საშემდუღებლო კვამლის გამწოვი - xFUME® ROBO-ს გამწოვი აპარატი
კომპაქტური გადაწყვეტილება MIG/MAG სამრეწველო რობოტების ან კობოტებისთვის, წყაროსთან გაწოვისთვის
საშემდუღებლო კვამლის გაწოვა აუცილებელია შემოსაზღვრულ სივრცეში რობოტული და კობოტური შედუღებისას. ამ შემთხვევაში, გამოიყენება რა როგორც ცენტრალური კვამლის გამწოვი სისტემა, რომელიც მიერთებულია ეგრეთ წოდებულ დაბალი ვაკუუმის სისტემასთან, დაბინძურებული ჰაერი გაიწოვება საშემდუღებლო უჯრედიდან, გაიფილტრება და ხდება მისი დაბრუნება სუფთა ჰაერის სახით. თუმცა, საწარმოს ტერიტორიების დათვალიერებისას გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი საშემდუღებლო უჯრედია, რომელიც ზემოდან ღიაა და არ აქვს საშემდუღებლო კვამლის გამწოვი. ბევრად უფრო ეფექტური და ასევე, უფრო უსაფრთხო სისტემა ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ საშემდუღებლო უჯრედების გარემოცვაში, არის ეგრეთ წოდებული გაწოვა წყაროსთან. საშემდუღებლო კვამლის გაწოვის ამ მეთოდით, მავნე კვამლი გაიწოვება პირდაპირ წყაროსთან მაღალი ვაკუუმის სისტემით. xFUME® ROBO-ს გამწოვი აპარატის სახით, ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ მაღალტექნოლოგიურ, კომპაქტურ საშემდუღებლო კვამლის გაწოვის გადაწყვეტილებას წყაროსთან, ჩვეულებრივი საშემდუღებლო რობოტებისთვის და საშემდუღებლო კობოტებისთვის და ამრიგად, მნიშვნელოვნად ეხმარება მწარმოებელ კომპანიებს სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაში.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
- რატომ წყაროსთან გაწოვა საშემდუღებლო რობოტებისთვის?
- როგორ მოქმედებს წყაროსთან გაწოვა საშემდუღებლო რობოტზე
- xFUME® ROBO-ს გამწოვი აპარატის დამონტაჟება და ფუნქციონირება
- xFUME® ROBO -ს გამწოვი აპარატის უპირატესობები
- ბლოგები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- ვიდეოები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- დოკუმენტაცია
რატომ წყაროსთან გაწოვა საშემდუღებლო რობოტებისთვის ?
საშემდუღებლო რობოტები გამოიყენება, როდესაც დიდი რაოდენობების წარმოებაა საჭირო დროის მოკლე პერიოდში და ხშირად მუშაობა სამცვლიან რეჟიმში მიმდინარეობს. საწარმოო რობოტები ამცირებენ შემდუღებლების სამუშაო დატვირთვას, ათავისუფლებს მათ მონოტონური, განმეორებადი საშემდუღებლო ამოცანებისგან და უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაში, სულ მცირე, მნიშვნელოვანია, შემდუღებელთა ძვალკუნთოვანი სისტემის გაფრთხილების თვალსაზრისით. თუმცა, შედუღებისას სუფთა ჰაერის საკითხი, განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას იძენს, გასულ წლებთან შედარებით. საშემდუღებლო კვამლის გაწოვა ასევე მნიშვნელოვანია საშედუღებლო რობოტებთანაც, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, წარმოებაში, სადაც რობოტებს იყენებენ, დასაქმებულ პირებს არ აქვთ პირდაპირი კონტაქტი საშემდუღებლო კვამლთან, რომელიც მავნეა ჯანმრთელობისთვის. თუმცა ეს ვარაუდი არასწორია.
განსაკუთრებით MIG შედუღებისა და MAG შედუღების დროს, დიდი რაოდენობით საშემდუღებლო კვამლი წარმოიქმნება, რომელიც გაწოვილი უნდა იქნას რობოტის ბოქსებიდან. ჩვეულებრივ, როდესაც საშემდუღებლო კვამლი გაიწოვება სტაციონარული გამწოვი სისტემებით, არ არის გათვალისწინებული, რომ ბევრი თანამშრომელი მუშაობს საწარმოო სივრცეში, ვინც ახორციელებს საშემდუღებლო ბოქსების აღჭურვასა და შეკეთებას ან ასრულებს სამუშაოს უშუალოდ მათ გარემოცვაში. როდესაც რობოტის უჯრედები ან საშემდუღებლო ფარდა ღიაა, საშემდუღებლო კვამლი ყოველთვის გამოდის გარეთა ჰაერში და მოულოდნელად ხდება მისი შესუნთქვა. ეს აუცილებლად თავიდან უნდა იქნას აცილებული!
კიბოს საერთაშორისო კვლების ინსტიტუტმა (IARC) 2018 წელს უკვე დაადგინა, რომ საშემდუღებლო კვამლი წარმოადგენს კანცეროგენს. ამასთანავე, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აუცილებელია, შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით, უზრუნველყოფილი იქნას სუფთა ჰაერის არსებობა სამუშაო ადგილზე. xFUME® ROBO-ს გამწოვი აპარატი, მობილურ გამწოვ აპარატთან ერთად გამოყენებისას ან ცენტრალურ გამწოვ სისტემასთან მიერთებისას, ხელს უშლის მავნე კვამლის გავრცელებას ზოგადად რობოტის შედუღების უჯრედსა თუ კობოტის შედუღების უჯრედში, რადგან ის გაიწოვება პირდაპირ წყაროსთან ამ გამწოვი საშუალებით.
არაერთი სამეცნიერო კვლევით დადასტურდა, რომ წყაროსთან გაწოვა, ანუ საშემდუღებლო კვამლის გაწოვა უშუალოდ საშემდუღებლო პროცესში, ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიაა კვამლის შესაწოვად. ამ სისტემით, საშემდუღებლო პოზიციის შესაბამისად, 95%-ზე მეტი ყველანაირი მტვრის ნაწილაკი (> 0.1მკმ) შეიძლება გაიფილტროს საშემდურებლო კვამლიდან.
როგორ მოქმედებს წყაროსთან გაწოვა საშემდუღებლო რობოტზე
ხელის კვამლის გამწოვი სანთური შეიწოვს საშემდუღებლო კვამლს სპეციალური გამწოვი საქშენით. ვინაიდან ასეთი გამწოვი საქშენი საკმაოდ მოუხერხებელი იქნებოდა რობოტული შედუღების სანთურის შემთხვევაში, წყაროსთან გაწოვის საკითხი საშემდუღებლო რობოტთან სხვაგვარად უნდა გადაწყდეს.
საშემდუღებლო რობოტები ხშირად შეზღუდულ პოზიციაში არიან და ლიმიტირებული წვდომა აქვთ. ამასთანავე, დამატებითი საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სისტემა უნდა იყოს დამონტაჟებული ისე, რომ არ შეუშალოს ხელი საწარმოო რობოტის მოძრაობებს, ამავდროულად კი, იყოს პროცესთან საკმაოდ ახლოს, რათა არ შემცირდეს გაწოვის ეფექტურობა.
xFUME® ROBO-ს გამწოვი აპარატის დიზაინი იძლევა ნებისმიერ MIG/MAG რობოტულ სანთურზე დამაგრების საშუალებას, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და დამონტაჟების შემდგომ უზრუნველყოფს მუდმივად კარგ მისაწვდომობას და შედუღების შესაძლებლობას, შეზღუდულ პოზიციებში. ნაწილაკები, რომლებიც პირდაპირ საშემდუღებლო პროცესში გაიწოვება, მიემართება შლანგის სისტემით მაღალი ვაკუუმის გამწოვ აპარატში და გროვდება ინტეგრირებულ ფილტრში. კარგი საშემდუღებლო კვამლის გამწოვი აპარატის ქონის შემთხვევაში, როგორიცაა, ABICOR BINZEL-ის xFUME® ADVANCED-ი, არ არსებობს შემთხვევით ზედმეტი დამცავი გაზის გაწოვის რისკი.
xFUME® ROBO-ს გამწოვი აპარატის დამაგრება შესაძლებელია რობოტის სანთურის ყელზე ადაპტერის მილისის გამოყენებით. ეს მილისები შესაძლებელს ხდის აპარატის სხვადასხვა სისქის სანთურის ყელზე დამაგრებას, ანუ სხვადასხვა დიამეტრის სანთურის ყელზე. შესაბამისად, დიამეტრის ცვლილებაზე მარტივად შეუძლია მორგება. ორი სილიკონის გამწოვი შლანგი აერთებს საშემდუღებლო კვამლის მილს გამყოფი მუხლით. სხვათა შორის, სილიკონის შლანგები მაგრდება ხელსაწყოების გარეშე, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მოხმარებას.
მავნე საშემდუღებლო კვამლი გროვდება გაზის საქშენის უკან. ეს უზრუნველყოფს რობოტის სანთურის კარგ წვდომას პროცესზე, შეზღუდულ პოზიციებშიც კი.
მიერთებული მაღალი ვაკუუმის სისტემა გაიწოვს საშემდუღებლო კვამლს მაღალი სტატიკური წნევისა და შედარებით დაბალი ნაკადის მოცულობის ქვეშ, წყაროდან. გაწოვილი საშემდუღებლო კვამლი გადაიტანება საშემდუღებლო კვამლის გამწოვ აპარატში და გროვდება ინტეგრირებულ ფილტრში.
xFUME® ROBO-ს გამწოვი აპარატის უპირატესობები
- უზრუნველყოფს საშემდურებლო კვამლის მაქსიმალურად კარგ შეწოვას, რობოტული საშემდუღებლო სანთურებით, წყაროსთან შეწოვის გზით
- ადვილად ერგება არსებულ სისტემებით ჩვეულებრივ საშემდუღებლო რობოტებს
- დასამუშავებელ საგანზე კარგი წვდომის საშუალებას იძლევა, შეზღუდულ პოზიციებში კი
- უზრუნველყოფილია მარტივი შეკეთება, იარაღების გარეშე
- გარანტირებულია შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვა საშემდუღებლო კვამლისგან საშემდუღებლო ისეთ წარმოებაში დასაქმებული პირებისთვის, სადაც იყენებენ რობოტებს.
- ერგება ნებისმიერ გამწოვ სისტემას, რომელიც განკუთვნილია რობოტული შედუღებისთვის
ბლოგები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
(English)
- 5 შეცდომა, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ კვამლის გამწოვ სანთურთან დაკავშრებით
- რა უნდა გაითვალისწინოთ საშემდუღებლო კვამლის ფილტრებთან დაკავშირებით
- კვამლის გაწოვა რობოტული შედუღებისას - რა არის სასურველი და რა არის აუცილებელი?
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია გაწოვის ტექნოლოგიის შესახებ: »ABIBLOG«.
განმარტება: xFUME® ADVANCED
xFUME® ADVANCED – იდეალურად ერგება ABICOR BINZEL-ის კვამლის გამწოვ სანთურებს
განმარტება: xFUME® FLEX
საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ მეტი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ არხზე: »ABICOR BINZEL YouTube channel« .