MIG/MAG ორბიტული შედუღება
როცა ორბიტული შედუღება MAG პროცესით ან MIG პროცესით გამოიყენება, ერთდროულად ადგილი აქვს დროისა და ხარჯის წნეხს. სქელკედლიანი მილების შედუღება, როგორიცაა ენერგო სექტორსა და მილსადენის მშენებლობაში გამოყენებული მილები გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, განსაკუთრებულ მოთხოვნებს უწესებს შედუღების ნაკერს. ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ მტკიცე საშემდუღებლო სისტემებს MIG/MAG საშემდუღებლო პროცესებით ორბიტული შედუღებისთვის - და ამდენად, შესაბამის სისტემურ გადაწყვეტებს ამ მოთხოვნებისთვის. ეს ნიშნავს უზარმაზარი დანაზოგის პოტენციალს მწარმოებელი კომპანიებისთვის და შემდუღებელთა აქტიურ შვებას.
განსხვავებით TIG შედუღებისგან, რაც ძირითადად გამოიყენება საკვებ ინდუსტრიაში და ქიმიურ ინდუსტრიაში უჟანგავი ფოლადის დამუშავებისას, MIG/MAG ორბიტული შედუღება გამოიყენება სტრუქტურული ფოლადებისთვის, მაგრამ, ასევე უხვად ლეგირებული ფოლადებისთვის და სპეციალური ფოლადებისთვის.
ყველა ინფორმაცია MIG/MAG ორბიტული შედუღების შესახებ თვალის ერთი გადავლებით
გამოწვევები MIG/MAG ორბიტულ შედუღებაში
MIG/MAG ორბიტული შედუღებისას დამუშავებულ მილებს ჩვეულებრივ უფრო სქელი კედლები აქვს, რომელთა ერთი შრით შედუღება უბრალოდ შეუძლებელია. კედლის სისქის მიხედვით, უნდა შედუღდეს 5-დან 10-მდე შრე. ხელით შემდუღებლისთვის ეს ნიშნავს, რომ დაძაბულ პოზიციებში უნდა იმუშაოს და აღმოჩნდეს რადიაციული სითბოსა და შედუღების ნაპერწკლის წინაშე ზემო პოზიციებში, რაც უშუალოდ შედუღების დროის ხანგრძლივობის მიხედვით, ხორციელდება როგორც შედუღების ნაკერის ხარისხის, ასევე ჯანმრთელობის ხარჯზე. მოკლედ რომ ვთქვათ, შემდუღებლები სწრაფად აღწევენ თავიანთ ლიმიტებს მანუალური ორბიტული შედუღებისას.
MIG/MAG ორბიტული შედუღების კიდევ ერთი გამოწვევაა ფუძის შრე: V-შეერთებები, როგორც ორ მილს შორის ნაკერის მომზადება ძალიან ვიწროდ მიემართება ქვევით იმგვარად, რომ ფუძის ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ ერთი შრით. ადგილზე, ისევე, როგროც საწარმოო დარბაზში, ჩვეულებრივია ფუძე შედუღდეს ხელით ელექტროდის ან TIG პროცესის გამოყენებით. მომდევნო შრეები უპირატესია შედუღდეს ნაწილობრივ მექანიზირებული გზით. შემდუღებლისთვის დიდი უპირატესობაა ფუძიდან ყველა შრის შედუღება შეეძლოს ნაწილობრივ მექანიკურად. განსაკუთრებით MIG/MAG ორბიტული შედუღებისთვის, ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ ავტომატურ საშემდუღებლო მექანიზმებს - რომელთაც ასევე ეწოდებათ საშემდუღებლო ტრაქტორები - რომელსაც ფუძიდან თავამდე ყველა შრის შედუღება შეუძლია. ფუძის ორბიტული შედუღება ასევე შესაძლებელია სპეციალურად ფუძის შედუღებისთვის შექმნილი ენერგიის წყაროს საშუალებით.
შედუღების შრეები მუდმივად კარგი ხარისხით
MIG/MAG ორბიტული შედუღების სისტემური გადაწყვეტებით, ხელით შემდუღებლებს აქვთ ღირებული, ნაწილობრივ მექანიზირებული დახმარება, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ, განმეორებად და სანდო პროცესის შედუღების ნაკერის ხარისხს. თუნდაც ქანქარას სიხშირისა და გადახრის რეგულირებით, სათანადოდ უსაფრთხო კავშირი ხორციელდება ყველა პოზიციით - უფრო ზუსტად და სწრაფად, ვიდრე ეს შესაძლებელია მანუალური შედუღებით.