გამაგრილებლები საშემდუღებლო მოწყობილობებისთვის
მაღალი ამპერაჟით - 300 ამპერზე მეტი დენის ძალით და ამავდროულად, მაღალი დატვირთვის კოეფიციენტით შედუღებისას, განსაკუთრებული სიმხურვალე გამოიყოფა საშემდუღებლო სანთურის წინა მხარეს და ისეთ ნაწილებთან, როგორიცაა გაზის საქშენი, კონტაქტის წვერი, კონტაქტის წვერის დამჭერი და გაზის დიფუზორი. ასევე, თუ გავითვალისწინებთ დასამუშავებელ ნაწილზე არეკლილ სიმხურვალეს, საშემდუღებლო სანთური საკმარისი გაგრილების გარეშე ძალიან მალე მიაღწევს თავისი შესაძლებლობების ზღვარს. მაღალი დენის ძალით და დატვირთვის კოეფიციენტით შედუღებისას საჭიროა გაზით გაგრილებადი სანთურიდან სითხით გაგრილებად სანთურზე გადასვლა. თუმცა, გამაგრილებელი, რომელიც საჭიროა ასეთ დროს არ უნდა შედგებოდეს წყლისგან, არამედ უნდა იყოს სპეციალურად საშემდუღებლო მოწყობილობისთვის განკუთვნილი გამაგრილებელი.
გამაგრილებლებით - BTC-20 NF და BTC-50 NF, ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ ორ არაალებად საშემდუღებლო სანთურის გამაგრილებელს, განსაკუთრებით დაბალი გამტარობით. "NF" ნიშნავს არაალებადს (non-flammable). გარდა ამისა, საშემდუღებლო მოწყობილობებისთვის განკუთვნილი გამაგრილებლები გთავაზობთ მაღალი დონის დაცვას კოროზიისა და სოკოს წარმოქმნის წინააღმდეგ და სისტემურად ძლებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.
BTC-20 NF და BTC-50 NF განსაკუთრებით დიდხანს გამძლე საშემდუღებლო სანთურის გამაგრილებლებია, ყველანაირი სითხით გაგრილებადი საშემდუღებლო მოწყობილობისა და საჭრელი სისტემებისთვის.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
- რატომ სპეციალური გამაგრილებლები საშემდუღებლო მოწყობილობებისთვის?
- BTC-20 NF-სა და BTC-50 NF-ის მოქმედება
- ABICOR BINZEL-ის გამაგრილებლების გამოყენება საშემდუღებლო მოწყობილობებისთვის
- BTC-20 NF-ისა და BTC-50 NF-ის შემადგენლობა
- ABICOR BINZEL NF-ის სტანდარტი: საშემდუღებლო სანთურის გამაგრილებელი
- როდის უნდა შევცვალო გამაგრილებელი?
- ვიდეოები საშემდუღებლო სანთურის გამაგრილებლების შესახებ
- ბლოგები საშემდუღებლო სანთურის გაგრილებლების შესახებ
- დოკუმენტაცია
რატომ სპეციალური გამაგრილებლები საშემდუღებლო მოწყობილობებისთვის?
კვლავაც ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ წყალი შესაძლებელია გამოყენებული იქნას სითხით გაგრილებადი საშემდუღებლო სანთურის გასაგრილებლად. ზოგიერთი შემდუღებელი ისევ იყენებს წყალს და შემდეგ უკვირთ რეგულარულად რატომ ზიანდება სანთურები.
მიზეზი რატომაც ონკანის წყალი კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული გამაგრილებლის სახით, არის მისი გამტარუნარიანობა, რომის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია - დაახლოებით 700 მიკროსიმენსი (µS) და მეტი. ნაკლი: თუ ელექტროობა გაივლის წყალში , და ეს ხდება როდესაც გამაგრილებელი გაივლის დენის სადენს, ეს გამოიწვევს ელექტრო დენის გარდაქმნას ქიმიურ ენერგიად, რაც ასევე ცნობილია ვოლტაჟის დაშლის სახელით. ამ პროცესში, დამუხტული ჟანგბადის ატომები ყალიბდება, რომლებიც იწვევს მეტალის აქტიურ ჟანგვას. ამ დაჩქარებულ პროცესს ეწოდება ელეტრონული კოროზია, რომელიც იწვევს საშემდუღებლო სანთურის გაჭედვას და რჩება გაგრლების სისტემაში, რაც გამოწვეულია მოწყვეტილი დაჟანგვის ნაწილაკებისგან. ამ შემთხვევაში ზიანდება არა მხოლოდ საშემდუღებლო სანთური და მისი წვრილი გაგრილების არხები, არამედ ასევე, დენის წყარო ძალიან იტვირთება ამ ნაწილაკებით. მიზეზი: ნაწილაკები, რომლებიც ცირკულირებს, გადადის ტუმბოში, ავზსა და გამაგრილებელში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცვეთა და ადრეული მწყობრიდან გამოსვლა.
ვინაიდან ზოგიერთი გამაგრილებელი ავზი არის გამჭვირვალე და ორგანული ნაწილაკები შეიძლება მოხვდეს ავზში, როდესაც გამაგრილებელი იცვლება, წყლის ან სხვა შეუსაბამო გამაგრილებლის გამოყენება ხშირად იწვევს სოკოს წარმოქმნას, რომელიც შეიძლება ასევე მოხვდეს სანთურის გამაგრილებელ წრედში ან დენის წყაროში და გამოიწვიოს ბლოკირება.
საშემდუღებლო სანთურის გაგრილება წყლით ანადგურებს სანთურს, დენის წყაროს და საშემდურებლო სისტემის სხვა ლითონის ნაწილებს, რომლებზეც ხვდება სითხე. BTC-20 NF და BTC-50 NF გამაგრილბლები იცავს სანთურის სისტემის ყველა კომპონენტს ელექტრო კორიზიისგან, მათ შორის დენის წყაროს და საშემდუღებლო მოწყობილობას.
გაზით გაგრილებადი საშემდუღებლო დენის წყაროს აღჭურვა სითხით გაგრილებადი სანთურით მარტივია მობილური გამაგრილებელი საშუალებებით CR 1000 და CR 1250: მხოლოდ რამდენიმე მოქმედებით, წყლის მარაგი და ბრუნვა, ისევე როგორც ნაკადის გადამრთველი შესაძლებელია დაუკავშირდეს არსებულ სისტემას და „გრილი“ შედუღების პროცესი დაიწყოს.
რატომ არააალებადი გამაგრილებელი?
უსაფრთხოების მნიშვნელობა ყველგან იზრდება და მოთხოვნები მწარმოებელი კომპანიებისთვის ასევე უფრო მკაცრდება. ABICOR BINZEL-ის არაალებადი გამაგრილებლები საშემდუღებლო სანთურებისა და დენის წყაროების ან საშემდუღებლო მოწყობილობებისთვის უზრუნველყოფს სამმაგ უსაფრთხოებას:
- შემდუღებლისთვის სამუშაო ადგილას
- მთლიანი საშემდუღებლო სანთურისა და გაგრილების სისტემისთვის
- გარემოსთვის
BTC-20 NF-ისა და BTC-50 NF-ის მოქმედება
ABICOR BINZEL-ის ორივე გამაგრილებელს აქვს ძალიან დაბალი გამტარუნარიანობა, მაქსიმუმ - 4 µS, რაც ამცირებს საშემდუღებლო სანთურისა და გაგრილების სისტემის ყველა ლითონის ნაწილის ელექტრო კოროზიას. ამასთანავე, სისტემის ყველა ნაწილი დაცულია ელექტროქიმიური დაშლისგან გამაგრილებლების გამოყენებით და ამრიგად, იზრდება მათი მუშაობის ხანგრძლივობა.
როდესაც საშემდუღებლო სანთურების გასაგრილებლად გამოიყენება ჩვეულებრივი ონკანის წყალი, დენი გაივლის წყალში და გამოიწვევს ქიმიურ რეაქციას. გაგრილების წრედში სხვადასხვა ელექტროქიმიური პოტენციალის მქონე მასალები ისე გამოიყენება, რომ დაშლის ან გახსნის პროცესი იწყება: ე.წ. საბაზისო კომპონენტები, როგორიცაა თითბერი, იხსნება და გადაინაცვლებს ისეთი ძვირფასი ნაწილებისკენ, როგორიცაა სპილენძი, რომელიც დამონტაჟებულია საშემდუღებლო სანთურში. გახსნილი ნაწილაკები იწვევს საშემდუღებლო სანთურის გაჭედვას და სანთურის ზემოაღნიშნულ მწყობრიდან გამოსვლას.
BTC-20 NF იცავს მთლიან გაგრილების სისტემას და არის ყინვაგამძლე - მინუს 17°C-მდე, BTC-50 NF- მინუს 45 °C-მდეც კი. ამასთანავე, BTC-50 NF მოსახერხებელია ღია ცის ქვეშ გამოსაყენებლად ან ტრანსპორტირებისთვის მინუს ტემპერატურაზე და დამატებით ხელს უშლის სითხის ნარჩენების საშემდუღებლო სანთურში და გაგრილების სისტემის ნაწილებში გავრცელებას და გაფრქვევას, რაც შესაძლებელია მოხდეს გაგრილების წრედში წყლის მოხვედრისას.
ABICOR BINZEL-ის საშემდუღებლო მოწყობილობების გამაგრილებლების გამოყენება
გამოყენებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მოთხოვნები ვრცელდება საშემდუღებლო სანთურის გამაგრილებელზე. BTC-20 NF იდეალურია სტანდარტული საშემდუღებლო გამოყენებისთვის საწარმოს დარბაზებში. ის არის ყინვაგამძლე მინუს 17°C-მდე და ყველა NF (არააალებადი) პროდუქტის მსგავსად, არააალებადია. თუ სანთურის გამაგრილებლის ტრანსპორტირება ხდება ხმელეთით ან ზღვით, ან საჭიროა შუა ზღვაში მისი გამოყენება, შესაძლებელია ეს ხდებოდეს მინუს ტემპერატურაზე. ასეთი ტიპის გამოყენებისთვის ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ BTC-50 NF, რომელიც ყინვაგამძლეა მინუს 45°C-მდე და რა თქმა უნდა, არააალებადია, როგორც ყველა ABICOR BINZEL-ის NF პროდუქტი.
BTC-20 NF-ისა და BTC-50 NF-ის შემადგენლობა
ABICOR BINZEL-ის გამაგრილებლები შედგება ეთანდიოლისა და სპეციალურად გაფილტრული, ბიოლოგიურად დამუშავებული წყლისგან.
საშემდუღებლო მოწყობილობების გამაგრილებლების თავისებურებები:
- საიმედო გაგრილება ყველა სითხით გაგრილებადი საშემდუღებლო და საჭრელი სისტემისთვის
- მთლიანი გაგრილებისა და სანთურის სისტემის დაცვა ელექტრო კოროზიისა და სოკოს წარმოქმნისგან და მათგან გამოწვეული დაზიანებებისგან
- ძალიან დაბალი გამტარუნარიანობა - 4 µS-ზე ნაკლები
- ხანგრძლივი მუშაობა გაგრილების სისტემაში
- გარანტირებულად აბსოლუტურად არააალებადი
- ნარჩენი სითხე გამაგრილებელ წრედში არ წარმოადგენს პრობლემას ნულ გრადუსზე ქვემოთ ტემპერატურაზეც კი
- უსაფრთხო ხელის მოკიდება, ტრანსპორტირება და შენახვა
- გარანტირებულად არ შეიცავს სილიკონს
ABICOR BINZEL NF-ის სტანდარტი: საშემდუღებლო სანთურის გამაგრილებელი
ABICOR BINZEL-ის ყველა გამაგრილებელი შეესაბამება NF სტანდარტს. NF ნიშნავს არააალებადს (non-flammable) და აჭარბებს GHS (ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციისა და მარკირების მსოფლიო ჰარმონიზებული სისტემა)-ის დებულებებისა და CLP რეგულაციის (რეკომენდაცია საშიში ნივთიერებების უსაფრთხო მართვისთვის) მოთხოვნებს აალებადობის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით. BTC-20 NF და BTC-50 NF გამაგრილებლები, ისევე როგორც ABIBLUE NF-ის შხეფების საწინააღმდეგო საშუალება და Super Pistolenspray NF-ის საშემდუღებლო დამცავი სპრეი ტესტირებულია აალებადობაზე გრძელვადიანი, სტანდარტიზებული საშემდუღებლო ტესტების საშუალებით სხვადასხვა პრაქტიკულ სიტუაციაში.
ABICOR BINZEL-ის BTC-20 NF და BTC-50 NF მწარმოებელი კომპანიებისთვის გარანტიას იძლევა გამაგრილებლის არააალებადობაზე, სათანადოდ გამოყენებისას და უზრუნველყოფს საუკეთესო გაგრილებას მთლიანი საშემდუღებლო პროცესისთვის.
როდის უნდა შევცვალო გამაგრილებელი?
არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია გამაგრილებლის შეცვლის სწორ დროსთან დაკავშირებით. თუმცა, რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი პასუხი: ეს დამოკიდებულია გამოყენების სიხშირეზე და საშემდუღებლო სანთურის დატვირთვის კოეფიციენტზე და რა თქმა უნდა, რეკომენდირებული გამტარუნარიანობის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს. გამტარუნარიანობა შესაძლებელია გაიზომოს. შესაბამისი საზომი მოწყობილობა არის Hanna Instruments-ის მიერ წარმოებული Primo 5, რომელსაც ABICOR BINZEL-იც გთავაზობთ.
გამაგრილებლების გამტარობის შემოწმება
სიდიდეების ლიმიტები უნდა იყოს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს გამაგრილებლის შეცვლა:
- MIG შედუღება და MAG შედუღება = 350 µS/სმ-ზე მეტი
- TIG შედუღება = 250 µS/ზე მეტი
- პლაზმური შესუღება = 30 µS/სმ-ზე მეტი
საშუალოდ, გამაგრილებლის შეცვლა საჭიროა რეგულარული ინტერვალებით დაახლოებით 1 დან და 3 თვემდე პერიოდში. გამტარიანობის შესამოწმებლად უბრალოდ ჩადეთ საზომი მოწყობილობა Primo 5 გამაგრილებლის ჩასასხმელ ყელში, გამაგრილებლის ნაწილში ან დენის წყაროზე, და სიდიდე გამოჩნდება საზომი ხელსაწყოს ეკრანზე. ეს არის გამაგრილებლის სტატუსის მოკლე და მარტივი მიმოხილვა საშემდუღებლო მოწყობილობის გაგრილებისა და საშემდუღებლო სანთურის სისტემაში და იმის თაობაზე უნდა შეიცვალოს თუ არა გამაგრილებელი.