MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები - ABIMIG® A LW
მსუბუქი და მტკიცე ...
ABIMIG® A სერიის მაღალი სტანდარტის სანთურები დამაგრებული ყელით, ყოველთვის ოპტიმალური არჩევანია საუკეთესო შედუღების შედეგების მისაღწევად, სანთურის ყელის ერთი ფორმით. თხელი და სწორი სახელურები შესაძლებლობას ხდის სხვადასხვა პოზიციებში სანთურის მოქნილად დაჭერას. ABIMIG® A სერიის სანთურები გამოირჩევა გამძლეობით, სანთურის ყელის ორმაგი ფიქსაციის გამო, რომელიც განსაკუთრებით კარგად იცავს სანთურს მექანიკური დეფორმაციისგან. მათი განსაკუთრებული თავისებურებაა მცირე წონა. როგორც სამეცნიერო კვლევებით დადასტურდა, ABICOR BINZEL-ის ცნობილი მცირე წონიანი Bikox®-ის სადენი, რომლიც 50%-ით უფრო მსუბუქია, მნიშვნელოვნად ამცირებს შემდუღებლის ფიზიკურ დატვირთვას და ამრიგად, არსებითად აუმჯობესებს სამუშაო პირობებს.
- თხელი, სწორი სახელურები სანთურის სხვადასხვა პოზიციაში დაჭერის საშუალებას იძლევა.
- წარმოდგენილია გაფართოებული და მოკლე სასხლეტები, ხელის კარგად მოსაკიდებლად.
- სანთურის ყელის ორმაგი ფიქსაცია - გამძლე კონსტრუქცია.
- მსუბუქი “Bikox® LW”-ის სადენების კომპლექტი - სანთურის წონის შემცირება 50%-მდე.
- უნივერსალური კონტაქტის წვერის დამჭერი (გაერთიანებული კონტაქტის წვერის, გაზის დიფუზორისა და გაზის საქშენის დამჭერები) - ნაკლები სათადარიგო ნაწილები და შესაბამისად, ნაკლები ხარჯები.
- ჩასახრახნი, თერმულად იზოლირებული გაზის საქშენი - სანთურის დიდხანს გამოყენება და ხარჯების შემცირება.
გაზით გაგრილებადი MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები - ABIMIG® A LW
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | ABIMIG® A 155 LW | ABIMIG® A 255 LW | ABIMIG® A 305 LW | ABIMIG® A 355 LW | ABIMIG® A 405 LW |
კატეგორია | |||||
CO2: | 170 A | 230 A | 280 A | 330 A | 400 A |
შერეული გაზები M21*: | 170 A | 220 A | 260 A | 310 A | 350 A |
დატვირთვის კოეფიციენტი (%): | 60 | 60 | 60 | 60 | 60 |
მავთული Ø (mm): | 0,8 - 1,0 | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 1,0 - 1,6 | 1,0 - 1,6** |
* DIN EN ISO 14175 სტანდარტის მიხედვით
** 2,4 მმ-მდე, მოთხოვნის შესაბამისად
შეფასებულია VDE სტანდარტის ვოლტ-ამპერის პარამეტრების (U=14+0.05xl) დენის წყაროს გამოყენებით. იმპულსური შედუღებისას მაჩვენებელი მცირდება 35%-ით.