MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები – ABIMIG® A T LW
MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები – ABIMIG® A T LW
ახლად შექმნილი, განსაკუთრებით მსუბუქი “ABIMIG® A T LW” სერიის MIG/MAG (ინერტული/აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური შედუღების) საშემდუღებლო სანთურები, ერგონომიული, უნივერსალური ორკომპონენტიანი სახელურით, უზრუნველყოფს სრულ მოქნილობას. ისინი, სტანდარტულად, აღჭურვილია ბურთულა სახსრით და მსუბუქი “Bikox® LW”-ის სადენების კომპლექტით, ასევე, შეცვლადი, 360°-ით მბრუნავი სანთურის ყელით, რაც ერთობლიობაში, უზრუნველყოფს ნებისმიერ პოზიციაში ერგონომიულ და ძალდაუტანებელ შედუღებას.
არგუმენტები, რომლებიც ყველაფერზე მეტყველებს:
- ახალი საშემდუღებლო სანთურის სერია და მსუბუქი “Bikox® LW”-ის სადენების კომპლექტი - სანთურის წონის შემცირება 50%-მდე.
- უნივერსალური კონტაქტის წვერის დამჭერი (კონტაქტის წვერის, გაზის დიფუზორისა და გაზის საქშენის დამჭერები ერთ კონსტრუქციაში) - სათადარიგო ნაწილების შემცირება და შესაბამისად, ხარჯების შემცირება.
- ჩასახრახნი, თერმულად იზოლირებული გაზის საქშენი - სანთურის ხანგრძლივი მოხმარება და ხარჯების შემცირება.
- სატრიალებელი, სწრაფად შეცვლადი სანთურის ყელი - მეტი კომფორტი მუშაობის პროცესში და ნაკლები მომსახურების ხარჯი.
გაზით გაგრილებადი MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები ABIMIG® A T LW
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | ABIMIG® A T 155 LW | ABIMIG® A T 255 LW |
ABIMIG® A T 305 LW |
ABIMIG® A T 355 LW | ABIMIG® A T 405 LW** |
კატეგორია | |||||
CO2: | 190 A | 240 A | 290 A | 340 A | 400 A |
შერეული გაზები M21*: | 180 A | 220 A | 260 A | 320 A | 370 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 60 | 60 | 60 | 60 | 60 |
მავთული Ø (mm): | 0,8 - 1,0 | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 1,0 - 1,6 | 1,0 - 1,6*** |
* DIN EN ISO 14175 სტანდარტის მიხედვით
** ABIMIG® A T 405 LWმორგებადია 45°-იანი მობრუნებით.
*** 2,4 მმ-მდე, მოთხოვნის შესაბამისად
შეფასებულია VDE სტანდარტის ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0.05xl) დენის წყაროს გამოყენებით. იმპულსური შედუღებისას მაჩვენებელი მცირდება 35%-ით.
განმარტება: T (turnable) = სატრიალებელი/შეცვლადი სანთურის ყელი, LW (lightweight) = მსუბუქი წონის სადენების კომპლექტი.
ყურადღება: მოცემული ვარიანტები შეესაბამება „ძირითად“ ვარიანტს. დამატებითი ვარიანტები (COMBI, VARIO, FREE STYLE) მზადდება შეკვეთით.
ვიდეო
დოკუმენტაცია
დოკუმენტის ენა
CRIST Offshore Sp. zo.o., გდინია, პლონეთი
საზღვაო მშენებლობებისა და პლატფორმების სპეციალისტი
CRIST-ის გემთსაშენს აქვს ყველაზე გრძელი მშრალი დოკი პოლონეთში. იგი აშენებს გიგანტურ კონსტრუქციებსა და გემებს საზღვაო სექტორისთვის. გემთსაშენის საზღვაო სექტორში დასაქმებულია 250 ადამიანი. წლების განმავლობაში კომპანია იყენებს ABICOR BINZEL-ის მოქნილ საშემდუღებლო სანთურებს.
[ მეტი ] (English)
Kranbau Köthen GmbH, კიოტენი, გერმანია
ჩვენ გხსნით ტვირთს
Kranbau Köthen GmbH ქმნის და აწარმოებს ინდივიდუალურ სპეციალურ საწარმოო და ავტომატურ კრანებს. კომპანია დაარსდა 1934 წილს, მასში დასაქმებულია დაახლოებით 250 ადამიანი და ის ამარაგებს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Kranbau Köthen, როგორც დიდი ხნის ინდუსტრიული მომხმარებელი, ასევე თანამშრომლობს ABICOR BINZEL-თან, ახალი პროდუქციისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გამოცდის მიმართულებით.
[ მეტი ] (English)
Remontowa Shipbuilding SA, დანციგი, პოლონეთი
გემთშენებლობა და გემების განახლება უმაღლესი სტანდარტებით
Remontowa Shipyard, რომელიც მდებარეობს გდანსკში წარმოადგენს ერთერთ წამყვან გემთსაშენს ევროპაში. კომპანია დაარსდა 1952 წელს და ყოველწლიურად 200-ზე მეტი გემის შეკეთებას უზრუნველყოფს. დამაჯერებელი გამოცდის შემდეგ გემთსაშენი ახლა უკვე იყენებს ABICOR BINZEL-ის ABIMIG® A T LW-ის სერიის სანთურებს, თავის ყველა საშემდუღებლო სამუშაოში.
[ მეტი ] (English)
Gdansk Shipyard SA, დანციგი, პოლონეთი
გემთმშენებლები დიდი ტრადიციებით
ტრადიციებისადმი ერთგული Gdansk Shipyard-ის ძლიერ მხარეებს შორისაა მოქნილობა და მრავალმხრივობა. იგი მომთხოვნია როგორც თავისი მუშახელის, ასევე მათი სამუშაო იარაღების მიმართ. გემთსაშენი იყენებს ABICOR BINZEL-ის საშემდუღებლო სანთურებს, რათა უზრუნველყოს თავისი შემდუღებლების ოპტიმალური მუშაობა.
[ მეტი ] (English)
Bronpi Calefacción, ლუსენა, ესპანეთი
100% სიტკიცე კომფორტული სითბოსთვის
Bronpi Calefacción, რომელიც რეგისტრირებულია სამხრეთ ესპანეთში, ლუსენაში, აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ბუხრებს, შეშის ღუმელებსა და პელეტური გათბობის სისტემებს. კომპანია დაფუძნდა 1985 წელს და მასში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი. გარდა ესპანეთისა, კომპანიას მთავარი გაყიდვები აქვს ასევე ინგლისის მთელ ტერიტორიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. Bronpi თავის საშემდუღებლო ტექნოლოგიებში მთლიანად იყენებს ABICOR BINZEL-ის პროდუქციას.
[ მეტი ] (English)