კერამიკული სპრეი – შხეფების საწინააღმდეგო საშუალება გაზის საქშენებისთვის
MIG და MAG ხელით შედუღებისას რთულია შხეფების თავიდან არიდება. შხეფი შედგება მცირე ლითონის წვეთებისგან, რომლებიც გადმოდის გამდნარი ღარიდან ან გამოიტყორცნება ელექტროდის გაცხელებული თხევადი დაბოლოებიდან. ეს ნაწილაკები პირდაპირი მნიშვნელობით გაისროლება ნებისმიერი მიმართულებით და ეცემა დასამუშავებელ ნაწილსა და მასზე დამაგრებულ დეტალებზე, თუ ისინი გამოიყენება, ასევე - უშუალოდ გაზის საქშენზე და ეწებება. გაზის საქშენი და შიდა ნაწილები - კონტაქტის წვერი, კონტაქტის წვერის დამჭერი და გაზის დიფუზორი, ყველაზე ახლოს მდებარეობს საშემდუღებლო პროცესთან და პირდაპირ ხვდებიან გამოტყორცნილი ლითონის წვეთების წინ. საშემდუღებლო შხეფებით სამუშაო იარაღის ნაწილების გაჭედვის შემჩნევა ხშირად საკმაოდ რთულია ან საკმაოდ გვიან ხდება შესამჩნევი. თუ საერთოდ ვერ შევამჩნიეთ, შესაძლებელია გაზის ნაკადი ისე დაატრიალონ, რომ საშემდუღებლო ნაკერი არასაკმარისად დაცული აღმოჩნდეს. შედეგად, საშემდუღებლო ნაკერში პატარა ხვრელები გაჩნდება, რომლებიც თავდაპირველად შეუმჩნეველია. ამასთანავე ხელსაწყოს ნაწილები დაცული უნდა იყოს კარგი შხეფების საწინააღმდეგო საშუალებით ისე, რომ მაქსიმალურად გახანგრძლივდეს მათი მოხმარების დრო და ყოველთვის გარანტირებული იყოს სათანადო გაზის მიწოდება. ერთ-ერთი საუკეთესო შხეფების საწინააღმდეგო სპრეი ბაზარზე, განსაკუთრებით გაზის საქშენებისა და მისი ნაწილებისთვის არის ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეი.
ეს კერამიკული სპრეი იდეალურია საშემდუღებლო პროცესისთვის, რომელსაც დიდი დატვირთვის კოეფიციენტი აქვს, მისი საშუალებით გარანტირებულია საუკეთესო მიმაგრება და დაცვა გაზის საქშენებზე, კონტაქტის წვერზე, კონტაქტის წვერის დამჭერსა და გაზის დიფუზორზე. შესაფერისი სპრეის დანამატით - დამცავი თავსახურით, უზრუნველყოფილია ოპტიმალური გამოფრქვევა და შხეფების საწინააღმდეგო სპრეის კარგი დაფარვა. გარდა ამისა, არ გამოიყოფა ზედმეტი სპრეის ნარჩენები და პროპელანტი, რომელიც მავნეა გარემოსთვის. MIG/MAG საშემდუღებლო სანთურების ნაწილები ყოველთვის ოპტიმალურად დაცულია შხეფების მიწებებისგან, თუ გამოიყენებთ ABICOR BINZEL-ის კერამიკულ სპრეის, „მძიმე სამუშაოს შესასრულებლად“.
სრული ინფორმაცია ერთი თვალის გადავლებით
- რატომ ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეი?
- კერამიკული სპრეის როგორც შხეფების საწინააღმდეგო საშუალების მოქმედება
- კერამიკული სპრეის გამოყენების არეალი
- გაზის საქშენებისთვის განკუთვნილი შხეფების საწინააღმდეგო საშუალების შემადგენლობა
- ვიდეოები კერამიკული სპრეის შესახებ
- ბლოგები შხეფების საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ
- დოკუმენტაცია
რატომ ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეი?
საშემდუღებლო შხეფები, რომლებიც წარმოიქმნება MIG და MAG შედუღების პროცესში ასევე შესაძლებელია მოხვდეს გაზის საქშენზე და ისეთ ნაწილებზე, როგორიცაა კონტაქტის წვერი, კონტაქტის წვერის დამჭერი და გაზის დიფუზორი. ეს ნაწილაკები იწვევს ტურბულენტურობას გაზის ნაკადში, რომელიც შემდეგ ლამინარულად ვეღარ მიეწოდება და ვეღარ წარმოიქმნება საიმედო დამცავი არის გარემო. უმჯობესია, საშემდუღებლო შხეფების წარმოქმნის პრევენცია შეძლებისდაგვარად მოხდეს უშუალოდ შედუღების დაწყების წინ. ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეის საშუალებით, სწრაფად გაშრობადი, თანაბარი კერამიკული ფენა გადაეკვრება გაზის საქშენების ყველა ზედაპირს, მიუხედავად მათი მასალისა, რაც აფერხებს საშემდუღებლო შხეფების მიკრობას. ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეის შემდაგენლობა უზრუნველყოფს კერამიკული ნაწილაკების შესანიშნავ დამაგრებას ხელსაწყოს ნაწილაკებზე, რომლებზეც მოხდება სპრეის შესხურება, რაც ჩანს თეთრი, მაღალი ტემპერატურისადმი მედეგი მრავალშრიანი დამცავი ლენტიდან და უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას შხეფებისგან. მიწებებული ნაწილაკების მოშორება შედუღების შემდეგ მარტივად შეიძლება სანთურის წინა ნაწილის მსუბუქი დაფერთხვით.
ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეის დახმარებით, MIG/MAG შედუღებისას ხელსაწყოს ნაწილებისა და საშემდუღებლო სანთურის გამძლეობა და მოხმარების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად იზრდება.
კერამიკული სპრეი: იდეალური შხეფების საწინააღდეგო სპრეი მძიმე სამუშაოებში გამოსაყენებლად
სხვა შხეფების საწინააღმდეგო სპრეებთან შედარებით, ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეი ბევრად უფრო დიდხანს ძლებს საშემდუღებლო სანთურის წინა მხარის ნაწილებზე. განსაკუთრებით, მაღალი დენით - 300 -დან 500 ამპერამდე სიმძლავრით, და CO2 ან CO2-სთან შერეული გაზით შედუღებისას, კერამიკული სპრეი აშკარად ჯობნის სხვა შხეფების საწინააღმდეგო სპრეებს, გამძლეობის თვალსაზრისით. ეს შხეფების საწინააღმდეგო საშუალება საიმედოდ რჩება გაზის საქშენზე, კონტაქტის წვერსა და სხვ., ზედა შედუღების დროსაც კი.
კერამიკული დამცავი სახურავი სრულყოფილი გამოფრქვევისთვის
კერამიკული დამცავი სახურავი უზრუნველყოფს კერამიკული დამცავი საფარის უსაფრთხო და ეკონომიურ გამოფრქვევას. ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეის აღნიშნული დანამატი უზრუნველყოფს მიზნობრივ და დროის დაზოგვაზე ორიენტირებულ დაცვას ხელსაწყოს ნაწილებისთვის.
ამ თავსახურის შიდა მოხაზულობა სპეციალურად მორგებულია გაზის საქშენის ფორმებზე და უზრუნველყოფს დასაცავ ნაწილებზე სპრეის ოპტიმალურად შეფრქვევას. ეს ზოგავს არა მხოლოდ ხარჯებს, არამედ ასევე დადებითად მოქმედებს შემდუღებლების ჯანმრთელობასა და გარემოზე.
თუ კერამიკული სპრეი არის სპეციალური შხეფების საწინააღმდეგო საშუალება ხელსაწყოს ისეთი ნაწილებისთვის, როგორიცაა გაზის საქშენი, კონტაქტის წვერი, კონტაქტის წვერის დამჭერი და გაზის დიფუზორი, არსებობს ასევე ანტიადჰეზიური სპრეები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად დასამუშავებელი საგნისთვის. ABIBLUE NF-ის სახით, ABICOR BINZEL-ი გთავაზობთ შხეფების საწინააღმდეგო საშუალებას სპეციალურად საშემდუღებლო შხეფებისგან დამცავი შრის წარმოსაქმნელად მხოლოდ დასამუშავებლ საგანზე.
თუ საჭიროა შხეფების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება დასამუშავებელ საგანსა და გაზის საქშენზე, ისევე როგორ ხელსაწყოს სხვა ნაწილებზე, ABICOR BINZEL-ის Super Pistolenspray NF-ი წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტილებას. ეს შხეფების საწინააღმდეგო სპრეი შეიძლება გამოყენებული იქნას მიმაგრებულ დეტალებზეც კი, დამცავი შრის უზრუნველსაყოფად.
კერამიკული სპრეის, როგორც შხეფებისგან დამცავი საშუალების მოქმედება
კერამიკა გამოირჩევა ძალიან გლუვი ზედაპირითა და მცირე ხახუნის წინააღმდეგობით. კერამიკული ნაწილაკები, რომლებიც გამოიფრქვევა ზომიერად კერამიკულ სპრეისთან ერთად, ქმნის განსაკუთრებულად გლუვ მრავალშრიან დამცავ ზედაპირს დასველებულ ხელსაწყოს ნაწილებზე და უზრუნველყოფს საშემდუღებლო შხეფების პირდაპირ ასხლეტვას ან ისე სუსტად მიწებებას, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს მათი უბრალოდ ჩამოფერთხვა. კერამიკული სპრეის შემკვრელი, რომელიც სპეციალურად არის ოპტიმიზებული მაღალ ტემპერატურაზე გამოყენებისთვის, უზრუნველყოფს კარგ დამაგრებას მაღალი დენით შედუღებისა და ხანგრძლივი შედუღების დროსაც. გაზის საქშენს იმდენად ხშირად არ სჭირდება სპრეის შესხურება, რადგან კერამიკული დამცავი თავსახური უზრუნველყოფს კერამიკული ნაწილების ოპტიმალურ განაწილებას.
კერამიკული სპრეის გამოყენების არეალი
მაღალი დენითა და ხანგრძლივი დატვირთვის კოეფიციენტით შედუღებისას ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეი საუკეთესო არჩევანია საშემდუღებლო შხეფების მიწებების თავიდან ასაცილებლად MIG და MAG შედუღებისას. ეს თავისებურებები კერამიკული სპრეის აქცევს იდეალურ შხეფების საწინააღმდეგო საშუალებად, გაზის საქშენისა და ისეთი შიდა ნაწილების დასაცავად, როგორიცაა კონტაქტის წვერი, კონტაქტის წვერის დამჭერი და გაზის დიფუზორი, როდესაც მოითხოვება მაღალი ამპერაჟით შედუღება.
გაზის საქშენებისთვის განკუთვნილი შხეფების საწინააღმდეგო საშუალების შემადგენლობა
ამ შხეფების საწინააღმდეგო სპრეის მაღალი ეფექტურობისა და შხეფების საწინააღმდეგო თვისებების საფუძველია ბორის ნიტრიდი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული კერამიკა დიდი წარმადობის გამოყენებისთვის. ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეის ერთი გამოფრქვევა ქმნის მრავალშრიან დამცავ ფენას დასველებულ ზედაპირებზე. ეს ქმნის მრავალ მიკროსკოპულად თხელ კერამიკულ ფენას. ამ ფენების ქსელური სტრუქტურა უზრუნველყოფილია სპეციალური შემკვრელით. შემკვრელი გამოიყენება მისი კარგი დამაგრების უნარის გამო საშემდუღებლო სანთურის გაზის საქშენებზე და მაღალი ტემპერატურისადმი გამძლეობის გათვალისწინებით. ბორის ნიტრიდის შემადგენლობა, რაც უზრუნველყოფს 1400 °C ტემპერატურისადმი მდგრადობას, ქმნის სიმხურვალისადმი მედეგ შხეფების საწინააღმდეგო სპრეის, გაზის საქშენებისა და მასთან დაკავშირებული ნაწილების შედუღებისთვის მოსამზადებლად.
ABICOR BINZEL-ის კერამიკული სპრეის თავისებურებები:
- ბორის ნიტრიდის მრავალშრიანი მახასიათებელი იცავს საშემდუღებლო შხეფების მიწებებისგან
- შესანიშნავი დამაგრებისა და დამცავი შრის წარმოქმნის შესაძლებლობა
- სპეციალურად განკუთვნილი გაზის საქშენზე, კონტაქტის წვერზე, კონტაქტის წვერის დამჭერსა და გაზის დიფუზორზე გამოსაყენებლად
- იდეალური მაღალი დატვირთვის კოეფიციენტით შედუღების პროცესისთვის
- განსაკუთრებულად კარგი დაფარვა კერამიკულ დამცავ თავსახურთან ერთად კომბინაციაში
- მაღალი კერამიკული შემცველობა
- ძალიან მოკლე დრო სჭირდება გასაშრობად
- არ შეიცავს სილიკონს