MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები

საშემდუღებლო სანთური - MB EVO PRO
ეს მცირეწონიანი საშემდუღებლო სანთურები დიდი მოწონებით სარგებლობს შემდუღებლებს შორის, დახვეწილი ტექნოლოგიისა და კომფორტული მოხმარების შესაძლებლობის გამო.

საშემდუღებლო სანთური - MB EVO
MB EVO ტიპის სანთური კარგად თავსდება ხელში და ნებისმიერ საშემდუღებლო პოზიციაში საუკეთესო შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა.

საშემდუღებლო სანთური - MB GRIP
აქვს კარგი სახელური, არის ერგონომიული და მორგებადი. ამ საშემდუღებლო სანთურის დეტალები გათვალისწინებულია ხანგრძლივი მოხმარებისთვის.

საშემდუღებლო სანთური - Push-Pull Plus
განკუთვნილია გრძელი სადენების კომპლექტის მავთულების ოპტიმალური მიწოდებისთვის , წვრილი მავთულებისა და ალუმინის შედუღებისთვის.

საშემდუღებლო სანთური - ABIMIG® A T LW
მსუბუქი სადენების კომპლექტი, შედარებით უფრო დიდხანს გამძლე საშემდუღებლო სანთური და ადვილად შესაცვლელი სანთურის ყელი, ძალდაუტანებლად შედუღებისთვის.

საშემდუღებლო სანთურა ABIMIG® A T S LW
ახლა ხელმისაწვდომია - განსაკუთრებით პატარა ხელებისთვის: აირით გაგრილებადი MIG / MAG საშემდუღებლო სანთურა ძალიან მსუბუქი საშემდუღებლო სადენით. გამოსცადეთ ახლავე!

საშემდუღებლო სანთური - ABIMIG® Shipyard & Offshore
გემთსაშენი და ნაპირისგან დაშორებული საწარმოების მშენებლობაში საშემდუღებლო მოწყობილობაზე ძალიან სპეციფიკური მოთხოვნებია. ეს MIG შედუღების სანთური განსაკუთრებით მსუბუქი და ერგონომიულია, ამცირებს ფიზიკურ დაძაბულობას, სამუშაოს დასრულების ვადის გამო შექმნილ ზეწოლასა და წარმოების ხარჯებს. ამავდროულად, გამძლეა ურთულესი გარემო პირობების მიმართ.

საშემდუღებლო სანთური - ABIMIG® A LW
ამ ხაზის სანთურები მნიშვნელოვნად ამცირებს ფიზიკურ დაძაბულობას, 50%-ით უფრო ნაკლები წონის გამო. მეცნიერულად დადასტურებულია!

საშემდუღებულო სანთური - ABIMIG® W T
განსაკუთრებულად მტკიცე საშემდუღებლო სანთური, რომელიც იდეალურად ერგება შემდუღებლების საჭიროებებს, მბრუნავი სანთურის ყელის გამო.

საშემდუღებლო სანთური - ABIMIG® W
მაღალი სიხშირეები ძალიან ადვილად დასაძლევია ამ წყლით გაგრილებადი საშემდუღებლო სანთურისთვის. პროფესიონალური სანთური საუკეთესო შედეგისთვის!

საშემდუღებლო სანთური - ABIMIG® GRIP W
ეს სანთური განსაკუთრებით მოსახერხებელია იმპულსური რკალური შედუღებისთვის, მისი ოპტიმალური და დაცული სახელურისა და „განსაკუთრებით მაგარი“ ცვეთადი ნაწილების გამო.

საშემდუღებლო სანთური - AB GRIP
MIG შედუღების სანთური, რომელიც შექმნილია აზიის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, მსუბუქია, აქვს ოპტიმალური სახელურისა და შესანიშნავი გაგრილების სისტემა.

ფლუქსის ბირთვიანი მავთულით რკალური შედუღების (FCAW ) სანთური
ექსტრემალური შემთხვევებისთვის! საუკეთესოა გარეთ მომუშავე პროფესიონალებისთვის, მილსადენების მშენებლობაში, გარედან მოპირკეთებასა და ლიანდაგების კვანძების შედუღებისთვის გამოსაყენებლად.

MIG/MAG შედუღების ცენტრალური მიერთების სისტემა
დადასტურებულია, შეფასებულია, ენიჭება უპირატესობა. დარწმუნებული ვართ აუცილებლად აირჩევა თქვენთვის შესაფერისი, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი 500-ზე მეტი ცენტრალური შტეკერიდან.
ცვეთადი ნაწილები
ABICOR BINZEL-ის ცვეთადი ნაწილების საუკეთესო მასალა და მუშაობა უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან გამოყენებას როგორც ინერტული აირის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური შედუღებისას (MIG), ასევე აქტიური აირის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით რკალური შედუღებისას (MAG).