MIG/MAG შედუღების სანთურები - MB GRIP
შესანიშნავი ერგონომიკა და მოხერხებულობა ...
“MB GRIP”-ის სერიის MIG/MAG (ინერტული/აქტიური აირის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური) შედუღების სანთურები, ჰაერისა თუ სითხით გამაგრილებელი სისტემებით, საუკეთესო ვარიანტია ამ ტიპის სანთურებს შორის. მათში გაერთიანებულია პროგრესული ტექნოლოგია და ხარისხი, ოპტიმალურ ერგონომიკათან, რაც ნებისმიერი გამოყენებისას იძლევა დაუბრკოლებელი მუშაობის შესაძლებლობას.
სახელურის (“GRIP”) შუასადები და ბურთულა სახსარი უზრუნველყოფს საკმაოდ უსაფრთხო მოჭიდებას და ამასთანავე, ოპტიმალურ გამოყენებას. ყველა სანთური შექმნილია დაკვირვებით კომფორტული და ზუსტი მუშაობისთვის.
არგუმენტები, რომლებიც ყველაფერზე მეტყველებს:
- ერგონომიული მოკლე სახელური, „GRIP”-ის შუასადებით, განკუთვნილია ადვილად მიდგომისთვის;
- “GRIP”-ის რბილი ნაწილები ხელისა და ცერა თითის მოსაკიდებელ ადგილებზე უზრუნველყოფს ექსტრემალურ პირობებშიც ხელის კარგად მოჭიდებას;
- მოკლე ბურთულა სახსარი, მოძრაობის ოპტიმალური რადიუსით, განკუთვნილია ხელის კარგად მოჭიდებისთვის;
- სანთურის ოპტიმალური გაგრილება უზრუნველყოფს სანთურის ხანგრძლივ გამძლეობას
- Bikox® R ტიპის გაზით გაგრილებადი სანთურები უზრუნველყოფს მოხერხებულობას დაბალი ტემპერატურის პირობებშიც, ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი განსაკუთრებულ რეზისტენტულობას, მნიშვნელოვნად მაღალი ტემპერატურისადმი გამძლეობას და ძლიერ ელასტიურობას;
- ABICOR BINZEL-ის ცენტრალური მაერთებლის მეშვეობით შესაძლებელია სანთურის სწრაფად შეცვლა, რაც დაზოგავს თქვენს დროს.
“MB GRIP” სერიის MIG/MAG შედუღების სანთურები, გაზისა გამაგრილებლით
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | MB GRIP 15 AK |
MB GRIP 24 KD |
MB GRIP 25 AK | MB GRIP 26 KD | MB GRIP 36 KD |
კატეგორია | |||||
CO2: | 180 A | 250 A | 230 A | 270 A | 320 A |
შერეული გაზები M21*: | 150 A | 220 A | 200 A | 240 A | 290 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 60 | 60 | 60 | 60 | 60 |
მავთული Ø (mm): | 0,6 - 1,0 | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 |
* DIN EN ISO 14175 სტანდარტის შესაბამისად
შეფასებულია VDE სტანდარტის ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0,05xl) დენის წყაროს გამოყენებით. იმპულსური შედუღებისას მაჩვენებელი მცირდება 35%-ით.
“MB GRIP” სერიის MIG/MAG შედუღების სანთურები, სითხით გამაგრილებლით
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი:: | MB GRIP 240 D | MB GRIP 401 |
MB GRIP 401 D |
MB GRIP 501 | MB GRIP 501 D |
კატეგორია | |||||
CO2: | 300 A | 450 A | 400 A | 550 A | 500 A |
შერეული გაზები M21*: | 270 A | 400 A | 350 A | 500 A | 450 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 100 | 100 | 100 | 100 | 100 |
მავთული Ø (mm): | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 1,0 - 1,6 | 1,0 - 1,6 |
* DIN EN ISO 14175 სტანდარტის შესაბამისად
შეფასებულია VDE სტანდარტის ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0,05xl) დენის წყაროს გამოყენებით. იმპულსური შედუღებისას მაჩვენებელი მცირდება 35%-ით. წყლის რეცილკულატორის რეკომენდირებული გაგრილების სიმძლავრეა დაახლოებით 800 ვტ. კაბელების კომპლექტის შემადგენელი ნაწილების ზედმეტი სიმხურვალისა და დადუღებისგან დასაცავად გირჩევთ მინიმუმ ოთხ წუთიან გაგრილების ციკლს შედუღების შემდგომ.
დოკუმენტაცია
დოკუმენტის ენა
E & F Metall- und Rohrleitungsbau GmbH, ფორენი, გერმანია
უჟანგავი ფოლადი უმაღლესი მოთხოვნებისთვის
E & F წარმოადგენს გამოცდილ სპეციალისტს მეტალის კონტრუქციებისა და მილების წარმოებაში, კვებისა და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, ისევე როგორც სხვა სექტორებში, სადაც მაღალი ხარისხის მოთხოვნაა. მსოფლიოს მასშტაბით 80-ზე მეტი შემდუღებელი მუშაობს ამ კომპანიისთვის. E & F-მა ინტენსიური სატესტო ეტაპის გავლის შემდეგ თავისი საშემდუღებლო სანთურები მთლიანად ABICOR BINZEL-ის პროდუქტებით ჩაანაცვლა.
[ მეტი ] (English)
Gosan S.A., ბილბაო, ესპანეთი
Gosan-ის პროდუქცია ცვლის სამყაროს
1971 წლიდან Gosan ახორციელებს მექანიკური ნაწილებით მიწოდებას ამწეების, გადაზიდვისა და შენახვის სისტემებისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის, როგორც ბაზრის ლიდერი, ფოკუსირებულია ინდივიდუალურად მორგებული დადუღებული შკივების წარმოებაზე, რომლებიც განკუთვნილია მძიმე ტვირთების ასაწევად. ხარისხთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად Gosan-ი იყენებს ABICOR BINZEL-ის ტექნოლოგიას ავტომატური და ხელით შედუღების სამუშაოებისთვის.
[ მეტი ] (English)
Stahl Maschinenbau GmbH & Co. KG, პერკამი, გერმანია
საიმედო ჰიდრავლიკური ავზების წარმოების ხაზი
Stahl Maschinenbau-ის, რომელიც მდებარეობს ბავარიაში, პერკამში, საქმიანობის მთავარი მიმართულებაა ჰიდრავლიკური და დიზელის ავზების წარმოება სამშენებლო მანქანების, ტვირთამწეებისა და ინდუსტრიული ამწეებისთვის. კომპანია აკმაყოფილებს ხარისხისა და სერიული წარმოების უმაღლეს სტანდარტებს, ABICOR BINZEL-ის ავტომატიზებული შედუღების ტექნოლოგიის გამოყენებით
[ მეტი ] (English)