MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები – ABIMIG® GRIP W
MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები – ABIMIG® GRIP W
ABIMIG® GRIP W სერიის MIG/MAG (ინერტული/აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური შედუღების) სითხით გაგრილებად საშემდუღებლო სანთურებში, ინოვაციური ორკომპონენტიანი სახელურის სისტემით - “GRIP”, გაერთიანებულია ერგონომიულობა, საერთო მოდულის ყველა ვარიანტი (გადართვისა და მართვის ფუნქციები) და სასხლეტი კორპუსის ზედა ნაწილში “GRIP”-ის სახელურის სადები და ბურთულა სახსარი უზრუნველყოფს უსაფრთხო მოჭიდებას და ოპტიმალურ ხელის მოკიდებას.
სითხით გაგრილებადი ABIMIG® GRIP W სერიის MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები განსაკუთრებით კარგად გამოიყენება იმპულსურ რკალურ შედუღებაში, მისი ოპტიმიზებული ორმაგი წრიული გაგრილების სისტემის წყალობით, რომელიც უზრუნველყოფს „ექსტრა-გრილ“ ცვეთად ნაწილებს და ამავდროულად, გამოყენების მეტ ვადას.
ყველა სანთური გულმოდგინედ შექმნილია კომფორტული და ზუსტი მუშაობისთვის.
არგუმენტები, რომლებიც ყველაფერზე მეტყველებს:
- ორმაგი წრიული გაგრილების სისტემა, გასაგრილებელი სითხის გაზრდილი ნაკადით და ახალი სიმხურვალის დისიპაცია, ოპტიმალური ენერგიისა და სითბოს მისაღებად, უზრუნველყოფს გაშხეფებული ლითონის ნაწილაკების ნაკლებად მიწებებას და ამასთანავე, ცვეთადი და სათადარიგო ნაწილების განსაკუთრებულად გრძელვადიან გამოყენებას.
- სანთურის ყელის დამატებითი დამცავი შრე, ულტრაიისფერი სხივების, ოზონისა და მაღალი ტემპერატურისგან დასაცავად - სანთურის უფრო ხანგრძლივი მოხმარებისთვის.
- ახლად შემუშავებული სანთურის ყელი და ABIMIG® GRIP-ის ბურთულა სახსრიანი ხელის მოსაკიდებელი სისტემა უზრუნველყოფს ოპტიმალურ ბალანსს საშემდუღებლო ამოცანებისთვის მაშინაც კი, როდესაც რთულია მიდგომა.
- წვერის დამჭერის გარდა, ABIMIG® GRIP W 555-ის სერიის ყველა ცვეთადი და სათადარიგო ნაწილი ერგება MB 401/501-ის სერიის სანთურებს - ნაკლები მარაგების საჭიროება.
- მექანიკურად მდგრადი და მტკიცე წვერის დამჭერი (შედუღებული ან შეცვლადი) - გრძელვადიანი გამოყენება.
სითხით გაგრილებადი MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები – ABIMIG® GRIP W
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | ABIMIG® GRIP W 555 D / 555 D TS |
ABIMIG® GRIP W 555 |
ABIMIG® GRIP W 605 | ABIMIG® GRIP W 605 D | ABIMIG® GRIP W 605 C |
კატეგორია | |||||
CO2: | 550 A | 575 A | 625 A | 600 A | 600 A |
შერეული გაზები M21*: | 500 A | 525 A | 575 A | 550 A | 550 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 100 | 100 | 100 | 100 | 100 |
მავთული Ø (mm): | 0,8 - 1,6 | 0,8 - 1,6 | 1,0 - 1,6 | 1,0 - 1,6 | 1,0 - 1,6 |
* DIN EN ISO 14175 სტანდარტის მიხედვით
შეფასებულია VDE სტანდარტის ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0.05xl) დენის წყაროს გამოყენებით. იმპულსური შედუღებისას მაჩვენებელი მცირდება 35%-ით. წყლის რეცილკულატორის რეკომენდირებული გაგრილების სიმძლავრეა დაახლოებით 800 ვტ.