ABICOR BINZEL-ის პოზიციონირების რგოლები
ჭკვიანი გადაწყვეტა ორბიტული საშემდუღებლო სისტემებისთვის
თუ მილები უნდა შედუღდეს ნახევრად ავტომატურად, შესაფერისი მიმმართველი რელსები ასევე აღჭურვილობის ან სრული სისტემის ნაწილია, ორბიტულ საშემდუღებლო ტრაქტორთან ერთად, საშემდუღებლო სანთურისა და მავთულის მიმწოდებლის ჩათვლით. ეს ე.წ. პოზიციონირების რგოლები შემოჭერილია მილის ირგვლივ და ასრულებს ავტომატური საშემდუღებლო ტრაქტორის მიმმართველის ფუნქციას. მათი ფუნქციაა ორბიტული საშემდუღებლო ტრაქტორის მიმართვა მილის ირგვლივ მცირე ხახუნით, შეუფერხებლად და ზუსტად. ABICOR BINZEL-ის მტკიცე და ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადის მქონე პოზიციონირების რგოლები მილების შემდუღებელ კომპანიებს საშუალებას აძლევს იქონიონ ვიბრაციის გარეშე ავტომატური შედუღების მიმართვა მცირე დიამეტრიანი (6,625 "–12,75") მილებიდან დიდ დიამეტრიან მილებამდე, მაქსიმალური დიამეტრის შეზღუდვის გარეშე (50 "–∞).
პოზიციონირების რგოლები ყოველთვის სპეციალურად წარმოებულია მილის დიამეტრზე მორგებისთვის. თითქმის არ არსებობს ზომების ლიმიტი. მცირე რგოლები იწყება მაგალითად ø 160 მმ-დან (6,625 ") და ადის ø 300 მმ-მდე (12.75"), საშუალო ზომის რგოლები მერყეობს 400 მმ-დან (16 ") ø 700 მმ-მდე (28"). დიდი ზომები მოიცავს 800 მმ-დან (30 ") ø 1400 მმ-მდე (56") დიამეტრებს.
სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია პოზიციონირების რგოლების კონფიგურაციისთვის. ესენია:
- მილის გარე დიამეტრი
- მილის დაფარვა
- გარემო პირობები
- სჭირდება თუ არა მილს წინასწარ გათბობა
მნიშვნელოვანი:
არ არსებობს სტანდარტული მიმმართველი რელსები. თითოეული მათგანი მზადდება ინდივიდუალურად, რათა მოერგოს ორბიტული შედუღების შესაბამის ტრაქტორს, აპლიკაციასა და შესაბამისი მილის დიამეტრს.
ABICOR BINZEL-ის პოზიციონირების რგოლები, შესაბამისად მიმმართველი რელსები უზრუნველყოფს ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადას დატვირთვის მაღალი კოეფიციენტით და წარმოებულია განსაზღვრული მექანიზმისთვის უმაღლესი შესაძლო ხარისხით.
პოზიციონირების რგოლების, შესაბამისად მიმმართველი რელსის დიზაინი
პოზიციონირების რგოლის ძირითადი კომპონენტები - მიუხედავად მისი დიამეტრისა - წარმოადგენს საზამბარე ფოლადისგან, უჟანგავი ფოლადისგან ან დუპლექსური ფოლადისგან დამზადებულ, ლაზერული ჭრის რგოლის ფირფიტებს. აპლიკაციის ადგილის მიხედვით, მსგავსად მარილიანი ჰაერის გარემოში ან მაგალითად ამინდის ძლიერი ზემოქმედებისას, მიმმართველ რელსებს ასევე შეუძლია უზრუნველყოს ზედაპირის სპეციალური დამუშავება შავი ოქსიდით ან ქიმიური ან მოთუთიებული ნიკელის დაფარვით.
დაახლოებით 300 მმ-მდე (12,75 “) მცირე დიამეტრის მქონე პოზიციონირების რგოლები ასევე საჭიროებს ანჯამას ადვილად გახსნისა და დახურვისთვის. დიდი დიამეტრის 1270 მმ-დან (50 ") მქონე მიმმართველი რელსები მოიცავს ორ ან მეტ გარსაცმის სეგმენტს, ყველა საშუალო ზომების 355 მმ - 1220 მმ (14" -48 ") აქვს დახურული რგოლი.
პოზიციონირების რომელი რგოლი რომელი მილისთვის?
თუ როგორ ვიპოვოთ შესაბამისი მიმმართველის რელსი ან სათანადო პოზიციონირების რგოლი მილისთვის, განხილული უნდა იყოს ინდივიდუალურად. გარდა მილის ზომისა, ავტომატური საშემდუღებლო ტრაქტორის ტიპი და აღჭურვილობა, ასევე, ფაქტორები, როგორიცაა ძირითადი მასალა, დაფარვა და ანჯამებისა და განმბჯენი დეტალების არჩევანი, დიდ როლს ასრულებს იმაში, თუ საბოლოოდ როგორი უნდა იყოს საჭირო პოზიციონირების რგოლი. საუკეთესი საშუალებაა დაუკავშირდეთ ABICOR BINZEL-ის ექსპერტს, რომელიც მოახდენს თქვენი აპლიკაციისთვის შესაბამისი რგოლის კონფიგურირებას.
მიმმართველი რელსის ანჯამები & ჩამკეტები
ანჯამები და ჩამკეტები
პოზიციონირების მცირე რგოლები აღჭურვილია ინდივიდუალური ანჯამით მარტივად გახსნისა და დახურვისთვის. შესადუღებელ ტემპერატურამდე მილის წინასწარ გათბობისას მილის შესაძლო გაფართოების კომპენსირებისთვის, ჩამკეტები შესაძლოა ასევე აღჭურვილი იყოს ზამბარით. ეს ე.წ. ზამბარიანი ჩამკეტი უზრუნველყოფს მილზე პოზიციონირების რგოლის სათანადო, თავისუფალ ტრიალს და იდეალურ მორგებას.
განმბჯენი დეტალები
არსებობს სხვადასხვა განმბჯენები, მიმმართველი რელსის ან პოზიციონირების რგოლის აპლიკაციისა და ტიპის მიხედვით. განმბჯენები ასევე განსხვავდება ფორმითა და სტრუქტურით:
- მყარი ალუმინის განმბჯენები კვადრატის ბლოკის ფორმით (სტანდარტული) - კარგი დაჭერა და გამტარიანობა.
- მყარი ალუმინის განმბჯენები რადიუსით - ზუსტი, სწორი მხარდაჭერით, მაგალითად, სენსიტიურ ზედაპირებზე.
- განმბჯენი განმბჯენი დეტალის მილისით და ხუფიანი ქანჩით, ხრახნიანი - კარგი გამტარობა
- განმბჯენი ზამბარით - როცა პოზიციონირების რგოლები დახურულია, ისინი ასევე აკომპენსირებენ მილის ნებისმიერ გაფართოებას მისი წინასწარ გათბობის შემთხვევაში.
- ზემოაღნიშნული განმბჯენების კომბინაცია სხვადასხვა სიმაღლეებზე - მაგალითად, PE (პოლიეთილენის) დაფარვის კომპენსირებისთვის, თუ მილი უკვე დაფარულია.
ABICOR BINZEL-ის პოზიციონირების რგოლების უპირატესობები
ABICOR BINZEL-ის სიზუსტის მიმმართველი რელსები ან პოზიციონირების რგოლები წარმოებულია მაღალ-ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით ორბიტული შედუღების ბაზრის მრავალწლიანი შესწავლის საფუძველზე. ისინი ცვეთა გამძლეა და უზრუნველყოფენ შესაბამისად ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადას.
ABICOR BINZEL-ის პოზიციონირების რგოლები ინდივიდუალურად წარმოებულია, ყველა შეკვეთა უნიკალურია. დაუკავშირდით ჩვენს გაყიდვების გუნდს, თუ გსურთ პოზიციონირების რგოლების ან მიმმართველი რელსების შეძენა. მოხარული ვართ დაგეხმაროთ თქვენი ინდივიდუალური გადაწყვეტებით.