ფიქსირებული ავტომატიზაცია
მექანიკური და ნაწილობრივ მექანიკური შედუღება ჭკვიანი გადაწყვეტაა პერიოდული და სტანდარტიზირებული შედუღების უფრო ეფექტური პროცესებისთვის. დამხმარე ინსტრუმენტებით, როგორიცაა საშემდუღებლო ტრაქტორები ან სანთურის ავტომატური მართვა, მარტივი პროცესები ხდება სანდო და ამდენად, პროცესი უსაფრთხოა. კომპლექსური და შრომატევადი ხელახალი დამუშავება აღმოფხვრილი ან მინიმუმამდე შემცირებულია. ფიქსირებული ავტომატიზაციის გადაწყვეტები არაჩვეულებრივად შესაფერისია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც არ ღირს ინვესტირება გაცილებით უფრო ძვირ რობოტულ ტექნოლოგიაში ან რომელთაც სურთ ავტომატიზაციის დაწყება. ABICOR BINZEL-ი, გარდა აღიარებული საშემდუღებლო სანთურებისა და დაკავშირებული ცვეთადი და სათადარიგო ნაწილებისა, გთავაზობთ ჭკვიან გადაწყვეტებს მექანიზირებული ან ნაწილობრივ მექანიზირებული შედუღებისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფიქსირებულ ავტომატიზაციაში!
რა უპირატესობებს სთავაზობს ფიქსირებული ავტომატიზაცია შემდუღებელს?
ცხადია, არცერთ შემდუღებელს არ სურს სამუშაოს თავი დაანებოს. ტერმინ "ავტომატიზაციას" თავიდანვე ნეგატიური მნიშვნელობა ჰქონდა და აღძრავდა შიშს, რომ მექანიზმი იქნებოდა პასუხისმგებელი სამუშაოს დაკარგვაზე. განსხვავებით სრულად ავტომატური პროცესისგან, ფიქსირებული ავტომატიზაცია ეხმარება შემდუღებელს მონოტონურ სამუშაოში და შესაბამისად ამსუბუქებს მის დაძაბვას. მაგალითად, საშემდუღებლო ტრაქტორები ახდენს შემდუღებლის მიერ დაძაბულ პოზიციაში მუშაობის პრევენციას ხანგრძლივად ძალიან გრძელი ნაკერების შედუღებისას. რეალურად, საშემდუღებლო ტრაქტორი უზრუნველყოფს, რომ რამდენიმე მეტრი შედუღდეს ერთდროულად - ხარისხის დაკარგვის გარეშე, გადაღლისა და ერთ პოზაში ყოფნის გამო ტკივილის გარეშე.
რა უპირატესობები აქვს ფიქსირებული ავტომატიზაციით ოპერირებას?
როცა პერიოდული და მონოტონური სამუშაო სანდოდ ხორციელდება მექანიზირებული ან ნაწილობრივ მექანიზირებული "პატარა დამხმარეების" მიერ, ეს ზრდის პროდუქტიულობას და ხარისხს. დამხმარე ინსტრუმენტები, როგორიცაა სანთურის ავტომატური მართვა ან საშემდუღებლო ტრაქტორი, შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ხანგრძლივად შედუღება ერთ ნაწილზე. ყოველთვის მუდმივად მარალი ხარისხით. თუ შესაძლებელია საშემდუღებლო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს, შუალედებს შორის შეჩერების გარეშე, შედუღების ნაკერს ექნება ყოველთვის ერთნაირი ხარისხი და აღარ დასჭირდება ხელახალი დამუშავება. მარტივი ნაკერი შესაბამის ადგილას. წუნი აბსოლიტურ მინიმუმამდეა შემცირებული. ძირის ხაზი არის ის, რაც ზოგავს დროს და ფულს.