MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები – ABIMIG® W
პროფესიონალური სანთურები მაღალ ტემპერატურაზე სამუშაოდ ...
ABIMIG® W სერიის სანთურები ასრულებს ABICOR BINZEL-ის სანდო, ბაზარზე აღიარებული ABIMIG® პროდუქციის ხაზს. სითხით გაგრილებად სანთურებში გამოყენებულია ABIMIG® W T სერიის სანთურების ოპტიმიზირებული გაგრილების ტექნიკა, გაუმჯობესებულია ABIMIG® პროდუქციის ხაზი, დამაგრებული სანთურების ყელით მაღალი საშემდუღებლო ძაბვის პირობებში მუშაობის თვალსაზრისით. ABIMIG® W სერიის სანთურები ყოველთვის ოპტიმალურია, როდესაც საჭიროა საუკეთესო შედეგების მიღწევა სანთურის ყელის ერთი ფორმით. სანთურები საკმაოდ გამძლეა სანთურის ყელის ორმაგი ფიქსაციის წყალობით, რაც განსაკუთრებით კარგად იცავს სანთურს მექანიკური დეფორმაციისგან. დახვეწილი ერგონომიკის წყალობით, სახელური კომფორტულად ჯდება ხელში და საშუალებას აძლევს შემდუღებელს უსაფრთხოდ იმოძრაოს ნებისმიერ საშემდუღებლო პოზიციაში.
- თხელი და სწორი სახელური იძლევა სხვადასხვა პოზიციაში დაჭერის საშუალებას
- გრძელი და მოკლე სასხლეტები უზრუნველყოფს საუკეთესო მართვას
- დამცავი შრით დაფარული სანთურის ყელი დამატებითი მეტალის ფიქსაციით.
- მტკიცე დიზაინი მაღალი საშემდუღებლო ჭავლის პირობებში გამოსაყენებლად.
- გამძლე, ჩასახრახნი გაზის საქშენები ინტეგრირებული, შესაცვლელი შხეფებისგან დამცავით
სითხით გაგრილებადი MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები – ABIMIG® W
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | ABIMIG® W 340 | ABIMIG® W 440 | ABIMIG® W 540 |
კატეგორია | |||
CO2: | 400 A | 500 A | 600 A |
შერეული გაზები M21*: | 350 A | 450 A | 550 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 100 | 100 | 100 |
მავთული Ø (mm): | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,6 | 1,0 - 1,6 |
* DIN EN ISO 14175 არტის შესაბამისად
შეფასებულია VDE სტანდარტის, ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0,05xl) დენის წყაროს გამოყენებით. წყლის რეცილკულატორის რეკომენდირებული გაგრილების სიმძლავრეა დაახლოებით 800 ვტ. სადენების კომპლექტის შემადგენელი ნაწილების ზედმეტი სიმხურვალისა და დადუღებისგან დასაცავად, გირჩევთ, მინიმუმ ოთხ წუთიან გაგრილების ციკლს შედუღების შემდგომ.