პლაზმური შედუღების სანთურები
ოპტიკურად შესანიშნავი საშემდუღებლო ნაკერები, ღრმა შეღწევა და სითბური ზემოქმედების ვიწრო ზონა გარანტირებულია ABICOR BINZEL-ის პლაზმური შედუღების სანთურებით. მათში გაერთიანებულია MIG/MAG (ინერტული/აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური შედუღების) და TIG (ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღების ) შედუღების დადებითი ელემენტები. პლაზმური შედუღების სანთურები მუშაობს TIG შედუღების აპარატზე და სტრუქტურით და დიზაინით ძალიან გავს TIG საშემდუღებლო სანთურებს.
სრული ინფორმაცია პლაზმური შედუღების შესახებ ერთი თვალის გადავლებით
პლაზმური შედუღების სანთურები ABICOR BINZEL-ისგან
ერთი მხრივ ისინი ძალიან მტკიცეა, აქვს ოპტიმალური გაგრილების სისტემა და მეორე მხრივ, ერგონომიული „GRIP“ დიზაინის სახელურის წყალობით, ABICOR BINZEL-ის პლაზმური ჭრის სანთურები წარმოადგენს უკვე შემოწმებულ და აპრობირებულ ინსტრუმენტს, ხელით შედუღებისთის. ABICOR BINZEL-ის პლაზმური შედუღების სანთურები მუშაობს ძალიან სტაბილურად და საიმედოდ. ოპტიმალური მართვის სისტემის გამო ყველა საშემდუღებლო ამოცანის შესრულება შესაძლებელია ზუსტად. სუფთა საშემდუღებლო ნაკერები აღარ მოითხოვს ხელმეორედ დამუშავებას, რაც დროის დაზოგვის საშუალებაა. წარმადობისა და გამძლეობის თვალსაზრისით, საკმაოდ სასიამოვნოა პლაზმური საშემდუღებლო სანთურების გამოყენება!
რისთვის გამოიყენება პლაზმური საშემდუღებლო სანთურები?
თუ საჭიროა დიდი რაოდენობით, მაღალი სიზუსტით შესრულებული საშემდუღებლო ნაკერების მიღება, გამოიყენება პლაზმური შედუღების სანთურები. TIG შედუღებისგან განსხვავებით, პლაზმური შედუღების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, უფრო კონცენტრირებული ენერგიის მიწოდების გამო. ამავდროულად, ნაკლებია დეფორმაცია. პლაზმური შედუღების საშუალებით შესაძლებელია ყველანაირი ელექტროგამტარი მასალის შედუღება, მაგალითად როგორიცაა
- კონსტრუქციული ფოლადი
- უჟანგავი ფოლადი
- ალუმინი
- ალუმინის შენადნობები
- სპილენძი
- სპილენძის შენადნობები
პლაზმური შედუღება ხშირად გამოიყენება უჟანგავი ფოლადის დამუშავებისას, რის გამოც პლაზმური შედუღების სანთურები ძალიან პოპულარულია კვების მრეწველობასა და სამედიცინო ტექნოლოგიებში. ასევე, ისინი გამოიყენება კონტეინერებისა და აპარატების წარმოებაში, საავიაციო და საავტომობილო ინდუსტრიაში. პლაზმური შედუღების პროცესის შედეგად მიიღება ვიზუალურად სწორი, გლუვი და ზუსტი ტექსტურის ნაკერი.
პლაზმური შედუღების სანთურები და მათთან დაკავშირებული პლაზმური შედუღების აქსესუარები, რომლებსაც აწარმოებს ABICOR BINZEL, შეგიძლიათ შეიძინოთ ABICOR BINZEL სპეციალიზირებულ საშემდუღებლო დისტრიბუტორებთან.