დანაფარიანი კონტაქტის წვერები მცირე ღრეჩოს შედუღებისთვის
კონტაქტის წვერების ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა, შემცირებული სამუშაოს შეფერხება, პროცესის გაზრდილი სტაბილურობა და პროცესის მცირე ხარჯები - მცირე ღრეჩოს შედუღებისას, ეს მიღწევადია დანაფარიანი კონტაქტის წვერებით. დანაფარიანი კონტაქტის წვერები კერძოდ გამოიყენება მილსადენის მშენებლობაში. განსაკუთრებით მილების ინდუსტრიაში, დროისა და ხარჯის ზემოქმედება ძალიან მაღალია. მაღალი საექსპლუატაციო თვისებები მოსალოდნელია საშემდუღებლო სანთურებისგან და ცვეთადი ნაწილებისგან, როგორიცაა კონტაქტის წვერი. ABICOR BINZEL-ის დანაფარიანი კონტაქტის წვერები უდიდეს უპირატესობას გთავაზობთ, განსაკუთრებით მილების შეერთებებზე ვიწრო ღრეჩოს შედუღებისთვის: ეს ახდენს მოკლე ჩართვის სამუშაო დეტალთან კონტაქტის პრევენციას და ამდენად, იზოლირებას ახდენს არასასურველი რკალებისა და შედუღების ნაკერში სპილენძის ჩართვის წინააღმდეგ. დანაფარი მოქმედებს, როგორც იზოლაცია და ამდენად, ამცირებს თბო-დატვირთვას კონტაქტის წვერზე, ასევე, ნაპერწკლების ადჰეზიას, რაც ხელს უწყობს უფრო ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადას.
ABICOR BINZEL-ის დანაფარიანი კონტაქტის წვერები მცირე ღრეჩოს შედუღებისთვის უზრუნველყოფს პროცესის ოპტიმიზაციას და პროცესის სანდოობას. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ფორმის დანაფარიან კონტაქტის წვერებს მილების მცირე ღრეჩოს შედუღების ყოველგვარი აპლიკაციისთვის, მაგალითად, სახმელეთო ან საზღვაო სექტორში ან მაღალ-ტემპერატურულ პროცესებში. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ყველანაირი ტიპის, იქნება ეს - კონუსური, ცილინდრული, კონუსისებრ დაწვრილებული თუ მახვილისებრი.
შედუღების მილები ნაწილობრივ სქელი კედლებითა და ვიწრო, ღრმა ღრეჩოებით გამოწვევას წარმოადგენს ცოდნასა და ტექნოლოგიაში. დაუფარავი კონტაქტის წვერებით შედუღების შეცდომები ყოველდღიურად ხდება, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია თავიდანვე დანაფარიანი კონტაქტის წვერების გამოყენებით.
ვიწრო ღრეჩოს შედუღებისას ყველაზე სერიოზული ხარვეზია სპილენძის შერევა, რომელსაც ადგილი აქვს, როცა დაუფარავი კონტაქტის წვერი ეხება შედუღების შეერთების გვერდით კედლებს. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, დასამუშავებელი დეტალის კედელთან წვერის უშუალო შეხებისას ან შედუღების ნაპერწკლის კონტაქტის წვერზე მიწებებით. შედეგად, ადგილი აქვს მოკლე ჩართვას, რაც იწვევს გადახურებას და სპილენძის შერევას. სპილენძის შერევა არ არის სასურველი, რადგანაც ამცირებს სიმტკიცეს და შედუღების დეფორმირებადობას და ამდენად, შედუღებულ კომპონენტს. ეს ნიშნავს ხარჯიან ხელახლა დამუშავებას ან სრულიად დაწუნებას.
ABICOR BINZEL-ის დანაფარიანი კონტაქტის წვერები ამცირებს ზედაპირზე ნაპერწკლის ადჰეზიას, იცავს უცაბედი მოკლე ჩართვისგან და დამატებით ახდენს საბაზისო მასალის იზოლაციას თბოგამოსხივების საწინააღმდეგოდ. ხდება დეფორმაციის ან ცვეთისა და შესაბამისად მუშაობის შეფერხების პრევენცია, რაც უზრუნველყოფს უფრო ხანგრძლივ საექსპლუატაციო დროს და ამდენად, ამჟამინდელი კონტაქტის წვერის ხანგრძლივ საექსპლუატაციო დროს.
- სტანდარტული გაზის საქშენი
- სტანდარტული გაზის დიფუზორი და კონტაქტის წვერის დამჭერი
- დანაფარიანი კონტაქტის წვერი - ახდენს ნაპერწკლის ადჰეზიისა და სპილენძის შერევის პრევენციას, როცა ეხება შედუღების გვერდითა კედელს.
კონტაქტის წვერის დაფარვა და ტექნიკური მახასიათებლები
სპეციალური დაფარვის პროცესის წყალობით, სხვადასხვა შემადგენლობის დაფარვები ყოველთვის ჰომოგენურად გამოიყენება და სრულიად სანდოა რთული ინდუსტრიული გამოყენებისას მცირე ღრეჩოს შედუღებისთვის. დაფარვის შემადგენლობა მოიცავს ბორის ნიტრიდს, ალუმინის ოქსიდს, ასევე, ალუმინის ტიტანიუმის ოქსიდს. დაფარვის ტიპის მიხედვით, ის უზრუნველყოფს ნაპერწკლის ადჰეზიისგან დაცვას და ზოგადად მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და თბური დარტყმისადმი. სამივე დაფარვის კერამიკა უზრუნველყოფს ძლიერ იზოლაციას.
დაფარვა
ბორის ნიტრიდი |
ალუმინის ოქსიდი* |
ალუმინის ტიტანიუმის ოქსიდი |
|
ქიმიური ფორმულა | BN | Al₂O₃ | Al₂O₃+TiO₂ |
დაფარვის ფერი | ბეჟი / ნაცრისფერი | თეთრი | ნაცრისფერი |
ნაპერწკლებისაგან დაცვა | +++ | ++ | ++ |
დასაშვები თბო დატვირთვა | + | +++ | ++ |
ცვეთამედეგობა | + | ++ | +++ |
სპილენძის შერევისგან დაცვა | + | ++ | ++ |
ხარჯები | € | €€ | €€ |
*შესაფერისია მხოლოდ მრგვალი ფორმებისთვის, რომელთაც არ აქვთ ბასრი კიდეები. |
ბორის ნიტრიდიანი დაფარვა (BN)
საუკეთესო დაცვა ნაპერწკლების წინააღმდეგ და ასევე ყველაზე ხარჯეფექტური დაფარვა არის ბორის ნიტრიდიანი დაფარვა. თუმცა, ტიტანიუმის ოქსიდის დაფარვასთან შედარებით, ის ცვეთისადმი, სითბოსა და თბური დარტყმისადმი ნაკლებად გამძლეა და მოიცავს რკალის წარმოქმნის უფრო მაღალ რისკს შედუღების შეერთების კედელთან შეხებისას. ბორის ნიტრიდიანი დანაფარის მქონე კონტაქტის წვერი საუკეთესოდ შეეფერება სტანდარტული მილის შედუღებას ან ძირის დამუშავებას ენერგიის დაბალი მოხმარებით.
ალუმინის ოქსიდიანი დაფარვა (Al2O3)
ეს დაფარვა უზრუნველყოფს შედუღების პროცესისგან თბოგამოსხივებისადმი ძლიერ რეზისტენტულობას და განსაკუთრებით ეფექტურია თბოგამოსხივების კონტაქტის წვერების ინტერიერის გარეთ შეკავებისთვის. ეს იდეალურია მაღალი ტემპერატურისა და თბური დარტყმის გარემოში გამოყენებისთვის, როგორიცაა მაღალ ამპერიანი MAG (რკალური შედუღება აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) მცირე ღრეჩოს შედუღება და რკალური შედუღება ფლუსის ქვეშ.
ალუმინის ტიტანიუმის ოქსიდიანი დაფარვა (Al2O3+TiO2)
ალუმინის ტიტანიუმის ოქსიდიანი დაფარვა ყველაზე მეტად გამძლეა მექანიკური და აბრაზიული ცვეთისადმი და საუკეთესო დაცვას გთავაზობთ სპილენძის შერევის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებით შესაფერისია ხანგრძლივი გამოყენებისთვის, მაგალითად, როცა კომპონენტი რთულად მისაწვდომია. გარდა ამისა, ალუმინის ტიტანიუმის ოქსიდიანი დაფარვა უზრუნველყოფს პროცესის სანდოობას.
კონტაქტის წვერის ფორმები მცირე ღრეჩოს შედუღებისთვის
დანაფარიანი კონტაქტის წვერების სხვადასხვა ფორმები უზრუნველყოფს სპეციალური საშემდუღებლო მოთხოვნების მქონე ყველა პროცესზე გავლენას. მილსადენის კონსტრუქციაში, სადაც ძალიან ხშირად გამოიყენება მცირე ღრეჩოს შედუღება, კონტაქტის წვერის ეს სპეციალური ფორმები მინიმუმამდე ამცირებს განსაკუთრებით კომპლექსური ნაკერის მომზადებას, რაც შედარებით ამცირებს პროცესის ხარჯებს. ეს ნიშნავს: ABICOR BINZEL-ის დანაფარიანი კონტაქტის წვერების საშუალებით, შედუღება შესაძლებელია მცირედ გაშლილი კუთხით მილის უკანა წახნაგებზე, რაც ბევრ დროს ზოგავს, მაგალითად, შემავსებელი მასალის გამოყენებაში.
პროცესის, მომხმარებლისა და საშემდუღებლო მოთხოვნების მიხედვით, ხელმისაწვდომია კონტაქტის წვერის სპეციალური ფორმები, ხრახნიანი ან უხრახნო გლუვი ტიპები და მავთულის დიამეტრები.
კონტაქტის წვერის ფორმა
ABICOR BINZEL-ის დანაფარიანი კონტაქტის წვერის სხვადასხვა ფორმები მოიცავს შეერთების ტიპების ყველა ფორმასა და ზომას. ორბიტული შედუღების თავისა და მისი ქანქარა მოძრაბის, ასევე შედუღების შეერთებაში ხელმისაწვდომი სივრცის მიხედვით, შესაძლებელია შესაბამისი ფორმის კონტაქტის წვერის შერჩევა.
კონტაქტის წვერის კუთხვილი
ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ ყველა ჩვეულებრივ კუთხვილს და დამჭერებს კონტაქტის ტიპებისთვის: ხრახნიანი, მეტრული ან არამეტრული კუთხვილი. ჩვენ გთავაზობთ შესაბამის კონტაქტის წვერს ნებისმიერი აპლიკაციისთვის!
მავთულის დიამეტრი
დანაფარიანი კონტაქტის წვერები ხელმისაწვდომია მავთულის ყველა ჩვეულებრივი დიამეტრისა და ტიპისთვის. მილსადენის კონსტრუქციაში, ძირითადად გამოიყენება 1,0 მმ და 1,2 მმ დიამეტრის მავთული, ორივე მყარი მავთულით და ფლუსის გულარიანი მავთულით.
დანაფარიანი კონტაქტის წვერების გამოყენების სფეროები
დანაფარიანი კონტაქტის წვერების გამოყენება უფრო და უფრო იზრდება ყველა ინდუსტრიაში, მათ შორის, მილსადენის წარმოებასა და მცირე ღრეჩოს შედუღებაში. მილების კლასიკური კონსტრუქცია სახმელეთო და საზღვაო სექტორში, მილსადენის მშენებლობა უახლესი ელექტროგადამცემი ხაზებისთვის, ნავთობისა და აირისთვის, ასევე, საკომუნიკაციო ხაზებისთვის ან გემთმშენებლობისთვის ის სფეროების, რომლებშიც გამოიყენება დანაფარიანი კონტაქტის წვერები. თავიანთი ფორმები და ტექნიკური მახასიათებლები მათ იდეალურ კომპონენტებად აქცევს მცირე ღრეჩოს შედუღებისთვის, სადაც სამუშაო ჩვეულებრივ სრულდება დროისა და ხარჯის ზემოქმედების ქვეშ და განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნებს უწესებს საშემდუღებლო სანთურებსა და კონტაქტის წვერებს.
ABICOR BINZEL-ის დანაფარიანი კონტაქტის წვერების გამოყენების სხვა სფეროებია მაღალ-ტემპერატურული პროცესები, რომელშიც შედუღება ხორციელდება მაღალი დონის ენერგიით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშემდუღებლო სანთურის მოხმარების მასალები დაუცველია საშუალოზე მაღალი დატვირთვების წინაშე და ძალიან სწრაფად ცვდება დაფარვის გარეშე.