არააალებადი შხეფების საწინააღმდეგო სპრეი
MIG და MAG საშემდუღებლო პროცესში საშემდუღებლო შხეფები ყოველთვის წარმოიქმნება. ეს ცხელი ნაწილაკები ეწებება დასამუშავებელ საგანს და საშემდუღებლო სანთურის წინა მხარეს, განსაკუთრებით გაზის საქშენის გარშემო და შიგნით, თუ თავიდანვე არ იქნება მიღებული პრევენციული ზომები. ერთი მხრივ, ზედმეტი საშემდუღებლო შხეფები შეიძლება თავიდან იქნას აცილებული შედუღების დენის ძალის სწორად დაყენებით საშემდუღებლო მოწყობილობაზე ან საკმარისი დამცავი გაზის გარემოს შექმნით. მეორე მხრივ, სპეციალური შხეფების საწინააღმდეგო სპრეები ხელს უშლის საშემდუღებლო შხეფების მიწებებას. მაგალითად, საშემდუღებლო შხეფები დასამუშავებელ საგანზე შეიძლება მოშორდეს სწრაფად და ადვილად ტილოთი ან ხელის ჯაგრისით, ხანგრძლივი ხეხვის გარეშე. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ხელახლა დამუშავების საჭიროებას, მაგ. შეღებვის წინ შესაბამისი დამუშავება.
ABICOR BINZEL-ის Super Pistolenspray NF წარმოადგენს შხეფების საწინააღმდეგო სპრეის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას გაზის საქშენისა და კონტაქტის წვერის ნაწილებისთვის ისევე, როგორც თავად დასამუშავებელი საგნისთვის ან გირაგი დეტალებისთვის. NF აღნიშნავს, რომ პროდუქტი არის არააალბადი (»non flammable«). ამრიგად, Super Pistolenspray NF-ი აკმაყოფილებს უმაღლეს უსაფრთხოების მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საუკეთესო საშემდუღებლო შედეგების მიღწევას.
შხეფების საწინააღმდეგო საშუალება Super Pistolenspray NF წარმოადგენს საშემდუღებლო სანთურის, დასამუშავებელი საგნისა და უსაფრთხოებისთვის უნივერსალურ საშუალებას - ყველაფერი ერთი ქილიდან!
სრული ინფორმაცია ერთ თვალის გადავლებით
რატომ Super Pistolenspray NF?
საშემდუღებლო შხეფების თავიდან აცილება შეუძლებელია MIG შედუღებისა და MAG შედუღების დროს. თუმცა, საშემდუღებლო შხეფები როდესაც ჩაიწვება დასამუშავებელ საგანზე, ის უნდა მოშორდეს შემდგომ დამუშავებამდე. ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი, ხანგრძლივი და ხარჯიანია. უარეს შემთხვევაში, შესაძლებელია, დასამუშავებელი საგანი გადასაგდებიც კი გახდეს. საშემდუღებლო შხეფები გაზის საქშენში და მის გარშემო ხელს უშლის გაზის ლამინარული ნაკადით მიწოდებას საშემდუღებლო პროცესში და ამგვარად იწვევს ტურბულენტურობას. აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს ატმოსფეროდან ჟანგბადის შეღწევა პროცესში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფორები საშემდუღებლო ნაკერში. საშემდუღებლო შხეფებმა კონტაქტის წვერზეც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს დამცავი გაზის ნაკადზე. თუ ისინი მოხვდა წინა მხარეს, მავთულის მიწოდება შეიძლება შეფერხდეს და მოხდეს ე.წ. გაჭედვა. კონტაქტის წვერის გამოყენება ამის შემდეგ შეუძლებელი იქნება და პროცესი უნდა შეჩერდეს.
თუმცა, შესაძლებელია საშემდუღებლო შხეფების წარმოქმნისა და მიწებების შემცირება დასამუშავებელ საგანზე და საშემდუღებლო სანთურის წინა მხარეს, უბრალოდ ერთი პროდუქტის გამოყენებით: ABICOR BINZEL-ის Super Pistolenspray NF.
ცოტა ნარჩენი – ნაკლები გადამუშავება
დასამუშავებელ საგანზე დატანისას ეს შხეფების საწინააღმდეგო სპრეი თითქმის არ ტოვებს ნარჩენებს, სხვა კონკურენტი პროდუქციისგან განსხვავებით, რაც დამოკიდებულია ასევე, პროცესზე, მასალასა და დასხმულ რაოდენობაზეც! შედუღების შემდეგ დასამუშავებელი საგნები დამატებით უნდა დამუშავდეს და მაგალითად, მომზადდეს შესაღებად. Super Pistolenspray NF-ით შედუღების შემდეგ გადამუშავების საჭიროება მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც დაგაზოგინებთ დროსა და შესაბამისად, ხარჯებსაც. საშემდუღებლო შხეფები შეიძლება მოცილებული იქნას სწრაფად და ადვილად ტილოთი ან ხელის ჯაგრისით, ხანგრძლივი ხეხვის გარეშე.
დამატებითი უპირატესობა: ABICOR BINZEL-ის ყველა შხეფების საწინააღმდეგო სითხის მსგავსად, Super Pistolenspray NF-ი არ შეიცავს საერთოდ სილიკონს! ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ შემდეგში ნაწილები უნდა შეიღებოს, რადგან სილიკონის ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს დამაგრების პრობლემა დამცავი ფენის წასმის ან შეღებვისას.
მიუხედავად იმისა, რომ Super Pistolenspray NF ძალიან პროდუქტიულია, ABICOR BINZEL-ის მიერ წარმოებული ABIBLUE NF-ის შხეფების საწინააღმდეგო სითხე როკომენდირებულია დიდი ზედაპირის მქონე დასამუშავებელ საგანზე შესხმისთვის. მისი ლურჯი ინდიკატორის საშუალებით, შხეფების საწინააღმდეგო ეს სპრეი დაუყოვნებლივ აჩვენებს დასამუშავებელი ნაწილი რამდენად კარგად არის დასველებული სითხით. ასევე, შესაძლებელია მისი მოცილება ადვილად და ნარჩენების გარეშე.
Super Pistolenspray NF-ის მოქმედება
Super Pistolenspray NF წარმოქმნის დამცავ ლენტს დასველებულ ნაწილზე და ხელს უშლის საშემდუღებლო შხეფების მიწებებას ან ღრმად ჩაწვას. გადაკრული დამცავი ლენტი რჩება მჭიდროდ გადაკრული გაზის საქშენზე და კონტაქტის წვერზე სანთურის ჭერის ყველა პოზიციასა თუ კუთხეზე. ზოგიერთი საშემდუღებლო შხეფი აისხლიტება პირდაპირ, გაზის საქშენში ან კონტაქტის წვერში გაჭედილი შხეფი შესაძლებელია ადვილად ჩამოიყაროს ან მოშორდეს CO2 ბრტყელტუჩათი (საწმენდი ბრეტყელტუჩები). Super Pistolenspray NF ასევე შეუძლია მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს ისეთი ნაწილების მოხმარების ვადა, როგორიცაა გაზის საქშენი და კონტაქტის წვერი.
Super Pistolenspray NF მოქმედებაში …
ABICOR BINZEL-ის შხეფების საწინააღმდეგო სპრეის გამოყენების არეალი
გაზის საქშენისა და კონტაქტის წვერის ან დასამუშავებელი ნაწილის დაფარული ადგილების სპრეით დამუშავება სრულიად ნებადართულია Super Pistolenspray NF-ის შხეფების საწინააღმდეგო სითხით. მაგალითად, ის ძირითადად გამოიყენება ავზების მშენებლობასა და გემთმშენებლობაში, ასევე, ნაწილების წარმოებაში, როდესაც არ არის საკმარისი ვენტილაცია. გარდა ამისა, ეს შხეფების საწინააღმდეგო სპრეი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნებისმიერი წარმოების შენობაში ან ღია ცის ქვეშ ტერიტორიაზე, სადაც აალებადი, შხეფების საწინააღმდეგო სითხეები ჩვეულებრივ აკრძალულია. რა თქმა უნდა, Super Pistolenspray NF-ის გამოყენება ასევე შესაძლებელია შხეფების საწინააღმდეგო საშუალების სახით ნებისმიერ საშემდუღებლო პროცესში, სადაც არის კარგი ვენტილაცია.
Super Pistolenspray NF-ის შემადგნელობა
Super Pistolenspray NF-ის მთავარი შემდგენელი კომპონენტია მცენარეული ზეთის წყლიანი ემულსია. ამასთანავე, შხეფების საწინააღმდეგო სპრეიზე არ ვრცელდება რაიმე უსაფრთხოების რეგულაცია, არც მის გამოყენებაზე, არც ხმელეთით ან ზღვით ტრანსპორტირებაზე და შენახვაზე.
Super Pistolenspray NF ნეიტრალურია შედუღების პროცესის მიმართ და შეიცავს კოროზიის დამცავსაც. მისი გამოყენება შესაძლებელია საშემდუღებლო სანთურის გაზის საქშენსა და კონტაქტის წვერზე შხეფებისა და კოროზიისაგან დასაცავად, ასევე დასამუშავებელ საგანზე და მიმაგრებული მოწყობილობაზე, რომელიც იჭერს დასამუშავბელ ნაწილს.
სხვა მწარმოებლებისგან განსხვავების დანახვა შესაძლებელია პირდაპირ Super Pistolenspray NF-ის 400 მილიგრამიან ქილაზე: თითოეული ქილა შეიცავს შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერებას როგორც მთავარ ინგრედიენტს, არ შეიცავს პროპელანტს, განსხვავებით ყველა აალებადი პროდუქტისგან, ამავდროულად შესამჩნევად უფრო მძიმეა მათთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ Super Pistolenspray NF-ის 400 მილიგრამიანი ქილა კვლავაც განაგრძობს გაფრქვევას უფრო შორ მანძილზე მაშინ, როდესაც სხვა შხეფების საწინააღმდეგო სპრეები ამოიწურება.
Super Pistolenspray NF-ის თავისებურებები პუნქტობრივად:
- არაალებადი ABICOR BINZEL NF-ის სტანდარტის შესაბამისად
- არ შეიცავს სილიკონს, ცვილს და იხსნება წყალში
- არ არის საშიში ტრასნპორტირების, შენახვისა და დამუშავებისას
- ნეიტრალურია საშემდუღებლო პროცესის მიმართ
- მოწყობილობა და ზედაპირები დამატებით დაცულია კოროზიის დამცველით
- სპრეის მოქმედება ოპტიმიზებულია დასამუშავებელი ნაწილისა და გაზის საქშენისთის
- უფრო გამოყენებადი შხეფების საწინააღმდეგო სპრეი ქილის იგივე შემადგენლობით რაც აქვს კონკურენტ პროდუქტს
- ნაკლები ნარჩენი დასამუშავებელ საგანზე, ვიდრე კონკურენტი პროდუქტების შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს უფრო სწაფ შემდგომ დამუშავების პროცესზე გადასვლის შესაძლებლობას, როგორიც არის მაგალითად საბოლოო დამუშავება.
- საუკეთესო შედეგები უჟანგავი ფოლადის შედუღებისას
- შეუსაბამო ალუმინისთვის
ABICOR BINZEL NF-ის სტანდარტი: Super Pistolenspray NF
ABICOR BINZEL-ისთვის შემდუღებლის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი საკუთარი სტანდარტი არააალებადი NF პროდუქტებისთვის, როგორიც არის Super Pistolenspray NF, უფრო მაღალია ვიდრე კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციები და სტანდარტები ითვალისწინებს.
GHS-ში (გლობალურად ჰარმონიზებული სისტემა) კლასიფიკაცია ხდება მთლიანი პროდუქტის კონკრეტული ნედლეულის შესაბამისად, საშიში ნივთიერების მარკირებასთან მიმართებაში. აეროზოლების შესახებ დირექტივით (ევროპის საბჭოს დირექტივა 75/324/EEC წევრი სახელმწიფოების აეროზილის დისპენსერებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე) გათვალისწინებული ტესტის თანახმად მთლიანობაში შხეფების საწინააღმდეგო პროდუქტის არააალებადობა განისაზღვრება აალების სპრეის ტესტით და ბარელის ტესტით.
ABICOR BINZEL NF-ის სტანდარტი ბევრად აღემატება 75/324/EEC დირექტივით დადგენილ სტანდარტს, რადგან ABICOR BINZEL-ის ყველა პროდუქტმა, რომელზე არის აღნიშვნა »NF«, სახელწოდების სუფიქსის სახით, არაალებადობა დადასტურდა სხვადასხვა პრაქტიკულ სიტუაციაში დამატებით, სტანდარტიზებულ საშემდუღებლო ტესტებში. შემდუღებლისთვის, ისევე როგორც თავად პროდუქციისთვის, ეს ნიშნავს სრულ უსაფრთხოებას, რომ უეცრად გარშემო არაფერს მოეკიდება ცეცხლი ან ანტიადჰეზივის ქილა გაუთვალისწინებლად არ აალდება
ABICOR BINZEL -ის Super Pistolenspray NF -თან ერთად მწარმოებელი კომპანიები დაცულები არიან აალებასთან მიმართებაში და რაც მთავარია, შედუღების შედეგებთან დაკავშირებით!