MIG/MAG შედუღების სანთურები - MB EVO
MB EVO კლასიკური ხაზი …
MB EVO სანთურების სერიას აქვს სრულიად ახალი მოხმარების კონცეფცია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს იძლევა ფორმისა და ფუნქციონირების თვალსაზრისით. საშემდუღებლო სანთური ამ შემთხვევაში შემდუღებლის ხელთან ქმნის ძლიერ ჩაჭიდულობას. უნიკალური ერგონომიული სისტემა სახელურთან, ტრიგერის პოზიციასა და დიზაინსა და ბურთულა სახსრის აგებულებასთან ერთობლიობაში, უზრუნველყოფს შედუღებისას კომფორტულ შეგრძნებებს, ნებისმიერ საშემდუღებლო პოზიციაში და ასევე, საუკეთესო შედეგებს.
MIG/MAG შედუღების სანთურები - MB EVO, გაზის გაგრილების სისტემით:
- მტკიცე და ერგონომიული, ავთენტური ორ ნაწილიანი სახელურით;
- ზუსტი და უსაფრთხო ხელი ჩაჭიდებისთვის - ოპტიმალური ტრიგერის პოზიცია და კონუსური სახელურის მოყვანილობა;
- სპეციალური შიდა გეომეტრია, გაზით გაგრილებადი სანთურებით - მყარი მოჭიდებისა და მაქსიმალური მექანიკური გამძლეობისთვის;
- “MB” სისტემის ცვეთადი ნაწილების დადასტურებული კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას;
- მტკიცე, ოპტიმალური ზომის ცენტრალური კონექტორი.
MIG/MAG შედუღების სანთურები - MB EVO, სითხით გაგრილების სისტემით:
- მტკიცე და ერგონომიული ავთენტური ორ ნაწილიანი სახელური;
- “MB” სისტემის ცვეთადი ნაწილების დადასტურებული კონცეფცია და გამტარი შლანგები;
- ოპტიმალური ტრიგერის პოზიცია, კონუსური სახელურისა და დახვეწილი ბურთულა სახსრის მოყვანილობა, ნებისმიერ საშემდუღებლო პოზიციაში კომფორტული მოხმარებისთის;
- ადვილად შესაკეთებელი კონსტრუქცია, უმცირეს ნაწილებამდე, კომფორტულია სხვადასხვა სივრცეში უმარტივესი სარემონტო ზომების მისაღებად;
- მტკიცე, ოპტიმალური ზომის ცენტრალური კონექტორი, დაცული შლანგის მიმმართველით.
MIG/MAG შედუღების სანთურები - MB EVO, გაზის გაგრილების სისტემით:
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | MB EVO 15 |
MB EVO 24 |
MB EVO 25 | MB EVO 26 | MB EVO 36 |
კატეგორია | |||||
CO2: | 180 A / 150 A | 250 A | 230 A | 270 A | 320 A |
შერეული გაზები M21*: | 180 A / 150 A | 220 A | 200 A | 240 A | 290 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 35 / 60 | 60 | 60 | 60 | 60 |
მავთული Ø (მმ): | 0,6 - 1,0 | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 |
* DIN EN ISO 14175 სტანდარტის შესაბამისად
შეფასებულია VDE სტანდარტის ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0.05xl) დენის წყაროს გამოყენებით. იმპულსური შედუღებისას მაჩვენებელი მცირდება 35%-ით.
MIG/MAG შედუღების სანთურები - MB EVO, სითხით გაგრილების სისტემით:
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | MB EVO 240 D | MB EVO 401 |
MB EVO 401 D |
MB EVO 501 | MB EVO 501 D |
კატეგორია | |||||
CO2: | 300 A | 450 A | 400 A | 550 A | 500 A |
შერეული გაზები M21*: | 270 A | 400 A | 350 A | 500 A | 450 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 100 | 100 | 100 | 100 | 100 |
მავთული Ø (mm): | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 1,0 - 1,6 | 1,0 - 1,6 |
* DIN EN ISO 14175 სტანდარტის შესაბამისად
შეფასებულია VDE სტანდარტის ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0.05xl) დენის წყაროს გამოყენებით. იმპულსური შედუღებისას მაჩვენებელი მცირდება 35%-ით. წყლის რეცილკულატორის რეკომენდირებული გაგრილების სიმძლავრეა დაახლოებით 800 ვტ. კაბელების კომპლექტის ნაწილების ზედმეტი სიმხურვალისა და დადუღებისგან დასაცავად გირჩევთ მინიმუმ ოთხ წუთიან გაგრილების ციკლს შედუღების შემდგომ.