MIG/MAG საშემდუღებლო სანთური - Push-Pull Plus (დაწოლა-გამოქაჩვა პლუსი)
სრულყოფილი მავთულის მიმწოდი მექანიზმი ...
Push-Pull Plus სერიის საშემდუღებლო სანთურები შექმნილია სპეციალურად ალუმინის შედუღებისთვის ან/და წვრილი მავთულების გამოყენებისთვის, რაც შესაძლებელს ხდის მავთულის უპრობლემო, თანმიმდევრულ და უწყვეტ მიწოდებას, გრძელი სადენების ნაკრების შემთხვევაშიც კი. მძლავრი და მტკიცე გამოსაქაჩი ძრავი და პოტენციომეტრი უზრუნველყოფს სიჩქარის ზუსტ რეგულირებას. მავთულის ოპტიმალური მიწოდებისთვის, ხახუნის გამო წარმოქმნილი შეფერხებების გარეშე, მიმწოდი როლერების კონტაქტის დაწოლა შეიძლება დარეგულირდეს ზუსტად და მარტივად პირდაპირ სახელურზე. ერგონომიული სახელურის წყალობით, სანთურის ხელში ჭერა უფრო ოპტიმალური და ნაკლებად დამღლელია.
ჩასახრახნი სანთურის ყელი შეიძლება ადვილად შეიცვალოს. ეს დეტალი შეიძლება იყოს სწორი ან 45 გრადუსით მოხრილი კუთხით. სახელურსა და სანთურის ყელს შორის სპეციალური ინტერფეისი შესაძლებელს ხდის ყელის 360 გრადუსამდე მობრუნებას. ყველა სანთური, როგორც გაზით, ასევე სითხით გაგრილებადი, 400 ამპერამდე სიმძლავრით, ეფუძნება აპრობირებულ სანთურის ყელის დიზაინს -“MB”.
ეს სანთურები ძირითადად გამოიყენება ნავსადგურებში, კონტეინერებისა და გემების მწარმოებლების მიერ და სხვ., ასევე მანქანებისა და ვაგონების მშენებლობაში. მოსახერხებელია ყოველთვის, როდესაც ზუსტი და უწყვეტი მავთულის მიწოდება არის აუცილებელი.
- სტანდარტული Push-Pull სერიის სანთურების იდენტური ძრავის მახასიათებლები
- თანმიმდევრული და უპრობლემო მავთულის მიწოდება, მძლავრი გამოსაქაჩი ძრავის წყალობით
- ზუსტი საკონტაქტო დაწოლის რეგულირება მავთულის მიმწოდებელ როლერებზე, პირდაპირ სანთურზე
- სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სანთური მიწოდებული იქნას პოტენციომეტრთან ერთად, სიჩქარის დასარეგულირებლად.
- ცვეთადი ნაწილები არის უკვე აპრობირებული „MB“ სერიის სანთურების ნაწილების იდენტური, რაც ამცირებს მარაგების საჭიროებას
- ოპტიმალური სანთურის გაგრილება, რაც ნიშნავს იარაღის დიდხანს გამძლეობას
- მტკიცე დიზაინი - დიდხანს მუშაობის გარანტია
გაზით გაგრილებადი MIG/MAG საშემდუღებლო სანთური - Push-Pull Plus
ტექნიკური მონაცემები EN 60 974-7 სტანდარტის მიხედვით:
ტიპი: | Push-Pull Plus 36 D |
კატეგორია | |
CO2: | 300 A |
შერეული გაზები M21*: | 270 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 60 |
მავთული-Ø (mm): | 0,8 - 1,2 |
* DIN EN ISO 14175 14175 სტანდარტის მიხედვით
შეფასებულია VDE სტანდარტის, ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0.05xl) დენის წყაროს გამოყენებით. იმპულსური შედუღებისას, კოეფიციენტი მცირდება 35%-ით.
სითხით გაგრილებადი MIG/MAG საშემდუღებლო სანთური - Push-Pull Plus
ტექნიკური მონაცემები EN 60 974-7 სტანდარტი მიხედვით:
ტიპი: | Push-Pull Plus 401 D |
კატეგორია | |
CO2: | 400 A |
შერეული გაზები M21*: | 350 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 100 |
მავთული -Ø (mm): | 0,8 - 1,2 |
* DIN EN ISO 14175 სტანდარტის მიხედვით
შეფასებულია VDE სტანდარტის, ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0,05xl) დენის წყაროს გამოყენებით. იმპულსური შედუღებისას, კოეფიციენტი მცირდება 35%-ით. წყლის რეცილკულატორის რეკომენდირებული გაგრილების სიმძლავრეა დაახლოებით 800 ვტ. სადენების კომპლექტის შემადგენელი ნაწილების ზედმეტი სიმხურვალისა და დადუღებისგან დასაცავად, გირჩევთ, მინიმუმ ოთხ წუთიან გაგრილების ციკლს შედუღების შემდგომ.