MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები - ABIMIG® W T
ABIMIG® W T სერიის საშემდუღებლო სანთურები უძლებს უფრო მეტ დატვირთვას ვიდრე იმავე ზომის ჩვეულებრივი სანთურები, ვინაიდან ABICOR BINZEL-ს მიერ შემუშავებული გაგრილების კონცეფცია უკეთესად იცავს სათადარიგო ნაწილებს გადახურებისგან, დიდი ენერგის მოხმარების დროსაც.
ლითონის წვეთების გაფრქვევისგან დამცავი, რომელიც ინტეგრირებულია გაზის საქშენებში, განსაკუთრებულ გამძლეობას მატებს სანთურებს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მათი ცალკე შეცვლა. დამატებით, სანთურის ყელს და გაზის საქშენს აქვს ნიკელის გარსი, რაც მინიმუმამდე ამცირებს გაფრქვეული ლითონის წვეთების მიწებებას.
დასატრიალებელი და შეცვლადი სანთურის ყელის წყალობით, შემდუღებლებს აქვთ შესაძლებლობა ABIMIG® W T-ის სანთური ზუსტად მოარგონ თავიანთ საჭიროებებს, ნებისმიერ სიგრძესა თუ ფორმაზე.
არგუმენტები, რომლებიც ყველაფერზე მეტყველებს:
- დიდხანს მომუშავე ჩასახრახნი გაზის საქშენები, ინტეგრირებული, შეცვლადი ნაპერწკლებისგან დამცავით.
- ერთი ძირითადი სანთური სამი ტიპის სამუშაოსთვის - ამცირებს შენახვისა და მოვლის ხარჯებს.
- სწრაფად შესაცვლელი, თავისუფლად პოზიციონირებადი სანთურის ყელი - ზრდის მუშაობისას კომფორტს და ამცირებს მომსახურების ხარჯებს.
- სხვადასხვა სიგრძისა და მოსახრელი კუთხის სანთურის ყელი - საუკეთესო მიდგომის უზრუნველსაყოფად.
- ხელმისაწვდომია გაფართოებული და მოკლე სასხლეტი მექანიზმები - საუკეთესო მართვისთვის.
- გამოცდილი ერგონომიური ხელის მოსაკიდებელი - ხელში ადვილად დასაჭერი ნებისმიერ პოზიციაში.
სითხით გაგრილებადი MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები - ABIMIG® W T
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | ABIMIG® W T 340 | ABIMIG® W T 440 |
ABIMIG® W T 540 |
გატეგორია | |||
CO2: | 400 A | 500 A | 600 A |
შერეული გაზები M21*: | 350 A | 450 A | 550 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 100 | 100 | 100 |
მავთული Ø (mm): | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,6 | 1,0 - 1,6 |
* DIN EN ISO 14175-ის მიხედვით
შეფასებულია VDE სტანდარტის, ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0.05xl) დენის წყაროს გამოყენებით. წყლის რეცილკულატორის რეკომენდირებული გაგრილების სიმძლავრეა დაახლოებით 800 ვტ. სადენების კომპლექტის შემადგენელი ნაწილების ზედმეტი სიმხურვალისა და დადუღებისგან დასაცავად, გირჩევთ, მინიმუმ ოთხ წუთიან გაგრილების ციკლს შედუღების შემდგომ.
განმარტება: T (turnable) = დასატრიალებელი/შეცვლადი სანთურის ყელი