კვამლის გამწოვი სისტემა - xFUME® FLEX
მობილური, ყოველმხრივი მოწყობილობა კვამლის გაწოვისთვის
შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს გაზის დამცავ გარემოში ლითონის რკალური შედუღების (GMAW) სფეროში მთავარ პრიორიტეტს. მას შემდეგ, რაც 2018 წელს კიბოს საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა (IARC) საშემდუღებლო კვამლი მიაკუთვნა ადამიანზე მოქმედ კანცეროგენებს (IARC-ის მონოგრაფია 118), მწარმოებელი კომპანიებისთვის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები ხშირ შემთხვევაში უფრო გამკაცრდა. საშემდუღებლო კვამლის გაწოვის სისტემები ამჟამად წარმოადგენს თითოეული საშემდუღებლო სამუშაო ადგილის საბაზისო მოწყობილობების ნაწილს. მოქნილი და მრავალმხრივი გამწოვი სისტემა, რომელიც ეფექტურად აიტაცებს საშემდუღებლო კვამლს, არის ABICOR BINZEL-ის xFUME® FLEX-ი. ამ მობილური საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სისტემის ინტეგრირება ადვილად შეიძლება ნებისმიერი ხელით შედუღების სამუშაო პუნქტში, ვინაიდან არ ესაჭიროება სპეციალური კვამლის გამწოვი სანთურები.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
- საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სისტემის ამოცანა
- საშემდუღებლო კვამლის გაწოვა xFUME® FLEX-ის მეშვეობით
- xFUME® FLEX-ის მოწყობილობა და მისი დამატებები
- xFUME® FLEX-ის თვალში საცემი უპირატესობები
- გამწოვი მხრის/ LEV სისტემის უპირატესობები
- xFUME® FLEX-ის საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სისტემის ფილტრის მუშაობა
- მოიძიეთ შესაფერისი საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სისტემა
- ბლოგები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- ტექნიკური მონაცემები
- ვიდეოები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
- დოკუმენტაცია
საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სისტემის ამოცანა
საშემდუღებლო კვამლის შემწოვი მოწყობილობა ეფექტურად და საიმედოდ უნდა იწოვდეს მავნე კვამლს ისე, რომ მან ვერ მოასწროს შემდუღებლის სასუნთქ გზებში შეღწევა. იდეალურ შემთხვევაში, ყველა, ვინც მუშაობს შემდუღებლის გარშემო, ასევე დაცულია საშემდუღებლო კვამლის ზემოქმედებისგან. საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სისტემა შეისრუტავს შედუღებისას წარმოქმნილ საშემდუღებლო კვამლს და გადააქვს ის გამწოვ სისტემაში. წინასწარი და მთავარი ფილტრების საშუალებით ხდება კვამლის გაწმენდა და გარემოში გამოდის უკვე გასუფთავებული ჰაერი. ჩვეულებრივი ნახშირის ჯაგრისიანი ძრავის ნაცვლად, xFUME® FLEX-ი აღჭურვილია ძრავით, რომელსაც საერთოდ არ აქვს ჯაგრისი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ძრავის მუშაობის ხანგრძლივობას.
xFUME® FLEX-ის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს სისტემა არა მხოლოდ შეიწოვს საშემდუღებლო კვამლს მიმდინარე პროცესში, არამედ ასევე იწოვს ნებისმიერი სახის მიკრო ნაწილაკს, რომელიც წარმოიქმნება, მაგალითად, დაჭრისა და ხეხვის სამუშაოებისას. ამრიგად, xFUME® FLEX-ი არის ნამდვილად ყოველმხრივი მოწყობილობა, შეწოვის თვალსაზრისით.
xFUME® FLEX-ის ე.წ. LEV სისტემა - ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია, წარმოადგენს ადგილობრივი საშემდუღებლო კვამლის გამწოვ სისტემას, რომელსაც აქვს მოძრავი გამწოვი მხარი და გამწოვი ხუფი. ეს გამწოვი სისტემა ეკონომიურია და ამავდროულად, მარტივი დასაწყისია საშემდუღებლო კვამლის გაწოვის საკითხის მოსაგვარებლად, რადგან xFUME® FLEX-ის გამოყენებისას ინვესტიცია სპეციალურ კვამლის გამწოვ სანთურებში არ არის აუცილებელი და უკვე არსებული მოწყობილობების გამოყენება შესაძლებელია შეზღუდვების გარეშე.
xFUME® FLEX-ი, როგორც მობილური გამწოვი სისტემა შედუღებისთვის, იდეალურია მობილური გამოყენებისთვის ინდივიდუალური სამუშაო ადგილების შეცვლისას. ის მუშაობს ცვლად დენზე - 230 ან 115 ვოლტზე და ადვილად ერთდება როზეტის შტეფსელში. მისი თავისუფლად მოძრავი გამწოვი მილი მარტივად თავსდება ნებისმიერი საშემდუღებლო სამუშაო პუნქტის თავზე და ეფექტურად გაიწოვს საშემდუღებლო კვამლს. სწორად დადგმის შემთხვევაში xFUME® FLEX-ი შეიწოვს საშემდუღებლო კვამლის 90%-ს. LED სამუშაო სინათლე, რომელიც სტანდარტულად ინტეგრირებულია, უზრუნველყოფს სამუშაო საგნის ოპტიმალურ განათებას.
xFUME® FLEX-ის საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სისტემა არის კომპაქტური მობილური გამწოვი მოწყობილობა, რომელიც ტრანსპორტირებაც ძალიან მარტივია სამუშაო ადგილამდე. ვინაიდან მას აქვს გამწოვი მხარი, ორ-სამ ან ოთხი მეტრის სიგრძეზე გამწოვი ხუფი შესაძლებელია მარტივად მოთავსდეს პირდაპირ საშემდუღებლო პროცესის თავზე. დამატებით, xFUME® FLEX-ი აღჭურვილია გამძლე ძრავით, ჯაგრისის გარეშე და ადვილად მოსახსნელი ფილტრით. მისი ფილტრის ზედაპირიდან გამომდინარე, რომელიც საშუალოდ სამჯერ უფრო ფართოა ბაზარზე ხელმისაწვდომ სხვა სტანდარტულ გამწოვ სისტემებთან შედარებით, რომლებიც აღჭურვილია გამწოვი მხრით, ეს მოწყობილობა მეტი შეწოვის უნარით გამოირჩევა და ამავდროულად, ფილტრის ხშირად შეცვლა არ ესაჭიროება. ამრიგად, საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებია, ვიდრე ბევრი სხვა მოწყობილობის შემთხვევაში.
თუ სხვა LEV სისტემები განათებულ გამწოვ ხუფს ან გამწოვი ხუფის დამცავ ბადეს გვთავაზობენ მხოლოდ როგორც არჩევით ფუნქციას ან საერთოდ არ გვთავაზობენ, xFUME® FLEX-ში სტანდარტულად ჩამონტაჟებულია მძლავრი LED სამუშაო სინათლე და ბადე უფრო დიდი უცხო ნაწილაკებისგან დასაცავად.
xFUME® FLEX-ის თვალში საცემი უპირატესობები:
- საშუალოზე ბევრად ფართო ფილტრის ზედაპირი უზრუნველყოფს სამჯერ უფრო ხანგრძლივ მუშაობას, ბაზარზე ხელმისაწვდომ სტანდარტულ გამწოვ სისტემებთან შედარებით, რომელთაც აქვთ გამწოვი ხუფი.
- 2-3 ან 4 მ. სიგრძის გამწოვი მხარი იძლევა გამწოვი ხუფის ზუსტი პოზიციის შერჩევის საშუალებას.
- მძლავრი LED სამუშაო სინათლე გამწოვ ხუფზე, სტანდარტულ ვერსიაშიც, უზრუნველყოფს დასამუშავებელი საგნის ოპტიმალურ განათებას.
- კომპაქტური, მობილური დიზაინი შესაძლებლობას გვაძლევს მარტივად მოვახდინოთ მისი ტრანსპორტირება სამუშაო ადგილამდე.
- ძრავი ჯაგრისის გარეშე ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადის გარანტიას იძლევა
- ადვილად უერთდება 230 და 115 ვოლტიან როზეტის შტეფსელებს.
LEV ანუ საშემდუღებლო კვამლის გაწოვა გამწოვი მხრის მეშვეობით არის მარტივი, ეკონომიური და ეფექტური გადაწყვეტილება თავდაპირველ ეტაპზე კვამლის ადგილობრივი გაწოვისთვის, რადგან არაფრის შეცვლა არ არის საჭირო საშემდუღებლო პროცესში და არც სამუშაო გარემოში. ყველა მანამდე გამოყენებული საშემდუღებლო სანთური შესაძლებელია კვლავ გამოიყენოთ.
გამწოვი ხუფებისა და გამწოვი მხრების კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია TIG შედუღებისა და პლაზმური შედუღებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე რაოდენობით გაზი წარმოიქმნება TIG შედუღებისას, ისიც ეფექტურად იწოვება გამწოვი ხუფის მეშვეობით და თავიდან აგარიდებთ სპეციალურ ძვირადღირებულ TIG გამწოვი სისტემის საჭიროებას. LEV სისტემა ამავდროულად არის ეკონომიური ყოველმხრივი გადაწყვეტილება MIG შედუღების, MAG შედუღების, TIG შედუღებისა და პლაზმური შედუღებისთვის.
ყველა გამწოვი სისტემა, მათ შორის, xFUME® FLEX-იც განიცდის ე.წ. ფილტრის ზედაპირის ტვირთის დიდ ზემოქმედებას. მაღალი ვაკუუმის სისტემებთან რომ შევადაროთ, მათ შეუძლია შეიწოვონ დაახლოებით 120 მ3 ჰაერი, xFUME® FLEX-ი კი იღებს 1000 მ3 ჰაერს. შესაბამისად, ფილტრის ზედაპირი, რომელიც იწოვს და ფილტრავს ამოღებულ გაზებს, უნდა იყოს სათანადოდ დიდი. xFUME® FLEX-ის ფილტრის ზედაპირის ზომაა 36 მ2 და ამასთანავე, ის სამჯერ უფრო დიდია, ბაზარზე ხელმისაწვდომ სტანდარტულ გამწოვ სისტემებთან შედარებით, რომელთაც აქვს გამწოვი ხუფი და შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია უფრო ხანგრძლივად.
მოიძიეთ შესაფერისი საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სისტემა
შესაფერისი საშემდუღებლო კვამლის სისტემის ძებნისას, ჩვეულებრივ ერთმანეთს ადარებენ რამდენიმე მწარმოებლის ტექნიკურ მონაცემებს, ისევე როგორც სხვა ტექნიკური მოწყობილობების შერჩევისას:
- ძრავის სიმძლავრე - არის თუ არა მოწყობილობა საკმარისად მძლავრი, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნები.
- საჭირო ვოლტაჟი - ხელმისაწვდომია აუცილებელი დენის მიერთება?
- მაქსიმალური ნაკადის მოცულობა - გაწოვის სიმძლავრე საკმარისია თუ არა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად
- მაქსიმალური ნეგატიური წნევა -გაწოვის სიმძლავრე არის სავალდებულო სტატისტიკური წნევის დონეზე?
- ზომები - შესაძლებელია გამწოვი სისტემის მარტივად დაყენება ხელის საშემდუღებლო პუნქტში?
- მოწყობილობის წონა - შესაძლებელია გამწოვი მოწყობილობის მარტივი ტრანსპორტირება სამუშაო ადგილამდე?
- დამატებები - დამატებითი ფუნქციები, რომლებიც დაეხმარება შედუღებას, შედის შემოთავაზებულ ვარიანტში თუ მოთხოვნის შემთხვევაშია შესაძლებელი მათი შეძენა?
მობილური გამწოვი სისტემების სხვა მწარმოებლებთან შედარებისას მაშინვე თავს იჩენს სამი საკითხი. ჩვეულებრივ საბაზრო სტანდარტებისგან განსხვავებით xFUME® FLEX-ი გთავაზობთ:
- სამჯერ უფრო ფართო ფილტრის ზედაპირს ► ეს ნიშნავს, რომ ფილტრის შეცვლა საჭიროა სამჯერ უფრო იშვიათად, ხოლო მოხმარების ხანგრძლივობა სამჯერ უფრო მეტია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს.
- სამუშაო LED-ები მოყვება ► უფრო ადვილი შედუღება პირდაპირ დასაწყისიდანვე, დამატებითი შენაძენის საჭიროება არ არის
- დამცავი ბადე გამწოვ ხუფზე მოყვება ► უფრო დიდი უცხო ნაწილაკების შემთხვევით შეწოვა არ მოხდება, დამატებითი შენაძენის საჭიროება არ არის
ფილტრის ზედაპირი ჩვეულებრივ არ განიხილება პოტენციურად დაზოგვის საშუალებად, საშემდუღებლო კვამლის გამწოვი სისტემის შეძენისას! ნაწილაკების ფილტრის ზედაპირი რაც უფრო ფართოა, უფრო მეტი ნაწილაკის შეწოვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მოხმარების ვადა იზრდება, ვინაიდან ფილტრი შესაძლებელია უფრო დიდ ხანს იქნას გამოყენებული ისე, რომ უფრო იშვიათად შეიცვალოს. xFUME® FLEX-ის ფილტრი, რომლის ზედაპირი 36 მ2-ია, კვლავ გამოყენებადია ხოლმე, როდესაც ჩვეულებრივი გამწოვი სისტემების ფილტრები ორჯერ ან სამჯერ შესაცვლელია იმავე პერიოდში.
ასევე, xFUME® FLEX-ი, თავისი განსაკუთრებული თვისებებით, კარგი არჩევანია დაბალი საოპერაციო ხარჯებისთვის.
ბლოგები საშემდუღებლო კვამლის გაწოვის შესახებ
(English)
- 5 შეცდომა, რომელსაც უნდა ერიდოთ კვამლის გამწოვ სანთურთან დაკავშირებით
- რა უნდა გაითვალისწინოთ საშემდუღებლო კვამლის ფილტრებთან დაკავშირებით
- განსხვავებები საშემდუღებლო კვამლის გამწოვ სანთურებს შორის: გამწოვი საქშენებიდან სადენების ნაკრების ჩათვლით
- საშემდუღებლო კვამლის გაწოვა: რეგულაციები და დაცვა
გაიგეთ მეტი კვამლის გაწოვის შესახებ ჩვენს ბლოგში - ABIBLOG.
ტექნიკური მონაცემები
ტიპი: | xFUME® FLEX |
მაქსიმალური ჰაერის ნაკადი: | ∼ 1,200 მ3/სთ |
მიერთებები: | გამწოვი მხარი |
მიერთების დიამეტრი: |
_ |
მაქსიმალური ვაკუუმი: | _ |
ხმაურის დონე: | ≤ 72 dB (A) |
ვოლტაჟი: |
115 ვოლტი 50/60 ჰერცი 230 ვოლტი 50/60 ჰერცი – |
ძრავის სიმძლავრე: | 1,1 კვტ |
ფილტრის ეფექტურობა: | ≥ 99.95 % |
წმენდა: | არ არის |
ავტომატური სტარტი/სტოპი: | არა |
რეგულირებადი ჰაერის ნაკადი: | არა |
წონა: | 120,0 – 129,0 კგ |
ზომები: | 700 x 700 x 1115 მმ |
ROBiPAK-ი xFUME® PRO-სა და xFUME® ROBO-ს გამწოვ აპარატთან ერთად
განმარტება: xFUME® FLEX
განმარტება: xFUME® ADVANCED
ნახეთ მეტი ვიდეო კვამლის გაწოვის შესახებ ABICOR BINZEL YouTube-Kanal.