TIG საშემდუღებლო სანთურები ABITIG® GRIP 9 - 26
TIG საშემდუღებლო სანთურები ABITIG® GRIP 9 - 26
ABITIG® GRIP წარმოადგენს სრულყოფილ გადაწყვეტილებას TIG საშემდუღებლო სანთურების სფეროში. ეს სახეობა წარმოადგენს ABITIG® სანთურების ასორტიმენტის ლოგიკურ განვითარებას, რომელიც გამოირჩევა მოდულარული დიზაინისა და ოპტიმალური ერგონომიულობის საფუძვლიანი დანერგვით.
სანთურები წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიებში, როგორც გაზის ასევე წყლის გაგრილების სისტემებით, მოყვება მყარი ერგონომიული სახელური “GRIP”-ით და ოპტიმიზირებული სადენების ნაკრების მართვის სისტემა, რომელშიც შესაძლებელია არაერთი გადართვისა და მართვის ფუნქციის ინტეგრირება. სახარჯო ნაწილები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს - “SR-Standard”.
მოქნილი სადენების ნაკრებები ხელმისაწვდომია მოდულარული და აპარატის მისაერთებლებით.
არგუმენტები, რომლებიც ყველაფერზე მეტყველებს:
- ერთნაირი ერგონომიული სახელური “GRIP”-ით ყველა ABITIG® GRIP ტიპის სანთურისთვის - უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას და ოპტიმალურ შეგრძნებას.
- მოდულარული გადართვისა და კონტროლის ფუნქცია, რომელიც ინტეგრირებულია სახელურში - ინდივიდუალურად და ერგონომიულად.
- მოკლე ბურთულა სახსარი ოპტიმალური სამოძრაო რადიუსისა და იდეალური მართვისთვის
- მსუბუქი და მოქნილი სადენების ნაკრები მოდულარული აპარატის მისაერთებლებით, ყველაზე ხელმისაწვდომი TIG საშემდუღებლო დენის წყაროებისთვის
- საერთაშორის სტანდარტების შესაბამისი სახარჯო მასალები
TIG საშემდუღებლო სანთურები ABITIG® GRIP 9 - 26, გაზით გაგრილებადი
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | ABITIG® GRIP 9 | ABITIG® GRIP 17 | ABITIG® GRIP 24 G | ABITIG® GRIP 26 |
კატეგორია | ||||
DC (მუდმივი დენი): | 110 A | 140 A | 110 A | 180 A |
AC (ცვლადი დენი): | 80 A | 100 A | 80 A | 130 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 35 | 35 | 35 | 35 |
ვოლფრამის ელექტროდები Ø (მმ): | 0,5 - 1,6 | 0,5 - 2,4 | 0,5 - 1,6 | 0,5 - 4,0 |
ტექნიკური მონაცემები 8 მ-მდე სადენების ნაკრების სიგრძის მიხედვით
TIG საშემდუღებლო სანთურები ABITIG® GRIP 12-1 - 24 W, სითხით გაგრილებადი
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | ABITIG® GRIP 12-1 |
ABITIG® GRIP 18 |
ABITIG® GRIP 18 SC |
ABITIG® GRIP 20 |
ABITIG® GRIP 20 SC |
კატეგორია | |||||
DC (მუდმივი დენი): | 350 A | 320 A | 400 A | 240 A | 320 A |
AC (ცვლადი დენი): | 250 A | 230 A | 280 A | 170 A | 220 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 100 | 100 | 100 | 100 | 100 |
ვოლფრამის ელექტროდები Ø (მმ): | 1,6 - 4,0 | 0,5 - 4,0 | 0,5 - 4,8 | 0,5 - 3,2 | 0,5 - 3,2 |
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | ABITIG® GRIP 24 W |
კატეგორია | |
DC (მუდმივი დენი): | 140A |
AC (ცვლადი დენი): | 100 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 100 |
ვოლფრამის ელექტროდები Ø (მმ): | 0,5 - 2,4 |
ტექნიკური მონაცემები 8 მ-მდე სადენების ნაკრების სიგრძის მიხედვით
სანთურის შემავალი წნევა: წთ. 2,5 ბარი (მაქსიმალური 3,5 ბარი);
მინიმალური ნაკადის კოეფიციენტი: 0,9 ლ/წთ. (ABITIG® GRIP 18 / ABITIG® GRIP 18 SC);
0,7 ლ/წთ. (ABITIG® GRIP 12-1 / ABITIG® GRIP 20 / ABITIG® GRIP 24 W)
დოკუმენტაცია
დოკუმენტის ენა
E & F Metall- und Rohrleitungsbau GmbH, ფიორენი, გერმანია
უჟანგავი ფოლადი უმაღლესი მოთხოვნებისთვის
E & F წარმოადგენს გამოცდილ სპეციალისტს მეტალის კონსტრუქციებისა და მილების წარმოებაში, კვებისა და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, ისევე როგორც სხვა სექტორებში, სადაც მაღალი ხარისხის მოთხოვნაა. მსოფლიოს მასშტაბით 80-ზე მეტი შემდუღებელი მუშაობს ამ კომპანიისთვის. E & F-მა ინტენსიური სატესტო ეტაპის გავლის შემდეგ თავისი საშემდუღებლო სანთურები მთლიანად ABICOR BINZEL-ის პროდუქტებით ჩაანაცვლა.
[ მეტი ] (English)