ABIMIG® სერიის საშემდუღებლო სანთური გემთსაშენისა და საზღვაო მშენებლობისთვის
MIG/MAG საშემდუღებლო სანთური სპეციალურად გემთსაშენებისა და საზღვაო სამშენებლო მძიმე ტექნიკისთვის
მათ უწევთ მეტალის სქელი ფირფიტების შედუღება, შეზღუდულ სივრცეებში მუშაობა და როდესაც დგანან ხარაჩოებზე, აუცილებელია რომ ჰქონდეთ თავიანთი სამუშაო იარაღების იმედი. ესენი არიან შემდუღებლები გემთმშენებლობაში, ისევე როგორც საზღვაო და მძიმე ტექნიკის წარმოებაში. იქ სადაც საკმაოდ მკაცრი სამუშაო პირობები და საშემდუღებლო ამოცანები მუდმივად ცვალებადია, საჭიროა ისეთი საშემდუღებლო სანთურები, რომლებიც ერთდროულად ადვილად გამოსაყენებელიც არის და მტკიცეც და შედუღების სპეციალისტს უმსუბუქებს სამუშაოს. ასეთ საშემდუღებლო სანთურს, განსაკუთრებით, გემთსაშენების პირობებისათვის და ასევე საზღვაო მძიმე ტექნიკის საწარმოებისთვის, წარმოადგენს ABICOR BINZEL-ის მიერ შექმნილი ABIMIG® სერიის გემთსაშენისა და საზღვაო საშემდუღებლო სანთური.
რატომ არის ABIMIG® სერიის გემთსაშენისა და საზღვაო საშემდუღებლო სანთური განსაკუთრებული:
- ყველაზე მსუბუქი და მოქნილი სანთური თავის კლასში
- ოპტიმალურად მორგებული რთულ პირობებზე გემთმშენებლობისა და საზღვაო მძიმე ტექნიკის საწარმოებში
- გამორჩეული ხელის მოსაკიდებელი, ბრუნვადი და შეცვლადი სანთურის ყელი, რომლის გამოცვლაც სწრაფად შეიძლება, იარაღების გარეშე
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
- ABIMIG® სერიის გემთსაშენისა და საზღვაო სანთურის უპირატესობები
- მცირე წონიანი საშემდუღებლო სანთური ABIMIG®-ის სერიიდან
- მოქნილი, მტკიცე ABIMIG®-ის სერიის სანთურის ყელი - ცვალებადი საშემდუღებლო ოპერაციებისთვის
- გადახურებისა და ხახუნის მიმართ გამძლე BIKOX®-ის სადენების ნაკრები
- დადასტურებული სპორტის მეცნიერების მიერ
- დოკუმენტაცია
ABIMIG® სერიის გემთსაშენისა და საზღვაო სანთურის უპირატესობები
ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას
- დადასტურებულად ყველაზე მსუბუქი საშემდუღებლო სანთური მოცემულ კლასში - ამის გამო უფრო მარტივია მისი ხელში დაჭერა
- გაფართოებადი სასხლეტი - ერგება შედუღების სპეციალისტის მოთხოვნებს
- მოქნილი ყელი და მოსახსნელი, შესაცვლელი სანთურის ყელი - კიდევ მეტი მოქნილობა ცვალებადი საშემდუღებლო ოპერაციებისთვის.
ამცირებს სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებულ სტრესს და ზოგავს ხარჯებს
- მოდულარული დიზაინი - მნიშვნელოვნად ამცირებს ცვეთადი ნაწილების შეცვლის დროს
- თავსებადობა - ნაწილები ერგება არსებულ ABIMIG® -ის მოდულარულ სისტემას
- მჭიდროდ შედუღება - დროისა და მასალის დაზოგვა სპეციალური კონტაქტის წვერებისა და გაზის საქშენების წყალობით
უძლებს მკაცრ გარემო პირობებს
- მტკიცე, ადვილად შესაკეთებელი კონსტრუქცია - ხელს უშლის ნაადრევ ცვეთას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ცალკეული ნაწილების სწრაფად შეცვლა, სადენში ინტეგრირებულია დამატებითი სათადარიგო კონტროლის ხაზი.
- ABICOR BINZEL-ის დამცავი შრით დაფარული ცვეთადი ნაწილები - ამცირებს გაფრქვეული ლითონის ნაწილაკების მიწებებას და ზრდის საშემდუღებლო სანთურის გამოყენების ვადას.
- BIKOX®-ის სადენი, რომელიც ხახუნისადმი მდგრადია, უძლებს ძლიერ ულტრაიისფერ გამოსხივებას, მაღალ ტემპერატურასა და შედუღებისას გამოფრქვეულ ნაწილაკებს.
მცირე წონიანი საშემდუღებლო სანთური ABIMIG®-ის სერიიდან
ახალ პატარა სახელურთან, შემცირებულ მთლიან წონასა და საშემდუღებლო ოპერაციის შესაბამისად, სწრაფად მორგებად, შესაცვლელ სანთურის ყელთან შესანიშნავად დაბალანსებული დიზაინი, ABIMIG®-ის სერიის გემთსაშენებისა და საზღვაო საშემდუღებლო სანთურს აქცევს საუკეთესო იარაღად შედუღების სპეციალისტებისთვის გემთსაშენებსა და საზღვაო მძიმე ტექნიკის საწარმოებში.
მსუბუქი საშემდუღებლო სანთური კარგად თავსდება ხელში. ის შეიძლება ასევე ადვილად იქნას მორგებული სხვადასხვა მოთხოვნებზე მხოლოდ რამდენიმე მოქმედებს შედეგად. ამიტომ, კუნთების დაღლილობის შემცირება და ზუსტი შედუღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ კმაყოფილი დარჩებიან როგორც ქალი ასევე მამაკაცი შემდუღებლები და ამავდროულად, შესამჩნევად შემცირდება სამუშაოს დრო და ხარჯი.
მოქნილი და მტკიცე ABIMIG® სერიის სანთურის ყელი ცვალებადი საშემდუღებლო ოპერაციებისთვის
პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შეზღუდული სამუშაო არეალი და რთულად მისადგომი საშემდუღებლო სახსრები, განსაკუთრებით გემთსაშენებში. ABIMIG®-ის გემთსაშენებისა და საზღვაო სერიის საშემდუღებლო სანთურების ყელი შესაძლებელია მორგებული იქნას ახალ საშემდუღებლო ოპერაციაზე ერთი მარტივი დატრიალებით. თუ საშემდუღებლო სახსარი ძნელად მისადგომია, სანთურის ყელი შეიძლება შეიცვალოს უფრო გრძელი ყელით, სულ რამდენიმე მოქმედებით, დამატებითი იარაღების გარეშე. ამით თავიდან ავირიდებთ მატერიალური პრობლემის გამო დიდი მანძილის გავლის საჭიროებას და ამ დროს უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ სამუშაოს გასაგრძელებლად.
მოქნილი სანთურის ყელი – ABIMIG® A T 405 LW
ეს ძლიერი და მოქნილი ყელი ადვილად იხრება საჭირო პოზიციაში და ამასთანავე, იდეალურია ცვალებადი საშემდუღებლო ოპერაციებისთვის. შესაბამის სანთურთან ერთად მისი გამოყენებისას, შესაძლებელია ამ მოქნილი ყელის სრული სიმძლავრით ამუშავება - 400 ამპერამდე (CO2) და 370 ამპერამდე (შერეული გაზები).
სახელური სხვადასხვაგვარი სასხლეტის გაგრძელებით
ყველა შემდუღებელს აქვს საკუთარი მოთხოვნები სახელურზე სასხლეტის პოზიციასთან დაკავშირებით, ზოგს სასხლეტი ურჩევნია ზემოთ, ზოგს- ქვემოთ. თუ შედუღება მიმდინარეობს ზემოთა სასხლეტით, ჩვეულებრივ, უფრო გრძელი სასხლეტია რეკომენდირებული. იგივე შეეხება გრძელი ნაკერების შედუღებასა და მაღალ დატვირთვის კოეფიციენტს, შესაბამისი სითბური გამოსხივებით. ABIMIG®-ის გემთსაშენებისა და საზღვაო სერიის საშემდუღებლო სანთურს აქვს ასარჩევი სასხლეტის დაბოლოება. ის სწრაფად და მარტივად მაგრდება და შედუღებისას მეტ კომფორტს უზრუნველყოფს. თვითონ სახელური იდეალურად და უსაფრთხოდ თავსდება ხელში. მთლიანობაში ეს ყოველივე უზრუნველყოფს სანთურის კარგად დაჭერასა და უსაფრთხოდ მართვას ნებისმიერ სამუშაო პოზიციაში.
გამძლე მოწყობილობა და ცვეთადი ნაწილები
ABICOR BINZEL-ოს ყველა სხვა ცვეთადი ნაწილის მსგავსად, ABIMIG®-ის გემთსაშენებისა და საზღვაო სერიის საშემდუღებლო სანთურებიც უმაღლესი ხარისხისაა, როგორც დამუშვებული მასალის, ასევე წარმადობის თვალსაზრისით.
სანთურის ყელის არხის მიმმართველი
- უზრუნველყოფს მავთულის უსაფრთხო მიმართვას, აბრკოლებს პროცესის სითბოს და უზრუნველყოფს დროის დაზოგვას სანთურის ყელების შეცვლისას.
არხის მიმმართველი სადენის ნაკრებებისთვის
- განსაკუთრეით მტკიცე და სიმხურვალისადმი გამძლეა, აქვს ძალიან კარგი სრიალის ფუნქცია და მნიშვნელოვნად ამცირებს გაზის დანაკარგს, პლასტმასის შრის წყალობით.
კონტაქტის წვერები
- აქვს კარგი ნაკადის გადაცემის ფუნქცია, ამცირებს ლითონის შხეფების მიწებებას ანუ მაღალი ტემპერატურისადმი გამძლეა, კონტაქტის წვერის ტიპის შესაბამისად.
კონტაქტის წვერის დამჭერი
- აქვს ინტეგრირებული გაზის გამანაწილებელი და ამრიგად ამცირებს ცვეთადი ნაწილების რაოდენობას და შესაბამისად - მარაგების საჭიროებასა და ხარჯებს.
მაღალი წარმადობის გაზის საქშენები
- უზრუნველყოფს დიდხანს მუშაობას ოპტიმალური დამცავი გაზის საფარით, დამცავი შრე აირეკლავს სიმხურვალეს და ამცირებს შედუღებისას გამოფრქვეული ლითონის შხეფების მიწებებას და შესაბამისად, გადაბმების წარმოქმნას.
ვიწრო გაზის საქშენები
- უზრუნველყოფს კარგ წვდომას შედუღების სახსართან და პროცესის კარგ ხილვადობას,სათანადო დამცავი გაზით.
ABIMIG®-ის გემთსაშენებისა და საზღვაო სერიის საშემდუღებლო სანთურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა განსაკუთრებული გამძლეობა სიმხურვალისადმი და ძალიან მტკიცე სადენების ნაკრები, რომელიც 30%-ით უფრო მსუბუქია, სხვა მწარმოებლების იგივე კლასის საშემდუღებლო სანთურებთან შედარებით. ნაკლები წონა ნიშნავს ნაკლებ დატვირთვას კუნთებზე და მეტ პროდუქტიულობას. სადენების ნაკრების გამძლეობა ნიშნავს უფრო დიდხანს გამოყენებას, დამატებითი შეკეთების გარეშე, რომელზეც დიდი დრო იხარჯება.
ABIMIG®-ის გემთსაშენებისა და საზღვაო სერიის საშემდუღებლო სანთურის პირდაპირი შედარებისას რვა სხვადასხვა კონკურენტი მწარმოებლის სანთურებთან, სახელურის წონის შედარება მოხდა 1,5 მ. სიმაღლეზე გამოყენებისას. სახელურის წონა მიგვანიშნებს ფიზიკურ დაძაბულობაზე, რომელსაც შემდუღებელი განიცდის სამუშაო საათების განმავლობაში. ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვაჩვენებს კონკრეტულ სიმძლავრეზე (ამპერი) შესაბამისი წონის შესადარებელ მაჩვენებლებს.
კიდევ ერთი ხანგრძლივი კვლევა ჩატარდა ABICOR BINZEL-ის ინიციატივით სპორტის მეცნიერების ინსტიტუტში გისენის იუსტუს ლიბიხის სახელობის უნვერსისტეტში. პირველი კვლევა ამ მიმართულებით განხორციელდა 2010 წელს. კვლევის სახელწოდება იყო „სხვადასხვა საშემდუღებლო სანთურების ზეგავლენა მუშაობის ერგონომიკაზე შედუღების პროცესში, კუნთების დაძაბულობაზე, სუბიექტურ დაძაბულობასა და ხელის დატვირთვაზე დაკვირვებით“. კვლევის შედეგად დაიდო შემაჯამებელი დასკვნა. კვლევისთვის გამოყენებული იყო ABIMIG®-ის გემთსაშენებისა და საზღვაო სერიის საშემდუღებლო სანთური და ორი სხვა ცნობილი მწარმოებლის მიერ შექმნილი საშემდუღებლო სანთური.
დადგინდა, რომ ABIMIG®-ის გემთსაშენებისა და საზღვაო სერიის საშემდუღებლო სანთურის გამოყენებისას მნიშვნელოვნად მცირდებოდა ობიექტური და სუბიექტური დაძაბულობა როგორც მამაკაც, ასევე ქალ შემდუღებლებში.
ზემოაღნიშნული ნიშნავს, რომ:
- წინამხარი და ხელის მტევანი ნაკლებად დაძაბულია და ამრიგად, უკეთესად უჭირავს საშემდუღებლო სანთური
- მხარი და კისრის ზონა, სადაც კუნთების დაჭიმულობა ყველაზე მეტია, ნაკლებად იყო დაძაბული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძვალკუნთოვანი სისტემის როგორც აქტიური ასევე პასიური ქსოვილები ნაკლებად იტვირთება
- ნაკლები კუნთოვანი დაძაბულობა ამცირებს ჩივილებს და ძვალკუნთოვან დაავადებებს და შესაბამისად, წარმოადგენს პრევენციულ ზომას.
აღნიშნული სამეცნიერო სპორტული კვლევით დადასტურდა, რომ ABICOR BINZEL-ის ABIMIG®-ის გემთსაშენებისა და საზღვაო სერიის საშემდუღებლო სანთური კონკრეტულად ამ ინდუსტრიის მოთხოვნებისთვის იდეალურად მორგებული ხელით სამართავი სანთურია.