TIG საშემდუღებლო სანთურები ABITIG® GRIP Little 9 - 24
![TIG Welding Torch ABITIG® GRIP Little 9 - 24 in action TIG Welding Torch ABITIG® GRIP Little 9 - 24 in action](/uploads/Content/Germany/Pictures/Images_TIG/ABITIG-GRIP-Little/ABITIG_GRIP_Little_9_Action_655x234.jpg)
TIG საშემდუღებლო სანთურები ABITIG® GRIP Little 9 - 24
ABITIG® GRIP Little – ის საშემდუღებლო სანთურების ხაზი განსაკუთრებით გამოყენებადია ყოველდღიურ, რთულად მისადგომ საშემდუღებლო სამუშაოებში. მისთვის დამახასიათებელია მაქსიმალური მოქნილობა, კომპრომისების გარეშე.
სანთურები წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიებში, როგორც გაზის ასევე სითხის გაგრილების სისტემებით, მოყვება მყარი ერგონომიული სახელური “GRIP”-ით და ოპტიმიზებული სადენების ნაკრების მართვის სისტემა, რომელშიც შესაძლებელია სტანდარტული გადართვისა და მართვის ფუნქციების ინტეგრირება.
გარდა ამისა, მოქნილი სადენების ნაკრები ხელმისაწვდომია მოდულარული და მტკიცე აპარატის მისაერთებლებით.
არგუმენტები, რომლებიც ყველაფერზე მეტყველებს:
- ერთნაირი ერგონომიული სახელური “GRIP”-ით ყველა ABITIG® GRIP ტიპის სანთურისთვის - უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას და ოპტიმალურ შეგრძნებას.
- მოდულარული გადართვისა და კონტროლის ფუნქცია, რომელიც ინტეგრირებულია სახელურში
- შესანიშნავი დაცვა მაღალი სიხშირის რკალური განმუხტვისგან
- მსუბუქი და მოქნილი სადენების (კარგი დრეკადი ტყავი) ნაკრები მოდულარული აპარატის მისაერთებლებით, ყველაზე ხელმისაწვდომი TIG საშემდუღებლო დენის წყაროებისთვის
- სახარჯო მასალები (ტიპები 9 / 17 / 20 / 24) შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
- გაზით გაგრილებადი - 140 A-მდე - 35% დატვირთვის კოეფიციენტი
- სითხით გაგრილებადი - 240 A-მდე - 100% დატვირთვის კოეფიციენტი
TIG საშემდუღებლო სანთურები ABITIG® GRIP Little 9 - 24 G, გაზით გაგრილებადი
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | ABITIG® GRIP Little 9 / 9 F |
ABITIG® GRIP Little 17 / 17 F |
ABITIG® GRIP Little 24 G |
კატეგორია | |||
DC (მუდმივი დენი): | 110 A | 140 A | 110 A |
AC (ცვლადი დენი): | 80 A | 100 A | 80 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 35 | 35 | 35 |
ვოლფრამის ელექტროდები Ø (მმ): | 0,5 - 1,6 | 0,5 - 2,4 | 0,5 - 1,6 |
![TIG Welding Torches ABITIG® GRIP Little 9 - 24, air cooled TIG Welding Torches ABITIG® GRIP Little 9 - 24, air cooled](/uploads/Content/Germany/Pictures/Images_TIG/ABITIG-GRIP-Little/Collage_ABITIG_GRIP_Little_9_24_luftgekuehlt.jpg)
ტექნიკური მონაცემები 8 მ-მდე სადენების ნაკრების სიგრძის მიხედვით
TIG საშემდუღებლო სანთურები ABITIG® GRIP Little 20 - 24 W, სითხით გაგრილებადი
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | ABITIG® GRIP Little 20 / 20 F |
ABITIG® GRIP Little 24 W |
კატეგორია | ||
DC (მუდმივი დენი): | 220 A | 140 A |
AC (ცვლადი დენი): | 150 A | 100 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 100 | 100 |
ვოლფრამის ელექტროდი Ø (მმ): | 0,5 - 3,2 | 0,5 - 2,4 |
![TIG Welding Torches ABITIG® GRIP Little 9 - 24, liquid cooled TIG Welding Torches ABITIG® GRIP Little 9 - 24, liquid cooled](/uploads/Content/Germany/Pictures/Images_TIG/ABITIG-GRIP-Little/Collage_ABITIG_GRIP_Little_9_24_fluessiggekuehlt.jpg)
ტექნიკური მონაცემები 8 მ-მდე სადენების ნაკრების სიგრძის მიხედვით
სანთურის შემავალი წნევა: წთ. 2,5 ბარი (მაქსიმალური 3,5 ბარი);
მინიმალური ნაკადის კოეფიციენტი: 0,7 ლ/წთ.
დოკუმენტაცია
დოკუმენტის ენა
E & F Metall- und Rohrleitungsbau GmbH, ფიორენი, გერმანია
![Metal constructions of E & F GmbH, Germany Metal constructions of E & F GmbH, Germany](/uploads/Layout/Reference/E_und_F/Edelstahl-Gruppe.jpg)
უჟანგავი ფოლადი უმაღლესი მოთხოვნებისთვის
E & F წარმოადგენს გამოცდილ სპეციალისტს მეტალის კონსტრუქციებისა და მილების წარმოებაში, კვებისა და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, ისევე როგორც სხვა სექტორებში, სადაც მაღალი ხარისხის მოთხოვნაა. მსოფლიოს მასშტაბით 80-ზე მეტი შემდუღებელი მუშაობს ამ კომპანიისთვის. E & F-მა ინტენსიური სატესტო ეტაპის გავლის შემდეგ თავისი საშემდუღებლო სანთურები მთლიანად ABICOR BINZEL-ის პროდუქტებით ჩაანაცვლა.
[ მეტი ] (English)