ცვეთადი ნაწილები MIG/MAG შედუღების საშემდუღებლო სანთურებისა
მათ უწევთ მუშაობა სიმხურვალეში, საშემდუღებლო ლითონის შხეფებსა და რადიაციის პირობებში და ყოველდღიურად უხდებათ საკუთარი ლიმიტის გამოცდა. ეს გახლავთ MIG/MAG (ინერტული/აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური შედუღების) საშემდუღებლო სანთურების ცვეთადი ნაწილები. გაზის საქშენი, კონტაქტის წვერი გაზისა დიფუზორი და კონტაქტის წვერის დამჭერი ძალიან ახლოს არიან სამუშაო პროცესთან შედუღებისას და აუცილებელია რომ საიმედოდ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს. მოთხოვნა მასალაზე, დამუშავებასა და პროცესის სანდოობაზე ამ ცვეთად ნაწილებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაღალია. ABICOR BINZEL-ის ცვეთადი ნაწილებით ნებისმიერი შემდუღებელი დაცულია, რადგან როგორც შედუღების შედეგი, ასევე უსაფრთხოების ფაქტორი მეტყველებს ყველაფერზე.
გაზის საქშენები, კონტაქტის წვერები და ა.შ. წარმოადგენს მასობრივად წარმოებულ პროდუქციას, შესაბამისად შეთავაზება ბაზარზე მრავალფეროვანია. ბევრი მომხმარებლისთვის, რომელიც ყიდულობს ცვეთად ნაწილებს თავისი საშემდუღებლო სანათურებისთვის, ფასი შეცდომაში შემყვანია. თუ საშემდუღებლო ნაკერის ხარისხი არ შეესაბამება მოლოდინს ან საშემდუღებლო სანთური არ მუშაობს ისე, როგორც თქვენ გსურთ, ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს ცვეთადი ნაწილების იაფფასიანი ხარისხი. ძალიან დიდი განსხვავებაა არა მხოლოდ გამოყენებულ მასალაში, არამედ ასევე, დამუშავებაში, რაც გავლენას ახდენს შედუღების შედეგებზე. გონივრულია, რომ შეიძინოთ გაზის საქშენები, კონტაქტის წვერები, გაზის დიფუზორები და კონტაქტის წვერების დამჭერები ხარისხიანი მომწოდებლისგან. იდეალურია, შესაბამისი საშემდუღებლო სანთურის უშუალოდ მწარმოებლისგან შეძენა, რადგან ორიგინალი სანთურები და ორიგინალი ცვეთადი ნაწილები სრულყოფილად ერგება მოწყობილობას და უზრუნველყოფს საუკეთესო მუშაობას.
ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებულ ცვეთად ნაწილებში უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის მასალა და დამუშავება. საბოლოოდ, აუცილებელი გადამუშავება და პროცესის შეწყვეტა ბევრად მეტ დროს და ხარჯებს მოითხოვს, ვიდრე დასაწყისშივე კარგ ცვეთად ნაწილებში ინვესტირება.