSTM mini
მოქნილი და სანდო
კომპაქტური რობოტის მონტაჟი iSTM mini საშემდუღებლო რობოტებისთვის მეექვსე ღერძის საშუალებით ცენტრალური მედიის მიმმართველით გთავაზობთ უმაღლესი დონის უსაფრთხოებასა და მოქნილობას როგორ გაზით, ასევე სითხით გაგრილებადი საშემდუღებლო სანთურებისთვის.
სადგამი სპეციალურად შეიქმნა კოლიზიის ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფის მქონე ღრუ ღერძიანი რობოტებისთვის და გააჩნია 400°-მდე სრული ბრუნვის კუთხე.
უპირატესობები, რომლებიც ყველაფერზე მეტყველებს:
- გრეხისადმი რეზისტენტული სადენის ნაკრები: 400°-მდე (+/- 200°) სრული ბრუნვის კუთხე
- მაღალი მოქნილობა და კომპონენტებისადმი ოპტიმალური წვდომა
- მაქსიმალური სანდოობა, რაც მტვრისა და შედუღების ნაპერწკლების გაფრქვევის წინააღმდეგ ყოველმხრივი დაცვის დამსახურებაა
- დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები: ბერვის ოფციური ფუნქცია სადენის ნაკრების საშუალებით
- მავთულის შეჩერების ოფციური მექანიზმი გაზითა და სითხით გაგრილებადი სადენის ნაკრებებისთვის
სისტემაზე დამატებით, არსებობს სანთურის ყელის ვერსიები ABIROB® G 300, G 350, G 360 და G 500, რომლებიც აღჭურვილია ახალი G-ინტერფეისით, ასევე ABIROB® W 300, W 500 და W 600. აღნიშნულ ვერსიებს ახასიათებთ მაღალი სტაბილურობა და განმეორებადობა - არაჩვეულებრივი და კვლავწარმოებადი შედუღების შედეგებისთვის. G-სერიის სანთურის ყელის ტიპები ხელმისაწვდომია TCP (ინსტრუმენტის ცენტრალური პუნქტი) სხვადასხვა ვერსიისთვის და ეფუძნება ABIROB® A და GC სერიების დამტკიცებული ცვეთადი ნაწილების კონცეფციას.