xFUME® COMPACT-ის მცირე წონიანი MIG/MAG კვამლის გამწოვი სანთური
თხელი ფირფიტების შედუღება, კვამლის გაწოვის უზრუნველყოფით, არასოდეს ყოფილა ასე მარტივი
მოუხერხებელი საშემდუღებლო სანთურები, რომლებიც ასევე საკმაოდ მძიმეა და საშემდუღებლო პროცესში ხელს უშლის კარგ ხილვადობას, წარსულს ჩაბარდა, ABICOR BINZEL-ის xFUME® COMPACT-ის დახმარებით. თხელი ლითონის ფირფიტების შედუღებისას, როგორიცაა მაგალითად ავტომატურად წარმოებული ნაწილების გადამუშავება, საბოლოო დამუშავების პროცესი ან მცირე სარემონტო და სახელოსნო სამუშაოები, გათვალისწინებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა სამუშაო პროცესში ამ გაზით გაგრილებადი MIG/MAG კვამლის გამწოვი სანთურის მეშვეობით. ვისაც ერთხელ მაინც გამოუყენებია ეს საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სანთური, არასოდეს მოუნდება სხვა სანთურით მუშაობა. ის კარგად ერგება ხელს, ნაკერის ხილვადობა, რომლის შედუღებაც უნდა მოხდეს, შესანიშნავია და შეიწოვს საშემდუღებლო კვამლს ეფექტურად, ოპტიმალური დამცავი გაზის გარემოში.
შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020 წლიდან, საშემდუღებლო კვამლის გაწოვასთან დაკავშირებული რეგულაციების მიღების შედეგად. xFUME® COMPACT-ის გაზით გაგრილებადი გამწოვი სანთურისა და ABICOR BINZEL-ის შესაბამისი მობილური საშემდუღებლო კვამლის გამწოვი მოწყობილობის მეშვეობით, როგორიცაა xFUME® ADVANCED, FES-200 W3 ან FEC W3, თხელი ფირფიტების MIG შედუღება და MAG შედუღება, 250 ამპერამდე დენით, გადაიქცევა სუფთა, უსაფრთხო და მარტივ საქმედ.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
- წყაროსთან გაწოვა xFUME® COMPACT-ით
- xFUME® COMPACT-ის კვამლის გამწოვი სანთურის თავისებურებები
- xFUME® COMPACT-ის კვამლის გამწოვი სანთურის ტექნიკური მონაცემები
- xFUME® COMPACT-ის კვამლის გამწოვი სანთურის ფუნქციონალობა
- გამწოვი სანთური და გამწოვი აპარატი - ჰოლისტიკური გამწოვი სისტემის გადაწყვეტილება
- ბლოგები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- ვიდეოები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- დოკუმენტაცია
წყაროსთან გაწოვა xFUME® COMPACT-ით
შრომითი უსაფრთხოება შედუღებისას ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნაკერის კარგი ხარისხი და მომხმარებლისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი. კარგი სამუშაო პირობები შემდუღებლებისთვის ასევე მოიცავს საშემდუღებლო სანთურების მცირე წონას, პრაქტიკულობასა და საიმედო ფუნქციონირებას, ისევე როგორც კვამლის გამწოვი სისტემის არსებობას, რომელიც შეიწოვს მავნე საშემდუღებლო კვამლს, მაქსიმალურად კარგად. საშემდუღებლო კვამლის წყაროსთან შეწოვა არის სისტემა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად რეკომენდირებულია საშიში ნივთიერებების შესახებ გერმანიის განკარგულებით (Gefahrenstoffverordnung – GefStoffV), DIN EN ISO 15012-1 სტანდარტის დანართში I, # 2, რომელიც შეეხება კონკრეტულად საშიშ ნივთიერებებს. ეს ტექნოლოგია იწოვს 90 %-დან 99 %-მდე წარმოქმნილ კვამლს, სანთურის პოზიციიდან გამომდინარე და 99,95 %-მდე ყველანაირი მტვრის ნაწილაკი (> 0,1 მკმ) იფილტრება საშემდუღებლო კვამლიდან
xFUME® COMPACT -ის კვამლის გამწოვი სანთური, მობილურ კვამლის გამწოვ აპარატთან ერთად, როგორიცაა ABICOR BINZEL-ის xFUME® ADVANCED-ი, FES-200 W3-ი გთავაზობთ იდეალურ სისტემურ გადაწყვეტილებას საშემდუღებლო კვამლის გაწოვისთვის, გაზით გაგრილებადი MIG შედუღების ან MAG შედუღებისას.
წყაროსთან გაწოვა კარგად ხდება მაღალი ვაკუუმის სისტემებთან. ამ ტექნოლოგიით დაბალო მოცულობის ნაკადი მაღალ ნეგატიურ წნევაზე მიედინება მაღალი სტატიკური წნევით და გაწოვილი კვამლის მაღალი ნაკადის დონით. მავნე საშემდუღებლო კვამლი გროვდება გამწოვი საქშენის მეშვეობით გამწოვი სანთურის წინა მხარეს და ამრიგად, პირდაპირ წარმოქმნის წერტილიდანვე, მიემართება მობილური გაწოვის აპარატში, სადაც გროვდება და იფილტრება. გასუფთავებული ჰაერი ბრუნდება გარემოში.
xFUME® COMPACT-ის კვამლის გამწოვი სანთურის თავისებურებები
როდესაც ხდება თხელი ფირფიტების შედუღება 250 ამპერამდე დენზე და სავალდებულოა წყაროსთან კვამლის გაწოვა, xFUME® COMPACT-ი უბრალოდ საუკეთესო არჩევანია. ABICOR BINZEL-ის ეს კვამლის გამწოვი სანთური იდეალურია ხელით გადამუშავებისას, ავტომატური წარმოების ხაზის შემდეგ, მსუბუქი საშემდუღებლო სამუშაოსთვის, საბოლოო დამუშავების პროცესში, მცირე სარემონტო ან სახელოსნო საშემდუღებლო სამუშაოებისთვის.
დიზაინიდან გამომდინარე, გამწოვი სანთურები ითვლება საშემდუღებლო კვამლის გაწოვისთვის მოუხერხებლად და მძიმედ, მაგრამ xFUME® COMPACT-ი გვაოცებს პირველივე დანახვისას, თავისი თხელი დიზაინით. ხელში აღებისას და ამუშავებისას ეს კვამლის გამწოვი სანთური მაშინვე გადაიქცევა ყველაზე სასურველ საშემდუღებლო იარაღად.
xFUME® COMPACT-ის კვამლის გამწოვი სანთურის თვალში საცემი უპირატესობები:
- მაღალეფექტური საშემდუღებლო კვამლის გაწოვა, 250 ამპერამდე
- გამორჩეული ერგონომიულობა და მართვა
- თხელი წინა დაბოლოება
- არჩევით, მოკლე ან გრძელი სასხლეტი
- ძალიან კარგი დამცავი გაზის გარემო
- სანთურის ყელისა და სადენების ნაკრების უნიკალური ბალანსი
xFUME® COMPACT-ის კვამლის გამწოვი სანთურის ფუნქციონალობა
xFUME® COMPACT-ის კვამლის გამწოვი სანთური გამწოვ აპარატთან ერთად გამოიყენება მაღალი ვაკუუმის სისტემაში. დაბალი მოცულობის ნაკადი მაღალ ნეგატიურ წნევაზე გაიწოვს კვამლს წყაროსთანვე, რომელი მიემართება მაღალი სტატიკური წნევით და მაღალი ჰაერის სიჩქარით, გამწოვი მილის გავლით, მობილურ კვამლის გამწოვ აპარატში. მავნე ნაწილაკები იფილტრება გამწოვი აპარატის ფილტრის სისტემაში და სუფთა ჰაერი ბრუნდება გარემოში.
თუმცა, არსებობს ფართოდ გავრცელებული პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ძალიან ბევრი დამცავი გაზი შეიწოვება კვამლის გამწოვი სანთურით. ეს არ მოხდება კარგად კოორდინირებული კვამლის გაწოვის სისტემური გადაწყვეტილების შემთხვევაში. გაწოვის ძალა შეიძლება ძალიან კარგად იქნას ადაპტირებული შესაბამის საშემდუღებლო ამოცანასთან, გარეთა ჰაერის მარეგულირებლის მეშვეობით.
გამწოვი სანთური და გამწოვი აპარატი - ჰოლისტიკური გაწოვის სისტემის გადაწყვეტილება
სახელოსნოებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საშემდუღებლო სამუშაოებს 250 ამპერამდე, საშემდუღებლო გადამუშავებისთვის წარმოების პროცესში, ასევე მცირე სარემონტო სამუშაოებისთვის, xFUME® COMPACT-ი იდეალური გამწოვი სანთურია, წყაროსთან გაწოვისთვის. ეფექტურ კვამლის გამწოვ აპარატთან ერთად ის ქმნის ჰოლისტიკურ გამწოვი სისტემას.
საშემდუღებლო კვამლის გამწოვი აპარატები, რომლებიც სრულყოფილად ერგება ABICOR BINZEL -ის xFUME® COMPACT-ს:
საშემდუღებო კვამლის გამწოვ აპარატებს - FES-200 W3-ს და FEC W3-ს, აქვს W3 კლასის გამაცალკევებელი ფილტრი, როგორც თავად ამ აპარატების სახელწოდებიდანაც ჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ორი კვამლის გამწოვი აპარატი მოწონებულია უხვად ლეგირებული ფოლადის შედუღებისთვის, რომელიც შეიცავს შენადნობის სახით 30%-ზე მეტ ნიკელსა და ქრომს. ამ მობილური გამწოვი აპარატების გამოყენებისას, უხვად ლეგირებულ ფოლადთან, გაფილტრული ჰაერი შეიძლება ასევე პირდაპირ დაბრუნდეს სამუშაო გარემოში.
ბლოგები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- 11 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, კვამლის გაწოვის თაობაზე
- 5 შეცდომა, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ კვამლის გამწოვ სანთურთან დაკავშრებით
- რა უნდა გაითვალისწინოთ საშემდუღებლო კვამლის ფილტრებთან დაკავშირებით
გაწოვის ტექნოლოგიის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ჩვენს ბლოგზე: »ABIBLOG«.
განმარტება: xFUME® ADVANCED
xFUME® ADVANCED – იდეალურია ABICOR BINZEL-ის კვამლის გამწოვი სანთურებისთვის
განმარტება: xFUME® FLEX
საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ მეტი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ არხზე: ABICOR BINZEL YouTube channel.