კონტაქტის წვერი ან კონტაქტის მილი MIG/MAG სანთურებისთვის
კონტაქტის წვერი - ხშირად მოხსენიებული, როგორც კონტაქტის მილი, ელექტრული კონტაქტის მილი ან კონტაქტის საქშენი - მოხმარებადი ნივთია MIG (რკალური შედუღება ინერტული გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) / MAG (რკალური შედუღება აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) შედუღებისას და დღეისათვის მასიური წარმოების პროდუქტია. შესაბამისად, ბაზარზე ხელმისაწვდომია საშემდუღებლო აქსესუარებისა და ცვეთადი ნაწილების ფართო ასორტიმენტი. ABICOR BINZEL-ის ყველა ორიგინალი კონტაქტის წვერი ხარისხიანი პროდუქტია, მარკირებულია BINZEL-ის მიერ და ასრულებს საშემდუღებლო პროცესის ყველა მოთხოვნას.
საკონტაქტო წვერი ცხადია ყველაზე პატარაა, მაგრამ ასევე MAG შედუღებისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი ცვეთადი ნაწილია. საკონტაქტო წვერი გამოიყენება როგორც მანუალური სანთურისთვის, ასევე, ავტომატური სანთურისა და რობოტული საშემდუღებლო სანთურისთვის. მასალის ხარისხსა და დამუშავებას დიდი გავლენა აქვს მთელს საშემდუღებლო პროცესზე, ასევე, ექსპლუატაციის ვადაზე და ამდენად, მოწყობილობის საექსპლუატაციო დროსა და საშემდუღებლო სანთურის ხელმისაწვდომობაზე. შესაბამისას, არჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ კონტაქტის წვერის ხარისხზე. ABICOR BINZEL-ის კონტაქტის წვერები აკმაყოფილებს სათანადო საშემდუღებლო პროცესის მოთხოვნილ კრიტერიუმებს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და მექანიზმის საექსპლუატაციო დროს.
კონტაქტის წვერის ტიპები
კონტაქტის წვერის გამოყენების მიხედვით, შესაძლებელია რამდენიმე კილომეტრი სიგრძის მავთულის გატარება ამ მცირე ცვეთად ნაწილში ყოველდღიურად. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საშემდუღებლო აპლიკაციისთვის და სანთურისთვის შესაბამისი ტიპის კარგი ხარისხის კონტაქტის წვერის გამოყენება. საშემდუღებლო სანთურების მწარმოებლები თავიანთი პროდუქტის კატალოგებში უკვე რეკომენდაციას უწევენ სანთურებისა და საშემდუღებლო პროცესისთვის შესაბამის კონტაქტის წვერებს. სტანდარტული კუთხვილიანი მაკავშირებლები ხელმისაწვდომია M6, M8, M10 ან უფრო დიდ ზომებში. ასევე მნიშვნელოვანია მთლიანი ფორმა, ხვრელი ზუსტად ცენტრში მავთულის დიამეტრისთვის და კონტაქტის წვერის მასალა. ABICOR BINZEL-იყენებს დაპატენტებული წარმოების პროცესს ზუსტი ბურღვისთვის. ძირითადი წესი შედუღებისთვის: რაც უფრო მაღალია შედუღების სიმძლავრე, მით უფრო დიდია კონტაქტის წვერის ზომები.
კონტაქტის წვერები - მასალა & ტექნიკური მახასიათებლები
კონტაქტის წვერის მასალების E-Cu (ელექტროლიტური სპილენძი), CuCrZr (სპილენძი-ქრომი-ცირკონიუმი) და HDS (ზე-მძლავრი ვერცხლის წვერი, სპეციალური ვარიანტი განსაკუთრებით გამაგრებული სპილენძის შიდა გულარით, რაც ძალიან მტკიცეა და E-Cu დაფარვით) გამოიყენება შედუღებისთვის. მათი ტექნიკური მახასიათებლები და უპირატესობები თვალის ერთი შევლებით:
E-Cu კონტაქტის წვერი
წარმოებულია სუფთა ელექტროლიტური სპილენძისგან, კონტაქტის ამ წვერს გააჩნია დაახლოებით 110 -115 ვიკერის სიმტკიცე (HV). სპილენძის სიწმინდე უზრუნველყოფს ძალიან კარგ დენის, სითბოს გადაცემას და თბოგამტარობას. რადგან ის რბილდება დაახლოებით 260° C-ზე, ის უფრო შესაფერისია დაბალ ამპერზე გამოყენებისთვის.
CuCrZr კონტაქტის წვერი
კონტაქტის წვერის მალეგირებელი ელემენტები ქრომი და ცირკონიუმი შესაფერისია უფრო მაღალი თერმული დატვირთვებისთვის, რადგან ისინი ძალიან მტკიცეა. E-Cu კონტაქტის წვერთან შედარებით, მათი ელექტრული გამტარობა ცოტათი მცირეა, მაგრამ უმეტესი პროცესებისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. CuCrZr კონტაქტის წვერს გააჩნია დაახლოებით 168 HV სიმტკიცე და უძლებს დაახლოებით 500° C-მდე ტემპერატურას. ის ითვლება სტანდარტულ კონტაქტის წვერად საშუალო და მაღალი ამპერისთვის, დაბალი ცვეთით, ასევე, პროცესის დატვირთვის მაღალი წარმადობით და ის ძირითადად გამოიყენება სითხით გაგრილებადი აპლიკაციებისთვის და რობოტული შედუღებისთვის.
HDS კონტაქტის წვერი (ზე-მძლავრი ვერცხლის წვერი)
როცა CuCrZr კონტაქტის წვერი აღწევს თავისი დატვირთვის ლიმიტს, გამოიყენება HDS კონტაქტის წვერი. კონტაქტის წვერის შიდა გულარი ღრუს ირგვლივ შეიცავს დისპერსიულად გამტკიცებულ სპილენძს მინერალის კომპონენტით. ამ კომბინაციის საშუალებით, HDS კონტაქტის წვერის გულარი ძალიან მტკიცეა და სითბოსადმი მაღალ რეზისტენტულია. ამასთანავე, ვერცხლის დანაფარი უზრუნველყოფს ნაპერწკლების ძალიან მცირე ადჰეზიას.
ეს გამოიყენება ისეთი საშემდუღებლო აპლიკაციებისას, რომელიც საჭიროებს დატვირთვის მაღალ კოეფიციენტს და ენერგიის მაღალ მოხმარებას და ხშირად ეს გამოყენებულია გაზით გაგრილებადი საშემდუღებლო სანთურებისთვის, რომელთაც მაღალი ამპერული დატვირთვა აქვთ, როგორიცაა:
- ფლუსის გულარიანი მავთულით შედუღება
- გემთმშენებლობა და კონტეინერების მშენებლობა
- ხმელეთზე გადაადგილებადი სამანქანო დანადგარები
- ზედა ფენის შედუღება და დაფარვა
ABICOR BINZEL-ის HDS კონტაქტის წვერი იდეალურად შესაფერისია რობოტული და ავტომატური საშემდუღებლო ტექნოლოგიისთვის, რადგან ის აკმაყოფილებს მუდმივად ოპტიმიზირებადი პროცესების მაღალ მოთხოვნებს.
კონტაქტის წვერი და შედუღების მავთული
არსებობს რეკომენდაციები იმის თაობაზე თუ რომელი კონტაქტის წვერი უნდა იყოს გამოყენებული რომელ მავთულთან? ზოგადად, სამივე ტიპის კონტაქტის წვერი (E-Cu, CuCrZr და HDS) შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი მავთულით შედუღებისას. თუმცა, მნიშვნელოვანია იცოდეთ მასალები და მათი ტექნიკური მახასიათებლები.
მაგალითად, ალუმინის მავთულზე უკეთესი გამტარია ფურცლოვანი სპილენძის მავთული, შესაბამისად, ალუმინი უკეთ შედუღდება E-Cu კონტაქტის წვერით, დენის უკეთ გატარების გამო. თუმცა, ალუმინი უფრო ფართოვდება თერმულად, ამიტომ კონტაქტის წვერის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს შიდა ღრუს ოდნავ ფართე დიამეტრი.
შედუღებული მავთულები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ მასალებს:
- ფურცლოვანი სპილენძის და არაფურცლოვანი სპილენძის ნახშირბადის ფოლადი
- უჟანგავი ფოლადი ნებისმიერ შენადნობში
- ალუმინის შენადნობები
- სპილენძის რჩილვის შენადნობები (CuSi და მსგავსი)
- სპეციალური მასალები, როგორიცაა ნიკელის და ტიტანიუმის შენადნობები
- გულარიანი მავთულები
მათი ზედაპირის ხარისხის მიხედვით, ეს საშემდუღებლო მავთულები ცვდება განსხვავებულად. ყველა უხეშ ზედაპირიანი მავთული, როგორიცაა გულარიანი მავთულები და ზოგიერთი უსპილენძო მავთული, ცვდება ძალიან სწრაფად ან ძალიან აბრაზიულია. ასეთი მავთულების გამოყენებისას, მტკიცე მასალისგან დამზადებული კონტაქტის წვერები უნდა იყოს გამოყენებული, როგორიცაა CuCrZr კონტაქტის წვერები.