მოქნილი დისტანციური ლაზერული შედუღება - ელექტრო-მობილურობა
მძლავრი ტექნოლოგიის პაკეტი აკუმულატორის ქილებიდან ელექტრული ძრავების ჩათვლით შედუღებისთვის
ზუსტი, სანდო პროცესის და ეკონომიური ლაზერულად შედუღებული შეერთებებია საჭირო საავტომობილო წარმოებაში ელექტრო-მობილურობისთვის ძალიან სენსიტიური და მომთხოვნი აპლიკაციების შედუღებისთვის. კონტაქტები აუცილებლად უნდა იყოს დეფექტების გარეშე და უზრუნველყოფდეს მაღალ სიმტკიცეს და დენის ოპტიმალურ გადაცემას. ალუმინის და სპილენძის მასალები შედუღებულია აკუმულატორის ქილების, ელექტრული ძრავებისა და ელექტრული კონტაქტების წარმოებაში, რაც მოითხოვს კონცენტრირებულ, კონტროლირებად შემავალ ენერგიას და კვლავწარმოებად პროცესებს. ტექნოლოგიისადმი მოთხოვნა შესაბამისად მაღალია: დინამიკური დამუშავების სკანერებმა უნდა გამოიმუშაონ მაღალი ლაზერული ინტენსივობა, რაც ოპტიმალურად დოზირებულია კონტროლის გამოცდილი კონცეფციებით, რათა მოერგოს აპლიკაციას.
Blackbird-თან თანამშრომლობით, ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ მაღალი მოქნილობის დისტანციური ლაზერული შედუღების გადაწყვეტებს ელექტრო-მობილურობისთვის, რაც განსაკუთრებით მოთხოვნადი დაკავშირებების ლაზერულ შედუღებას, აკუმულატორის ქილებიდან ელექტრული ძრავების ჩათვლით, ხდის სანდო პროცესსა და ეკონომიურს.
სრული ინფორმაცია თვალის ერთი შევლებით
ლაზერული შედუღების გამოწვევები ელექტრო-მობილურობაში
ელექტრული კონტაქტების, აკუმულატორის ქილებისა და სათბობი ელემენტების ბიპოლარული ელექტროდების დისტანციურ ლაზერულ შედუღებაში არსებობს სხვადასხვა გამოწვევები ლაზერული შედუღების ტექნოლოგიისთვის. ესენია:
ელექტრული კონტაქტების შედუღება
ელექტრული კონტაქტების შედუღების გამოწვევებია, ერთი მხრივ, სხვადასხვა მასალების შედუღება, როგორიცაა, სპილენძი და ალუმინი და მეორე მხრივ, მათი პლანარული დაკავშირება უმცირეს შესაძლო სივრცეში და განივი ჭრილების მაქსიმალური დაკავშირება დენის ოპტიმალური გადაცემისთვის. ეს ნიშნავს: უნდა განხორციელდეს დიდი ოდენობით დაკავშირებები, რომელთა შეერთებულ ზედაპირებს აქვთ უდიდესი შესაძლო კვლავწარმოებითობა. დასაშვები ცდომილებები, რაც თავისთავად ხდება, ნორმალურია ამ შემთხვევაში და უნდა იყოს კომპენსირებული. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ლაზერის სხივის მარშრუტი - რაც გენერირებულია 2D სკანერის საშუალებით - შესაძლებელია ადაპტირდეს კომპონენტის პოზიციაზე და დასაშვებ ცდომილებაზე. მაღალი სიხშირის ოსცილაცია ასევე უზრუნველყოფს ნაკერის ფორმისა და შედუღების სიღრმის ზუსტ კონტროლს. უმაღლესი დისციპლინაა სტატორის სარჭების შედუღება ელექტრულ ძრავებში, სადაც რაიმე დეფექტი სრულიად დაუშვებელია.
აკუმულატორის ქილების შედუღება
მჭიდრო დაკავშირებები აუცილებელია აკუმულატორის ქილების საბოლოო შედუღებისთვის და აკუმულატორის მოდულებში მათი ინტეგრაციისთვის - და ეს უნდა განხორციელდეს ძალიან მცირე ციკლის დროებში. აკუმულატორის ქილების შედუღებისთვის, ლაზერის სხივი ზუსტად უნდა პოზიციონირდეს და მიმართული იყოს შედუღების კონტურზე. თუ ამ მიზნით ოსცილაცია შეთავსებულია შედუღების მოძრაობასთან, შესაძლებელია ღრეჩოების უკეთ შეერთების მიღწევა და დასაშვები ცდომილებების კომპენსირება კომპონენტში მაშინ, როცა ინარჩუნებთ შედუღების იმავე სიღრმეს.
სათბობი ელემენტების ბიპოლარული ელექტროდების შედუღება
ბიპოლარული ელექტროდი წარმოადგენს რამდენიმე ფუნქციის მქონე კომპონენტს. სათბობ ელემენტში მას აკისრია გაზის მიმართვისა და განცალკევების ამოცანა და ემსახურება, როგორც ელექტრულ დაკავშირებას, ასევე გაგრილებას. ბიპოლარული ელექტროდის წარმოებისთვის, უჟანგავი ფოლადის ორი ძალიან თხელი ფურცელი ლაზერულადაა შედუღებული პირგადადებული შეერთებით, რათა შეიქმნას მჭიდრო ფირფიტა. შედუღების მაღალი სიჩქარე უზრუნველყოფს, რომ ძლიერ ფოკუსირებული ლაზერული სხივის შემავალმა ენერგიამ შესაძლოა იმოქმედოს ფურცლებზე იმგვარად, რომ შედუღების პროცესი ქმნიდეს უსაფრთხო შეერთებებს მცირე დეფორმაციით. სხივის ფორმირების ოპტიკური ელემენტები შესაძლებელია გამოყენებული იყოს ენერგიის განაწილების ოპტიმიზებისთვის. ამგვარად, არასტაბილურობა, როგორიცაა შვერილი - რაც შედუღების ნაკერის უსწორმასწორობაა - ფორების ფორმირება და ნაკერის ამოგდება, რაც შეიძლება წარმოიქმნას პროცესის მომთხოვნი პარამეტრებით, შემცირებულია.
Blackbird-ის ტექნოლოგიის პაკეტი
ელექტრული-მობილურობისთვის, Blackbird-ის ტექნოლოგიის სრული პაკეტი ABICOR BINZEL-ის გაყიდვებისა და მომსახურების ქსელთან ერთად ნიშნავს ეკონომიკურ სარგებელს: მაღალ-დინამიურ სკანერის სისტემებს, კონტროლის გამოცდილ ტექნოლოგიებს, ოპტიმალურად შესაფერის ოპტიკას და მომხმარებელზე არაჩვეულებრივად მორგებულობას შეუძლია მოახდინოს წარმოების პროცესების ოპტიმიზება დისტანციური ლაზერული შედუღებისთვის ელექტრო-მობილურობის სფეროში საერთაშორისო ქსელის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
მოცემული სრული სისტემით, შესაძლებელია განხორციელდეს უსაფრთხო პროცესები მაღალ-ეკონომიური ეფექტურობით.
სპეციფიკური გამოყენების კონფიგურაცია
- RobotSyncUnit (RSU) – ჭკვიანი პროგრამული უზრუნველყოფა
- ScanControlUnit (SCU) – მაღალ-ეფექტური კონტროლის სისტემა
- intelliSCAN FT – მძლავრი 2D სკანერი
- ScaVis – ძალიან ჭკვიანი გამოსახულების ამოცნობა და დამუშავება
ScaVis კამერის ტექნოლოგია – გარანტირებული უსაფრთხო კონტაქტებისთვის
სარჭების ლაზერული შედუღებისას ScaVis კამერა აუცილებელია. სხვა კონტაქტების ლაზერული შედუღებისას, ეს ღირებული აქტივია.
მექანიზმის მაღალი ხარისხის ხედვა უზრუნველყოფს პროცესის მაღალ ხარისხს, რაც აუცილებლად 100 პროცენტით უნდა იყოს გარანტირებული, განსაკუთრებით, სარჭების შედუღებისას. Blackbird-ის ScaVis კამერა უზრუნველყოფს, რომ თითოეული 400-მდე სარჭის წყვილი შედუღებული იყოს სრულიად უხარვეზოდ. რის უკანაც დგას მავთულების დეტექციისა და ლოკალიზაციის სანდო სისტემა, რაც განსაზღვრავს კომპონენტის მახასიათებელ ფორმებს. კამერის გამოსახულებათა საფუძველზე, შედუღების მარშრუტი განსაზღვრულია და ოფლაინ პარამეტრიზებულია. ლაზერული შედუღების პროცესის დაწყებამდე, RobotSyncUnit (RSU) პროგრამული უზრუნველყოფა კომპონენტის რეალურ კონტურებს ადარებს შენახულ ნიმუშთან. განსაზღვრული ლიმიტებისან გადახრის და კომპონენტის დაუშვებელი პოზიციის აღმოჩენისთანავე, სისტემა გაფრთხილებას უგზავნის მექანიზმის კონტროლს და ახდენს შედუღების პრევენციას.
რა თქმა უნდა, შედუღების მონაცემები დოკუმენტირებულია მომხმარებლის PLC-ში (პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერი) და ამრიგად უზრუნველყოფს შედუღების შედეგების მონიტორინგს.
უდეფექტო შედუღებები გარანტირებულია
მოქნილი და ნაწილობრივ გარე რესურსების შესყიდვის პროცესების გამო, კომპონენტი შესაძლოა შეძენილი იყოს საავტომობილო წარმოების სხვა მიმწოდებლებისგან. ვინაიდან, ასევე გამოყენებულია სხვადასხვა მწარმოებელთა ტექნოლოგიები, კომპონენტის დევიაციები მიწოდების პარტიებში წინასწარ პროგრამირებულია. იმისათვის, რომ მზად იყოთ ყოველგვარი გარემოებისთვის, Blackbird ტექნოლოგიის პაკეტის პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს დიდი ოდენობით გამოსახულების ინფორმაციას კომპონენტის შესაძლო დიზაინის შესახებ. გამოსახულების ამოცნობის პროცესის სიმულაცია უზრუნველყოფს პროგრამის-სპეციფიკურ ScaVis კამერის პარამეტრების ვერიფიკაციას ახალი პარტიისთვის.
თუ კომპონენტი სცდება განსაზღვრულ ლიმიტებს, სისტემა არ განახორციელებს ცალკეულ შედუღებებს. ეს ახდენს დეფექტური შედუღებების პრევენციას, რადგანაც აღნიშნულს შეუძლია კომპონენტის საბოლოოდ განადგურება. თუ არ განხორციელდება შედუღება, ხელახლა დამუშავების შესაძლებლობა რჩება ხელმისაწვდომი. ასეთ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორს შეუძლია მანუალურად განახორციელოს შედუღება ScaVis პროგრამის ინტერფეისში. თუ პროცესი სასწრაფოა, უმაღლესი-დონის კონტროლერი მიიღებს ბრძანებას შედუღებების არ განხორციელების თაობაზე, რათა მოგვიანებით მოახდინოს კომპონენტის ხელახალი დამუშავება.
დისტანციური ლაზერული შედუღება ადგილზე ელექტრო-მობილურობისთვის
- ახორციელებს კარგ რეპროდუქციულობას, თუნდაც დაკავშირების რთული ამოცანებისთვის
- RSU პროგრამული უზრუნველყოფის წინასწარ განსაზღვრული ალგორითმები გადაწყვეტს განხორციელდეს ლაზერული შედუღება თუ მომხმარებლის მიერ ინტერვენცია.
- უზრუნველყოფს შედუღების ზუსტი ნაკერების რეგულირებას თუნდაც ციკლის მცირე დროებში
- არსებობს გამოსახულების ამოცნობის, სკანერის პოზიციონირების, ასევე, შედუღების განხორციელების ოპტიმიზირებული დროში განსაზღვრული თანმიმდევრობა.
- უზრუნველყოფს სანდო მონაცემთა დოკუმენტაციას
- შედუღების მონაცემების მომხმარებლის PLC-სთვის გადაცემით, შედუღების შედეგები ხდება კონტროლირებადი
გადაწყვეტის პაკეტი ABICOR BINZEL & Blackbird
ნებისმიერს, ვისაც სურს კარგად გააზრებული სანდო და ეკონომიური გადაწყვეტის პაკეტი საავტომობილო წარმოებაში ელექტრო-მობილურობისთვის, უსაფრთხო მხარესაა ABICOR BINZEL-ისა და Blackbird-ის სრული შეთავაზებით. Blackbird-ის მაღალ-განვითარებული და მძლავრი ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებული იყოს საერთაშორისო მასშტაბით საავტომობილო წარმოებაში ABICOR BINZEL-ის საერთაშორისო გაყიდვებისა და მომსახურების ქსელის საშუალებით.
ელექტრო-მობილურობის მოცემული გადაწყვეტის პაკეტის უპირატესობები საავტომობილო წარმოებაში
- გამოცდილი ტექნოლოგიის პაკეტი
- ექსპერტთა საერთაშორისო ქსელი
- მსოფლიო მასშტაბით გამოყენება და მომსახურების მხარდაჭერა