აირის საქშენები MAG და MIG სანთურებისთვის
ეს MIG / MAG საშემდუღებლო სანთურის ან TIG საშემდუღებლო სანთურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია: გაზის საქშენი, ხშირად ასევე უწოდებენ გარსაცმს. გაზის საქშენის ამოცანაა უზრუნველყოს შედუღების პროცესისთვის საჭირო დამცავი გაზის ნაკადის თანაბარი და ლამინარული დინება, რათა ატმოსფეროსგან დასაცავად მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს რკალის და შედუღების გუბეს აირდამცავი გარემო.
ხანდახან მასალასა და ინსტრუმენტებზე მოთხოვნები MIG/MAG შედუღებისას ძალიან მაღალია. კარგი ინსტრუმენტები, როგორიცაა საშემდუღებლო სანთურა თავისი ცვეთადი და სათადარიგო ნაწილებით, გადამწყვეტია შედუღების ნაკერის ხარისხისა და შედუღების პროცესის ეფექტურობისთვის. განსაკუთრებით, სანთურის წინა დაბოლოებაზე არსებულ ცვეთად ნაწილებს უწევთ ბევრ რამესთან გამკლავება, რადგან ეს ნაწილები ყველაზე ახლოსაა პროცესთან. გაზის საქშენი მდებარეობს წინ ან უშუალოდ პროცესშია - მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია კონტაქტის წვერი წინ გამოწეული - და პირისპირ ხვდება უდიდეს სითბოს, გამოსხივებასა და შედუღების ნაპერწკლებს.
ელემენტარული განსხვავებებია მასალის არჩევის, დამუშავებისა და ხარისხის მხრივ. ABICOR BINZEL-ის გაზის საქშენით, თქვენ გაქვთ ცვეთადი ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს ჩვეულებრივი პრემიუმ ხარისხის არსებულ მოთხოვნებს.
სრული ინფორმაცია თვალის ერთი შევლებით
- გაზის საქშენის ამოცანები
- MIG/MAG გაზის საქშენები - მასალა & ტექნიკური მახასიათებლები
- MIG/MAG გაზის საქშენების ფორმები
- სპეციალური გაზის საქშენები
- წინ წაწეული გაზის საქშენები – ხრახნიანი გაზის საქშენები
- შედუღების ნაპერწკლის ადჰეზიის თავიდან არიდება
- ბლოგები MIG/MAG გაზის საქშენების შესახებ
- ვიდეოები გაზის საქშენების შესახებ
გაზის საქშენის ამოცანები
აგაზის საქშენი უზრუნველყოფს გაზის სათანადო დინებას შედუღების პროცესში გაზის კომპრესირებული ნაკადის მიმართვით პროცესისკენ და ეს იცავს რკალს ირგვლივ ატმოსფეროსგან. აღნიშნულის მუდმივად უზრუნველყოფისთვის, გაზის საქშენი უნდა იყოს სუფთა და ნაწილაკებისაგან შეძლებისდაგვარად თავისუფალი, რაც გარდაუვლად იზრდება MIG/MAG შედუღებისას - რომელიც მოკლე ჩართვის რკალური პროცესია. კონტურის ნებისმიერი შეფერხება, რაც გამოწვეულია მიწებებული ან მიმწვარი ნაწილაკებით, გამოიწვევს გაზის ნაკადის ტრიალს და გავლენას მოახდენს გაზით დაცვაზე. ამდენად, ყველაზე მნიშვნელოვანია გარსაცმის დაცვა ნაპერწკლების შესაძლო ადჰეზიისგან. ერთი მხრივ, მასალის არჩევანით და მეორე მხრივ, ნაპერწკლების გაფრქვევის საწინააღმდეგო დაცვის გამოყენებით.
გაზის საქშენის კიდევ ერთი ამოცანაა პროცესში წარმოქმნილი სითბოს გაფანტვა რაც შეიძლება სწრაფად, რათა თავად საშემდუღებლო სანთურა იყოს დაცული გადახურებისგან. შედუღებისას ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასწარ გამთბარი კომპონენტები.
MIG/MAG გაზის საქშენები - მასალა & ტექნიკური მახასიათებლები
ჩვეულებრივ, MIG/MAG გაზის საქშენების ძირითადი მასალაა სპილენძის შენადნობი, ხანდახან სუფთა სპილენძია გამოყენებული. სხვებს ასევე აქვთ ნიკელის დამატებითი დანაფარი, მაგალითად, MIG/MAG პროცესისგან შედუღების ნაპერწკლების ადჰეზიის ან დაწვის პრევენციისთვის და ეს უზრუნველყოფს გარსაცმის უფრო ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადას. გარდა ამისა, ამგვარი დანაფარების უპირატესობაა ის, რომ მარტივია შედუღების ნაპერწკლების მოშორება, რადგან მათი ღრმად მიწვა არ ხდება.
სპილენძის გაზისსაქშენები
სპილენძს კარგი თბო-გამტარობა ახასიათებს, ძალიან მდგრადია და ადვილია მისი გამოყენებით მუშაობა. როგორც ზოგადი წესი, რაც უფრო ცივია გაზის საქშენები, მით ნაკლებად ხდება ნაპერწკლების ადჰეზია. მათი კარგი თბო-გამტარობის წყალობით, სპილენძისგან დამზადებული გაზის საქშენები იდეალურად შეესაბამება შედუღებას ყველა ამპერულ დიაპაზონში. გარდა სუფთა სპილენძისგან დამზადებული გაზის საქშენებისა, ასევე არსებობს დანაფარიანი გაზის საქშენები.
მონიკელებული გაზის საქშენები
ნიკელის დანაფარი ახდენს MIG/MAG პროცესის დროს შედუღების ნაპერწკლების მარტივად მიწებების პრევენციას. ამავდროულად, სპილენძის კორპუსიან ამგვარ გაზის საქშენებს სპილენძის გაზის საქშენების უპირატესობებიც გააჩნია. გარდა ამისა, ნიკელის არეკვლითი თვისებები ინარჩუნებს სინათლესა და სიგრილეს და ამით უზრუნველყოფს, რომ საშემდუღებლო სანთურამ შეინარჩუნოს დაბალი ტემპერატურა. ABICOR BINZEL-ის ABIMIG® საშემდუღებლო სანთურებს გააჩნია პოლირებული მონიკელებული გაზის საქშენები, რომლებიც საუკეთესოდ ახდენს სითბოს არეკლვას და მთლიანობაში კარგად იცავს გარსაცმსა და საშემდუღებლო სანთურას ნაპერწკლების ადჰეზიისგან. MB დიაპაზონის ჩვეულებრივ გაზის საქშენებთან შედარებით, მათ კიდევ უფრო ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა აქვთ.
MIG/MAG გაზის საქშენების ფორმები
ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმის გაზის საქშენები, ხოლო მათი არჩევანი დამოკიდებულია შედუღების მოთხოვნასა და მისაწვდომობაზე. ყველა შემთხვევაში, არსებითად მნიშვნელოვანია გაზით დაცვა, განსაკუთრებით, უხვად ლეგირებული მასალების ან ალუმინის შედუღებისას, სადაც ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედებას შეუძლია მწვავე გავლენა იქონიოს შედუღების ხარისხზე, რაც თავს იჩენს წრთობის ფერებით და ნასვრეტების ფორმაციით. ამავდროულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს კომპონენტზე საკმარისი წვდომა. შესაბამისად, ყოველთვის საჭიროა კომპრომისის პოვნა მისაწვდომობასა და საჭირო გაზის დაცვას შორის.
ვიზუალიზებული გაზის ნაკადი
შემდეგ გამოსახულებებზე ნაჩვენებია ორი სხვადასხვა გაზის საქშენიდან გაზის ნაკადის მაგალითები:
ზემო ორი გამოსახულება გიჩვენებთ საყვირის ფორმის გაზის საქშენს, რაც ნაჩვენებია აირდამცავ გარემოში ტურბულენტურობით. ქვემო ორი ფიგურა კი გიჩვენებთ სტანდარტული ცილინდრული გაზის საქშენის გაზის ნაკადს.
ABICOR BINZEL-ის ARCLab-ის - შიდა კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ე.წ. შლირენის (Schlieren) ინტერფერომეტრი - შესაძლებელს ხდის გაზის ნაკადის ვიზუალიზაციას. სპეციალური კამერების გამოყენებით შესაძლებელია გაზის ნაკადის ვიზუალიზება და ანალიზი შედუღების პროცესში. რკალითა და რკალის გარეშე წარმოდგენილი გამოსახულებები გიჩვენებთ, რომ ნაკადის ქცევაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს რკალი. მაგალითად, ზემო გამოსახულებაზე ნაჩვენები გარსაცმის ფორმა ვერ უზრუნველყოფს საკმარის აირდამცავ გარემოს. ცილინდრული გაზის საქშენი უზრუნველყოფს დამცავი გაზის მუდმივ ლამინარულ ნაკადს შედუღების პროცესის განმავლობაში და შესაბამისად, ოპტიმალურ აირდამცავ გარემოს.
აირდამცავი გარემოს ხარისხის რეალური შეფასება შესაძლებელია გაზის საქშენის ქვემო ზონაში ჟანგბადის შემცველობის გაზომვით. ამ მიზნით ABICOR BINZEL-ის ARCLab-ში ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური სატესტო სტენდი.
შემდეგ გამოსახულებებზე ნაჩვენებია ორი ცილინდრული ფორმის სტანდარტული გაზის საქშენის აირდამცავი გარემოს ხარისხის განსხვავებები.
ნაჩვენებია, რომ »Gasdüse neu«-ით (ახალი გაზის საქშენი) აღნიშნული ფორმა არ უზრუნველყოს თანაბარ აირდამცავ გარემოს. გაზის საქშენის ქვემოთ ჟანგბადის შემცველობა აღწევს მინიმუმ 100 ppm-ს, ხოლო ჩვეულებრივი ცილინდრული გაზის საქშენი ყოველთვის უსაფრთხოდ ინარჩუნებს 20 ppm-ზე ნაკლებს. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, განსაკუთრებით ჟანგვისადმი სენსიტიური მასალებისათვის, როგორიცაა ალუმინი და უჟანგავი ფოლადები.
გარსაცმის წინა დაბოლოების ზომა განსაზღვრავს რამდენად ფართო იქნება აირდამცავი გარემო. ზომა განსაზღვრულია NW-ით (ნომინალური სიგანე). ABICOR BINZEL-ის მიერ შემოთავაზებული ნომინალური სიგანე მერყეობს 7 მმ-დან (ვიწრო ღრეჩოიანი ნაკრები MB 401/501) 21 მმ-მდე (ცილინდრული ABIMIG®-სთვის). ამ ტიპებს შორის, სანთურის ტიპის მიხედვით, არსებობს განსხვავებული კონუსისებრი ვარიანტები. ძალიან რთული მისაწვდომობის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია სპეციალური ვარიანტების გამოყენება, როგორიცაა 45°-იანი მოხრის მქონე გაზის საქშენი, მათ შორის, მათივე მოხრილი საკონტაქტო ტიპები.
ცილინდრული გაზის საქშენები
ცილინდრული გაზის საქშენის სწორი ფორმა უზრუნველყოფს ფართო აირდამცავ გარემოს და ძირითადად გამოიყენება ალუმინისა და უჟანგავი ფოლადის შედუღებისთვის. გაზით არასაკმარისი დაცვა ხშირად იწვევს წრთობის არასასურველ ფერებს უჟანგავ ფოლადზე, რაც რთულად მოსაშორებელია. აღნიშნულის პრევენცია შესაძლებელია შესაბამისი გაზის საქშენის შერჩევით.
კონუსისებრი გაზის საქშენები
კონუსისებრი გაზის საქშენი მიიჩნევა სტანდარტულ გაზის საქშენად. ის ვიწროვდება წინა დაბოლოებისკენ და უზრუნველყოფს უკეთეს წვდომას სამუშაო დეტალზე, როგორიცაა კუთხეებში შედუღება. კონუსისებრი გაზის საქშენებით უფრო ვიწრო კუთხეების მიღწევაა შესაძლებელი. ცხადია, ეს ფორმა უზრუნველყოფს საკმარისი გაზის ნაკადს კარგი აირდამცავი გარემოს შესაქმნელად.
ზე-მძლავრი გაზის საქშენები
როგორც დასახელებიდან ჩანს, ამ გაზის საქშენებს უფრო სქელი კედლები აქვს და გამოიყენება მაშინ, როცა განსაკუთრებით მაღალი სითბოა გამოყენებული სანთურის თავზე. მაგალითად, როცა საჭიროა შედუღებამდე მასალების წინასწარ გათბობა, შედუღების ნაკერზე ნაპრალების ფორმირების პრევენციისთვის. სქელი გაზის საქშენები ისრუტავენ შესაბამისად მეტ სითბოს და შემდეგ სანდოდ ფანტავენ მას. ABICOR BINZEL-ის პროდუქტის პორტფოლიოში, ხშირად იპოვით აღნიშნულ გაზის საქშენებს სუფიქსით »HD«, რაც ნიშნავს, რომ ზე-მძლავრი დატვირთვისაა.
მაღალი საექსპლუატაციო თვისებების გაზის საქშენები
რა გარდაქმნის გაზის საქშენს მაღალი საექსპლუატაციო თვისებების გაზის საქშენად? მათი საშუალოზე ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა, თუნდაც მაღალ ამპერული შედუღებისას - და ეს არ არის დამოკიდებული გაზის საქშენის ფორმაზე, არამედ გაზის საქშენის კორპუსის სტრუქტურაზე. ABICOR BINZEL-ის ABIMIG®-ის სანთურის სერიების გაზის საქშენებს აქვს საიზოლაციო მასა გაზის საქშენის კორპუსში, რაც ბლოკავს სითბოს გაფანტვას გარსაცმსა და სანთურის ყელში. ეს მთლიანობაში საშემდუღებლო სანთურას უფრო მოქნილს ხდის.
სპეციალური გაზის საქშენები
ზოგიერთ საშემდუღებლო ამოცანას წვდომისა და სითბოს გაფანტვისთვის სჭირდება სპეციალური გადაწყვეტები. რთულად მისაწვდომი კუთხეები, ღრმა ღრეჩოები სქელ ფურცლებში ან თუნდაც მაღალი ტემპერატურა პროცესში ის პირობებია, რომელთა გაუმჯობესებაც შესაძლებელია, შესაფერისი ცვეთადი ნაწილებით სამუშაო გამარტივებულია.
სპეციალური გაზის საქშენები:
- ბოთლის ფორმის გაზის საქშენები
- ვიწრო ღრეჩოიანი გაზის საქშენები
- კუთხოვანი გაზის საქშენები
- ექსტრა-გაგრილებადი გაზის საქშენები
ბოთლის ფორმის გაზის საქშენები
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ამ გაზის საქშენის წინა დაბოლოება ვიწროვდება ბოთლის მსგავსად. ბოთლის ფორმის გაზის საქშენები უზრუნველყოფს კარგ მისაწვდომობას და სამუშაო დეტალისა და შედუღების ნაკერის კარგად ხედვას. გაზით დაცვა უფრო ვიწროა ვიდრე კონუსისებური გაზის საქშენების შემთხვევაში.
ვიწრო ღრეჩოიანი გაზის საქშენები
ვიწრო ღრეჩოიანი გაზის საქშენები გამოიყენება მაშინ, როცა ბოთლის ფორმის გაზის საქშენებითაც ვერ ხერხდება მუშაობა. ეს სპეციალური ფორმის გაზის საქშენია მაგალითად ვიწრო ღრეჩოიანი შედუღებისთვის და გემთმშენებლობაში HP პროფილების ცალმხრივი შედუღებისთვის. ვიწრო ღრეჩოიანი გაზის საქშენებით შესაძლებელია 50 მმ-მდე სისქის ფირფიტების შედუღება.
კუთხოვანი გაზის საქშენები
კუთხოვანი გაზის საქშენებით მარტივია კუთხეების შედუღება, რადგან შესაძლებელია სანთურის სწორად დაჭერა. ეს გაზის საქშენი შესაბამის კუთხოვან საქშენთან კომბინაციაში აგვარებს მისაწვდომობის ბევრ პრობლემას და მრავალი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.
ექსტრა-გაგრილებადი გაზის საქშენები
თავისი ორმაგი კედლებით ამ სპეციალურ გაზის საქშენს აქვს გაგრილების თავისივე მეორე ქსელი წყლის გამომშვებითა და შემშვებით. ამგვარად ის დამატებით გრილდება საშემდუღებლო სანთურის შიდა გაგრილებისგან დამოუკიდებლად და უძლებს ძალიან მაღალ ტემპერატურას ზედმეტად დატვირთვის გარეშე. ეს ტიპი კარგად შეეფერება წინასწარ გამთბარ კომპონენტებს.
წინ წაწეული გაზის საქშენები – ხრახნიანი გაზის საქშენები
წინ წაწეული, ხრახნიანი გაზის საქშენები უფრო შესაფერისია საშემდუღებლო აპლიკაციისთვის, რაც საბოლოოდ განისაზღვრება მოხმარებადი სისტემით. ამდენად, ABICOR BINZEL-ის ყველა MB სანთურა აღჭურვილია წინ წაწეული გაზის საქშენებით და ABIMIG® სერიის ყველა საშემდუღებლო სანთურა აღჭურვილია ხრახნიანი გაზის საქშენებით.
წინ წაწეული გაზის საქშენები მარტივად და სწრაფად იხსნება და იცვლება. ისინი ასევე აღჭურვილია მომჭერი რგოლით, რაც უზრუნველყოფს სანთურის თავზე კარგად მორგებას ცივსა და ცხელს შორის ტემპერატურის ძლიერი ფლუქტუაციის შემთხვევაში. წინ წაწეულ გაზის საქშენებს უფრო ფართო საკონტაქტო ზედაპირი აქვს ვიდრე ხრახნიან გაზის საქშენებს, რომელსაც პოზიტიური გავლენა აქვს სითბოს გაფანტვაზე. თუმცა, მათი ტექნიკური მახასიათებლების გამო, ისინი შეუფერებელია რობოტული შედუღებისთვის, როცა უფრო მჭიდროდ მორგებული გაზის საქშენი უკეთესია მოცემული პირობებისთვის.
ხრახნიანი გაზის საქშენები შედარებით უფრო მყარადაა მიმაგრებული სანთურის თავზე. ისინი ასევე უზრუნველყოფენ საქშენის ცენტრალურ რეგულირებას და იდეალურად შესაფერისია საშემდუღებლო რობოტებზე გამოყენებისთვის, როცა ისინი ინარჩუნებენ ცენტრულ პოზიციას თუნდაც მექანიკური წმენდის დროს. მრავალი ხრახნიანი საქშენი უპირატესია რობოტული შედუღებისას.
შედუღების ნაპერწკლის ადჰეზიის თავიდან არიდება
მეორე მხრივ, გაზის საქშენის მასალის არჩევანმა შესაძლოა იმოქმედოს თუ რამდენად ძლიერი იქნება შედუღების ნაპერწკლების ადჰეზია. მონიკელებული გაზის საქშენები უკეთეს დაცვას გთავაზობთ ნაპერწკლების ადჰეზიის წინააღმდეგ ვიდრე დაუფარავი ან სუფთა სპილენძის გაზის საქშენები. სპრეი, პასტა და ნაპერწკლების საწინააღმდეგო სხვა პროდუქტები დამატებით დაცვას გთავაზობთ გაზის საქშენებზე შედუღების ნაპერწკლების ადჰეზიის წინააღმდეგ. ABICOR BINZEL-ის სუპერ პისტოლ სპრეიმ (Super pistol spray) ან არა-აალებადმა სუპერ პისტოლ სპრეიმ (Super pistol spray NF (NF = არა-აალებადი), კერამიკულმა სპრეიმ (Ceramic spray)ასევე, ნაპერწკლების საწინააღმდეგო პასტამ (Anti-spatter paste Düsofix) მსოფლიო მასშტაბით შემდუღებლებს დაუმტკიცეს თავიანთი შესაძლებლობები. მარტივად მიასხურეთ გაზის საქშენს ან ჩაუშვით საქშენი პასტაში და დამცავი აპკით მნიშვნელოვნად შემცირდება შედუღების ნაპერწკლები და ნაპერწკლების ადჰეზია.
არა-აალებადი სუპერ პისტოლ სპრეი (Super pistol spray NF = არა-აალებადი)
კერამიკული სპრეი (Ceramic spray)
ნაპერწკლების საწინააღმდეგო პასტა (Anti-spatter paste Düsofix)