TIG საშემდუღებლო სანთურები
ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებული TIG საშემდუღებლო სანთურები წარმოადგენს მძლავრ ტექნოლოგიას ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღების ძალიან საპასუხისმგებლო და ზუსტი შედუღების სამუშაოებისთვის. აღნიშნული TIG სანთურების ცვეთადი ნაწილების სისტემა ისეთი მრავლისმომცველია, რომ თითოეული მათგანი იდეალურად ერგება შემდუღებლის საჭიროებებს და თითოეულ კომპონენტს, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ საიმედოობას. ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებული TIG სანთურების საკმაოდ მოქნილი, მსუბუქი სადენების ნაკრები ადვილად სამართავია და შესაძლებელია მისი ინდივიდუალურად მორგება კომფორტულ პოზიციაში. იდეალურია უმაღლესი ტექნოლოგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად!
როდესაც ვსაუბრობთ ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღების (TIG) საშემდუღებლო მოწყობილობებზე, პირველ რიგში, სწორედ, TIG საშემდუღებლო სანთურები იგულისხმება. ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებული პატარა, მძლავრი, მოქნილი TIG საშემდუღებლო სანთურები არის დახვეწილი ტექნოლოგიის ნიმუში, ძალიან საპასუხისმგებლო და ზუსტი სამუშაოებისთვის, რომელსაც ითვალისწინებს ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღება. ყველა ჩვენი TIG საშემდუღებლო სანთურის სახელურზე მითითებულია პროდუქციის ბრენდის სახელწოდება - „ABITIG®“, რომელიც განიმარტება როგორც „ABICOR BINZEL“-ის „TIG“ სანთური“.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
- TIG საშემდუღებლო სანთურები - გაზით და სითხით გაგრილებადი
- TIG სადენების ნაკრები
- TIG საშემდუღებლო სანთურები: აქსესუარები
- წარმატების საიდუმლო: ელექტროდის დამჭერი
- შესაფერისი TIG საშემდუღებლო ელექტროდის მოძიება
- TIG სანთურები: აწყობა
- TIG საშემდუღებლო სანთურების გამოყენება
- ბლოგები TIG შედუღების შესახებ
- TIG სანთურების ვიდეო გალერეა
TIG სადენების ნაკრები
ABICOR BINZEL-ის TIG კაბელების ნაკრები პირველ რიგში გამოირჩევა მისი ძალიან მცირე წონით და მაღალი მოქნილობით. ვინაიდან TIG შედუღებას სჭირდება ძალიან კარგი საშემდუღებლო სამუშაოს შესრულება, ძირითადი მოთხოვნა TIG საშემდუღებლო სანთურის მიმართ არის სადენების ნაკრების მოქნილობა და ადვილად მოხმარება. ABICOR BINZEL-ის ყველა ხელის TIG სანთურის სადენების ნაკრებს აქვს მოდულარული აპარატის გვერდითი მისაერთებლები და ერგება ყველა ჩვეულებრივ ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღების აპარატს. ABITIG® GRIP-ის სერიის TIG სადენების ნაკრები უზრუნველყოფს სხვადასხვა სამუშაო ზომების სრულ სპექტრს, როგორც გაზით, ასევე სითხით გაგრილებადი სანთურების შემთხვევაში. ასევე, წარმოდგენილია ერგონომიული სახელური, რომელიც სხვადასხვა ზომებში არის ხელმისაწვდომი, რათა სერიის TIG სადენების ნაკრების ოპტიმალური მართვა იყოს შესაძლებელი.
წარმატების საიდუმლო: ელექტროდის დამჭერი
ABICOR BINZEL-ის განსაკუთრებული TIG აქსესუარების კონცეფციის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა ელექტროდის დამჭერი. ეს აქსესუარი შედგება გაჭრილი კონუსური მილისისა და გაჭირილი კონუსური მილისის კორპუსისგან, აქვს ოპტიმიზირებული გაგრილების ზედაპირი და უზრუნველყოფს ფოლფრამის ელექტროდის საუკეთესო პოზიციონირებას. აღნიშნული კონცეფცია გამორიცხავს TIG აქსესუარის - ჩამჭერი მილისის საჭიროებას, რაც ასევე მოსახერხებელია შენახვისთვის.
შესაფერისი TIG საშემედუღებლო ელექტროდის მოძიება
ვოლფრამის ელექტროდები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც TIG საშემდუღებლო ელექტროდები, გამოიყენება ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღებისთვის. ხელმისაწვდომია მათი დიზაინისა თუ ნაწილების ფართო არჩევანი. თუმცა, TIG შედუღების ყველა ელექტროდის მთავარი ნაწილია ვოლფრამი. ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღების ამოცანის შესრულებისას შესაფერისი ვოლფრამის ელექტროდის გამოყენებას როდესაც შეეხება საკითხი, უნდა ვიცოდეთ ვოლფრამზე დამატებული მასალების თვისებები. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მოკლე მონახაზი, თუ რომელი ვოლფრამის ელექტროდი შეიძლება იყოს თქვენი საქმიანობისთვის შესაფერისი:
E3® იისფერი |
WLa 15 ოქროსფერი |
WLa 20 ლურჯი |
WCe 20 რუხი |
WP მწვანე |
WZr 08 თეთრი |
|
მუდმივი დენის მინუს პოლუსი | +++ | ++ | +++ | + | – | – |
ცვლადი დენი | +++ | + | + | + | + | ++ |
რკალის სტაბილურობა | ++ | + | ++ | + | – | ++ |
აალებადობა | ++++ | ++ | +++ | + | – | + |
გამძლეობა | ++++ | ++ | +++ | + | + | ++ |
მძიმე შენადნობი ფოლადის შედუღების შესაძლებლობა | ++++ | +++ | +++ | +++ | – | – |
ალუმინის შედუღების შესაძლებლობა | ++++ | + | + | + | ++ | ++ |
ABICOR BINZEL-ის მიერ შექმნილი გამძლე, უნივერსალური E3® ვოლფრამის ელექტროდები (მისართი: ოქსიდის იშვიათი არაორგანული ნაერთები) უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგებს TIG შედუღებაში. ელექტროდები იწარმოება ჩვენს საკუთარ წარმოების ქსელში და შეესაბამება EN ISO 6848 სტანდარტს. თითოეული ელექტროდის შეფუთვაზე დატანილია სერიული ნომერი, რაც დიაგნოსტირებისას აადვილებს იდენტიფიკაციას. მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია სერიული წარმოების სერთიფიკატისა და უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლის გაცემა.
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია ვოფლრამის ელექტროდის შესახებ. კერძოდ, ინფორმაცია TIG საშემდუღებლო ელექტროდის გახეხვისა და ვოლფრამის ელექტროდის ფერების თაობაზე, რაც უნდა გაითვალისწინოთ TIG ელექტროდების შერჩევისას. ასევე მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა გამოყენებული მასალებისა და შედუღების ფუნქციებისა და გამოყენების ძირითადი სფეროების შესახებ.
TIG სანთურები: აწყობა
ABICOR BINZEL-ის დანომვრის სისტემის ვარიანტების გამოყენებით შესაძლებელია ყველა TIG სანთურისა თუ ABITIG® სანთურის კონფიგურირება ინდივიდუალურად. TIG კონფიგურატორი ამ შემთხვევაში შესანიშნავი დამხმარეა. ABICOR BINZEL-ის TIG სანთურის ყელის სტრუქტურა და ცვეთადი ნაწილები, რომლებსაც აქვს ერთი ან ორ ციფრიანი აღნიშვნა, მაგალითად, როგორიცაა - ABITIG® GRIP 17, შეესაბამება LINDE®-ს სტილის საერთაშორისო სტანდარტს. ამ TIG სანთურებს აქვს კერამიკული გაზის საქშენები, გაჭრილი კონუსური მილისი და მილისის კორპუსი.
მცირე ზომის სანთური დიდი წარმადობით
ABICOR BINZEL -ის TIG საშემდუღებლო სანთური, რომელსაც აქვს სამ ციფრიანი აღნიშვნა, როგორიცაა, მაგალითად, ABITIG® GRIP 260, განსხვავდება ტექნოლოგიური ჩანაფიქრის, სანთურის ყელის დიზაინისა და ცვეთადი ნაწილების თვალსაზრისით. ელექტროდის დამჭერი, ჩამჭერი მილისისა და ჩამჭერი მილისის გარსაცმის ინოვაციურ კომბინაციაში და ოპტიმიზირებული გაგრილების ზედაპირი განსაკუთრებით გამორჩეულია. ABITIG® ხაზის ABICOR BINZEL-ის TIG საშემდუღებლო სანთურებს, სამ ციფრიანი აღნიშვნით, აქვთ უფრო პატარა ზომის სანთურის ყელი და მხოლოდ ერთი ცვეთადი ნაწილი, რომელიც სტანდარტულ LINDE®-ს სტილის ბაზარზე არსებულ ნაწილებზე შედარებით მცირე ზომისაა. ისინი გამოირჩევა მაღალი წარმადობით და შესადუღებელ წერტილთან უკეთესად მიდგომის საშუალებას იძლევა, ვიდრე სხვა ზომის TIG სანთურები.
ABICOR BINZEL- ის ორიგინალი ვოლფრამის ელექტროდები იდეალურად არის ინტეგრირებული ამ TIG სანთურებთან ისე, რომ სითბოს გამოყოფა ოპტიმალურად მოხდეს და ელექტროდი ნაკლებად გაცვდეს. მთლიანობაში, ABICOR BINZEL-ის TIG სანთურების სხვადასხვა ტიპების საკმაოდ მოქნილი, მცირე წონის სადენების ნაკრების მართვა საკმაოდ კომფორტულია და ინდივიდუალურად შესაძლებელია მათი კომფორტულ პოზიციებში მორგება. ABITIG® GRIP-ის სახელურების სხვადასხვა ტიპის მოდულები უზრუნველყოფს საშემდუღებლო აპარატის დისტანციურ მართვას. იდეალურია უმაღლესი ტექნიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად!
ABICOR BINZEL-ის All ABITIG®-ის სერიის საშემდუღებლო სანთურები, ე.წ. V სანთურები (სარქველიანი სანთურები) ხელმისაწვდომია სტანდარტული ABITIG® GRIP-ის სახელურით, ასევე წარმოდგენილია „პატარა“ ვერსიაც, შედუღებისას ნაწილების მარტივად ხელმისაწვდომობისა და ოპტიმალური მართვის უზრუნველსაყოფად. ყველა ერგონომიული ფორმის სახელურს ჩამონტაჟებული აქვს რბილი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს კარგ ჩაჭიდებას სანთურის მიმართულების მიცემისას და შესაბამისად - ოპტიმალურ მართვას.
TIG საშემდუღებლო სანთურების გამოყენება
თუ სასურველია ძალიან მაღლი ხარისხის ნაკერი ან თუ შეღწევის კონცენტრაციაა საჭირო და ძალიან მცირე ზონაზე უნდა მოხდეს სითბური ზემოქმედება, გამოიყენება ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღება. მართალია, სამუშაო პროცესი უფრო ნელია, ვიდრე MIG/MAG (ინერტული/აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური) შედუღებისას, მაგრამ ხარისხი ამ შემთხვევაში რაოდენობაზე მნიშვნელოვანია. TIG საშემდუღებლო სანთურით შესაძლებელია ყველა მეტალის დადუღება ხელით ან ავტომატურად. TIG სანთურები განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც გამოყენებულია შენადნობი ფოლადი, სპეციალური მასალები (მაგ. ნიკელის და კობალტის შენადნობები) ან მსუბუქი მეტალები, როგორიცაა:
- ტიტანი
- მაგნიუმი
- თუთია სპილენძი
- ალუმინი
ვინაიდან TIG შედუღებას მიმართავენ, როდესაც საჭიროა გარედან შესამჩნევი და ამავდროულად ვიზუალურად დახვეწილი ნაკერების გაკეთება, ჩვეულებრივ ის გამოიყენება აპარატებისა და მილების კონსტრუქციებში, ველოსიპედების ჩარჩოს წარმოებისთვის ან ქიმიურ და კვების მრეწველობაში. სიმძლავრის მოთხოვნებისა და გამოყენების არეალის შესაბამისად, არსებობს განსხვავებები TIG სანთურების ტიპებს შორის.
ABICOR BINZEL-ის TIG საშემდუღებლო სანთურების, ისევე როგორც შესაბამისი ცვეთადი ნაწილების, შეძენა შესაძლებელია ABICOR BINZEL-ის გლობალური ქსელის დისტრიბუტორებისგან, მათ შორის, ორიგინალი ABICOR BINZEL-ის კერამიკურლი გაზის საქშენების, ელექტროდების დამჭერების, ჩამჭერი მილისების, უკანა სახურავების, ვოლფრამის ელექტროდებისა და სხვ.