შხეფების საწინააღმდეგო სპრეი სპეციალურად გაზის საქშენისა და მასთან დაკავშირებული ნაწილებისთვის
MIG შედუღებისა და MAG შედუღების დროს, მეტ-ნაკლებად წარმოიქმნება საშემდუღებლო შხეფები, რკალიდან გამომდინარე. ეს შხეფები განსაკუთრებით ხვდება საშემდუღებლო სანთურის წინა მხარეს ანუ გაზის საქშენში, კონტაქტის წვერსა და გაზის დიფუზორზე და აფერხებს გაზის ნაკადის ლამინარულ მიწოდებას, დამცავი გაზის გარემოს შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ საშემდუღებლო შხეფების ფორმირება შეიძლება შემცირდეს ოპტიმიზებული საშემდუღებლო პარამეტრებით, შეუძლებელია მათი სრულიად თავიდან არიდება. თუმცა საშემდუღებლო შხეფების მიწებება შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს სანთურის წინა მხარეზე ისეთი შხეფების საწინააღმდეგო სპრეის შესხურებით, როგორიცაა Super Pistolenspray.
Super Pistolenspray-ის შხეფების საწინააღმდეგო საშუალება გამოიყენება მხოლოდ გაზის საქშენისთვის, როდდესაც ასევე ხდება კონტაქტის წვერისა და გაზის დიფუზორის დასველება და შხეფების საწინააღმდეგო სპრეით დამუშავების იგივე ეტაპზე. სპრეი კარგად მაგრდება ხელსაწყოს ნაწილებზე, მაგრამ ასეთი დამაგრების გამო ის იგივენაირად შესაფერისი არ არის დასამუშავებელი საგნისა ან მიმაგრებული დეტალების წინასწარი დამუშავებისთვის.
Super Pistolenspray -ის თავისებურება, რომელიც არ უნდა იყო უგულებელყოფილი არის მისი აალებადობა, რადგან მისი 400 მილიგრამიანი პულველიზატორიანი ქილის ძირითადი ინგრედიენტია პროპელანტი პროპანი/ბუტანი. ამრიგად, Super Pistolenspray-ს ქილის შედარებით ნაკლები ნაწილი შედგება შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერებისგან. ABICOR BINZEL-ის Super Pistolenspray NF წარმოადგენს Super Pistolenspray-ის ალტერნატივას, რომელიც ბევრად უფრო უსაფრთხო და პროდუქტიულია.
რეკომენდირებული შხეფების საწინააღმდეგო საშუალება: Super Pistolenspray NF
ABICOR BINZEL -ის Super Pistolenspray NF -ს აქვს რამდენიმე გადამწყვეტი უპირატესობა:
- ის არის არაალებადი - NF აღნიშნავს არაალებადს ("non flammable") და ამასთანავე შეესაბამება უსაფრთხოების უმაღლეს მოთხოვნებს
- მთავარი ინგრედიენტი არის სუფთა შხეფების საწინააღმდეგო ნივთიერება - 400 მილიგრამიანი სპრეის ქილა სამჯერ უფრო პროდუქტიულია ვიდრე Super Pistolenspray ან სხვა ბაზარზე არსებული შხეფების საწინააღმდეგო სპრეები.
- მისი შესხურება შესაძლებელია ხელსაწყოს ისეთ ნაწილებზე, როგორიცაა გაზის საქშენი, კონტაქტის წვერი და უშუალოდ დასამუშავებელი საგანი ან მიმაგრებული დეტალები
- სპრეის ქილები ექვემდებარება მხოლოდ კომპრესირებული გაზის ცილინდრების ტრანსპორტირების შესახებ რეგულაციებს, მაგრამ მასზე არ ვრცელდება საშიში ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ მოთხოვნები.
გაზის საქშენისა და მასთან დაკავშირებული ნაწილების შხეფების საწინააღმდეგო საშუალებით წინასწარი დამუშავების კიდევ ერთი ალტერნატივაა ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეი. შესაბამისი სპრეის დამხმარე დამატების - დამცავი თავსახურის, დახმარებით გაზის საქშენი, კონტაქტის წვერი, კონტაქტის წვერის დამჭერი და გაზის დიფუზორი ოპტიმალურად არის დაცული სწრაფად გაშრობადი, თანაბარი კერამიკული შრით. ეს ეგრეთ წოდებული მრავალშრიანი დამცავი ლენტი მნიშვნელოვნად უშლის ხელს საშემდუღებლო შხეფების მიწებებას. კერამიკული სპრეი განსაკუთრებით მოსახერხებელია მაღალი დატვირთვის კოეფიციენტით შედუღებისას. ყველა, ვისაც სურს დასამუშავებელი საგნის სპეციალურად მომზადება შედუღებისთვის, უსაფრთხოდ იქნება ABIBLUE NF-ისთან ერთად.