xFUME® TIG:კვამლის გამწოვი სანთურა სუფთა TIG შედუღებისთვის
საიმედო გაწოვა წყაროსთან, განსაკუთრებით მავნე საშემდუღებლო კვამლისთვის
TIG შედუღება (ინერტული გაზის დამცავ გარემოში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით რკალური შედუღება) ითვლება ისეთ საშემდურებლო პროცესად, რომელიც თითქმის არ წარმოქმნის კვამლს. ამ დროს, MIG შედუღებასთან (რკალური შედუღება ინერტული გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) და MAG შედუღებასთან (რკალური შედუღება აქტიური გაზის დამცავ გარემოში ლითონის დნობადი ელექტროდით) შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები ხილული საშემდუღებლო კვამლი წარმოიქმნება, მაგრამ ვიზუალური ეფექტი შეიძლება შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს, რადგან წარმოქმნილი კვამლი, უმეტესწილად, უხილავია და ამავდროულად, უფრო მეტად საშიშია შესუნთქვის შემთხვევაში.
TIG შედუღება ხშირად გამოიყენება ისეთი საშემდუღებლო სამუშაოებისთვის, როდესაც ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია გარეგნული მხარე. TIG პროცესით შესადუღებელი მასალაა, მაგალითად, უჟანგავი ფოლადი, ასევე უხვად ლეგირებული უჟანგავი ფოლადი ან ალუმინი, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება, თუ სუფთად და თანაბრად არის შედუღებული. თუმცა ასეთი მასალების შედუღებისას გამოიყოფა ტოქსიკური საშემდუღებლო კვამლის ნაწილაკები, რომლებიც უმეტესად უხილავია, მაგრამ არანაკლებად საშიშია. მათი შესუნთქვის შემთხვევაში შესაძლებელია სერიოზული გრძელვადიანი უარყოფითი შედეგების დადგომა, როგორიც არის, მაგალითად ალუმინის სილიკოზი ან, ყველაზე უარეს შემთხვევაში, სასუნთქი გზების კიბო. ეს იმას ნიშნავს, რომ უხილავი საშემდუღებლო კვამლი მაინც არსებობს და უნდა იქნას გაწოვილი და გაშვებული პირდაპირ პროცესში, სანამ ის მოხვდება გარშემო ჰაერში და სუნთქვის ორგანოებში. როგორც გაზით გაგრილებად, ასევე სითხით გაგრილებად xFUME® TIG-ის გამწოვი სანთურების სახით ABICOR BINZEL-მა შემქნა კვამლის გამწოვი სანთურები, სპეციალურად TIG შედუღებისთვის, რომლებიც შეიწოვს საშემდუღებლო კვამლს წარმოქმნის ადგილზე და ამრიგად, ხელს უშლის ტოქსიკური კვამლის შესუნთქვას.
xFUME® TIG-ის კვამლის გამწოვი სანთურები იდეალურია, როდესაც გამოიყენება ABICOR BINZEL-ის მობილურ საშემდუღებლო კვამლის გამწოვ აპარატთან ერთად, როგორიცაა FES-200 W3 ან FEC W3. ორივე გამწოვ აპარატს აქვს W3 კლასის კვამლის ფილტრი, დამატებით ლეგირებული ფოლადისთვის, რომლის გამამდიდრებელ კომპონენტებად გამოყენებულია ნიკელი და ქრომი (უხვად ლეგირებული ფოლადი x ≥ 30% ნიკელზე დაფუძნებული შენადნობები) და რომლის მეშვეობითაც გარანტირებულია განსაკუთრებით მავნე კვამლის საიმედო გაწოვა. რა თქმა უნდა, xFUME® TIG-ის გამწოვი სანთურები შეიძლება ასევე მიუერთდეს ABICOR BINZEL -ის სხვა მოდელებსაც ან სხვა მწარმოებლების კვამლის გამწოვ აპარატებსაც, ისევე როგორც გამწოვ აპარატებს, რომელთაც არ აქვს W3 დამოწმება.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
- რომელი გაზები წარმოიქმნება TIG შედუღების დროს?
- მოქმედი რეგულაციები და წესები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- xFUME® TIG კვამლის გაწოვა წარმოქმნის წერტილიდან
- xFUME® TIG -ის TIG კვამლის გამწოვი სანთურის დეტალები
- xFUME® TIG-ის კვამლის გამწოვი სანთურის ტექნიკური მონაცემები
- ბლოგები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- ვიდეოები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- დოკუმენტაცია
რომელი გაზები წარმოექმნება TIG შედუღებისას?
TIG საშემდუღებლო პროცესში წარმოიქმნება ოზონისა და აზოტის ოქსიდი. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ რეგულაციებში - „საშიში ნივთიერებებისთვის ტექნიკური წესების“ (TRGS 905) კანცეროგენული, ჩანასახოვანი უჯრედის მუტაციის გამომწვევი და რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებების ჩამონათვალში, მითითებულია, რომ ოზონი არის ერთ-ერთი კანცეროგენად კლასიფიცირებულ ნივთიერებათა შორის. ოზონი წარმოიქმნება აზოტის ოქსიდისა და ჟანგბადის რეაქციის შედეგად, შედუღებისას ელექტრონული რკალისგან წარმოქმნილი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად. რაც უფრო მაღალია ამპერაჟი, უფრო იზრდება ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსიურობაც. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ოზონი წარმოიქმნება ალუმინ-სილიკონის შენადნობისა და სუფთა ალუმინის შედუღებისას.
თუმცა, ოზონი არ გამოიყოფა პროცესში მხოლოდ ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად რკალიდან და აქედან გარემოში. თავად სამუშაო საგნის პრიალა ლითონის ზედაპირი ასევე აირეკლავს ულტრაიისფერ გამოსხივებას. ეს ნიშნავს, რომ ოზონის წარმოქმნა შეიძლება მოხდეს უფრო დიდ დისტანციაზეც სამუშაო პროცესიდან. TIG შედუღებისას წარმოქმნილი მცირე კვამლი ასევე ხელს უწყობს ოზონის მეტი რაოდენობით წარმოქმნას, რადგან ნაკლები კვამლი ულტრაიისფერ სხივებს უფრო მარტივად გავრცელების საშუალებას აძლევს.
ნიკელის ოქსიდისა და ქრომის (VI) ნაერთები TIG შედუღებისას წარმოქმნილი განსაკუთრებით მავნე გაზებია. ისინი წარმოიქმნება უჟანგავი ფოლადის შედუღებისას და ითვლება კიბოს გამომწვევად, სხვადასხვა კვლევების მიხედვით. ამ გაზების გაწოვა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ფილტრის მეშვეობით, რომელსაც აქვს W3-ის გამოცალკევების ხარისხი და განადგურება უნდა მოხდეს გარემოს დაცვის ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
მოქმედი რეგულაციები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
ქვემოთ ჩამოთვლილია გერმანიაში მოქმედი ზოგიერთი მნიშვნელოვანი წესი და რეგულაცია, რომლებიც შეეხება ჯანმრთელობისთვის მავნე საშემდუღებლო კვამლის სწორად მართვას. ასევე განვმარტავთ მათ მნიშვნელობას საშემდუღებლო ტექნოლოგიებში მწარმოებელი კომპანიებისთვის. ბევრ ქვეყანას აქვს მსგავსი, მაგრამ ასევე უფრო მკაცრი წესები და რეგულაციები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება თითოეული ამ ქვეყნის შესახებ.
განკარგულება საშიში ნივთიერებების შესახებ (GefStoffV): DIN EN ISO 15012-1
დანართი I #. 2 »საშიშ ნაწილაკებიანი ნივთიერებები«:
"მტვრის ნაწილები შეწოვილი უნდა იქნას მაქსიმალურად სრულად წარმოქმნის ან გამოფრქვევის ადგილზე და განადგურდეს უსაფრთხოდ. გაწოვილი ჰაერი ისე უნდა იქნას მიმართული, რომ მტვრის ნაწილაკების მაქსიმალურად მცირე ნაწილი მოხვდეს ჰაერში, რომელსაც სუნთქავენ მუშები. გაწოვილი ჰაერი შეიძლება დაბრუნებული იქნას სამუშაო ადგილზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკმარისად იქნა გაწმენდილი“.
აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ თუ საშემდუღებლო კვამლის გაწოვისთვის გამოიყენება შესაბამისი საშემდუღებლო კვამლის გამწოვი მოწყობილობები, რომლებიც მიეკუთვნება გამაცალკევებელ W2* და W3** კლასებს, ამ მოწყობილობების მიერ გაწოვილი ჰაერი შეიძლება კვლავ დაბრუნდეს სამუშაო გარემოში, გაფილტვრის შემდეგ.
*დადასტურებული ლეგირებული ფოლადის შედუღებისთვის, ნიკელისა და ქრომის შენადნობებით, პროპორციით 5 – 30%
** დამატებით დადასტურებული უხვად ლეგირებული ფოლადის შედუღებისთვის, 30%-ზე მეტი ნიკელისა და ქრომის შენადნობით.
რეგულაციები საშემდურებლო კვამლის შესახებ 2020წ.-დან: TRGS 528 და DGUV რეგულაცია 109-002
2020 წლის დასაწყისში მიღებული იქნა საშემდუღებლო კვამლის შესახებ რეგულაციები, უახლესი მიგნებების შესაბამისად და შეტანილი იქნა საშიში ნივთიერებების შესახებ ტექნიკურ წესებში (TRGS) 528 – „საშემდუღებლო სამუშაოებში“. აღნიშნული ასევე წარმოადგენს სტანდარტს დამსაქმებლების პასუხისმგებლობის დაზღვევის ასოციაციებისთვის, რომლებიც რეგულარულ ვიზიტებს ახდენენ კომპანიებში. კომპანიები, რომლებიც ასაქმებენ შემდუღებლებს თავიანთ წარმოებაში ვალდებულნი არიან დაიცვან ეს წესები ზედმიწევნით. ეს წარმოადგენს ერთადერთ გზას რომ უზრუნველყონ თავიანთი ვალდებულებების სრული დაცვა შრომით უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან მიმართებაში.
კონკრეტულად, დამცავი ზომები დაყოფილია ჩანაცვლების, ვენტილაციისა და სტრუქტურულ ზომებად, ასევე, წარმოქმნის ადგილას გაწოვის, ჰაერის რეცირკულაციისა და ორგანიზაციულ ზომებად და პერსონალური დაცვის ზომებად, საშემდუღებლო სამუშაოებისთვის.
xFUME® TIG: კვამლის გაწოვა წარმოქმნის წერტილიდან
მოთხოვნები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ასაქმებენ შემდუღებლებს, საკმაოდ მკაცრია. ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ვალდებულებები მოითხოვს ტექნოლოგიების დამატებით განვითარებას. xFUME® TIG-ის კვამლის გამწოვი სანთურების სახით, ABICOR BINZEL-მა შექმნა გაზით გაგრილებადი და სითხით გაგრილებადი კვამლის გამწოვი სანთურები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება მათ MIG/MAG გამწოვი სანთურების ანალოგებს, როგორიცაა xFUME® PRO სერია და xFUME® COMPACT-ი, როდესაც საქმე ეხება TIG შედუღებას, წყაროსთან გაწოვით.
TIG შედუღება კვამლის გაწოვით არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე MIG შედუღებისა და MAG შედუღების დროს გაწოვა, მიუხედავად იმისა რომ ნაკლები აქვს შედუღების პროცესში კვამლის გამოყოფა. ABICOR BINZEL -ის xFUME® TIG გამწოვი სანთურები არის მცირე წონიანი, მოსახერხებელი კვამლის გამწოვი სანთურები, რომლებთანაც გამოიყენება მობილური კვამლის გამწოვი მოწყობილობა კვამლის წარმოშობის ადგილზე მავნე ნაწილაკების შეგროვებისა გაფილტვრისათვის. გამწოვ აპარატებზე, რომლებსაც აქვთ W3 კლასის ფილტრი, ნებადართულია გაფილტრული ჰაერის პირდაპირ დაბრუნება გარემოში. FES-200 W3 და FEC W3 საშემდუღებლო კვამლის გამწოვი აპარატები წარმოადგენს სწორედ ასეთ აპარატებს და xFUME® TIG-თან ერთად ქმნიან სრულყოფილად კოორდინირებულ საშემდუღებლო კვამლის გამწოვ სისტემას.
წყაროსთან გაწოვა, კვამლის გამწოვ აპარატთან ერთად ხორციელდება მაღალი ვაკუუმის სისტემებით. დაბალი მოცულობის ნაკადი მაღალ ნეგატიურ წნევაზე მიედინება გაწოვილი კვამლის მაღალი ნაკადის მაჩვენებლით. საშემდუღებლო კვამლი, რომლის გამოშვებაც ხდება საშემდუღებლო პროცესში, გაიწოვება სპეციალური TIG გამწოვი საქშენის მეშვეობით, რომელიც მოთავსებულია TIG გამწოვი სანთურის წინა ნაწილზე ანუ პირდაპირ წარმოქმნის წერტილზე. კვამლის გაშვება ხდება მობილური გაწოვის აპარატში, სადაც გროვდება W3 ფილტრში და გაიფილტრება მავნე ნაწილაკებისგან. შემდეგ გასუფთავებული ჰაერის გაშვება ხდება უკან გარემოში.
ABICOR BINZEL-ის შესაფერისი კვამლის გაწოვის აპარატები xFUME® TIG-ისთვის:
TIG კვამლის გამწოვი სანთურის - xFUME® TIG-ის შესახებ დაწვრილებით
გაზით გაგრილებადი xFUME® TIG 150, 105 ამპერამდე ცვლადი დენით (150 ამპერი - მუდმივი დენი), 35% დატვირთვის კოეფიციენტით და სითხით გაგრილებადი xFUME® TIG 260W, 185 ამპერამდე ცვლადი დენით (260 ამპერი - მუდმივი დენი), 100% დატვირთვის კოეფიციენტზე, იდეალურია უჟანგავი ფოლადის, ალუმინის შენადნობებისა და უხვად ლეგირებული მასალების შედუღებისთვის, ზოგად წარმოებაში. როდესაც მასალების შედუღება ძირითადად ხდება მავნე საშემდუღებლო კვამლის გაშვებით შედუღებისას, xFUME® TIG გამწოვი სანთურები წარმოადგენს უსაფრთხო და საიმედო იარაღებს შემდუღებლებითვის
xFUME® TIG-ის კვამლის გამწოვი ახლად შემუშავებული, დაპატენტებული, კომბინირებული დაცვისა და გაწოვის საქშენით აღჭურვილი სანთურებითვის გამოიყენება ABICOR BINZEL-ის 1000-ჯერ დამტკიცებული მაღალი წარმადობის ცვეთადი ნაწილების კონცეფცია, ელექტროდის დამჭერით. აღნიშნული მოიცავს მისაჭერ მილისს და მისაჭერი მილისის გარსაცმს, რომელიც გაერთიანებულია ერთ ნაწილში, აქვს ფართო ზედაპირი მიმდინარე გადაცემებისა და სიმხურვალის გაფანტვისთვის და უზრუნველყოფს ვოლფრამის ელექტროდის პოზიციის უნაკლოდ შერჩევას. ვინაიდან ამ კონცეფციით TIG-ის ცვეთადი ნაწილი - მიმჭერი მილისი უკვე აღარ არის საჭირო, ამასაც აქვს დადებითი ზეგავლენა მარაგების შენახვისა და საოპერაციო ხარჯებზე.
TIG შედუღება გამოიყენება ისეთ სამუშაოებში, როდესაც საშემდუღებლო ნაკერი უნდა გამოიყურებოდეს განსაკუთრებით კარგად. ვინაიდან ძლიან ლამაზი და ზუსტი საშემდუღებლო ნაკერი ხშირად კეთდება სწორედ ამ პროცესის საშულებით, TIG სანთური უნდა იყოს განსაკუთრებით მოსახერხებელი და ამავდროულად, მცირე წონის, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს პროცესის იდეალურ ხილვადობას. ასეთივე უნდა იყოს TIG კვამლის გამწოვი სანთურიც. xFUME® TIG -ის TIG კვამლის გამწოვ სანთურებს აქვს კომბინირებული კერამიკული დაცვა და გამწოვი საქშენი, რომელსაც აქვს თხელი წინა დაბოლოება და ამრიგად, უზრუნველყოფს საშემდუღებლო პროცესის ძლიან კარგ ხილვადობას. TIG საშემდუღებლო კვამლის გაწოვა უფრო მარტივი ხდება xFUME® TIG-თან ერთად.
xFUME® TIG-ის თვალში საცემი უპირატეოსბები:
- მავნე კვამლის საიმედო გაწოვა
- გამორჩეული ერგონომიულობა და მოსახერხებლობა
- დაპატენტებული, კომბინირებული კერამიკული დაცვა და გამწოვი საქშენი, თხელი წინა დაბოლოებისთვის
- ძალიან კარგი დამცავი გაზის გარემო
- ერგება ნებისმიერ მობილურ კვამლის გამწოვ აპარატს, განსაკუთრებით, W3 ფილტრის კლასის აპარატებს
ტექნიკური მონაცემები
ტიპი: | xFUME® TIG 150 | xFUME® TIG 260 W | xFUME® TIG 300 W |
გაგრილება: | გაზით გაგრილებადი | სითხით გაგრილებადი | სითხით გაგრილებადი |
კატეგორია (A) | |||
მუდმივი დენი: | 150 | 260 | 300 |
ცვლადი დენი: | 105 | 185 | 210 |
მუდმივი დენი (%): | 35 | 100 | 100 |
ელექტროდი-Ø (მმ): | 1,0 - 2,4 | 1,0 - 3,2 | 1,0 - 3,2 |
ნაკადის მოცულობა მ3/სთ | |||
გაწოვის საქშენი: | 14,8 | 14,8 | 14,8 |
მისაერთებელი: | 28,9 | 23,7 | 26,7 |
ბლოგები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- 11 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, კვამლის გაწოვის თაობაზე
- 5 შეცდომა, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ კვამლის გამწოვ სანთურთან დაკავშრებით
- რა უნდა გაითვალისწინოთ საშემდუღებლო კვამლის ფილტრებთან დაკავშირებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია გაწოვის ტექნოლოგიის შესახებ: »ABIBLOG«.
განმარტება: xFUME® ADVANCED
xFUME® ADVANCED – იდეალურად ერგება ABICOR BINZEL-ის კვამლის გამწოვ სანთურებს
განმარტება: xFUME® FLEX
საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ მეტი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ არხზე: »ABICOR BINZEL YouTube channel« .