MIG/MAG-საშემდუღებლო სანთურა ABIMIG® A T S LW
მტკიცე MIG/MAG მანუალური სანთურა პატარა სახელურით
ეს სწორედ ის არის, რასაც საშემდუღებლო ტექნოლოგიის სამყარო ელოდა: პატარა სახელურიანი მსუბუქი საშემდუღებლო სანთურები კარგად ცნობილი ABIMIG® ხაზისგან. შექმნილია ოპტიმიზირებული ერგონომიულობით და მოქნილი ტრიგერით, ABICOR BINZEL-ის ABIMIG® A T S LW მანუალური სანთურები სპეციალურად შექმნილია იმ შემდუღებლებისთვის, რომელთაც ურჩევნიათ პატარა და კომპაქტური სახელური.
ABIMIG® სტანდარტულ საშემდუღებლო სანთურასთან შედარებით, შემცირდა სახელურის სიგრძე, სახელურის დიამეტრი და ტრიგერამდე მანძილი. ეს საშუალებას იძლევა არაჩვეულებრივად მართოთ მსუბუქი წონით.
თუ თქვენ ასევე გჭირდებათ მანუალური სანთურები, რომლებიც ამავდროულად მტკიცე და გამძლეა, თქვენ ABIMIG® A T S LW საშემდუღებლო სანთურით გექნებათ ყველა უპირატესობა ერთი ტიპის სანთურაში კომბინირებული.
ABIMIG® A T S LW-ს ყველა მანუალური სანთურა გთავაზობთ შემდეგ უპირატესობებს:
- პატარა, კომპაქტური სახელური
- ძალიან მსუბუქი, კუნთების ნაკლები დაძაბვა
- მოიცავს მოსახსნელ ტრიგერის დამაგრძელებელს, შედუღებისას მეტი კომფორტისთვის
- კომპაქტური და მძლავრი
- აღიარებული შეცვლადი სანთურის ყელების ფართო ასორტიმენტი
- დიდხანს გამძლე, მაღალი ხარისხის ცვეთადი ნაწილები ABIMIG® სანთურის სერიებიდან
ყველაზე პატარა მანუალური სანთურა ABIMIG® სერიებში
რაც უფრო მძიმე და დიდია საშემდუღებლო სანთურა, მით სწრაფად ხდება კუნთების დაღლა და ამავდროულად ცალმხრივი დაძაბვა. შედეგად ვიღებთ ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილს. გაიზარდა მოთხოვნა ამ აღიარებული სერიის პატარა მანუალურ სანთურაზე. ამ მიზნით, ABICOR BINZEL-მა შექმნა ABIMIG® სანთურის ხაზი და ეს სანთურები სადენის ნაკრების ჩათვლით 50%-ით ნაკლებს იწონის.
ABIMIG® A T S LW სანთურის ხაზი პატარა თხელი სახელურით იდეალური გადაწყვეტაა თუ გსურთ პატარა, კომპაქტური მანუალური სანთურა ან თუ გაქვთ პატარა ხელები და გსურთ სხვებივით კომფორტულად შეადუღოთ. ABIMIG® A T S LW მანუალური სანთურით თქვენ შეგიძლიათ უფრო კომფორტულად და დიდი გამძლეობით შედუღება.
განსხვავებები ნათლად შესამჩნევია:
რაც საუკეთესოა, მოსახსნელი დაგრძელებადი ტრიგერი კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის მუშაობას, რადგან თქვენ შეგიძლიათ მოხსნათ ის თქვენი სურვილისამებრ. აი როგორ: აიღეთ სახრახნისი, კალამი ან საშემდუღებლო მავთულის დაბოლოება და ჩაპრესეთ ის ფიქსირებული ტრიგერის ფოსოში. დაგრძელების ნაწილი მოიშვებს და შესაძლებელია მისი მოხსნა.
მოქნილი: როცა საშემდუღებლო ამოცანები ხშირად იცვლება
თქვენ იცით რა არის პრობლემა: ხანდახან თქვენ გრძელყელიანი სანთურა გჭირდებათ შედუღების შეერთებაზე მისაწვდომად, ხანდახან მოკლეც საკმარისია. ან აპლიკაციისთვის თქვენ გჭირდებათ მანუალური სანთურა მოხრის მცირე კუთხით, ხოლო სხვა აპლიკაციისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ მოხრის დიდი კუთხის მქონე სანთურა. ABIMIG® A T S LW მანუალური საშემდუღებლო სანთურებით და სხვადასხვა დიზაინის შეცვლადი ყელებით, ეს გაცილებით უფრო ძლიერია. სანთურის ცვლადი ყელები საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს დაატრიალოთ ყელი და შეცვალოთ ზემო და ქვემო ტრიგერს შორის.
ხშირად ცვალებადი საშემდუღებლო ამოცანებისთვის, თქვენ ყოველ ჯერზე ცალკეული საშემდუღებლო სანთურა არ გჭირდებათ, რადგანაც ABIMIG® საშემდუღებლო სანთურის ხაზით თქვენ შეგიძლიათ წვდომა სანთურის ყველა იმ შეცვლად ყელზე, რომელთაც ეს სერია გთავაზობთ:
- სხვადასხვა ზომისა და მოხრის კუთხის მქონე სანთურის შეცვლადი ყელები
- სხვადასხვა სიგრძის მოქნილი სანთურის ყელები
- ძალიან მსუბუქი და მტკიცე გემთსაშენი სანთურის ყელები
- სანთურის შეცვლადი ყელები მოკლე წინა დაბოლოებით განსაკუთრებით ვიწრო ღრეჩოებისთვის
- სანთურის ყელები თვით-დამცავი ბირთვიანი მავთულებისთვის
ეს საშუალებას გაძლევთ მარტივად და სწრაფად შეცვალოთ სანთურის ყელები ინსტრუმენტების გარეშე და კიდევ უფრო მეტ მოქნილობას გთავაზობთ საშემდუღებლო ამოცანების შეცვლისთვის.
1 მოქნილი ყელები
2 სხვადასხვა ფორმის სტანდარტული ყელები
3 გემთსაშენი ყელები
4 შეცვლადი ყელები მოკლე წინა დაბოლოებით
5 ტრიგერის დამაგრძელებელი
6 შეცვლადი ყელები თვით-დამცავი ფლუსის გულარიანი მავთულისთვის
7 ვიწრო ღრეჩოს გაზის საქშენები
8 კონუსისებრი & ცილინდრული გაზის საქშენების სხვადასხვა ვერსიები
9 კვამლის გამწოვი ნაკრები
10 მექანიზმის სხვადასხვა მაკავშირებლები
პრაქტიკული: ABIMIG® A T S LW საშემდუღებლო სანთურის სათადარიგო ნაწილები
თქვენ უკვე მუშაობთ ABIMIG® A T LW, ABIMIG® A LW ან ABIMIG® გემთსაშენი & სანაპირო კონსტრუქციის საშემდუღებლო სანთურებით? თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი სათადარიგო ან ცვეთადი ნაწილები მთლიანი პატარა სახელურიანი ABIMIG® A T S LW სანთურის ხაზისთვის. ამ გზით თქვენ შეამცირებთ ცვეთადი ნაწილების ოდენობას და დაზოგავთ შენახვის დამატებით ხარჯებს.
სანთურის ყელის არხის მიმმართველი
- უზრუნველყოფს მავთულის უსაფრთხო მიმართვას, აბრკოლებს პროცესის სითბოს და უზრუნველყოფს დროის დაზოგვას სანთურის ყელების შეცვლისას.
არხის მიმმართველი სადენის ნაკრებებისთვის
- განსაკუთრებით მტკიცე და თბომედეგია, აქვს ძალიან კარგი დაცურების მახასიათებელი და მნიშვნელოვნად ამცირებს გაზის დანაკარგს მათი პლასტმასის დანაფარის გამო.
კონტაქტის წვერები
- გააჩნია დენის გატარების ძალიან კარგი მახასიათებლები, ამცირებს ნაპერწკლების ადჰეზიას ან უძლებს მაღალ ტემპერატურას, კონტაქტის წვერის ტიპის მიხედვით.
კონტაქტის წვერის დამჭერი
- გააჩნია ინტეგრირებული გაზის გავრცელება და ამ გზით ამცირებს ცვეთადი ნაწილების რაოდენობას და ამდენად მარაგის შენახვასა და ხარჯებს.
მაღალი საექსპლუატაციო თვისებების გაზის საქშენები
- უზრუნველყოფს ხანგრძლივ საექსპლუატაციო დროს ოპტიმალური აირდამცავი გარემოთი, დანაფარი ირეკლავს სითბოს და ამცირებს შედუღების ნაპერწკლების ადჰეზიას და ამდენად, ამოზნექილობების წარმოქმნას.
ვიწრო ღრეჩოიანიგაზის საქშენები
- უზრუნველყოფს კარგ ხელმისაწვდომობას საშემდუღებლო შეერთებაზე და პროცესის კარგ ხედვას კარგი აირდამცავი გარემოს საშუალებით.