ლაზერული შედუღება – კორპუსის კონსტრუქცია
მძლავრი ტექნოლოგიის პაკეტი ანჯამებით დამაგრებული ნაწილების, მანქანის სავარძლების და აკუმულატორის ბოქსების შედუღებისთვის
საავტომობილო წარმოებაში ხარჯეფექტურად და კომპეტენტუნარიანად წარმოებისთვის, საწარმოო ტექნოლოგიების მოთხოვნები ძალიან მაღალია, რადგან ამ სფეროში მნიშვნელოვანია შემოსავლიანობა და სიზუსტე. ABICOR BINZEL-ის საერთაშორისო გაყიდვებისა და მომსახურების ქსელთან დაკავშირებით, Blackbird-ის ტექნოლოგიის პაკეტი გთავაზობთ მთლიან და ერთობ საინტერესო გადაწყვეტას სატრანსპორტო საშუალებათა ნაწილების დისტანციური ლაზერული შედუღებისთვის ეკონომიური თვალსაზრისით.
სატრანსპორტო საშუალებათა ნაწილები, როგორიცაა მანქანის კარები, სავარძლები ან აკუმულატორის ბოქსები, ექვემდებარება ხარისხის ძალიან მაღალ მოთხოვნებს. შედუღების ნაკერები უნდა შესრულდეს ერთდროულად სწრაფად და ზუსტად, რადგანაც ციკლის დროები მცირეა და დაუშვებელია წუნიანი ან თუნდაც დეფექტურად შედუღებული სატრანსპორტო საშუალებათა ნაწილები. დისტანციური ლაზერული შედუღება უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შედუღების ნაკერებს მაღალ-ფუნქციური ნაკერის სიმტკიცითა და ასევე კარგი სტრუქტურული არადრეკადობით, მცირე თბური გავლენის ზონით, თითქმის კომპონენტის დეფორმაციის გარეშე და შედუღების ნაკერის მაღალი რეპროდუქციულობით - ძალიან ზუსტი, უსაფრთხო და ძალიან სწრაფი პროცესი.
მოცემულ ვებსაიტზე თქვენ იპოვით მნიშვნელოვან ინფორმაციას ძარას ჩონჩხის კომპონენტების დისტანციური ლაზერული შედუღების შესახებ.
სრული ინფორმაცია თვალის ერთი შევლებით
- როგორ მუშაობს დისტანციური ლაზერული შედუღება?
- დისტანციური ლაზერული შედუღება – ეფექტური სამ-განზომილებიანი კომპონენტებისთვის
- სატრანსპორტო საშუალებათა ნაწილების ლაზერული შედუღების გამოწვევები
- Blackbird-ის ტექნოლოგიის პაკეტი
- ეკონომიური ლაზერული შედუღება რეალურ დროში სინქრონიზაციით
- ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიის მრავალგვარობა
- სატრანსპორტო საშუალებათა ნაწილების დისტანციური ლაზერული შედუღება ადგილზე
- გადაწყვეტის პაკეტი ABICOR BINZEL & Blackbird
- ვიდეო
- დოკუმენტაცია
როგორ მუშაობს დისტანციური ლაზერული შედუღება?
ლაზერული შედუღება წარმოადგენს ლაზერული სხივის გამოყენებით დნობით შედუღების პროცესს. პროცესის ენერგია - განსხვავებით რკალური შედუღებისგან - წარმოდგენილია ელექტრომაგნიტური ლაზერული რადიაციით სამუშაო დეტალზე შეხების გარეშე, რომელიც შთაინთქმება მასალის მიერ და გარდაიქმნება თერმულ ენერგიად. შესაერთებელი მასალები დნება და იქმნება შედუღების ნაკერი. შედუღების წერტილზე წვდომა საჭიროა მხოლოდ ერთი მხრიდან.
დისტანციურ ლაზერულ შედუღებაში ლაზერული სხივი მიმართულია სკანერში სწრაფად მოძრავი სარკული სისტემების მიერ, რომელიც სხივს გადააადგილებს ზუსტად შედუღების წერტილზე და ახდენს ლაზერული სხივის ფოკუსირებას სამუშაო დეტალის ზედაპირზე. ამავდროულად, რობოტი სკანერს ამოძრავებს უწყვეტად კომპონენტზე. ამრიგად, შედუღების ნაკერებს შორის გადაადგილების დროები მნიშვნელოვნად შემცირებულია, ციკლის დროები შემცირებულია და შესაბამისად გაზრდილია ნაწილის წარმოება.
ტერმინი "დისტანციური" მიუთითებს "მანძილს" და აღწერს უპირატესობას, რომ შესაძლებელია ლაზერული სხივი მიმართული იყოს კომპონენტზე მინიმუმ 300 მმ-დან 1000 მმ-მდე ან მეტი მანძილიდან - ე.წ. ფოკუსური მანძილი. აღნიშნულის დადებითი ეფექტია ის, რომ დისტანციური დამუშავების თავსა და კომპონენტს შორის მანძილის ყველა დამატებითი მილიმეტრით კომპონენტების ცვეთა მცირდება. უპირატესობას წარმოადგენს სამუშაო დეტალზე უკეთესი წვდომა, ასევე, მცირე ინტერფერენციის კონტურები და ოპტიკასა და ლაზერული შედუღების სისტემას შორის კოლიზიის მნიშვნელოვნად შემცირებული რისკი. ჩვეულებრივი ლაზერული შედუღებისგან განსხვავებით, არ არის საჭირო ოპტიკის პოზიციონირება შრომატევადი გზით ცალკეულ საშემდუღებლო ამოცანებს შორის.
დისტანციური ლაზერული შედუღება – ეფექტური სამ-განზომილებიანი კომპონენტებისთვის
დისტანციურ ლაზერულ შედუღებაში შედუღების ოპტიკა ჩვეულებრივ მიმაგრებულია მიმმართველ მექანიზმზე, როგორიცაა რობოტის სახსრებიანი ხელი. ამგვარი რობოტით, დისტანციური ლაზერული შედუღებისას შესაძლებელია განხორციელდეს იერიშის კუთხეები ნულიდან 90°-მდე. ეს შესაძლებლობას იძლევა დიდი კომპონენტები სამ-განზომილებიან სივრცეში შეადუღოთ მაღალი ხარისხის მოქნილობით და განახორციელოთ კიდევ უფრო რთული ფორმის ნაკერი.
სატრანსპორტო საშუალებათა ნაწილების ლაზერული შედუღების გამოწვევები
სატრანსპორტო საშუალებათა ძარას ჩონჩხის ნაწილების ლაზერული შედუღებისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათ სიმტკიცეს. მოთხოვნილი სიმტკიცის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ზოგიერთი ასპექტის გათვალისწინება კარების, სავარძლის მოდულების და ასევე, აკუმულატორის ბოქსების შედუღებისას. ეს ჩამოთვლილია ქვემოთ.
სატრანსპორტო საშუალებათა კარების შედუღება
კუთხური ნაკერის შედუღება უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებათა კარების შედუღებისთვის. ამ მიზნით, ლაზერული სხივი მიმართული უნდა იყოს მაღალი სიზუსტით და მხოლოდ რამდენიმე მეათედი მილიმეტრი დასაშვები გადახრით ფოლადისა და ალუმინისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეერთების პარამეტრებს შორის შესაძლო ღრეჩოების განსაზღვრა და მათი შეერთება ადაპტაციური პარამეტრის რეგულირებით.
სავარძლის მოდულების შედუღება
სავარძლის მოდულები შედუღებისადმი ძალიან მგრძნობიარეა, აქვს ბევრი პირგადადებული ნაკერი და უნდა შედუღდეს ციკლის მოკლე დროებში. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რობოტის მოძრაობების საშემდუღებლო მოძრაობებისგან დაშორებით. მაღალ-დინამიური სკანერის სისტემა შესაძლებელს ხდის ლაზერის სხივის სწრაფად და ზუსტად პოზიციონირებას კვლავწარმოებადი გზით.
აკუმულატორის ბოქსების შედუღება
აკუმულატორის ბოქსებიც მანქანის კორპუსის სტრუქტურის ნაწილია და ამავდროულად უნდა იყოს მსუბუქი და თან ძალიან მტკიცე. სიმტკიცის მაღალი ხარისხის მქონე ალუმინის შენადნობები აკმაყოფილებს ამ სპეციფიკაციებს, მაგრამ მასალათა ეს კომპოზიციები რთულად შესადუღებელია: მოცემულ კონტექსტში განსაკუთრებით კრიტიკული მომენტია შედუღების ნაკერის გამაგრება. ამ მხრივ, ღრეჩოების წარმოქმნა უნდა შემცირდეს. აღნიშნულის გადაწყვეტაა ზუსტად მორგებული სტატიკური ან დინამიკური სხივის ფორმირება.
Blackbird-ის ტექნოლოგიის პაკეტი
ყველა საავტომობილო წარმოებისთვის, Blackbird-ის სრული ტექნოლოგიის პაკეტი ABICOR BINZEL-ის გაყიდვებისა და მომსახურების ქსელით ნიშნავს ეკონომიურ სარგებელს: პროცესის მაღალი სანდოობა, ზუსტი შედუღებები და კვლავწარმოებადი ნაკერის თვისებები ავტომატურ წარმოებაში შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო ქსელით მთელს მსოფლიოში.
კონტროლის გამოცდილი ტექნოლოგიები, ზუსტად კოორდინირებული ოპტიკა და მაღალ-დინამიური სკანერის სისტემები ქმნის მომავალზე ორიენტირებული ლაზერული შედუღების საფუძველს თანამედროვე საავტომობილო წარმოებაში.
სპეციფიკური გამოყენების კონფიგურაცია
- RobotSyncUnit (RSU) – ჭკვიანი პროგრამული უზრუნველყოფა
- ScanControlUnit (SCU) – მაღალ-ეფექტური კონტროლის სისტემა
- intelliWELD – მძლავრი 3D სკანერი
ეს კონფიგურაცია შესაძლებელს ხდის შეადუღოთ ფოლადის შენადნობები, ასევე, ალუმინის შენადნობები და ხელი შეუწყოთ შედუღების პროცესს შედუღების მოძრაობაზე დადებული ლაზერის სხივის ოსცილაციით. ამ ოსცილაციით ზედა ფურცელსა და ქვედა ფურცელს შორის უწყვეტად გაზომილი ღრეჩო შესაძლებელია ადაპტაციურად შეერთდეს შენადუღი კუთხური ნაკერისთვის პირგადადებით შეერთებისას.
ეკონომიური ლაზერული შედუღება რეალურ დროში სინქრონიზაციით
სხვადასხვა პოზიციაზე სკანერის სარკეების გარეშე ჩვეულებრივი ფიქსირებული ოპტიკით მრავალი მოკლე ნაკერის შედუღებისას, შედუღების ყოველი წერტილი უნდა იყოს მიღწეული და მის ზემოთ შეჩერებული. რეალური დროის ტექნოლოგიით, რობოტი ამოძრავებს სკანერის ოპტიკას სამუშაო დეტალის გასწვრივ უწყვეტი სიჩქარით და დისტანციაზე სიგრძივი ტრაექტორიით. სარკის სისტემები ლაზერის სხივს სწრაფად და ზუსტად ამოძრავებენ შესადუღებელ წერტილებზე. მოცემული რეალური დროის ტექნოლოგიით, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეამციროთ არაპროდუქტიული სამუშაო შეფერხებები.
მძლავრი SCU (სკანირების კონტროლის აგრეგატი) უზრუნველყოფს რეალურ დროში შედუღებას ციკლის მოკლე დროებში მოძრაობის თანმიმდევრობათა სინქრონიზაციით სკანირების სისტემასა და ინდუსტრიულ რობოტს შორის და უზრუნველყოფს ლაზერის სხივის, როგორც ენერგიის წყაროს ოპტიმალურ გამოყენებას. კომპონენტზე პროგრამირების პროცესი დამატებით მხარდაჭერილია ოფლაინ პროგრამირების ოფციით. ამ მხრივ, მარშრუტის დროის და ციკლის დროის ოპტიმიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს უკვე პერსონალურ კომპიუტერზე.
ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიის მრავალგვარობა
როგორც სამედიცინო ოფთალმოლოგიიდან ცნობილია, ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT) მრავალი წლის მანძილზე წარმატებით გამოიყენება, როგორც გამოსახულების ტექნიკა შედუღების ინსპექციასა და ასევე, ნაკერის კონტროლისთვის. OCT გადაწყვეტა წარმოადგენს ერთ-წერტილოვან, მაღალი სიჩქარის დისტანციის გაზომვას ინტერფერომეტრიის საფუძველზე. Blackbird-ის OCT გადაწყვეტა სარგებლობს ინდუსტრიაში აღიარებული ლაზერული გარდატეხის სისტემებით და დანერგილი OCT სენსორული ტექნოლოგიით, რათა იქონიოს კომპონენტის შესაძლო საუკეთესო სიმაღლის პროფილები შედუღებამდე, შედუღებისას და შედუღების შემდეგ.
როგორ მუშაობს კოჰერენტული ტომოგრაფია
შესაბამისი OCT სკანერი ძალიან სწრაფად მოძრაობს კომპონენტზე და ასკანერებს ზედაპირს სინათლის სხივით. უორიენტაციო სხივი, რომელიც იმავდროულად გამოიყოფა სინათლის იმავე წყაროდან, ეცემა უორიენტაციო სარკეს განსაზღვრულ მანძილზე და უკუ-აირეკლება. ორივე სხივი ხვდება და გადაფარავს ერთმანეთს და აძლიერებს ან ასუსტებს და აუქმებს ერთმანეთს - ისინი ინტერფერენციას ახდენენ. კომპონენტამდე მანძილის ზუსტი განსაზღვრა შესაძლებელია გენერირებული ინტერფერენციის პატერნით. OCT საზომი სხივის გარდატეხასთან კომბინაციით შესაძლებელია ნებისმიერი სიმაღლის პროფილის ჩაწერა.
ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიის უპირატესობები
ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიით, შეერთებების და კომპონენტის კიდეების, ასევე ზედაპირის გადახრების აღმოჩენაა შესაძლებელი და ასევე ღრმა პენეტრაციის შედუღებისას შესაძლებელია განისაზღვროს დეფექტური ხვრელის სიღრმე. ამრიგად, ნაკერის სიღრმის შესახებ ინფორმაცია უკვე მოპოვებულია ლაზერული შედუღებისას.
სატრანსპორტო საშუალებათა ნაწილების დისტანციური ლაზერული შედუღება ადგილზე
- ძალიან მოქნილი, ფოლადისა და ალუმინის მასალების დამუშავებისას
- ლაზერის სხივის ოსცილაცია და ღრეჩოს შეერთების ალგორითმები უზრუნველყოფს პროცესის უმაღლეს სანდოობას.
- სანდოა შედუღების ზუსტი ნაკერების რეგულირებისას მცირე ციკლის დროებით
- რეალური დროის ტექნოლოგია და ოფლაინ მარშრუტის პროგრამირება უზრუნველყოფს ლაზერული შედუღების პროცესებს ოპტიმიზირებული ციკლის დროებით.
- ეკონომიურია ნაკერის თვისებების კვლავწარმოებისას
- OCT პროცესი ხელს უწყობს ნაკერის კონტროლს, ღრეჩოს გაზომვას და ნაკერის ტოპოლოგიის განსაზღვრას.
გადაწყვეტის პაკეტი ABICOR BINZEL & Blackbird
Blackbird-ი გაწვდით მძლავრ, მოწინავე და სანდო ტექნოლოგიას სატრანსპორტო საშუალებათა ძარას ჩონჩხის ნაწილების დისტანციური ლაზერული შედუღებისთვის, ABICOR BINZEL-ი ავსებს მთლიან პაკეტს თავისი საერთაშორისო გაყიდვებისა და მომსახურების ქსელით. კომბინაციაში, მოცემული სიმბიოზის შედეგია მთლიანი, მაღალი ხარისხის და ღირებული გადაწყვეტის პაკეტი საავტომობილო წარმოებისთვის.
მოცემული გადაწყვეტის პაკეტის უპირატესობები საავტომობილო წარმოებისთვის
- გამოცდილი ტექნოლოგიის პაკეტი
- ექსპერტთა საერთაშორისო ქსელი
- მსოფლიო მასშტაბით გამოყენება და მომსახურების მხარდაჭერა