xFUME® PRO-ს კვამლის გამწოვი სანთური
ძლიერი შედუღება ინტეგრირებული საშემდუღებლო კვამლის გაწოვით
დღეისათვის ჯანმრთელობის დაცვა და შრომის უსაფრთხოება შემდუღებლებისთვის ისევე მნიშნელოვანია, როგორც ზუსტი შედუღების შედეგები, მაქსიმალურად სტაბილური ხარისხით. კუნთოვან დაძაბულობასთან ერთად, ასევე გასათვალისწინებელია მავნე საშემდუღებლო კვამლის რისკი. ნებისმიერმა დამსაქმებელმა ხელით შემდუღებლები უნდა უზრუნველყოს იარაღებით, რომლებიც ერთი მხრივ კარგად ერგება ხელს და შეძლებისდაგვარად, ნაკლებად ტვირთავს ძვალკუნთოვან სისტემას, და მეორე მხრივ, მოწყობილობებით, რომლებიც საიმედოდ გაიწოვს მავნე საშემდუღებლო კვამლს, რომელიც წარმოიქმნება MIG შედუღებისა და MAG შედუღების დროს. ABICOR BINZEL-ის xFUME® PRO -ის გაზით გაგრილებადი და სითხით გაგრილებადი კვამლის გამწოვი სანთურები წარმოადგენს ტექნოლოგიურ განვითარებას უკვე კარგად ცნობილი RAB GRIP HE 2-ის სანთურებისა. სანთურების ეს ახალი თაობა უფრო ზუსტად და საიმედოდ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს სამუშაოს უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ABICOR BINZEL-ის xFUME® PRO-ს ხაზის მძლავრი კვამლის გამწოვი სანთურები იდეალურია რთულ სამრეწველო გარემოში გამოყენებისთვის, სადაც შედუღება ხდება მაღალი ამპერაჟით და მძლავრი საიმედო საშემდუღებლო სანთურებია საჭირო. ეს გამწოვი სანთურები სპეციალურად იქნა შემუშავებული წერტილოვანი გაწოვისთვის და მობილური საშემდუღებლო კვამლის გაწოვისთვის და ადგენს ახალ სტანდარტს ერგონომიულობის, ეფექტურობისა და წონის თვალსაზრისით. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი იძლევა ჯანსაღი შედუღების საშუალებას ისე, თითქოს ხელში გეჭიროთ MIG საშემდუღებლო სანთური ან სტანდარტული MAG საშემდუღებლო სანთური.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
- საშემდუღებლო კვამლის გაწოვასთან დაკავშირებული რეგულაციები
- რატომ საშემდუღებლო კვამლის გაწოვა წყაროსთან გაწოვით?
- xFUME® PRO-ს საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სანთურის ხაზის თავისებურებები
- xFUME® PRO-ს საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სანთურების ტექნიკური მონაცემები
- xFUME® PRO-ს საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სანთურების ფუნქციონალობა
- კვამლის გამწოვი სანთური და კვამლის გამწოვი აპარატი: გაერთიანებული ძალის ეფექტურობა
- ბლოგები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- ვიდეოები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- დოკუმენტაცია
საშემდუღებლო კვამლის გაწოვასთან დაკავშირებული რეგულაციები
2018 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IARC) საშემდუღებლო კვამლი მიაკუთვნა კანცეროგენებს. სამწუხაროდ, მანამდე საშემდუღებლო კვამლის გაწოვა MIG შედუღებისა და MAG შედუღების დროს ხშირად გამონაკლისი იყო. ამჟამად უკვე მწარმოებელი კომპანიების ვალდებულებაა, რომ უზრუნველყონ შემდუღებლები ჯანსაღი სამუშაო გარემოთი. სამუშაო გარემოში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ გამკაცრებულ რეგულაციებში. შესაბამისად ამ საკითხმა შეიძინა ახალი მნიშვნელობა. კომპანიები იძულებული არიან გადახედონ არსებულ საშემდუღებლო სამუშაო ადგილებს და უზრუნველყონ მათი გადაკეთება.
ცენტრალური თუ სტაციონარული გამწოვი სისტემები დამონტაჟდა ბევრ საწარმოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს ე.წ. დაბალი ვაკუუმის სისტემები განთავსებულია ან საწარმოს ჭერზე და იწოვს მთლიანი ოთახის გამონაბოლქვს ან მოთავსებულია კონკრეტული საშემდუღებლო სამუშაო ადგილების თავზე და იწოვს კვამლს, რომელიც იქამდე აღწევს. ამ სისტემაში, გამწოვი ხუფები ან გამწოვი მილები იწოვს ოთახის ჰაერს მაღალი მოცულობის ნაკადისა და დაბალი ნეგატიური წნევის ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ სტატიკური წნევა და ჰაერის მოძრაობის სიჩქარე უფრო დაბალია, ვიდრე ე.წ. მაღალი ვაკუუმის სისტემაში, როგორიცაა გაწოვა წყაროსთან, ანუ საშემდუღებლო კვამლის შეგროვება პირდაპირ წარმოშობის წერტილში. საშემდუღებლო კვამლი რომ თითქმის მთლიანად იქნას შეწოვილი და მიღწეული იქნას უმაღლესი ეფექტი, ასეთი წყაროსთან გაწოვა უნდა იქნას გამოყენებული. ეს სისტემა, რომელიც მუშაობს მობილურ საშემდუღებლო კვამლის გამწოვ აპარატთან ერთად, საშუალებას აძლევს კომპანიებს განაახლონ არსებული სტაციონარული სისტემები, როგორიცაა ოთახის გამწოვი სისტემა ან დარბაზის ვენტილაცია.
რატომ საშემდუღებლო კვამლის გაწოვა წყაროსთან გაწოვის საშუალებით?
წყაროსთან გაწოვის საშუალებით საშემდუღებლო კვამლი გაიწოვება პირდაპირ წარმოქმნის წერტილიდან, კვამლის გამწოვი სანთურის წინა დაბოლოებით და მიემართება მობილური გამწოვი აპარატისკენ, ეს აპარატი ფილტრავს მავნე ნაწილაკებს და აბრუნებს გასუფთავებულ ჰაერს გარემოში. წყაროსთან გაწოვა არის ყველაზე ეფექტური ტექნოლოგია საშემდუღებლო კვამლის შეწოვისთვის. ამ ეგრეთ წოდებული მაღალი ვაკუუმის სისტემაში ინტეგრირებულ ფილტრს შეუძლია გაფილტროს 99.95 %-მდე ყველანაირი მტვრის ნაწილაკი (> 0.1 მკმ) საშემდუღებლო კვამლიდან.
მაღალი ვაკუუმის სისტემას აქვს დაბალი ნაკადის დონე მაღალ ნეგატიურ წნევაზე. დაბალი ვაკუუმის სისტემასთან შედარებით სტატიკური წნევა და ჰაერის მოძრაობის სიჩქარე უფრო მაღალია. წყაროსთან გაწოვასთან დაკავშირებით ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ ძალიან ბევრი დამცავი გაზი გაიწოვება. თუმცა, შესაბამის მობილურ კვამლის გამწოვ აპარატთან ერთად, კარგი საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სანთური უზრუნველყოფს საკმარისი დამცავი გაზის გარემოს ნებისმიერ დროს.
გთხოვთ გაეცანით იმ კომპანიების გამოცდილებასა და განცხადებებს, რომლებიც იყენებენ ABICOR BINZEL-ის საშემდუღებლო კვამლის გამწოვ სანთურებს:
xFUME® PRO-ს კვამლის გამწოვი სანთურების ხაზის თავისებურებები
ბაზარზე ხელმისაწვდომი კვამლის გამწოვი სანთურების უმეტესობასთან შედარებით, xFUME® PRO-ს გამწოვი სანთურების ხაზი განსაკუთრებით მსუბუქი და მოსახერხებელია. ეს კვამლის გამწოვი სანთურები, როდესაც გიჭირავთ ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს ჩვეულებრივი MIG სანთური ან MAG სანთური გიჭირავთ. ჩვეულებრივ, საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სანთურები არ არის მაინცდამაინც პოპულარული შემდუღებლებს შორის, რადგან ითვლება, რომ ისინი საკმაოდ მძიმეა და მოუხერხებელი არის კიდეც. ABICOR BINZEL -ის xFUME® PRO-ს კვამლის გამწოვი სანთურების ხაზის სანთურები კი ბევრად ადვილი დასაჭერია, ყველა კვამლის გამწოვ სანთურს აქვს შედარებით თხელი წინა მხარე, რაც უზრუნველყოფს პროცესის კარგ ხილვადობას.
xFUME® PRO-ს კვამლის გამწოვი სანთურების თვალში საცემი უპირატესობები:
- მაღალეფექტური საშემდუღებლო კვამლის გაწოვა
- გაუმჯობესებული ერგონომიულობა და შესამჩნევად შემცირებული წონა
- თხელი წინა დაბოლოება
- ოპტიმიზებული დამცავი გაზის გარემო
- გაუმჯობესებული ერგონომიული სახელური
- უნიკალური ბალანსი სანთურის ყელსა და სადენების ნაკრებს შორის
სხვათა შორის, xFUME® PRO-ს კვამლის გამწოვი სანთურით შედუღებისას, ABICOR BINZEL-ის xFUME®-ის აპარატთან ერთად, როგორიცაა xFUME® ADVANCED-ი, FES-200 W3-ი და FEC W3-ი, არ არსებობს გაუთვალისწინებლად დამცავი გაზის გაწოვის რისკი! xFUME® PRO-ს გამწოვი სანთურების მეშვეობით, საშემდუღებლო კვამლის გამწოვ აპარატთან სწორი მიერთებით, ნებისმიერ დროს გარანტირებულია ოპტიმალური დამცავი გაზის გარემოს შენარჩუნება.
xFUME® PRO-ის კვამლის გამწოვი სანთურების ფუნქციონალობა
ABICOR BINZEL-ის xFUME® PRO -ს კვამლის გამწოვი სანთურები წარმოადგენს მაღალი ვაკუუმის სისტემის ნაწილს, სადაც დაბალი მოცულობის ნაკადი გაივლის მაღალ ნეგატიურ წნევაზე. დაბალი ვაკუუმის სისტემასთან შედარებით, სტატიკური წნევა და გაწოვილი ჰაერის მოძრაობის სიჩქარე უფრო მაღალია. პროცესში წარმოქმნილი საშემდუღებლო კვამლი გროვდება და გამწოვი მილის მეშვეობით გადაიტყორცნება მობილურ გამწოვ აპარატში. ინტეგრირებული ფილტრი უზრუნველყოფს, რომ ჭუჭყის ნაწილაკები შეგროვდეს და გაჩერდეს, ხოლო სუფთა ჰაერი დაბრუნდეს გარემოში. წყაროსთან გაწოვის მეშვეობით, xFUME® PRO-ს გამწოვი სანთურების დახმარებით, მავნე ნაწილაკების 90%-დან 99%-მდე შეიწოვება და იფილტრება, რაც დამოკიდებულია სანთურის პოზიციაზე.
თუმცა, წყაროსთან გაწოვასთან დაკავშირებით ხშირად ფიქსირდება პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ძალიან ბევრი ინერტული გაზი შეიწოვება. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს შეწოვის დონის უფრო ზუსტად დარეგულირება, xFUME® PRO-ს კვამლის გამწოვი სანთურების სახელური აღჭურვილია ადვილად სამართავი გარეთა ჰაერის სასრიალო მაკონტროლებლით. ამრიგად, შესაფერის მობილურ კვამლის გამწოვ აპარატთან ერთად, ნებისმიერ დროს გარანტირებულია საკმარისი დამცავი გაზის გარემოს შენარჩუნება.
ტექნიკური მონაცემები
ტიპი: | xFUME® PRO 24 | xFUME® PRO 36 | xFUME® PRO 501 |
გაგრილება: | გაზით გაგრილებადი | გაზით გაგრილებადი | სითხით გაგრილებადი |
კატეგორია | |||
CO2: | 270 A | 330 A | 500 A |
შერეული გაზები M21*: | 250 A | 300 A | 450 A |
მუდმივი დენი (%): | 60 | 60 | 100 |
მავთული Ø (mm): | 0,8 - 1,2 | 0,8 - 1,2 | 1,0 - 1,6 |
ნაკადის მოცულობა მ3/სთ | |||
გამწოვი საქშენი: | 70 | 58.7 | 58.7 |
მისაერთებელი: | 92,8 | 75,8 | 81,3 |
* DIN EN ISO 14175 სტანდარტის მიხედვით
საშემდუღებლო კვამლის შეგროვება პირდაპირ პროცესში, წყაროსთან გაწოვის მეშვეობით ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიაა საშემდუღებლო კვამლის გაწოვისთვის და საუკეთესო გზაა შემდუღებლის ჯანმრთელობის დასაცავად. xFUME® PRO-ს გამწოვი სანთურები, ABICOR BINZEL-ის კვამლის გამწოვ აპარატთან ერთად, როგორიცაა xFUME® ADVANCED, FES-200 W3 და FEC W3, იწოვს საშემდუღებლო კვამლს დამცავი გაზის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. ეს მაღალი ვაკუუმის გამწოვი სისტემები, როგორც გუნდი, გთავაზობთ გაერთიანებული ძალის ეფექტურობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაში, ნებისმიერ ადგილას, სადაც ხდება შედუღება.
ბლოგები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- 11 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, კვამლის გაწოვის თაობაზე
- 5 შეცდომა, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ კვამლის გამწოვ სანთურთან დაკავშრებით
- რა უნდა გაითვალისწინოთ საშემდუღებლო კვამლის ფილტრებთან დაკავშირებით
გაწოვის ტექნოლოგიის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ჩვენს ბლოგზე: »ABIBLOG«.
განმარტება: xFUME® ADVANCED
xFUME® ADVANCED – იდეალურია ABICOR BINZEL-ის კვამლის გამწოვი სანთურებისთვის
განმარტება: xFUME® FLEX
საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ მეტი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ არხზე: »ABICOR BINZEL YouTube channel« .