რობოტის მონტაჟი CAT3 PRO საშემდუღებლო რობოტებისთვის
როცა დიდი ოდენობები და გაზრდილი სამუშაო დრო ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, საშემდუღებლო რობოტების კოლიზია მეტ-ნაკლებად გარდაუვალია. კოლიზიამ რობოტული შედუღებისას – როგორც MIG/MAG, ისევე TIG პროცესებში - საშემდუღებლო სანთურაზე დასამუშავებელ დეტალზე ან თავად სისტემაზე შესაძლოა გამოიწვიოს სანთურაზე ცვეთადი ნაწილების დეფორმაცია, დააზიანოს დასამუშავებელი დეტალი და გაანადგუროს თავად რობოტის სანთურა. ყოველი შეკეთება და საშემდუღებლო სანთურის შეცვლა მოითხოვს დროს და შესაბამისად, ფულს. სამუშაოს შეფერხება ძვირია. თუ ასე ხშირად ხდება, ეს სწრაფად შეამცირებს მოგება საწარმოო კომპანიებში. აღნიშნულ პრობლემას აგვარებს რობოტის სანთურის სადგამზე ავტომატური გამორთვით დაცვა. თუმცა, ესეც აუცილებლად მტკიცე და სანდო უნდა იყოს. ABICOR BINZEL-ის CAT3 PRO იდეალური გადაწყვეტაა.
CAT3 PRO CR (ცილინდრული გამოსაშვები მილტუჩით) და CAT3 PRO TR (კონუსური გამოსაშვები მილტუჩით) ვერსიებში ხელმისაწვდომი CAT3 PRO რობოტის სანთურის სადგამით, ნივთი უკვე ბაზარზეა , რომელიც ახლა უკეთ იცავს საშემდუღებლო სანთურას და მის აღჭურვილობას, თუნდაც კოლიზიის შემთხვევაში. CAT3 PRO უზრუნველყოფს რობოტის დაუყოვნებლივ გამორთვას კოლიზიის შემთხვევაში და ამდენად, თავიდან ირიდებს დაზიანებას. ხელახალი რეგულირების არაჩვეულებრივი სიზუსტის წყალობით, საშემდუღებლო რობოტი მაშინვე ხელმისაწვდომია - ხელახალი დაპროგრამების გარეშე. ABICOR BINZEL-ის სანთურის მონტაჟის ეს სისტემა შექმნილია გარე სადენის ნაკრების მქონე სტანდარტული საშემდუღებლო რობოტებისთვის.
და რაც ყველაზე უკეთესია: საშემდუღებლო რობოტის ხელახალი პროგრამირების გარეშე, ABICOR BINZE-ის CAT3 PRO CR და CAT3 PRO TR მარტივად ანაცვლებს წინა სანთურის სადგამებს:
- CAT2
- CAT2-HL
- CAT3
სრული ინფორმაცია თვალის ერთი შევლებით
სპეციალური ტექნიკური მახასიათებლები CAT3 PRO
ყოველდღიურ რთულ ინდუსტრიულ გარემოში, საშემდუღებლო აგრეგატებისა და მთლიანი საშემდუღებლო აღჭურვილობისადმი წაყენებული მოთხოვნები ძალიან მაღალია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხსა და უსაფრთხოებას, რათა მუშაობის შეფერხება მინიმუმამდე შემცირდეს. სანთურის სადგამები CAT3 PRO CR და CAT3 PRO TR გამორთვის ინტეგრირებული დაცვით უფრო მდგრადი და მტკიცეა, ვიდრე მათი წინა ვერსიები CAT3, CAT2 და CAT2-HL. საშემდუღებლო სანთურებისთვის ხელახალი რეგულირების სიზუსტე (TCP - ინსტრუმენტის ცენტრალური პუნქტი) კიდევ უფრო გაუმჯობესდა, რაც აბსოლიტურ მინიმუმამდე ამცირებს სამუშაოს შეფერხებას.
დიდი უპირატესობა: ნებისმიერი, ვისაც ადრე CAT2, CAT2-HL ან CAT3 გამოუყენებია, მარტივად გადავა ცილინდრული გამოსაშვები მილტუჩის მქონე CAT3 PRO CR-ზე და კონუსური გამოსაშვები მილტუჩის მქონე CAT3 PRO TR-ზე. რატომ? CAT3 PRO CR-ს გააჩნია იგივე სამონტაჟო სადგამი, როგორიც CAT2-ს და CAT3 PRO TR-ს გააჩნია იგივე სამონტაჟო სადგამი, როგორიც CAT3-სა და CAT2-HL-ს.
რობოტის მონტაჟი CAT3 PRO CR
რობოტის მონტაჟი CAT3 PRO TR
CAT3 PRO უპირატესობების მიმოხილვა
როგორც საშემდუღებლო რობოტებისთვის სანთურის სადგამების ახალი, უნივერსალური გამოყენების თაობა, CAT3 PRO გთავაზობთ სანდო დაცვას, რაც მარტივად შეეფერება შემდეგს:
- უკეთესი მწარმოებლურობა, პრაქტიკული, მტკიცე დიზაინის წყალობით
- მარტივი ინსტალაცია საშემდუღებლო რობოტზე
- ჩართვის სანდო ფუნქციები
- ხელახალი რეგულირების სიზუსტე TCP (ინსტრუმენტის ცენტრალური პუნქტი) და სისტემის მუშაობის მინიმალური შეფერხება
- ზამბარის ზომები XL, L, და M (S - ოფციური) ამარტივებს ინსტრუმენტის წონის რეგულირებას
- შეცვლა და შეკეთება მარტივი განსახორციელებელია
- არაჩვეულებრივი დაცვა დაბინძურების წინააღმდეგ
- 100 % თავსებადია CAT2-თან, CAT2-HL-სა და CAT3-თან
ზომები: | Ø 77 მმ, სიმაღლე 106 მმ |
წონა: | 960 გრ (დამჭერისა და მილტუჩის გარეშე) |
გამოშვების ძალა: | (იხილეთ გრაფიკი 1) გადახრა CAT3 PRO CR / CAT3 PRO TR |
ჩართვის პუნქტი: |
|
მაქს. გადახრა: |
|
ხელახალი რეგულირების სიზუსტე: | (იხილეთ გრაფიკი 2) X-, Y- და Z-მიმართულება: ± 0.04 მმ (რობოტის მილტუჩიდან 400 მმ მანძილზე) |
IP დაცვის კლასი: | IP 21 |
დატვირთვის სიმძლავრე უსაფრთხოების ელექტრული ამომრთველი: |
მაქს. 30 ვ DC (მუდმივი დენი) / 100 mA |
გარემო ტემპერატურა: |
|
ფარდობითი ტენიანობა: |
|
გრაფიკი 1:
რობოტის მონტაჟის CAT3 PRO CR და CAT3 PRO TR გამოშვების ძალა
ზემოთ მოცემული გრაფიკი გიჩვენებთ სხვადასხვა ტიპის ზამბარის სტატიკურ გამოსაშვებ ძალას, როგორც მანძილის ფუნქციას მილტუჩის ზედაპირზე (გრაფიკი 2).
გრაფიკი 2:
მაქსიმალური გადახრა X- და Y-ღერძებისკენ:
X-, Y- და Z-მიმართულება: ± 0.04 მმ (რობოტის მილტუჩიდან 400 მმ მანძილზე)