კვამლის გამწოვი სისტემა - xFUME® ADVANCED
კვამლის გაწოვა ორი ხელით სამუშაო პუნქტისთვის
ABICOR BINZEL-ის RAB GRIP-ისა და RAB GRIP HE-ის სანთურებთან ერთად ეს მრავალმხრივი, კომპაქტური კვამლის გამწოვი საშემდუღებლო მოწყობილობა იდეალურია მობილური გამოყენებისთვის ორი მომიჯნავე MIG საშემდუღებლო სამუშაო პუნქტისთვის. xFUME® ADVANCED-ი შეიწოვს კვამლს პირდაპირ წყაროდან და ამავდროულად, უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას შემდუღებლისა და საწარმოს სხვა პერსონალისთვის. სხვა მწარმოებლების კვამლის გამწოვი მსგავსი სანთურების მიერთებაც შესაძლებელია xFUME® ADVANCED-სზე.
xFUME® ADVANCED-ს აქვს ორი 0.8 კვტ-იანი ძრავი და განსაკუთრებულად მაღალი კვამლის შეწოვის სიმძლავრე, რომელი აღემატება 16.000 PA ვაკუუმს. ორივე კვამლის გამწოვი საშემდუღებლო სანთურების მიერთებები შეიძლება გაკონტროლდეს თითოეულისთვის ცალ-ცალკე. ჩამონტაჟებული ავტომატური „სტარტისა“ და „სტოპის“ სისტემა ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და ნახშირის ჯაგრისების ცვეთას.
შეგროვებული კვამლის ნაწილაკების წმენდა 100%-ით ავტომატურია, შეკუმშული ჰაერის რეგულარული პულსაციის წყალობით, რაც უზრუნველყოფს ყველა შეგროვებული ნაწილაკის გამოსროლას და მტვრის შესაგროვებელ კონტეინერში შეგროვებას. კონტეინერი ადვილად იცლება ყოველდღიური სტანდარტული ოპერაციის ფარგლებში, რაც მისი მომსახურების გამო მოცდენას გამორიცხავს.
xFUME® ADVANCED-ი გამოიყენეთ ორამდე კვამლის გამწოვი საშემდუღებლო სანთურისთვის, როდესაც მნიშვნელოვანია კვამლის ზუსტი შეწოვა.
უპირატესობები:
- ასუფთავებს კვამლისგან ორ კვამლის გამწოვ საშემდუღებლო სანთურს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
- მძლავრი კვამლის გამწოვი ტექნოლოგია: 16.000 PA-ზე მეტი ნეგატიური წნევა
- 100% ავტომატური ფილტრის წმენდა
- ფილტრავს 99,95 %-მდე მტვერს > 0,1 µm (მკმ)
- ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და ცვეთას ავტომატური „სტარტის/სტოპის“ წყალობით. სურვილისამებრ, შესაძლებელია დენის მომჭერის გამოყენებაც
- პატარა ზომის, მტკიცე, გორგოლაჭები - მაქსიმალური მობილობისთვის.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
კვამლის გამწოვი სისტემა - xFUME® ADVANCED
ტექნიკური მონაცემები (EN 60 974-7):
ტიპი: | xFUME® ADVANCED |
მაქსიმალური ჰაერის ნაკადი: | ∼ 260 მ3/სთ |
კავშირები: | 2 |
შეერთების დიამეტრი: | 60 მმ |
მაქსიმალური ვაკუუმი: | ∼ 16.000 PA |
ხმაურის დონე: | ≤ 72 dB (A) |
ვოლტაჟი: |
115 V 50/60 Hz – |
ძრავის სიმძლავრე: |
2 x 0.8 კვტ |
ფილტრის ეფექტურობა: | ≥ 99.76 % |
წმენდა: | ავტომატური |
ავტომატური „სტარტი“/“სტოპი“: | დიახ |
რეგულირებადი ჰაერის ნაკადი: | დიახ |
წონა: | 40,0 კგ |
ზომა: | 370 x 370 x 940 მმ |